განაჩენი

სისხლის სამართლის 13.08.2019
საქმის ნომერი
330100119003115572
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3452-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 13 “ აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ---------------–-–----–--,ბრალდებულ ნ-----–--------–------

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ნ-----–------------------–------ (დაბადებული 19---–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, დაოჯა-ხებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე - ქ--–---------–---------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–------------–-------------–----------------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 20 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარ-ტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მ--------------–---–- გამოძიება დაიწყო სის-ხლის სამართლის №------------ საქმეზე, ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ “------------–--- ვესტიბიულში დაუდგენელი პირების მიერ ძალადობისა და ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ ზ“ ქვეპუნქტითა და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით.

 

აღნიშნულ საქმეზე ნ-----–--------–----- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 20 ივნისს, 16 საათსა და 05 წუთზე, (ს.ფ. 78-81). 2019 წლის 21 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს.ფ. 88-90) და თბილისის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 22 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმრობით უზრუნველყოფით, (ს.ფ. 122-128).

 

2019 წლის 22 ივნისს, გირაოს სრულად შეტანის შემდეგ, ნ-----–--------–----- გათავი-სუფლდა პატიმრობიდან,2019 წლის 10 ივლისს ნ-----–--------–------ წარედგინა ფორმულირების ნაწილში დაზუს-ტებული ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს.ფ. 142-144).

 

2019 წლის 24 ივლისს, ნ-----–--------–------ ბრალდების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ, სექსუა-ლური ორიენტაციის ნიშნით გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით, ს------------–------------------------–-–---–-- მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, (ს.ფ. 153-154).

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ნ-----–--------–------- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 19 ივნისს, ღამით, ნ-----–--------–----- თავის მეუღლესთან - ნ--------------------- ერთად გადაადგილდებოდა თბილისის მეტროპოლიტენით. დაახლოებით 22:30 საათზე, იგი იმყოფებოდა მ-----------------------------–--- გაჩერებაზე, რა დროსაც მატა-რებლის კარი არ გაიღო და გაძნელდა მატარებლიდან ხალხის გასვლა. ნ-----–--------–------ მივიდა კართან მდგომ ს-----------–-------- და მის მეგობარ ო-----------–-–---–---- და, იმ მოტივით, რომ თითქოსდა ისინი უშლიდნენ ხელს კარის გაღებასა და მგზავრთა გადასვლას მატარებლიდან, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცყოფა სექსუალური ორიენტა-ციის ნიშნით გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ს-----------–-----------------------–-–---–- აქვთ გრძელი თმა და ატარებენ საყურეს. ამის შემდეგ ნ-----–--------–-----მ ხელი კრა ს-----------–---- და შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას და ო-----------–-–---–-, კერძოდ - გაიწია მათკენ საცემად, თუმცა იქვე მყოფმა პირებმა იგი განარიდეს ს-----------–-----------------------–-–---–-. მიუხედავად ამისა, ნ-----–--------–----- კვლავ აგრძელებდა ს-----------–----------------------–-–---–-- სიტყვიერ შეუ-რაცხყოფას და ემუქრებოდა მათ ფიზიკური ძალადობით. ნ-----–--------–------ ამ ქმედე-ბის შედეგად, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, შეიკრიბნენ მგზავრები, ხელი შეეშალა სამგზავრო მატარებლის გადაადგილებას და შეფერხდა მეტროსადგურის მუშაობის რიტმი.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ---------------–-–---–-- აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----–--------–------------ წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის დანიშვნა დამამძიმებელი გარემოების - სექსუ-ალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის - გათ-ვალისწინებით, (2019 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ნ-----–--------–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, განაცხა-და, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და, აღნიშნული გარემოებებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ითხოვა მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის მოხდასთან, (2019 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ნ-----–--------–------ მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ნ-----–--------–------ ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ ო-----------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 59-61);

- დაზარალებულ ს-----------–---- გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 43-45, 114-116);

- მოწმე თ--------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 5-8);

- მოწმე გ---------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 19-22);

- მოწმე კ------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 23-26);

- მოწმე ა----------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 62-64);

- მოწმე შ--–--------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 19-22);

- მოწმე ბ--------–------ გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 65-67);

- მოწმე დ--–-----------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 16-18);

- პირის ამოცნობის ოქმებით, (ს.ფ. 68-72, 73-77);

- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 47-52);

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ. 53-56), თვით ნ-----–--------–------ გამოკით-ხვის ოქმებით, (ს.ფ. 35-37, 91-91, 145-146), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუ-მენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ნ-----–--------–-------ათვის წაყენებულ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ნ-----–--------–------ მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ნ-----–--------–-----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ხულიგნობა, ესე იგი - ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531-ე მუხლების შესაბამისად, სას-ჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამ-სუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ-----–--------–------ მიერ დანაშაული ჩადენილია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტი-ვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს მისი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას.

 

როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი, სასამარ-თლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ნ-----–--------–----- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მან, აგრეთვე, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულე-ბის განხორციელებას.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწო-რებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამ-დე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე) ფარგლებში ნ-----–--------–------ სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ამავე კოდექსის 531-ე მუხლის პირ-ველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთანავე, ვინაიდან ნ------–--------–------ მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არ-მქონეა და აღიარებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწი-ლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაითვალოს პირობითად და, ბრალდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინე-ბით, გამოსაცდელ ვადად დადგინდეს ერთი წელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–--------–------ მიმართ ერთი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–------------------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთ-ვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

2. ნ-----–--------–------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

 

3. ნ-----–--------–------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 22 ივნისის ჩათვლით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ნ-----–--------–------ ყოფაქცევის კონ-ტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართვე-ლობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერტიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებება - ერთი ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი