განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
180100119002971973
დავის ტიპი
126 1
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---19

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

2-------, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -

პროკურორი - გოჩა ცინცაძე

დაცვის მხარე -

ბრალდებული ჯე---– ბუ-----ე, დაბადებული 198- წლის 18 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N5----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები; გ--------------–-------–------ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა,დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები,ბრალდებულის ადვოკატი - სპარტაკ ვარძელაშვილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:

ჯე---– ბუ-----ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის მიმართ.

სახელდობრ:

2019 წლის 14 იანვარს ჯე---– ბუ-----ე სტუმრად იმყოფებ--და მცხეთის რაიონის სოფელ წ---------------–--------–---–-------------------–--------ში ცოლის ძმის - ივ--- ბა---–-–---–ის ოჯახში, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯე---– ბუ-----ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ივ--- ბა---–-–---–ის მცირეწლოვანი შვილების, 2016 წლის 11 თებერვალს დაბადებული ტყუპების აბ-- და ნი--- ბა---–-–---–ების მიმართ, კერძოდ, ორივე მათგანს მიაყენა მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რაც ორივე ბავშვს აშკარად დაეტყოთ ტანზე, ხოლო აბ-- მა---–-–---–ს ასევე დაზიანება მიაყენა სასქესო ორგანოზე. ფიზიკურ დაზიანებათა მიყენების გამო ტყუპებმა აბ-- და ნი--- ბა---–-–---–ებმა განიცადეს რა ტკივილი, დაიწყეს ტირილი. სასქესო ორგანოზე მიღებული დაზიანების გამო აბ-- ბა---–-–---–ი სამედიცი--- დახმარება აღმოუჩინეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ჯე---– ბუ-----ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ. ამასთან ერთად, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სპარტაკ ვარძელაშვილმა განმარტა, რომ ჯე---– ბუ-----ის ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები და იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რამდენადაც, ადვოკატის მოსაზრებით კონკრეტულ შემთხვევაში ჯე---– ბუ-----ის განზრახვა არ მოიცავდა მცირეწლოვანი ბავშვებისათვის სხეულის დაზიანების და შესაბამისად მათთვის ტკივილის მიყენების სურვილს.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებ--ბისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება ბრალდებულ ჯე---– ბუ-----ის ადვოკატის ვერსია ჯე---– ბუ-----ის უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.3 მოწმე ივ--- ბა---–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე მას მცხეთის რაიონის სოფელ წ---------------–--------–---–-------------------–--------ში ოჯახში სტუმრად ეწვია სიძე - დის ქმარი ჯე---– ბუ-----ე. ძველით ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ღამით მათ იქეიფეს, რა დროსაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და დათვრნენ. ქეიფი, ლუდის სმა მათ განაგრძეს მეორე დღესაც - 14 იანვარს, რა დროსაც პერიოდულად ჯე---– ბუ-----ე ეკონტაქტებ--და, მასპინძლის წარმოდგენით - ეთამაშებ--და მცირეწლოვნებს, 2016 წლის 11 თებერვალს დაბადებულ ტყუპებს აბ-- და ნი--- ბა---–-–---–ებს - თავად წამოწოლილ მდგომარეობაში მყოფი ჯე---– ბუ-----ე შიშველ მდგომარეობაში მყოფ ტყუპებს მუცელზე იწვენდა და უხეშად ეთამაშებ--და, ხანაც აგდებდა მათ ჰაერში და შემდეგ იჭერდა, რა დროსაც ტყუპებმა რამდენჯერმე კიდეც იტირეს. მასპინძელმა ივ--- ბა---–-–---–მა შენიშვნა მისცა სტუმარს, რომ ბავშვებთან თამაშის დროს მეტი სიფრთხილე გამოეჩინა, რაზეც ჯე---– ბუ-----ემ უპასუხა - ნუ გეშინია, ჩემს ბავშვებსაც ასე ვეთამაშები და არაფერი მოსდითო. აღნიშნულის შემდეგ ჯე---– ბუ-----ემ კვლავ განაგრძო ბავშვებთან კონტაქტი, რა დროსაც ტყუპები კვლავ ატირდნენ. აღნიშნულის გამო ივ--- ბა---–-–---–მა შენიშვნა გაუმეორა სტუმარს, მოსთხოვა ფრთხილად ყოფილიყო ბავშვებთან. თუმცა იმავდროულად შეამჩნია, რომ ტყუპებს აბ--ს და ნი---ს ტანზე სიწითლეები გაუჩნდათ, იმავდროულად აბ--ს - სასქესო ორგანო გაუწითლდა და დაუსივდა. ვინაიდან აშკარა იყო, რომ ტყუპებს მტკივნეული დაზიანებანი მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯე---– ბუ-----ემ მიაყენა, ამ უკანასკნელს მან დაუწყო ყვირილი და ლანძღვა. აღნიშნულის შემდეგ სტუმარმა სწრაფად დატოვა ოჯახი და წავიდა. თუ რა ვითარებაში ეკონტაქტებ--და ჯე---– ბუ-----ე ტყუპებს, ამ ფაქტს თვალს ადევნებდნენ ასევე მისი მცირეწლოვანი შვილები - მა------ და ნა----–-. საღამოს დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე სამსახურიდან ოჯახში დაბრუნდა მასპინძლის მეუღლე ნა---- მღ-----–---–ი, რომელმაც ნახა რა ტყუპების მდგომარეობა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო მათი გადაყვანა საავადმყოფოში დახმარების აღმოსაჩენად.

 

3.4 მოწმე ივ--- ბა---–-–---–ის ჩვენება დადასტურებას პოულობს მცირეწლოვან, 2011 წლის 05 ოქტომბერს დაბადებულ ნა----–- ბა---–-–---–ის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც იგი ცხოვრობს სოფელ წ-------ნში მშობლებთან ივ--- ბა---–-–---–თან, დედასთან ნა---- მღ-----–---–თან, დებთან მ------თან და ნი---სთან, აგრეთვე ძმასთან აბ--სთან ერთად. მამამისმა და სტუმარმა, მამიდამისის ქმარმა, რომელსაც იცნობს სახელით ,,ჯ----’’, დალიეს ლუდი. დედა დღის განმავლობაში იმყოფებ--და სამსახურში. ქეიფის მსვლელობის დროს ჯ----მ ტყუპებს აბ--ს და ნი---ს, რომლებიც შიშვლები იყვნენ, დაუწყო თამაში, უღუტუნებდა და ჩქმიტავდა მათ, რის გამოც ბავშვები პერიოდულად ტიროდნენ. აღნიშნულის გამო მამამისმა შენიშვნა მისცა სტუმარს - ბავშვებს თავი დაანებეო, რაზეც ჯ----მ უპასუხა - მიყვარს ბავშვების წვალებაო. ჯ---- ნი---ს და აბ--ს ათამაშებდა ჰაერში, აისროდა ზევით და ვარდნისას ჭერდა. ამასობაში ნა----–- დასთან მ------თან ერთად გავიდა გარეთ, დაბრუნებისას კი ნახა, რომ აბ-- ტიროდა, ხოლო მამა აწყნარებდა მას, იმავდროულად ჯ----ს ეუბნებ--და - აბ--ს რაიმე რომ მოუვიდეს, იცოდე, არ გაპატიებ--. ამ დროს თავადაც შეამჩნია აბ--ს მუცლის ქვევით მოვარდისფრო დაზიანება. ამის შემდეგ ჯ---- წავიდა სახლიდან, ხოლო სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა რა ტყუპები, სასწრაფოდ გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში. მოწმე ივ--- ბა---–-–---–მა ასევე განმარტა, რომ აბ--ს და ნი---ს ერთმანეთში არ უჩხუბიათ.

 

3.5 სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტის N 5--------- დასკვნის მიხედვით, აბ-- ბა---–-–---–ს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი; სასქესო ასოს ღია ჭრილობა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები სახის, კისრისა და გულმკერდის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებში მითითებულ თარიღს.

 

3.6 სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტის N 5--------- დასკვნის მიხედვით აბ-- ბა---–-–---–ს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი; დაზიანებები მუცლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირებზე მის ფონზე გაფანტულად მდებარე ნაჭდევები სისხლნაჟღენთების და მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით ნაჭდევების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

3.7 საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა ჯე---– ბუ-----ემ თავი სრულად იცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და არ ეწინააღმდეგებას მას.

 

3.8 ამ ფონზე სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სხეულის დაზიანებანი 2016 წლის 11 თებერვალს დაბადებულ ტყუპებს აბ-- და ნი--- ბა---–-–---–ებს მიაყენა ოჯახში სტუმრად მყოფმა ჯე---– ბუ-----ემ, რომელიც იმყოფებ--და რა მთვრალ მდგომარეობაში, მცირეწლოვან ბავშვებთან კონტაქტის დროს მათ მიმართ სჩადიოდა ჯიუტად განგრძობად ძალადობას; შიშველ ტყუპებს აბ-- და ნი--- ბა---–-–---–ებს, რომლებიც მცირეწლოვნობის გამო მოკლებულნი იყვნენ მოძალადისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ჯე---– ბუ-----ე ჩქმეტით, ხოლო აბ-- მა---–-–---–ს ასევე სასქესო ორგანოზე ზემოქმედებით განზრახ აყენებდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებებს სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, რის გამოც ტყუპები განიცდიდნენ რა ფიზიკურ ტკივილს, რაც განჭვრეტადი იყო მოძალადისთვის, დასახელებულ ქმედებებზე ტირილით რეაგირებდნენ.

 

3.9 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჯე---– ბუ-----ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოთმიმოხილული მტკიცებულებებისა, ემყარება ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების აბ-- და ნი--- ბა---–-–---–ების საპროცესო წარმომადგენლის ნა---- მღ-----–---–ის გამოკითხვის ოქმს, ჯე---– ბუ-----ის ალკოტესტით შემოწმების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, პამპერსის ამოღების ოქმს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჯე---– ბუ-----ის მიერ ჩადენას.

 

3.10 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებ--ბისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ჯე---– ბუ-----ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის მიმართ, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით .

სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

4.2 ბრალდებულ ჯე---– ბუ-----ეს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მცირეწლოვნების მშობელი და საპროცესო წარმომადგენელი ნა---- მღ-----–---–ი თავისი 2019 წლის 17 იანვრის განცხადებით ითხოვს ჯე---– ბუ-----ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას და პატიმრობიდან მის გათავისუფლებას, ბრალდებულის მეუღლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, ხოლო ჯე---– ბუ-----ე - ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ჯე---– ბუ-----ეს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანთა მიმართ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.

4.3 ზემოხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჯე---– ბუ-----ეს წარსულში ნასამართლობა არ გააჩნია (ნასამართლობა გაუქარწყლდა), და სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, დაზარალებულების კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს ჯე---– ბუ-----ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით ჯე---– ბუ-----ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვ---ლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

5.1 ჯე---– ბუ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

ჯე---– ბუ-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები).

5.2 ჯე---– ბუ-----ეს ძირითადი სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 15 იანვრის 05 საათი და 26 წუთიდან ამავე წლის 18 იანვრის ჩათვლით.

5.3 გაუქმდეს ჯე---– ბუ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მი----– ბუ-----ეს (პირადი ნომერი N5-----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 18 იანვარს სს ,,საქართველოს ბანკში’’ შეტანილი, ჯე---– ბუ-----ის საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით .

5.4 მსჯავრდებულ ჯე---– ბუ-----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.5 საქმეზე საბ--ლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებების ბედი:

- ჰიგიენური საფენი ე.წ.,,პამპერსი’’ დალუქული 28/7 ლუქით ერთ პაკეტად, და ჯე---– ბუ-----ის ხელის მტევნების ფრჩხილების ნიმუშები, დალუქული FCD1287999 ლუქით, რომლებიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს წ-------ნის განყოფილებაში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ განყოფილებას.

- საქმეში არსებული ერთი ცალი CD დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

5.6 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

5.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი