განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
330100119003059672
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/2824-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 03 “ ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - გ---------------–--ის, დ-------------–---–ის,ბრალდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს--–------------–---–ის, დ-----------------ის, ლ--–-----–------ის,ბრალდებულების - გ-----------------ის და გ---------------ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

გ--------–-----------------ის (დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, უ-----–--- განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლო-ბის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვ-რები ქალაქ თბილისში, ი-------------–---–------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტითა და 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და

 

გ------------------------------ის (დაბადებული 19---–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლო-ბის არმქონე, რეგისტრირებული - თ------–--------------------–---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშუ

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 5 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში გამო-ძიება დაიწყო სისხლის სამართლის N007050119002 საქმეზე, ხ------------------ისა და დაუდგენელი პირის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშულის ნიშნებით, (საქმის ტომი N1, ს.ფ. 1).

 

2019 წლის 7 იანვარს, გ---------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ-------------------ს - ამავე კოდექსის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, (ტომი N2, ს.ფ. 123 - 125 - გ---------------ი ბრალდება, ტომი N2, ს.ფ. 132-134 - გ-----------------ის ბრალდება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმ-რობა, პატიმრობის ვადის ათვლა გ---------------ს დაეწყო 2019 წლის 5 იანვრის 20:00 საათიდან, ხოლო გ-----------------ეს - 2019 წლის 5 იანვრის 20:05 საათიდან, (ტომი N2, ს.ფ. 153-165).

 

2019 წლის 6 ივნისს, გ---------------ს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ-----------------ეს წარედგინა ფორმულირების ნაწილში დაზუსტებული ბრალ-დება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, (ტომი N7 ს.ფ. 74-76 - გ---------------ი ბრალდება, ტომი N7, ს.ფ. 67-69 - გ-----------------ის ბრალდება).

 

კერძოდ, გ---------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------------ის ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქალაქ თბილისში, პ----------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელა-პარაკების ნიადაგზე გ---------------მა, მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, სხე-ულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობები მიაყენა ხ------------------სა და თ--------------------–---–ს. დროული სამედიცინო ჩარევის შემდეგ ხ------------------ის სიცოცხლის შენარ-ჩუნება მოხერხდა, ხოლო თ-------------------–---–ი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა.

 

გ-----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებ-ლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანა-შაული.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-----------------ის ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქალაქ თბილისში, პ----------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელა-პარაკების ნიადაგზე გ---------------მა, მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობები მიაყენა ხ------------------სა და თ-------------------–---–ს. დროული სამედიცინო ჩარევის შემდეგ ხ------------------ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო თ-------------------–---–ი, მიყენებული დაზიანებების შედე-გად, გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს უშუალოდ შეესწრო ხსენებულ პირებთან ერთად მყოფი გ-----------------ე, რომელმაც გ---------------ის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებლებმა - დ-------------–---–მა და გ---------------–--ემ აღნიშნეს, რომ სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, კერძოდ - შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ვიდეო-ფონოსკოპიური, ბიოლოგიური ექსპერტიზების დას-კვნებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეთა: თ--------------ის, კ------------–---–ის, მ--–----------–----–--ის, თ-------–----ის, ნ-----–------–-----ის, ნ-----–-----ის, ლ------–---------–------------------------–---–------------------------–----------------------------------–-------------–---–-----------------–---–------------------–---–-----------------–---–----------–-------------–---------–---–----------------------–--------------------------–----------–---–----------–-----–-----------------------------–-–----------------------------------------------------------------–--------–---–-------------–-–-------------------------------------–--–---–---------------–------------------–--------–---–-----------------------------–-–--------–---–--------------------–---–-----------------–-–---–-------------–----–---–------------–---–-----------------------------------------------------------–-–---–--------------------–---–-----------------------------ის ჩვენებებით, მოწმე ლ--–---------–---–-სა და ხ------------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული და სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებებით და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული ფაქტებითა და გარემოებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ---------------ისა და გ-----------------ის მიერ მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და, ამასთანავე, არ არსებობს მათი ბრალისა და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა, რომ გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტით, ხოლო გ-----------------ე - სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარ-თლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენაში და მათ დაენიშნოთ მკაცრი სას-ჯელი ამ მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, (დასკვნითი სიტყვა (წარმოდ-გენილია წერილობით) - 2019 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი; რეპლიკა - 2019 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

ბრალდებულებმა - გ---------------მა და გ-----------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს. დაცვის მხარემ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა ორივე ბრალდებულის მიმართ, კერძოდ:

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულ გ---------------ის ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატებმა - დ-----------------ემ და ს--–------------–---–მა აღნიშნეს, რომ გ---------------ისათვის წაყენებული ბრალდება დაუსაბუთებელია როგორც თ--------------------–---–ის განზრახ მკვლელობის ჩადენის, ასევე - ორი პირის მკვლელობის მცდელობის ნაწილში. დაცვის მხარის წარმომადგენელთა პოზიციიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ---------------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტს, ხოლო მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ასახავენ 2019 წლის 05 იანვარს თბილისში, პე----------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევას - არის ბრალდებულ გ---------------ის მიერ სასამართლოში მიცემული და ხ------------------ის მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მიცემული და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენებები. კერძოდ, დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდებულისა და დაზარალებულ ხ------------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა და თ-------------------–---–მა დაზიანებები მიიღეს მათთვის უცნობ პირებთან შელაპარა-კების ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის შედეგად. ამასთან, მხოლოდ ეს ჩვენებები არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, ხოლო სხვა არცერთი მტკიცებულებით დასტურ-დება გ---------------ის მიერ თ-------------------–---–ის განზრახ მკვლელობისა და ხ------------------ის მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი. დაცვის მხარის განმარტებით, ერ-თადერთი მოწმე, რომელმაც მიუთითა გ---------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, არის ს------------------რი, რომელიც დაინტერესებულია საქმის შედეგით და, ამას-თან, მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - ბრალდების მხარის მოწმე ხ----------------ას ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ოთხი პირი და, შესაბამისად, მისი ჩვენებიდან გამომდინარეობს რომ ს------------------რი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

 

ამდენად, ადვოკატების - დ-----------------ისა და ს--–------------–---–ის მოსაზრებით, რასაც სრულად დაეთანხმა ბრალდებულიც, გ---------------ის მიმართ შერაცხულ ბრალ-დებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა გამამტყუ-ნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც გ---------------ის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, (იხ. გ---------------ის ადვოკატების დასკვნითი სიტყვა - 2019 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი; რეპლიკა - 2019 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი),ბრალდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–-----–------მა დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვება გ-----------------ის ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები. კერძოდ, გარდა ს------------------რის ჩვენებისა, სხვა არც ერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ კონკრეტულ დროსა და ვითარებაში გ-----------------ე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე ან/და იგი ფლობდა დანაშაულის უშუალო ჩამდენის შესახებ სარწმუნო ინფორმაციას, ხოლო ს------------------რის ჩვენება დაცვის მხარეს არასარწმუნოდ მიაჩნია, მით უმეტეს, რომ ს------------------რისა და ხ----------------ას ჩვენებებიც, ადვოკატის მოსაზრებით, ურთიერთსაწი-ნააღმდეგოა. ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რის გამოც მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ადვოკატის დასკვნით სიტყვას სრულად დაეთანხმა ბრალდებული გ-----------------ე, (იხ. ადვოკატ ლ--–-----–------ის დასკვნითი სიტყვა და რეპლიკა - 2019 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდო-მის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მათივე მონაწი-ლეობით გამოკვლეული, ასევე - გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ:

 

- არ არსებობს გ---------------ის მიმართ ხ------------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისი, ერთმანეთთან შე-თანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

- საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გი---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ხოლო გ-----------------ის მიერ - სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

მოწმეების - ს------------------რისა და ხ----------------ას ჩვენებებით სასამართლოს დადგე-ნილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კონფლიქტში მონა-წილე ოთხი პირი.

რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 5 იანვარს, გამთენიისას გ---------------ს, გ-----------------ეს, თ-------------------–---–სა და ხ------------------ს შორის თბილისში, პ----------------------------------------------ს შორის ტერიტორიაზე მოხდა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გ---------------მა, თანნაქონი დანით, თ--------------------–---–ს კისრის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჭრილობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფე-ბოდნენ და კონფლიქტში მონაწილეობდნენ მხოლოდ გ---------------ი, ხ-------------------ი, თ-------------------–---–ი და გ-----------------ე. ამდენად, უტყუარად დასტურდება, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამ-დვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ს------------------რმა აჩვენა, რომ 2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 16:30 საათზე იგი იმყოფებოდა თ---–--–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ გასროლის ხმა, რასაც მოჰყვა ყვირილი და გინება. იგი მიუახლოვდა ადგილს, საიდანაც ეს ხმები ისმოდა და დაახლოებით 15 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ იქ არსებულ შლაგ-ბაუმთან ერთმანეთში ჩხუბობდა ოთხი პირი, რა დროსაც მაღალმა, დაახლოებით 1.85-1.90 სანტიმეტრი სიმაღლის ბიჭმა, როგორც შემდეგ ამოიცნო და მისთვის ცნობილი გახდა - გ---------------მა, მარჯვენა ხელში მოიმარჯვა დანა, რაც ზემოდან ქვევით მოიქნია სამ-ჯერ და კისრის მიდამოში დაარტყა მასთან შედარებით დაბალი სიმაღლის პირს, რომე-ლიც მას ეჩხუბებოდა და დაჭრის შემდეგ დაეცა. მათთან ერთად მყოფი მეორე პირი შეე-ცადა ჩხუბში დაჭრილის დახმარებას, რა დროსაც გ---------------მა მას მარცხენა ხელის მუშტი დაარტყა თავში, შემდეგ კი გაიქცა ხ------------- მიმართულებით. შემთხვევის ადგილზე დარჩენილი სამი პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც გ---------------მა დაარტყა მუშტი, ცდილობდა დაჭრილის დახმარებას, ხოლო მეორე პირი იდგა გაუნძრევლად და არაფერს აკეთებდა. ს------------------რის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იყო საკმა-რისი განათება, მან კარგად დაინახა ის პირი, რომელმაც დანა იხმარა და მისი სახეც დაი-მახსოვრა. მალევე დაინახა შემთხვევის ადგილთან მოახლოებული საპატრულო პოლი-ციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ციმციმა სინათლე და წავიდა სახლში. იმავე დღეს მან დაკრძალა დედა და სახლში გვიან დაბრუნდა, ხოლო 6 იანვარს მან ეზოში იპოვა მასრა და მივიდა პოლიციაში, სადაც განაცხადა მომხდარის შესახებ და გამომძიებელს წარუდგინა ნაპოვნი მასრა. მანვე საგამოძიებო ორგანოში ფოტო-სურათით ამოიცნო გ---------------ი, როგორც პირი, რომელმაც დანა დაარტყა მასთან შედარებით დაბალი სიმაღლის ბიჭს, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი დანარჩენი სამი პიროვნება გაიხსენა მას შემდეგ, რაც საშაურმე “ბ-----ს“ ვიდეოჩანაწერი ნახა.

 

მოწმის განმარტებით, ოთხივე პიროვნებას შორის ხელჩართული ჩხუბი იყო. მათ ეცვათ მუქი ფერის ქურთუკები, სამ მათგანს - ლურჯი ფერის ჯინსის შარვლები, ხოლო ერთ-ერთს - შედარებით მუქი ფერის შარვალი. არც ერთ მათგანს ქუდი არ ეფარა. მანვე აჩვენა, რომ, მართალია გასროლის ხმა გაიგო, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღი არავის ხელში დაუ-ნახავს, (2019 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 06 იანვარს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------------–----–-–------–---------------------–-------- განყოფილების გამომძიებელ ნ------------–-–---–ის მიერ ს------------------რისაგან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის მასრა, (ტომი N2. ს.ფ. 97-101).

 

2019 წლის 07 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ს------------------რმა, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - გ---------------ი, რომელმაც, მისი განმარტებით, 2019 წლის 05 იან-ვარს, თბილისში, ხ---------------- საცხოვრებელი სახლის ეზოში დანა დაარტყა მასზე დაბალ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა (ტომი N2, ს.ფ. 107-111).

 

მოწმე ს------------------რმა გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია დაადასტურა შემ-თხვევის ადგილზე, სადაც დეტალურად აღწერა შემთხვევის ადგილზე ვითარება, რისი თვითმხილველიც არის, რაც დადასტურებულია 2019 წლის 14 მარტის საგამოძიებო ექსპე-რიმენტის ოქმით, (ტომი N5, ს.ფ. 1-8).

 

ს------------------რის გარდა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის ფაქტი, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - ლ-–--------–---–მა და ექსპერტმა - თ-------–-–----ემ.

 

მოწმე ხ----------------ამ ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 03:30 საათზე მას ეზოდან შემოესმა ხმამაღალი საუბარი და, როდესაც აივნიდან გაიხედა, დაინახა ოთხი პირი, რომლებმაც ხმამაღალი საუბრით გაიარეს ეზო და წავიდნენ ე.წ. “არკისკენ“. ცოტა ხანში მან გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა, გავიდა აივანზე და დაი-ნახა, რომ აღნიშნული ოთხი პირი ერთმანეთში ჩხუბობდნენ და მიდიოდნენ შლაგბაუმის მიმართულებით, რა დროსაც ერთ-ერთმა დაიძახა, რომ დაჭრილი იყო. მეორე პირი ცდი-ლობდა სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახებას, მაგრამ ზუსტი მისამართი ოპერა-ტორს ვერ უთხრა და დაიწყო ყვირილი, - “მიშველეთო“. მან გამოიძახა სასწრაფო დახმა-რება და ჩავიდა ეზოში, სადაც სამი პირი დახვდა - ერთი დაჭრილი იწვა შლაგბაუმთან და მის დახმარებას ცდილობდა ასევე დაჭრილი პიროვნება, ხოლო მესამე პირი იქვე კუთხეში იდგა და არაფერს აკეთებდა. მისი ჩასვლიდან დაახლოებით ხუთ წუთში მივიდა სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. რამდენიმე ხნის შემდეგ, საინ-ფორმაციო საშუალებით მან შეიტყო, რომ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

 

დაკითხვისას ხ-----------------მ ასევე დაადასტურა, რომ ტერიტორია, სადაც ეს ოთხი პირი ჩხუბობდა (შლაგბაუმთან არსებული ტერიტორია), განათებულია ლამპიონით, (2019 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე დადასტურებულია საქართველოს სისხლის სამართ-ლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ლ--–---------–---–-ს გამოკითხვის ოქმით, (ტომი N1, ს.ფ. 117-120).

 

გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია მოწმე ხ----------------ამ დაადასტურა ასევე 2019 წლის 07 მაისს, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილწობისას, (ტომი N5 ს.ფ. 171-181).

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისა და ამ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტი, ოქმის შედგენის სისწორე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებ-ლის - ლ-–--------–---–ისა და ექსპერტების - ლ-–----------ის და დ--------–--------–---–ის ჩვენებებით, (2019 წლის 06 და 09 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმები).

 

კერძოდ, გამომძიებლის - ლ-–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ-----------------სა და გ-----------------ის ბრალდების საქმეზე მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო და საპ-როცესო მოქმედებები, კერძოდ - გამოკითხა მოწმეები, მონაწილეობა მიიღო ადგილმდება-რეობის დათვალიერებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტებში. ადგილმდებარეობის დათვა-ლიერებისას ნაგვის ურნიდან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, (2019 წლის 16 სექტემბრის სასა-მართლო სხდომის ოქმი).

 

შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დ---------------------ს----------–--- პოლიციის სამმარ-თველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ--–----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 05 იანვარს იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე - ქალაქ თბილისში, პ------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ გ-----------------ე და დაჭრილები -ხ------------------ი და თ-------------------–---–ი. დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქა-ნით წაიყვანეს, ხოლო გ-----------------ე, მისივე თანხმობით, გადაიყვანეს პოლიციის გან-ყოფილებაში (2019 წლის 2 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2019 წლის 05 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ თბილისში, პ------------------- საცხოვრებელი კ------------------------------ა და ხ-----------------ის საცხოვრებელი კორპუსების ეზოში. სადარბაზოს წინ არის პ---------------- საცხოვრებელი კორპუსის ეზო. აღნიშნულ ეზოს ესაზღვრება ჭ--------------------------- ხ-----------------ის საცხოვრებელი კორპუსების ეზოები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ოთხი მასრა, მოწითალო ფერის ანაწმენდები ასფალტიდან და სამი ავტომობილიდან, ერთი ე.წ. “კეპი“, ერთი ქუდი და სხვადასხვა ნივთები და საგნები,(ტომი N1, ს.ფ. 8-44).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის ფაქტი, დათ-ვალიერების მიმდინარეობა და შედეგი სასამართლო განხილვის დროს დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - ი-----–-----–----მ, ი-----–--------მ და დ--------------–---–მა, (2019 წლის 31 ივლისის, 02 აგვისტოს, 23 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმე-ბი).

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას თ--------------ემ აჩვენა, რომ იგი ცხოვრობს შემ-თხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი საცხოვრებელი კორპუსის ერთი მხარე პ---------------ა, მეორე მხარე - ც--–-------------. 2019 წლის 05 იანვარს მას დაახ-ლოებით 06:00 საათზე გაეღვიძა და ფანჯრიდან დაინახა, რომ ეზოში მდგარ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ათავსებდნენ ერთ პირს. ეს დაინახა, ვინაიდან ლამპიო-ნები ენთო და, მოწმის განმარტებით, მათი ქუჩა თითქმის არასდროსაა ჩაბნელებული, (2019 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ლ------–---------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს შემთხვევის ადგილის მიმდებარედ. 2019 წლის 05 იანვარს, გამთენიისას მას შემოესმა ჩხუბის, შემდეგ კი - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა და თავისი საცხოვრებელი ბინის აივნიდან დაინახა შლაგბაუმთან მყოფი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთი დაჭრილი იყო და იწვა, მეორე ცდილობდა მის დახმარებას, ხოლო მესამე პირი იქვე ახლოს იდგა ან იჯდა - ზუს-ტად არ ახსოვს. იქვე იმყოფებოდა მეზობლად მცხოვრები ქალი, რომელიც ცდილობდა დაჭრილების დახმარებას. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე - შლაგბაუმ-თან არსებულ ტერიტორიაზე - დგას განათების ბოძი, რომლის ლამპიონიც ენთო და შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება გარკვევით დაინახა, თუმცა აღნიშნული პირები სახეზე ვერ დაიმახსოვრა, რადგან მისკენ (ზევით) მათ არ გაუხედავთ, (2019 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ნ-----–-----ემ ასევე დაადასტურა, რომ შლაგბაუმის ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა, 2019 წლის 5 იანვარს განათებული იყო ლამპიონით, (2019 წლის 17 ივლისის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).

 

ა------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, ი----–---- ხ-----------------ში. შლაგბაუმი, სადაც შემთხვევა მოხდა, მისი საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და აღნიშნული ტერიტორია ღამის საათებშიც განა-თებულია, (2019 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–------–-----ემ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, პ-----------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. მისი საცხოვრებელი ბინის ერთი აივანი ს----------–------------ გადის, ხოლო მეორე - პ---------------. მოწმის განმარტებით, მათი ეზოდან პ--------------- გასვლა ჩიხების მეშვეობითაა შესაძლებელი. მოწმემ დაა-დასტურა, რომ მათ ქუჩაზე დაახლოებით ათი გარე განათების ბოძია და ეზო თითქმის არასდროსაა ჩაბნელებული, (2019 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

იგივე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ქალაქ თბილისში, პ-----------------–- მცხოვრებმა თ-------–----ემ, (2019 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მითითებული მოწმეების - თ-------–----ის, ნ-----–------–-----ის, ნ-----–-----ის, ლ------–---------–---ის, თ--------------ის, ასევე - კ------------–---–ისა და ბ---------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, საკმარისად იყო განა-თებული იმისათვის, რომ თვითმხილველ პირს დაენახა და აღექვა განვითარებული მოვ-ლენები. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილი სათანადოდ არ იყო განათებული რის გამოც მოწმე - ს------------------რი - ვერ შეძლებდა გ---------------ის მიერ თ-------------------–---–ის მიმართ დანის გამოყენების ფაქტის დანახვას:

 

მოწმე ე----------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 05 იანვარს, მეგობრებთან - ს--–-------------–---–თან, მ--–----------–----–--ესთან და ამ უკანასკნელის მეგობართან ერთად იგი იმყოფებოდა ბ-------–---–-“, სადაც შეხვდნენ გ-----------------ეს და მის სამ მეგობარს. ბარში დაახლოებით 02:00 საათამდე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ს--–-------------–---–თან ერთად წავიდა სახლში და შემდგომში მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, (2019 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ანალოგიური გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმეებმა - მ--–----------–-----–---- და ს--–-------------–---–მა. მ--–----------–----–--ემ ასევე განმარტა, რომ გ-----------------ე მისი ნაცნობია. 2019 წლის 05 იანვარს, ს--–-------------–---–თან, ა-------------------- და ე----------------–---–თან ერთად იმყოფებოდა კლუბ “ა-–----------–-“, სადაც შეხვდა გ-----------------ეს, რომელიც თავის სამ მეგობართან ერთად იყო მისული. ისინი დაახლოებით ერთი საათი გაჩერდნენ აღნიშნულ ბარში და, წამოსვლის შემდეგ, გ-----------------ესთან მას კომუნიკაცია აღარ ჰქონია, (2019 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ნ------------------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 05 იანვარს იგი შემ-თხვევით შეხვდა გ---------------ს ბარში “ა-–-----------“, რამდენიმე ხნის შემდეგ ასევე შემთხვევით დაინახა იგი მიმავალი მ--–---–---–----------ე. შეხვედრისას მან რესტორანში წასვლა შესთავაზა გ---------------ს, რომელიც დაპირდა, რომ მოგვიანებით მივიდოდა იქ, სადაც იქნებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ტელეფონით სცადა გ---------------თან დაკავშირება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ზარს არ უპასუხა, (2019 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ი-–---------–---–-ა აჩვენა, რომ 2019 წლის 05 იანვარს ღამით, იგი ოჯახის წევრებთან ერთად სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც, გამთენიისას, ხუთიდან ექვს საათამდე პერიოდში მასთან სახლში მივიდა გ---------------ი, რომელსაც ხელი ჰქონდა დაზიანებული და სისხლის მოსდიოდა. გ---------------მა მას განუცხადა, რომ ს------- მოედანთან წაქცევის შედეგად გაიჭრა ხელი. მან გ---- დაუთმო ლოგინი, ხოლო თვითონ გარეთ გავიდა სასეირნოდ და, როდესაც დაბრუნდა, დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. მანვე აჩენა, რომ გ---------------ს მომხდარის თაობაზე მათთვის არა-ფერი უთქვამს, მაგრამ ვინაიდან ხელი ჰქონდა დაზიანებული, ი-–--- მამამ - ი-------------–---–მა ინერვიულა და წავიდა ს------- მოედანზე ვითარების გასარკვევად, (2019 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ი------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით ხუთიდან ექვს საათამდე მასთან სახლში მივიდა მისი შვილის მეგობარი - გ---------------ი. ი-–---------–---–-სა და გ---------------ის საუბრისას შემთხვევით გაიგო, რომ გ----------------ი ს------- მოედანზე წაიქცა და ხელი ჰქონდა გაჭრილი. მათი საუბარი მთლიანად არ მოუსმენია, მხოლოდ გარკვეული ფრაზები ესმოდა. როგორ სამი შვილის მამას, შეეშინდა, რამე არ მომხდარიყო და წავიდა ს------- მოედანზე, საიდანაც ფეხით გაყვა ს----------–--- ქუჩას და დაინახა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ლენტი იყო გაბმული. იგი ტელეფონით დაუკავშირდა შვილს, რომელსაც უთხრა, რომ ქუჩა პოლიციელების მიერ იყო შემოსაზღვრული და ჰკითხა, - რამე ხომ მოხდა. მას უთხრეს, რომ არაფერი მოხდა, რის შემდეგ დამშვიდდა და დატოვა შემთხვევის ადგილი, (2019 წლის 31 ივლისის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ტაქსის მძღოლი და 2019 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 05:00 საათზე, თავისი ავტომობილით მოძრაობდა ბ------------- ქუჩიდან პ---------------, რა დროსაც გააჩერა მგზავრმა (გ---------------მა), რომე-ლიც მისი სავარძლის უკან დაჯდა და სთხოვა ს---–---–--–- წაყვანა, ასევე სთხოვა, რომ სწრაფად ემოძრავა. ლ-------- ქუჩაზე გ---------------მა ბანკომატიდან გამოიტანა თანხა, ხოლო დანიშნულების ადგილზე - ა--------- ქუჩაზე - მისვლისას გადაუხადა მომსახუ-რების საფასური და ჩავიდა მანქანიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ავტომობილიდან ამოღებულ იქნა სისხლის მსგავსი კვალი, (2019 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მაღაზია “კ-----+“ ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 2019 წლის 05 იანვარს, გ---------------ი, ვიდეოჩანაწერში მითითებული დროის მიხედვით - 04:36 საათზე, შიდა ქუჩებით გადის პ----------------------ს მიმართულებით. იმავე ჩანაწერით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 04:37 საათზე გ---------------ი პ----------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გვერდიდან კვეთს პ------ ქუჩას და გადადის გზის მეორე მხარეს.

 

მოწმე შ---------–-–--–--–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მაღაზია “კ-----+“ მდებარეობს პ----------------–-. მისი განმარტებით, მაღაზიის ვიდეოკამერების ჩანაწერში ასახული დროს ცდომილება რეალურ დროსთან შედარებით არის ოთხი წუთი. ამდენად, რეალური დროს დასადგენად ჩანაწერებში აღნიშნულ დროს უნდა დაემატოს ოთხი წუთი (ტომი 2, ს.ფ. 235-237).

 

შპს “რ----–-----------’’ გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით, გი---------------ი გამოდის პ----------------–- მდებარე კორპუსის გვერდითა მხრიდან, კვეთს პ------ გამზირს, გადადის გზის მეორეს მხარეს, რა დროსაც ისწორებს სავარაუდოდ ქამარში მოთავსებულ საგანს, რამდენიმე წამში აჩერებს ტაქს და ავტომობილში ჯდება უკანა მარჯვენა მხარეს.

 

ამდენად, შპს “რ----–-----------“ გამოთხოვილი კამერების ჩანაწერებით და გო------------–---–-- ჩვენებით, ასევე გ-------------–---–ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმებით (რომელიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად) დასტურდება, რომ გ-------------–---–ი არის ტაქსის მძღოლი, რითაც გ---------------ი შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ მივიდა ლ----- ა--------- ქუჩაზე.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის - თ--------------ის მიერ სასამარ-თლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 5 იანვარს მან მიიღო შეტყობინება ჭ---------------------–- მომხდარი დაჭრის ფაქტის თაობაზე და შეტყობინების მიღე-ბიდან დაახლოებით ერთ წუთში, თავის მეწყვილე გ------------------თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ორი დაჭრილი პირი, ერთი მათგანი - ხ------------------ი, ხოლო მეორე - მისთვის უცნობი პირი, რომელსაც დაზიანება მიყენებული ჰქონდა კისრის არეში, აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა და საკუთარ ვინაობას ვერ ეუბნებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანით დაზარალებულები გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, რა დროსაც ორივე მათგანი გონზე იყო, მაგრამ მომხდარის შესახებ არ უსაუბრიათ, (2019 წლის 6 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ-----------------მ. მანვე და-მატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი იყო განათებული და ადამიანების დანახვა თავისუფლად იყო შესაძლებელი, (2019 წლის 6 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ექსპერტ გ-----------------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებითა და თ-------------------–---–ის გვამის გამოკვლევის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 17 სექტემბრის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თ-------------------–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია გულმკერდის ღრუში შემავალი კისრის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად მარცხენა გარეთა საუღლე ვენის სრული და შიგნითა საუღლე ვენის ნაწილობრივი დაზიანებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენა, (2019 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ექსპერტის - ე-------–--–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით და სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 22 თებერვლის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ხ------------------ი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანილ იქნა 2019 წლის 05 იანვარს, რა დროსაც დაესვა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა, თავის სხვა ნაწი-ლების ღია ჭრილობა, გულმკერდის ღია ჭრილობა, ბარძაყის ღია ჭრილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის/საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯან-მრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინა-აღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 30 ივლისის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ გ---------------ი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 2019 წლის 05 იანვარს, დიაგნოზით - სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა წინა მხრის შუა მესა-მედის გარეთა ზედაპირზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებით დად-გენილ თარიღს.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 იანვარს დათვალიერდა ქალაქ თბილისში, პ----–-----–---–--------------ს მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ნაგავშემკრები კონტეინერიდან ამოღებულ იქნა მოკლემკლავიანი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. (ტომი N2, ს.ფ. 34-54).

 

გამომძიებლის - მ------------------ ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 5 იანვარს მან დაათვალიერა პ----–-----–---–--------------ს მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდგარი ნაგვის ურნიდან ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც და-ლუქა შესაბამისი წესით, (2019 წლის 06 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 03 ივნისს გაცემული N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

გ---------------ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება არათა-ნაბრად შეღებილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობ-რივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ხ------------------ის მოშავო ფერის ჯინ-სის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი მაისურის (N---------), ხ------------------ის მოშავო ფერის ჯინსის შარვლის და ჟაკეტის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მო-ლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ როგორც: - მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის (N-----------), ასევე თ-------------------–---–ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის, პაკეტში წარწერით “გ------------ ტანსაცმელი“ მოთავსებული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის და გ---------------ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილების ნართის შემად-გენელ შესაბამის ბოჭკოებთან; გამოსაკვლევად წარმოდგენილი ოთხივე ჯინსის შარვლის ქსოვილების ელფერის მცირედი განსხვავებები არ აისახება ერთეულ ბოჭკოებზე, რის გამოც გამოსაკვლევი ობიექტების ზედაპირებზე არსებული არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოების მიკუთვნება კონკრეტულ ობიექტთან შეუძლებელია;

 

თ-------------------–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების ფრაგმენ-ტებში აღინიშნება სხვადასხვა სახის ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებიც განსხვავ-დება გვარობრივი ნიშნებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ---------------ის ტანსაც-მლის, პაკეტში წარწერით "გ----------- ტანსაცმელი მოთავსებული ტანსაცმლის და ხ------------------ის ტანსაცმლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოებისგან.

 

ექსპერტმა თ----------------, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაა-დასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე (2019 წლის 06 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 25 ივნისის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

 

ეზოში, ა/მ საბურავის გვერდით ასფალტიდან ამოღბულ მასრაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანს სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113; პაკეტი, წარწერით ხ------------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში...“). პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ მასრებზე (ობ.N1,2,4) გენოტიპირებისთვისაც საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

პაკეტში წარწერით: „...ს------------------რის მიერ წარმოდგენილი 1ც მასრა“ მოთავსებულ მასრაზე (ობ.N5) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმა-ლური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით: „N3-1ც ჯვარი, ობ N6 1ც ცეპი, ამოღ. სადარბაზოდან“ მოთავსებულ ჯაჭვზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ------------------ს (ობი-ექტი N113) (ობ.N7 პროფილში არ ვლინდება თ-------------------–---–ის ობ.N111 პაკეტები წარწერებით „ნიმუშები თ-----------–---–-- გვამიდან აღებული“ „სისხლის ნიმუში“) გ-----------------ისა (ობ.N112 პაკეტი წარწერით გ-----------------ის სისხლის ნიმუში) და გ---------------ის (ობ.N114 პაკეტი წარწერით „ნერწყვის ნიმუში გ--------–-------------------ს პირის ღრუდან“) გენეტიკური თანამონაწილეობა. ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯვარზე (ობ.N6 გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმა-ლური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით „1ც ქამარი, 1ც რკინის მცირე ზომის საკიდი“ მოთავსებულ ქამარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N9, 10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113 ). ქამარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N10ა) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი თ-------------------–---–ის (ობ.N111), ხოლო მეორე წილი ხ-------------------ის (ობ.N113 გენეტიკური პროფილების იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებული მეტალის საკიდზე (ობ.N8) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით: „პლასტმა-სის ბოთლი“ მოთავსებულ ბოთლზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ.N12 წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N12-ის გენეტიკური პროფილი და ბოთლზე არსებული ბიოლო-გიური მასალის (ობ. N11 შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113. (ობ.N11 პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციი-სათვის არაინფორმატიულია; პაკეტში წარწერით: „8,10,11,12,13,14,15,16,17,18,20,21,22,23, 24,25. 16 (თექვსმეტი) ცალი ჩხირი მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N13-28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. (ობ.N13-16, 18-28-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ-------------------ს (ობ.N113, ხოლო (ობ.N117-ის თ-------------------–---–ს (ობ.N111); პაკეტში წარწერით “3(სამ) ც ჩხირზე მოწითალო ფერის ლაქები“ მოთავსებულ ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N29-31) წარმოადგენს ადამიანის სისხლს; (ობ.N29-30-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113) ხოლო ობ.N31-ის - თ-------------------–---–ს (ობ.N111); პაკეტში წარწერით „მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი... ჩხირზე ა/მ ნ------------------- მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ.N32) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N32) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ---------------ს (ობ.N114); პაკეტში წარწერით “ანაწმენდები 8ც ბიოლოგიურ ჩხირზე... ა/მ ნ------------------- უკანა მარჯვენა და მარცხენა კარებების შიდა და გარე სახელურებიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N33-36) გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვულის დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით „ქეჩის ამონაჭერი, მასზედ არს. მოწითალო ფერის ლაქებით ა/მ ნ-------------------...“, მოთავსებულ ქეჩის ფრანგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N37) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------------------–---–ს (ობ.N111); პაკეტში წარწერით „1ც ე.წ. კოვრიკი მასზედ არს. მოწითალო ფერის ლაქებით ამოღ. ა/მ ნ------------------- უკანა სალონის იატაკის შუა ნაწილიდან...“, მოთავსებულ ხალიჩაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N38) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------------------–---–ს, (ობ.N111). ხალიჩაზე არსებულ თმებზე (ობ.N39) გენოტიპისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით „N4,N5 2ც ქუდი“ მოთავსებულ შავ და მონაცისფრო ქუდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N40-42) გენეტიკური პროფილები შერეულია. (ობ.N42-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ---------------ს (ობ.N114). (ობ.N42-ის პროფილში არ ვლინდება თ-------------------–---–ის (ობ.N111) გ-----------------ისა (ობ.N112) და ხ------------------ის (ობ.N113) გენეტიკური თანამონაწილეობა. (ობ.N40-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფი-კაციისათვის არაინფორმატიულია. აღნიშნული შავი ფერის ქუდიდან ამოღებული თმის (ობ.N41 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------------------–---–ს (ობ.N111), ხოლო მონაცისფრო ქუდიდან ამოღებულ თმებზე (ობ.N43) გენეტიკურად საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით „1ც სერი ფერის მოკლემკლავიანი მაისური...“, მოთავსებულ მაისურზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, (ობ.N45,46,47) (ობ.N47-ის გენეტიკური პროფილი და (ობ.N45,46-ის შერეული პრო-ფილების მაჟორული წილი ეკუთვნის გ---------------ს (ობ.N114). (ობ.N45-ის პროფილის მინორულ წილში არ ვლინდება თ-------------------–---–ის (ობ.N111) გ-----------------ისა (ობ.N112) და ხ------------------ის (ობ.N113) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო (ობ. N46-ის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე მაისურზე (ობ.N44 და (ობ.N45-ზე არსებული მოყავისფრო ლაქები, სისხლი არ აღმოჩნდა. (ობ.N44-ზე გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრა-ცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით „1(ერთი) ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარ-ვალი...“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N48-50 წარმოადგენს ადამიანის სისხლს, (ობ.N48-49-ის გენეტიკური პროფილი ეკუთ-ვნის ხ------------------ს (ობ.N113). (ობ.N50-ის გენეტიკური პროფილი და შარვალზე არსებული ბიოლოგი-ური მასის (ობ.N50ა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------------ს (ობ.N114); პაკეტში წარწერით „1 გ-----------------ის ნივთები...“, მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე (ობ.N51) მაჯის საათზე (ობ.N52) და გასაღებზე (ობ.N53) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს სისხლს. (ობ.N51-53 შერეული გენეტიკური პრო-ფილის ერთ-ერთი წილი თ-------------------–---–ის (ობ.N111), ხოლო მეორე წილის ხ------------------ის (ობ.N113) გენეტიკური პროფილების იდენტურია; პაკეტში წარწერით: „ზ------------ ნივთები...“, მოთავსებულ მაჯის საათზე (ობ.N55) მობილურ ტელეფონსა (ობ.N 56) და საფულეზე (ობ.N57) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადა-მიანის სისხლს. (ობ.N55-57-ის გენეტიკური პროფილი და საფულის სხვა ზედაპირზე (ობ.N57ა) საფულეში მოთავსებულ პლასტიკურ ბარათებზე (ობ.N58) და ამავე პაკეტში მოთავსებულ გასაღებზე (ობ.N54) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პრო-ფილი ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113); პაკეტში წარწერით „თ-------------------–----–-- პირადი ნივთები...“, მოთავსებულ ჯვარზე და ჯაჭვზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N60) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. (ობ.N60-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ სანთებელაზე და გასაღებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N59 და ობ.N61) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------------------–---–ს (ობ.N111); პაკეტში წარწერით „გ-----------------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან და სახის სხვადასხვა მიდამოებიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მონაცისფრო-მოყვითალო ფერის ლაქები (ობ.N62-64) სისხლი არ აღმოჩნდა. (ობ.N62-64) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------ეს (ობ.N112); პაკეტში წარწერით „ანაწმენდები აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოდან... გ----------------ი...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N65-67) არსებული მოყვითალო ფერის ლაქები შეიცავს სისხლს (ობ.N65-67-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------------ს (ობ.N114); პაკეტში წარწერით; „ გ---------------ის ტანსაცმელი მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N68-70) სვიტერსა (ობ.N71-72) და ჯინსის შარვალზე (ობ.N74-77) არსებული მოწი-თალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ---------------ს (ობ.N114). აღნიშნულ სვიტერზე არსებულ თმებზე (ობ.N73) გენოტიპირები-სათვის საკმარისია, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩ-ნდა; პაკეტში წარწერით: „ხ------------------ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N78) ჟაკეტი (ობ.N79) ჯინსის შარვალზე (ობ.N80,81) მაისურზე (ობ.N82,83) ტრუსსა (ობ.N84) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.N85,86) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113); პაკეტში წარწერით „გ-----------------ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N87-89) ჟაკეტზე (ობ.N90-91) ჯინსის შარვალზე (ობ.N92-94) მაისურსა (ობ.N95) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.N97-98) არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქებში აღმოჩნდა ადამია-ნის სისხლი. (ობ.N87-89,91-95,98-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113). (ობ.N90-97-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი თ-------------------–---–ის (ობ.N111) ხოლო მეორე წილი ხ------------------ის (ობ.N113) გენეტიკური პროფილების იდენტურია. აღნიშნულ მაისურზე არსებულ თმების (ობ.N96) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------ეს (ობ.N112); პაკეტში წარწერით „თ--------------------–---–ის თანსაცმელი...“, მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N99-100) სვიტერი (ობ.N101) ჯინსის შარვალი (ობ.N102-103) მაისური (ობ.N104) ქამარზე (ობ.N105) ერთ-ერთ წინდასა (ობ.N106) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.N107-108) არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქებში აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. (ობ.N99-100-105-ის შერეული პროფილის ერთ-ერთი წილი თ-------------------–---–ის (ობ.N111) ხოლო მეორე წილი ხ------------------ის (ობ.N113) გენეტიკური პროფილების იდენტურია. (ობ.N101-102-104-106-108-ის გენეტი-კური პროფილი უკუთვნის თ-------------------–---–ს (ობ.N111) (ობ.N103-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ------------------ს (ობ.N113); პაკეტები წარწერებით: „ნიმუშები თ-----------–---–-- გვამიდან აღებული... ხელის ფრჩხილები...“, მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N109-110) შეიცავს ადამია-ნის სისხლს. (ობ.N109-110-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი თ--------------------–---–ის (ობ.N111) ხოლო მინორული წილი ხ------------------ის (ობ.N113) გენეტიკური პროფილების იდენტურია; ნა-------–---–---–------------–---–--ა (ობ.N115) პაკეტი წარწე-რით „ნ--------–---–---–-------------–---–-- ნერწყვის ნიმუში და თ-------------------–---ლის (ობ.N111) გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ბიოლოგიურ დედასა და შვილს.

 

ექსპერტმა ე-------------------–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე, (2019 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N2----- დასკვნის თანახმად:

1. გამოსაკვლევად წარმოდგენილ N130, N134 და N230 კრებსებში არსებულ სადაო აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ხ------------------ის ხმის.

2. გამოსაკვლევად წარმოდგენილ N134-ე კრებში არსებულ სადაო აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა კერძოდ: „TRACK 011, TRACK 008, TRACK 012, TRACK 013, TRACK 14 და TRACK 015“ იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ხ-------------------ის ხმის.

3. გამოსაკვლევად წარმოდგენილ N130-ე კრებში არსებულ სადაო აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა კერძოდ: „ TRACK 001 და TRACK 009“ იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ხ------------------ის ხმის.

4. გამოსაკვლევად წარმოდგენილ N230-ე კრებსში არსებულ სადაო აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა კერძოდ: „ TRACK 007, TRACK 208, TRACK 009 და TRACK 010“ იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ხ------------------ის ხმის.

 

ექსპერტმა ე------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე (2019 წლის 26 სექ-ტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა შპს “ბ-------’’ (საშაურმე ბ-----) გამოთხო-ვილი ინფორმაცია. აღნიშნული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 5 იანვარს საშაურმეში იმყოფებიან გ---------------ი, გ-----------------ე, თ-------------------–---–ი და ხ------------------ი. ხსენებული პირები საშაურმეში აძლევენ შეკვეთას, თ-------------------–---–ი რჩება სალაროსთან, ხოლო დანარჩენები, სავარაუდოდ, სხდებიან მაგი-დასთან; დაახლოებით 04:18 საათზე, გ---------------ი დგება და გადის საშაურმის შენო-ბიდან, კარის გაღების შემდეგ გ---------------ი ხელის მოძრაობით - კარებზე ხელის დარ-ტყმით - სავარაუდოდ ერთ-ერთ მათგანს მოუწოდებს გარეთ გასვლისკენ, რის შემდეგ ხელს კრავს კარებს და საბოლოოდ გადის საშაურმიდან. მას მიყვება გ-----------------ე, შემდეგ - ხ------------------ი, რომელიც ასევე თ-------------------–---–ს ეძახის. ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ აღნიშნული ოთხი პირიდან ორს - გ---------------სა და ხ-------------------ს ახურავთ შავი ფერის “კეპები’’. ხ------------------ს აცვია მუქი ფერის ჯინსის შარ-ვალი, ხოლო დანარჩენებს - ლურჯი ფერის. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დას-ტურდება მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით - საშაურმე “ბ-----დან’’ გამოთხოვილი ინფორმაციის ოქმით, (ტომი N2, ს.ფ. 238-240), ნა-------–---–---–------------–---–--ა და ნ---------------–---–ის მონაწილეო-ბით ჩატარებული დათვალიერების ოქმებით, (ტომი N5, ს.ფ. 130-132, 141-143).

 

ნ-----–----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით (ტომი N2, ს.ფ 238-240) დადგენილია, რომ საშაურმე “ბ-----’’ მდებარეობს ქალაქ თბილისში, ჭ--------------------ში, არსებულ ვიდეოჩანაწერებში დროის ცდომილება არის 25 წუთი და რეალური დროს დასადგენად აუცილებელია, ჩანაწერში მითითებულ დროს გამოაკლდეს 25 წუთი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 მაისის #0-------- სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური დასკვნით დასტურდება, რომ გ---------------ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, რაც ასევე აღენიშ-ნებოდა დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროისათვის გ----------------ი არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების - ფიზიოლოგიური აფექტის მდგო-მარეობაში, (ტომი N7, ს.ფ. 23-31).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ------------------მა განმარტა, რომ ხ------------------ი არის მისი შვილი. 2019 წლის 5 იანვარს, გვიან ღამით რამდენიმეჯერ დაურეკა თავის შვილს. ბოლო საუბრისას ხ------- უთხრა, რომ სავადმყოფოში გადაჰ-ყავდათ. ხარებასთან ტელეფონზე საუბრისას მას ხმაური ან ჩხუბის ხმა არ გაუგია, იფიქრა, რომ მისი შვილი ავარიაში მოჰყვა და სავადმყოფოში წავიდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ არ იცის, თუ რა მოხდა 2019 წლის 5 იანვარს თ-------------------–---–ს, გ-------------------სა და გ---------------ს შორის. 2019 წლის 5 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირე-ბით ხარებას ვერ ესაუბრებოდა, რადგან მისი შვილი ღიზიანდებოდა/ნერვიულობდა და ცდილობდა უფრო მეტად არ გაეღიზიანებინა. არც ის იცის ერთმანეთში რა ურთიერთობა ჰქონდათ მის შვილს და ამ პიროვნებებს. ამჟამად, ხარებას ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია და არ სურს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელმაც შესაძლოა მისი შვილის ინტერესები დააზიანოს, (2019 წლის 13 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ ხ------------------ი ზოგადად საუბრობს “გ----–--ა“ და ვიღაც პირს შორის არსებულ დაპირისპირებასა და დაჭრაზე. იგი კონკრეტულად არ ახსენებს იმ პირის ვინაობას, ვინც მას და თ-------------------–---–ს მიაყენა დაზიანებები. საუბრობს შემთხვე-ვის ადგილზე იარაღის არსებობის თაობაზე, თუმცა, ვის ჰქონდა აღნიშნული იარაღი - არ ასახელებს. არც 2019 წლის 5 იანვარს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრება თავის ახლობლებს. კრებსების თანახმად, უტყუარად დასტურდება მხოლოდ ერთი ფაქტი, რომ ხ------------------ს არ სურს მის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე ვინმე პასუხისგებაში მისცენ, რადგან ის მსგავსი ცხოვრების წესით არ ცხოვრობს. პირები, ვინც ფიგურირებენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმა-ციაში, არიან ბრალდებულებისა და დაზარალებულების ოჯახის წევრები, რომლებიც მართალია გ---------------ს მოიხსენიებენ, როგორც დამნაშავეს, თუმცა არცერთი მათგანი არ არის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული და აღნიშნული ჩანაწერე-ბითაც გამომდინარეობს, რომ ისინი 2019 წლის 5 იანვარს შემთხვევის ადგილზე არ ყოფი-ლან და უშუალოდ არ შესწრებიან სავარაუდო დანაშაულის ფაქტს. ერთადერთი მოწმე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა - არის ხ------------------ი, რომელსაც არ სურს დამნაშავის მხილება. ამდენად, ის გარემოება, რომ აღნიშნულ კრებსებში სხვადასხვა პირები არაფორმალურ გარემოში გ---------------ს, როგორც დამნაშავეს მოიხსენიებენ, უტყუარად არ ადასტურებს გ---------------ის მიერ ხ------------------ისათვის დაზიანე-ბების მიყენების ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის - ს------------------რის ჩვენება არის სარწმუნო და ამ ჩვენებით ცალსახად დასტურდება გ---------------ის მიერ დანის გამოყენებით თ-------------------–---–ისათვის სასიკვდილო დაზიანების მიყენების ფაქტი. მოწმემ სასამართლოში თანმიმდევრულად აღწერა შემთხვევის ადგილზე განვითა-რებული მოვლენები, კერძოდ, მისი ჩვენება თანმიმდევრულია კონფლიქტის დაწყების, განვითარებისა და გ---------------ის მიერ თ-------------------–---–ისათვის დანის დარ-ტყმის ფაქტთან მიმართებით. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის მოსაზ-რებას, რომ ს------------------რი, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, არის საქმის შედეგით დაინტერესებული. ამ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს თუნდაც იმ მიზეზით, რომ ს------------------რის ჩვენებით, როგორც ცალკე აღებული, არ დასტურდება გი---------------ისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წაყენებული ბრალდება. პირიქით, მისი ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ მას შემდეგ, რაც დანით დაჭრა თ-------------------–---–ი და კვლავ მომარჯვებული ჰქონდა (მარჯვენა ხელში ეკავა) დანა, გი---------------მა ხ------------------ს მხოლოდ მუშტი დაარტყა თავის არეში. ამასთან, მოწმემ კატე-გორიულად განმარტა, რომ მოყვა მხოლოდ ის, რაც 2019 წლის 5 იანვარს შემთხვევის ადგილზე დაინახა. მისი განმარტებით, შემთხვევის ადგილზე დანა ეჭირა მხოლოდ ერთ პირს, რომელმაც აღნიშნული დანა ზევიდან ქვევით მოქნევით დაარტყა მასზე დაბალ მხო-ლოდ ერთ პირს. მოწმე ს------------------რმა კატეგორიულად გამორიცხა შეცდომა ბრალ-დებულის პიროვნებაში. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა ღამე მოხდა, შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონით, დანის დარტყმის მომენტში ამ პირმა მიიხედა მისკენ და, შესაბამისად, მან კარგად დაინახა მისი სახე. სასამართლო მოწმე ს------------------რის ჩვენებას აფასებს მისი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ ეს ჩვენება შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმარ-თებით შესაბამისობაშია, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზის დას-კვნებთან, სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან და, ასევე, - ხ----------------ას ჩვენებასთან.

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, მოწმე ხ----------------ას ჩვენებაც არის თანმიმდევრული, იგი შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ან/და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. კერძოდ, მოწმე დეტალურად აღწერს 2019 წლის 5 იანვარს პ------ ქ------------------------------------- მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და გარემოებებს - სად დაიწყო და გაგრძელდა ჩხუბი, ასევე - თ-------------------–---–ის, ხ------------------ისა და გ-----------------ის განლაგებას, თუ როგორ ცდილობდა მათ დახმარებას და თვითონ გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური, რაც ასევე დასტურდება მისი შეტყობინებით, (ტომი 1. ს.ფ. 5). მოწმე ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თავდაპირ-ველად ერთმანეთში ჩხუბობდა ოთხი პირი და, შემთხვევის ადგილზე ჩასულს, მას ად-გილზე მხოლოდ სამი პირი დახვდა; მისი ჩვენებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი იყო საკმარისად განათებული. მოწმე ხ----------------ას ჩვენება შესა-ბამისობაშია მოწმეების - ს------------------რის, ლ--–---------–---–-ს, ლ------–---------–---ნისა და ნ-----–-----ის ჩვენებებთან. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არ გამოკ-ვეთილა ამ მოწმის მიკერძოება ან იმგვარი დაინტერესება, რაც მისი ჩვენების უტყუარობას სავარაუდოს გახდიდა. ამდენად, ხ----------------ას ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე გონივრული საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტება შემთხვევის ადგილზე საპატ-რულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლის ზუსტ დროს-თან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებაში. კერძოდ, დადგენილია, რომ შეტ-ყობინებები !112-ის’’ ცხელ ხაზზე განახორციელეს ხ----------------ამ, ლ------–----------–-----------–--–---------–---–მა. აღნიშნული შეტყობინებები (ტომი N1, ს.ფ. 4-6) სასამარ-თლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა და დასტურდება, რომ მათ შორის დროის მცირე ინტერვალია. ასევე საყურადღებოა კიდევ ერთი შეტყობინება (ტომი 1, ს.ფ. 7), რომლითაც დასტურდება, რომ 04:39 საათზე შემთხვევის ადგილზე უკვე მისული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. აღნიშნული შეტყობინებებით უტყუარად დასტურდება, რომ შემ-თხვევა მოხდა დაახლოებით 04:30-04:32 საათზე. მოწმეების - ხ----------------ას, ს------------------რის, ლ------–---------–---ის, ვ--–----------–---–ის, თ--------------ისა და გი---------------ის ჩვენებები თანხვედრაშია აღნიშნულ შეტყობინებებთან. მათ შორის არსებული მცირე წინააღმდეგობები, რაც სუბიექტურ საკითხს - დროის აღქმას - უკავშირდება ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე მივიდა დაუყოვნებლივ, დაახლოებით 2-5 წუთის ინტერვალით. აღნიშნული გარემოება უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს ხ----------------ასა და ს------------------რის ჩვენებებს.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ხ------------------ისა და ბრალდე-ბულ გ---------------ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ წერილობით მტკიცე-ბულებებთან, არამედ ნეიტრალური მოწმეების - ს------------------რის და ხ----------------ას ჩვენებებთან. ხ----------------ამ ცალსახად დაადასტურა, რომ შლაგბაუმთან ჩხუბობდა მხოლოდ ოთხი პირი, ხოლო ადგილზე ჩასულს მას დახვდა სამი მათგანი. ს----------------------ს ჩვენებითაც ასევე უტყუარადაა დადასტურებული, რომ შემთხვევის ადგილზე იმყო-ფებოდა ოთხი პირი, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ხ------------------ის მიერ მიცე-მული ჩვენების სანდოობას ასევე ეჭვქვეშ აყენებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული კრებსითი ამონაბეჭდები, სადაც ხ------------------ი, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდი-ნარე, მშობლებს უარს ეუბნება გამოძიებისათვის ჩვენების მიცემასა და იმ პირის დასახე-ლებაზე, რომელმაც მას დაზიანებები მიაყენა, კერძოდ - არ სურს, რომ მისი ჩვენების გამო ვინმე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცენ, ამიტომ ურჩევნია საერთოდ არა-ფერი თქვას. მისი ამგვარი დამოკიდებულება, ხაზს უსვამს ხ------------------ის შეხედუ-ლებას და უარყოფით დამოკიდებულებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებ-თან თანამშრომლობაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, თუკი ხ------------------ის და გ---------------ის ჩვენებები სიმართლეს შეესაბამება, გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა გ---------------ის ტანსაც-მელზე ხ------------------ის სისხლი იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული და დაზარა-ლებული განმარტავენ, რომ კონფლიქტის დროს ისინი იმყოფებოდნენ სხვადასხვა ადგილ-ზე და ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდათ. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ხ------------------ის მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემულ და გ---------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებს უტყუარობისა და სანდოობის სტანდარტს.

 

დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ უცხო პირები, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაზარალებულისა და ნეიტრალური მოწმე-ების - ს------------------რისა და ხ----------------ას ჩვენებებს, არამედ არ ექვემდებარება გონივრულ და ლოგიკურ ახსნას, კერძოდ - იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული არ უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნას, როგორ მოახერხა უცხო პირმა შემთხვევის ადგი-ლიდან მიმალვა ისე, რომ მისი დანახვა ვერც ს------------------რმა და ვერც ხ------------------მ შეძლო. ასევე არადამაჯერებელია დაცვის მხარის ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილ თ-------------------–---–ის სისხლი ტაქსიში, რითაც გ----------------მა იმგზავრა შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულე-ბებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზ-რისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია გ---------------ის მიერ თ-------------------–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი, ასევე უტყუარად დადასტურე-ბულად მიაჩნია, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხ-ლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობი-სათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმე-დების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის - სიკვდილის -დადგომა. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნია-დაგზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურე-ბულია, რომ გ---------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თ-------------------–---–ს. მიყენებული ჭრილობების მიმარ-თულებიდან და მდებარეობიდან, ასევე მოწმე ს------------------რის ჩვენებიდან გამომ-დინარე (მიუთითებს, რომ გ---------------მა ზევიდან ქვევით კისრის არეში დაარტყა დაახლოებით 15-17 სმ. სიგრძის დანა) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ---------------ი თ-------------------–---–ის მიმართ მოქმედებდა მოკვლის განზრახვით. ამასთან, დადგენილია, რომ გ---------------ის ქმედება - თ-------------------–---–ისათვის დანის დარტყმა კისრის არეში - მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მსხვერპლის სიკვდილთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განზრახ მკვლელობის - შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწი-ნააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

რაც შეეხება გ---------------ის მიერ ხ------------------ის განზრახ მკვლელობის მცდე-ლობას, ჩადენილი ორი პირის მიმართ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადას-ტურდა გ---------------ის მიერ ხ------------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი, კერძოდ, არც ერთი მტკიცებულებით პირდაპირ დასტურდება, რომ ხ-------------------ს, იმ ვითარებაში, როდესაც ერთმანეთში ჩხუბობდა ოთხი პირი, დაზიანებები მიაყენა უშუალოდ გ---------------მა. ამასთან, მოწმე ს------------------რმა მიუთითა, რომ გ---------------მა მეორე პიროვნებას მხოლოდ მარცხენა ხელის მუშტი დაარტყა თავის არეში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დადგენილია, რომ ხ------------------ს მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, მაგრამ აღნიშნული დასკვნით შეუძლებელია დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვინ მიაყენა ხ------------------ს ეს დაზიანებები. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გ---------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხ-ლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-----------------ისათვის ინკრიმინირებული ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის სასამართლომ უნდა გაანალიზოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შინაარსი და ფარგლები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექ-ტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს: 1) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; 2) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას. ამასთან, მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ გ-----------------ე, 2019 წლის 5 იანვარს, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და შეესწრო გ---------------ის ქმედებას - ცივი იარაღის გამოყენებით თ-------------------–---–ისათვის კისრის არეში სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიყენების ფაქტს. შესაბამისად, გ-----------------ემ ნამდვილად იცოდა, რომ გ---------------ის ქმე-დება მიმართული იყო თ-------------------–---–ის განზრახ მოკვლის ჩასადენად და ის არ ისახავდა მიზნად მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთან-ხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მკვლელობა, ხოლო გ-----------------ემ ჩაიდინა ამავე კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. კერძოდ, გ---------------ისა და გ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

გ---------------ის ქმედება - 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქალაქ თბილისში, პ----------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტო-რიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ---------------მა, მოკვლის გან-ზრახვით, დანის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა თ-------------------–---–ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, გარდაიცვალა.

 

გ-----------------ის ქმედება - 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქალაქ თბილისში, პ----------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტო-რიაზე, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ---------------მა, მოკვლის გან-ზრახვით, დანის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა თ-------------------–---–ს, მიყენებული დაზიანებების შედეგად თ-------------------–---–ი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს უშუალოდ შეესწრო გ-----------------ე, რომელმაც გ---------------ის მიერ ჩადე-ნილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგა-ნოებს.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით დადგენილია, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სისხლის სამარ-თლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებუ-ლებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა-მისად, სასაჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მო-ვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსული ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ---------------ისა და გ-----------------ის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქე-ბელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლომ, გ---------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინა დანა-შაულის მოტივი (ურთიერთშელაპარაკება), გ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ასევე - გ---------------ის ქმედებაში გამოვლე-ნილი მყარი და საშიში მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, გ---------------ის ფსიქოლოგიური მდგომა-რეობა (ექსპერტიზის დასკვნით, მას აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლი-ლობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა). სასამართლო ასევე ითვალისწინებს გ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშრო-ებასა და ხასიათს (მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც, მისი ხასიათის გათ-ვალისწინებით, მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის არიდება ან/და გამოძიებისთვის ხელის შეშლა).

 

გ---------------ისა და გ-----------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე - ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალის-წინებით, დანიშნული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშა-ულებისა და მსჯავრდებულების პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ - არ უნდა იყოს წამა-ხალისებელი როგორც ბრალდებულებისათვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნ-ველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით სრულად დასტურდება გ---------------ისა და გ-----------------ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობა, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტა-ნონ სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------ს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის სანქციის ფარ-გლებში - 12 წლით თავისუფლების აღვეთა, ხოლო გ-----------------ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონის-ძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამარ-თლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს გ---------------ისა და გ-----------------ის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------–-----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენაში და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდეს;

 

2. გ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;

 

3. გ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;

 

4. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ---------------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 05 იანვრიდან;

 

5. გ------------------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

6. გ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;

 

7. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-----------------ეს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 05 იანვრიდან;

 

8. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

8.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჯვარი, ძეწკვი, ქამარი და დასაკიდი, ორი ცალი ქუდი; საავადმყოფოდან ამოღებული, ხ-------------------ის ტანსაცმელი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი, ბრე-ლოკი, მაჯის საათი, ტყავის სამაჯური, საფულე, ხ------------------ის პირადობისა და ავტომობილის მართვის მოწმობები, “საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი, 20 თეთრის ნომინალის მონეტა, “მეტრომანის“ სამგზავრო ბარათი, ავტო-მობილის დისტანციური მართვის პულტი, ხატი; საავადმყოფოდან ამოღებული თ-------------------–---–ის ტანსაცმელი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ქამარი, სანთე-ბელა, რგოლზე ასხმული ორი გასაღები, ყელსაბამი, ჯვარი; გ---------------ის ტანსაცმელი; გ-----------------ის ტანსაცმელი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი, საათი, ავტომობილის გასაღები; ავტომობილის დათვალი-ერებისას ამოღებული შალითა; ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული მაისური და ჯინსის შარვალი; “ნ------“ მარკის, სახელმწიფო-სარე-გისტრაციო ნომრით - A-------- ავტომობილი, - დაუბრინდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ;

 

8.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - ოთხი ცალი მასრა, ასფალტის ზედაპირიდან და ავტომანქანებიდან აღებული ანაწმენდები, ბოთლი, მასში მოთავსებული სითხით, ოთხი ცალი ხელის კვალი; ავტომობილის დათვა-ლიერებისას აღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ოთხი ერთეული ხელის კვალი და ქეჩის ამონაჭერი; საექსპერტო კვლევისათვის თ-------------------–---–ი-სგან, ნა-------–---–---–------------–---–--გან, ს------------------რისგან, ხ------------------ისაგან, გ-----------------ისა და გ---------------ისაგან აღებული ნიმუ-შები; ასევე - დაქტილობარათები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ;

 

8.3. საქმეზე დართული ელექტრონული დისკები შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი