განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
180100119002884504
დავის ტიპი
381 (1)
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/5--1-

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

0- აპრილი, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი,ბრალდების მხარე -

პროკურორი - ნელი ორჯონიკიძე

დაცვის მხარე -

ბრალდებული გუ----ი ჯი-----ი, დაბადებული 1-7- წლის 06 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული დ--–----ს მუნიციპალიტეტი, სოფელი მ----–---ი და ფაქტობრივად მცხოვრები; დ--–----ს მუნიციპალიტეტი, სოფელი გ---------ი,ბრალდებულის ადვოკატი : ლელ------------ე,დანაშაულის კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:

გუ----ი ჯი-----მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა , რაც გამოიხატა შემდეგში:

დ--–----ს შს რაიონული სამმართველოს 201- წლის 07 იანვრის შემაკავებელი ორდერით N0----- მოძალადეს გუ----ი ჯი-----ს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ქე------ გუ-–-–---–ს, ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მეუღლე ქე------ გუ-–-–---–ი ცხოვრობდა, აგრეთვე მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. გუ----ი ჯი-----მა განზრახ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები; - 201- წლის 27 იანვარს საღამოს გუ----ი ჯი-----ი მთვრალ მდგომარეობაში მივიდა დ--–----ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------ში, საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ქე------ გუ-–-–---–ი, რა დროსაც როგორც მეუღლეს, ასევე არასრულწლოვან შვილს - მა-----ი ჯი-----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გუ----ი ჯი-----მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადაოდ.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გუ----ი ჯი-----ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გუ----ი ჯი-----ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ქე------ გუ-–-–---–ის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დანართი ფოტოილუსტრაციებით, არასრულწლოვანი მოწმეების მა----- და ლუ-- ჯი-----ების გამოკითხვის ოქმებს, დ--–----ს შს რაიონული სამმართველოს 201- წლის 07 იანვრის შემაკავებელი ორდერს N0-----, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გუ----ი ჯი-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გუ----ი ჯი-----მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით .

 

სასჯელის განსაზღვრა:

 

4.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

4.2 ბრალდებულ გუ----ი ჯი-----ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, მრავალშვილიანია - კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი, ოჯახი სოციალურად დაუცველია. მასვე პასუხისმგებლობას უმძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, ოჯახის სხვა წევრების მიმართ, ამასთან არასრულწლოვნის თანდასწრებით.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლეთა შორის კონფლიქტი აღმოფხვრილია და ბრალდებული ინანიებს დანაშაულის ჩადენას, სადაოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი მიზანშეწონილია ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 531 -ე და 58-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

5.1 გუ----ი ჯი-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

5.2 გუ----ი ჯი-----ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 201- წლის 28 იანვრიდან 201- წლის 31 იანვრის ჩათვლით.

5.3 გაუქმდეს გუ----ი ჯი-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ბახვა ვაშაკიძეს, პირადი ნომერი N37001042868, დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკში’’ 201- წლის 31 იანვარს შეტანილი, გუ----ი ჯი-----ის საგირავნო თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

5.4 მსჯავრდებულ გუ----ი ჯი-----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5.5 განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

5.6 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ვაჟა ფუხაშვილი