განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
180100119002934833
დავის ტიპი
151
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/9--1-

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

13 მაისი, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა შავიძე,ბრალდების მხარე -

პროკურორი - გოჩა ცინცაძე

დაცვის მხარე -

ბრალდებული გრ-----– აკ-------ი, დაბადებული 1-6- წლის 2- მა-----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, პენსიონერი, რეგისტრირებული მცხეთა, სოფელი მუხრანი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მცხეთა, სოფელი წ--------ი, აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა,დანაშაულების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)

ბრალდებულის ადვოკატი ცი---- ცქვიტიშვილი

სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:

გრ-----– აკ-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

სახელდობრ:

201- წლის 2- თებერვალს, ღამით, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე მც------------–----–-------ს სოფელ წ--------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გრ-----– აკ-------მა მეუღლეს და------- სუ------–-–---–ს თავიანთ საცხოვრებელ ბინაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით, კერძოდ, უთხრა, რომ წამებით ამოხდიდა სულს და ყელს გამოჭრიდა. ვინაიდან გრ-----– აკ-------ი იყო მთვრალ მდგომარეობაში და იქცეოდა ძალზე აგრესიულად, და------- სუ------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების - სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

ასევე, 201- წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 13 საათზე მც------------–----–-------ს სოფელ წ--------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გრ-----– აკ-------მა მეუღლეს და------- სუ------–-–---–ს თავიანთ საცხოვრებელ ბინაში კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით, კერძოდ, უთხრა, რომ სათითაოდ ააჭრიდა ხორცებს, და ყელს გამოჭრიდა - მოკლავდა. ვინაიდან გრ-----– აკ-------ი იყო მთვრალ მდგომარეობაში და იქცეოდა ძალზე აგრესიულად, და------- სუ------–-–---–ს ამჯერადაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების - სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 26 თებერვლის განჩინებით გრ-----– აკ-------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2500 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 201- წლის 01 მარტის განჩინებით გრ-----– აკ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 26 თებერვლის განჩინებაზე პროკურორის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ვინაიდან ბრალდებულმა გრ-----– აკ-------მა ვერ უზრუნველყო გირაოს შეტანა, ავტომატურად იგი დარჩა პატიმრობაში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გრ-----– აკ-------მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის ეპიზოდების მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ, ჩანადენს გულწრფელად ინანიებს.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის გრ-----– აკ-------ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გრ-----– აკ-------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ და------- სუ------–-–---–ის, მოწმეების სო------ აკ-------ის და გუ-–-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის ორი ეპიზოდის გრ-----– აკ-------ის მიერ ჩადენას.

 

3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გრ-----– აკ-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) .

 

სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

4.2 ბრალდებულ გრ-----– აკ-------ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულის ოპრივე ეპიზოდი, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი პენსიონერი, ავადმყოფი, ბრალდებული დაზრალებულთან შერიგებულია და ეს უკანასკნელი ითხოვს გრ-----– აკ-------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ მეზობლები. გრ-----– აკ-------ს პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაულის ორივე ეპიზოდი ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში.

4.3 ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთან კონფლიქტი აღმოფხვრილია, მეუღლენი შერიგდნენ, გრ-----– აკ-------ი გულწრფელად ინანიებს დანაშაულის ჩადენას, რაც რესოციალიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, ნასამართლობა არ გააჩნია, დახასიათებულია დადებითად, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი პენსიონერი, სასამართლოს მიაჩნია, რომ თითოეული დანაშაულის ეპიზოდისთვის ძირითადი სასჯელის სახით გრ-----– აკ-------ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - ნახევარი მას განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52- მუხლის გამოყენებით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

5.1 გრ-----– აკ-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ამასთან,გრ-----– აკ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 2- თებერვლის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. გრ-----– აკ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52- მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები).

 

გრ-----– აკ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. გრ-----– აკ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52- მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151 -ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გრ-----– აკ-------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცხელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

გრ-----– აკ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52- მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით 01 ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები - იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლებები). დამატებითი სასჯელის მოხდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.

 

5.2 გრ-----– აკ-------ს ძირითადი სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 201- წლის 23 თებერვლის 18 საათი და 51 წუთიდან.

 

5.3 გაუქმდეს გრ-----– აკ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

5.4 პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ გრ-----– აკ-------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ვაჟა ფუხაშვილი: