განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
330100119003123435
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3540-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 22 “ ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ა------–------ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ---------------ას,ბრალდებულ ა-–----------------–---–ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ა-–----------------------------------–---–ის (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობ-რივად მცხოვრები ქა-–--------–--–-----------------–--–----–------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 16 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------------–--------–---------------------------–----------------- სამმართველოში გამო-ძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ა-–----------------–---–ის მიერ დის - თ-------------- მიმართ მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ა-–----------------–---–ის ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 16 ივნისს, 14 საათსა და 55 წუთზე, 18 ივნისს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექ-სის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი-სათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

ა-–----------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ა-–----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოე-ბებში:

 

2019 წლის 16 ივნისს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა-–----------------–---–ი ქალაქ თ---–--–-------–--–---–------------------------–ი მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სამზარეულოს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - დ------------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ა------–------ემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა-–----------------–---–ის მიერ ოჯახის წევრის - დის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისი პასუხის-მგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა (ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოიყენა დანა, დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ) მხედველობაში მიღე-ბით, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის შესაბამისად ითხოვა მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც იქნება შემაკავებელი, იმ მიზნით, რომ მან აღარ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული, (2019 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ა-–----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა - მ---------------ამ ითხოვა, რომ როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა და გულ-წრფელი მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება, რომ იგი არ არის ნასამართლევი, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში და იყო შეზღუ-დული შერაცხადი. გამომდინარე აქედან, ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ა-–----------------–---–ს დაენიშნოს მსუბუქი სასჯელი, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ა-–----------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარე-ბისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმე-ბულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ა-–-----------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერ-ძოდ:

- დაზარალებულ თ-------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 55-58);

- მოწმე ს---------–------ გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 59-61);

- მოწმე მ--------------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 50-54);

- მოწმე დ-------------–---–-- გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 62-64);

- ა-–----------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (ს.ფ. 5-12);

- ცივი იარაღის ექსპერტიზის №2----–- დასკვნით, (ს.ფ. 126-131);

- სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით,- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 23-44); ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ა-–----------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ა-–----------------–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშა-ულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ა-–----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართ-ლომ მხედველობაში მიიღო, რომ ა-–----------------–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშა-ულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა-–----------------–---–ი იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასი-ათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა.

 

კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა-–----------------–---–ის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს გარემოება წარმოადგენს მისი პასუხისმგებ-ლობის დამამძიმებელს.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამას-წორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში, მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამასთანავე, ვინაიდან ა-–----------------–----–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა-მისად, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს პირობითად და, ბრალდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–----------------–---–ის მიმართ ორი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–----------------------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფ-ლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

2. ა-–----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და ა-–----------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

3. ა-–----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმ-რობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 ივნისიდან 22 ნოემბრის ჩათვლით;

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ა-–----------------–---–ს დამატებით დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდე-ბულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

5. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

6.1. ერთი ცალი ლაზერული დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთ-მტკიცებათა საცავში) - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

6.2. ცივი იარაღი - დანა, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი