განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
180100119002952757
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/9--1-

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

2- ი----ი, 2-1- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -

პროკურორი - გო-- ცი-–---

დაცვის მხარე -

ბრალდებული ლე---- ძე--------–---–-, დაბადებული 1-9- წლის 2- მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------, წარსულში ნასამართლევი, იძულებით გადაადგილებული, რეგისტრირებული - ა---–-----ი, 9-------–-------- და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–-–--–-------------–-----------–---, სახლი N2--, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;

ბრალდებულის ადვოკატი : ლე-–- ჭა---------,დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ფაქტებზე და სასამართლომ დადგენილად ცნო :

ლე---- ძ---------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევის გზით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2-1- წლის 30 ა-----–-ს განაჩენით ლე---- ძე--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. ლე---- ძე--------–---–- ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-4-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრ-- სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლე---- ძ---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

2-1- წლის 03 მ-----ს, ღამით ლე---- ძ---------–---–მა უკანონოდ შეაღწია მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის დევნილთა დასახლებაში მდებარე, ირ-- ძე--------–---–-ს საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ღირებულების თეთრი ფერის ორკამერიან მაცივარს ..PRIME‘’ მოდელის, რითაც მან ირ-- ძ---------–---–ს მიაყენა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ლევან ძ---------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმ-----ა, რომ ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე, ჩანადენს გულწრფე-–-დ ინანიებს და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმ-----ება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ლე---- ძე--------–---–-ს მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ლე---- ძე--------–---–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ირ-- ძე--------–---–-ს გამოკითხვის ოქმს, მოწმეების ლ-–--------------ს და ლ---------------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ლე---- ძე--------–---–-ს დაკავების ოქმს, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ლე---- ძე--------–---–-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2-1- წლის 30 ა-----–-ს განაჩენს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ლე---- ძე--------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული იმ დანაშაულის ჩადენას, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და მიჩნეულია პრეიუდიციად.

3.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყვე-–- მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ლე---- ძ---------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევის გზით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

სასჯელის განსაზღვრა:

4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

4.2 ბრალდებულ ლე---- ძ---------–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოებანი, რომ გულწრფე-–-დ აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, არის იძულებით გადაადგილებული, ნაქურდალი მაცივარი ამოღებულია და დაუბრუნდება დაზარალებულს, ამ უკანასკნელს პრეტენზია არ გააჩნია ლე---- ძე--------–---–-ს მიმართ.

ლე---- ძ---------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია - წარსულში ნასამართლობამ განაპირობა მის ქმედებაში ქურდობის კვალიფიციური შემადგენლობის არსებობა არაერთგზისობის ნიშნით, რის გამოც იგივე ნიშანი - წარსულში ნასამართლობა იმავდროულად ვეღარ იქნება მიჩნეული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

5.1 ლე---- ძე--------–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2-1- წლის 30 ა-----–-ს განაჩენით ლე---- ძე--------–---–-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ამ საქმეზე დანიშნულ სასჯელს დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2-1- წლის 30 ა-----–-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლე---- ძ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

5.2 ლე---- ძ---------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2-1- წლის 04 მ-----ის 1- საათი და 0- წუთიდან.

5.3 გაუქმდეს ლე---- ძე--------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

5.4 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს ნივთმტკიცებულებების ბედი:

- ,,PRIME" მოდელის მაცივარი და ამავე მაცივრის საბუთი წარწერით ..PRIME‘’ რომლებიც ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ირ-- ძ---------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული მოვერცხლისფრო ლითონის საგანი (მაკრატელის), რომელიც ამოღებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს და ინახება მცხეთის შს რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ განყოფილებას.

5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპე-–-ციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ვაჟა ფუხაშვილი