განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3343-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 26 “ დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ზ--------------–---–ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი-----–------ას,ბრალდებულ ვ----–------–---–-ს
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ვ----–------------------–---–ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ--–--------–--–----------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაუ-ლების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 26 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–------------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ი-----–---------–----–--ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (ტომი N1, ს.ფ. 1).
ვ----–------–---–- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 27 ივნისს, 03:37 საათზე, (ტომი N1, ს.ფ. 13-20). 2019 წლის 28 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინე-ბული დანაშაულების ჩადენისათვის (ტომი N1, ს.ფ. 105-107) და თბილისის საქალაქო სასა-მართლოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, (ტომი N1, ს.ფ. 118-126).
კერძოდ, ვ----–------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ----–------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ თ---–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ----–------–---–- თავის მეზობლებს - ი-----–---------–----–--ს და ფ-–--------------–----–იას, დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ რომ მათ და მათი ოჯახის წევრებს ყელს გამოჭრიდა. აღნიშნული ი-----–---------–----–--მ და ფ-–--------------–----–იამ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო ვ----–------–---–ს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;
2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ თ---–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ----–------–---–- თავის მეზობელს - ზ--------–------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ყელს გამოჭრიდა. აღნიშნული ზ--------–------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცი-ელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო ვ----–------–---–ს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ--------------–---–მა აღნიშნა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ - დაზარალებულებს, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა წერი-ლობითი მტკიცებულებების - ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ----–------–---–-ს მხრიდან ი-----–---------–----–--ს, ფ-–--------------–----–იასა და ზ--------–------–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დაენიშნოს სამართლიანი საპატიმრო სასჯელი, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სპეციფიკის, ხარისხის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით, (იხ. 2019 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა ვ----–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას და ზ--------–------–---–ის ოჯახის წევრებს ჰქონდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა, შემდეგ მათ მცირე უთანხმოება მოუვიდათ, მაგრამ იგი ი-----–--- და ფ-–--------------–----–---ს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია, არამედ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე არ დამუქრებია ზ--------–------–---–ს, (იხ. 2019 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–------ამ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ვ----–------–---–-სათვის შერაცხულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალ-დების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი-სათვის საკმარისი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რის გამოც ვ----–------–---–- უნდა გამართლეს.
ადვოკატის დასკვნით სიტყვას სრულად დაეთანხმა ბრალდებული ვ----–------–---–-, (იხ. 2019 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მათივე მონაწი-ლეობით გამოკვლეული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ----–------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ ი-----–---------–----–--ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დას-ტურდება, რომ იგი თ---–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობს სავაჭრო ობიექტს. 2019 წლის 26 ივნისს, მის მარკეტში შევიდა ვ----–------–---–-, რომელ-მაც სთხოვა სიგარეტის მიყიდვა შემდგომი გადახდის პირობით, ხოლო ასეთზე უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული და, დანის დემონსტრირებით, მას და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ განუცხადა, რომ ყელს გამოჭრიდათ, ასევე სახეში შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. სიცოცხლის მოსპობით ვ----–------–---–- ასევე დაემუქრა მის შვილს - ფ-–--------------–----–იას. იგი მაღაზიის შენობიდან გაიყვანა მეზობელმა, რომლის სახელი და გვარი არ იცის. დაზარალებულის განმარტებით, ვ----–------–---–-ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა, ამჟამადაც ეშინია და ამ მიზეზით სახლის გაყიდვას ფიქრობს, (იხ. 2019 წლის 23 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ი-----–---------–----–--ს ჩვენებაში მითითებული გარემოებები აგრეთვე დაადასტურა დაზარალებულმა ფ-–--------------–----–იამ, რომელმაც აჩვენა, რომ 2019 წლის 26 ივნისს, თ---–--–----------------------ში მდებარე მისი ოჯახის კუთვნილ მაღაზიაში შევიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ----–------–---–-, რომელმაც მის დედას - ი-----–---------–----–--ს მოსთხოვა სიგარეტის ნისიად მიცემა, ხოლო უარის მიღების შემდეგ იგი გახდა აგრესიული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და ი-----–---------–----–--ს და ხელში დანის დემონსტრირებით დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით. ვ----–------–----–ის მუქარა მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ფ-–--------------–----–იას განმარტებით, მას და მისი ოჯახის წევრებს ეშინიათ ვ----–------–---–-ს და სახლის გაყიდვას ფიქრობენ, (იხ. 2019 წლის 23 სექტემბრის სასა-მართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ზ--------–------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დას-ტურდება შემდეგი გარემოებები: შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე მასსა და ვ----–------–---–ს მცირე შელაპარაკება მოუვიდათ. 2019 წლის 26 ივნისს, მასთან მივიდა ვ----–------–---–-, რომელმაც შერიგება სთხოვა და ისინი შერიგდნენ. იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გავიდა გარეთ, სადაც მისმა მეუღლემ - ფ-–--------------–----–იამ უთხრა, რომ ვ----–------–---–- მას და ი-----–---------–----–--ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე იგი შემთხვევით შეხვდა ვ----–------–---–ს, რომელიც მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან აღიქვა რეალურად, ვინაიდან მასსა და ბრალდებულს შორის იყო უთანხმოება, (იხ. 2019 წლის 23 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ---------–------–---–-------–----–იას მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, მისი ოჯახის წევრებს ვ----–------–---–თან ჰქონდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. 2019 წლის 26 ივნისამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ვ----–------–---–სა და მის მამას - ზ--------–------–---–ს შორის უსიამოვნება მოხდა. 2019 წლის 26 ივნისს, დედამისი - ფ-–--------------–----–ია და ბებია - ი-----–---------–----–-- იყვნენ ანერვიულებულები და მათგან შეიტყო, რომ ვ----–------–---–- მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე მან დაინახა ბრალდებული, რომელიც მისი ოჯახის მისამართით იგინებოდა და კვლავ იმუქრებოდა - “ყელს გამოგჭრით ყველასო“, (იხ. 2019 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ნ------–------–---–მა აჩვენა, რომ 2019 წლის 26 ივნისს, ვ----–------–---–სა და მისი ოჯახის წევრებს შორის მომხდარ ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და აღნიშნულის თაობაზე გადმოცემით იცის ძმისგან - გ---------–------–---–-------–----–----გან. ვ----–------–---–- მას ხშირად უნახავს ნასვამ მდგომარეობაში. ვ----–------–---–სა და მამამისს - ზ--------–------–---–ს შორის ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მომხდარ შელაპარაკებას უშუალოდ შეესწრო. მისი ოჯახი ბინის გაყიდვასა და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას ფიქრობს, რადგან ვ----–------–---–-ს მუქარის შეეშინდათ, (იხ. 2019 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ს-----–-------–-–---ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ვ----–------–---–სა და ლ------–---–ის ოჯახის წევრებს ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. 2019 წლის 26 ივნისს მან მხოლოდ ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა. მაღაზიაში მომხდარ კონფლიქტს იგი არ შესწრებია და ბრალდებული დანით ხელში არ დაუნახავს, თუმცა ადასტურებს, რომ ვ----–------–---–ს დანა ჰქონდა, (იხ. 2019 წლის 28 ოქტომბრის სასა-მართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა დაზარალებულების - ი-----–---------–----–--ს, ფ-–--------------–-----–--ს და ზ--------–------–---–ის ჩვენებები და მიაჩნია, რომ ეს ჩვენებები (ჩვენებებში არსებული განმარტებები) არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ისინი შინაარსობ-რივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს (ურთიერთსაწინააღმდეგო ან/ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას) და საეჭვო ხასიათის განმარტებებს, ამდენად, დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ ვ----–------–---–-ს ჩვენება - თითქოსდა იგი სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია ი-----–---------–----–--ს, ფ-–--------------–-----–--ს ან/და ზ--------–------–---–ს - წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულების, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ვ----–------–---–-ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამოხატვის ფაქტის არსებობა, კერძოდ - დადგენილად მიაჩნია, რომ ვ----–------–---–-, 2019 წლის 26 ივნისს, სიციცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით) დაემუქრა ი-----–--- და ფ-–--------------–----–---ს, ხოლო 27 ივნისს, ღამით, იგი ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ--------–------–---–ს. ამასთანავე, ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მასსა და დაზარალებულებს შორის ურთიერთდამოკიდებულება (მათ შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტი), მუქარის გამოხატვის ფორმა (ბრალდებულის მიერ ცივი იარაღის (დანის) დემონსტრირება და თანმდევი აგრესიული ქმედებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2019 წლის 26 ივნისს, დანით ხელში ვ----–------–---–- ი-----–---------–----–--სა და ფ-–--------------–----–იას დაემუქრა მათი და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, ასევე დასტურდება, რომ ვ----–------–---–-, 2019 წლის 27 ივნისს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ--------–------–---–ს. დაზარალებულების ჩვენებებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე - ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვა-ლისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივი-დუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშა-ულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს, ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს, ვ----–------–---–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორ-ციელებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებუ-ლებებით ვ----–------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსე-ბობა არ დასტურდება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამარ-თლოს მიაჩნია წარსულში მისი ნასამართლობა.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ გაითვალისწინა ვ----–------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მან მეზობლების მიმართ ჩაიდინა დანაშაულთა ერთობლიობა, რაც გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშრო-ების მატარებელია), ქმედებათა განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებებში გამოვლე-ნილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ბრალდებულის მტკიცე სურვილი, მისწრაფება, დაზა-რალებულებისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება, დაეშინებინა), ბრალდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი.
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მუქარის გამოხატვის ფორ-მისა და გარემოებების, დაზარალებულების პიროვნებების, ბრალდებულის წარსული ცხოვრების, დანაშაულის ჩადენამდე და უშუალოდ ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვა-ლისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–--- და ფ-–--------------–----–---ის მი-მართ ჩადენილი დანაშაულისათვის ვ----–------–---–ს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებით.
ზ--------–------–---–ის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამარ-თლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ვ----–------–---–ს ძირითად სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები, როგორც პროპორციული ზემოქმე-დების ღონისძიება, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
2. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოო სასჯელად ვ----–------–---–ს განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
3. ვ----–------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;
4. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ----–------–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი