განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
150100119003172765
დავის ტიპი
126 1
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003172765

№1/60-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე

ბრალდებული ვ--–------ გ-------ის ძე ა----------–-ძე (დაბადებული 1----–-–------------–ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის მისამართი: ქ. ახალქალაქი დ-------–-----–-- ქუჩა, კ----------------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი 1--–-----------------–-----------------------);

ადვოკატი: ვ----– ბ--–---ძე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2019 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 00:30 საათზე ვ--–------ ა----------–-ძე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, იმყოფებოდა ახალქალაქის ყოფილი პირველი სამხედრო დასახლების ეზოში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახის არეში ა-------- ა-------ს, შემდეგ კი წაქცეულს ხელებითა და ფეხებით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას. მანვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-------- ა-------ის დასახმარებლად მისულ ა------ ს----------ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა ერთხელ სახის არეში, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა მიწაზე. ვ--–------ ა----------–-ძის ქმედებებით ა-------- ა-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ა------ ს----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. 2019 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 00:30 საათზე ვ--–------ ა----------–-ძე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, იმყოფებოდა ახალქალაქის ყოფილი პირველი სამხედრო დასახლების ეზოში, რა დროსაც შეიქმნა კონფლიქტი ა-------- ა-------თან და ა-------- ა-------ის დასახმარებლად მისულ ა------ ს----------თან.

მტკიცებულებები: ვ--–------ ა----------–-ძის, მ-------- ა-------ის, ა------ ს----------ის, ა-------- ა-------ის, ს---- ჩ-------ის, კ----- ს----------ისა და რ------– მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები.

2.1.2. აღნიშნული კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას ვ--–------ ა----------–-ძემ ხელი დაარტყა სახის არეში ა-------- ა-------ს, შემდეგ კი წაქცეულს ხელებითა და ფეხებით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას.

მტკიცებულებები: ვ--–------ ა----------–-ძის, მ-------- ა-------ის, ა------ ს----------ის, ა-------- ა-------ის, ს---- ჩ-------ის, კ----- ს----------ისა და რ------– მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები;

2.1.3. ამავე დროს მანვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-------- ა-------ის დასახმარებლად მისულ ა------ ს----------ს, კერძოდ მუშტი დაარტყა ერთხელ სახის არეში, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა მიწაზე.

მტკიცებულებები: ვ--–------ ა----------–-ძის, მ-------- ა-------ის, ა------ ს----------ის, ა-------- ა-------ის, ს---- ჩ-------ის, კ----- ს----------ისა და რ------– მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები;

2.1.4. ვ--–------ ა----------–-ძის ქმედებებით ა-------- ა-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მტკიცებულებები: დაზარალებულების ჩვენებები.

2.1.5. აღნიშნული ცემის შედეგად ა------ ს----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

მტკიცებულებები: დაზარალებულების ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ--–------ ა----------–-ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულების ა------ ს----------ის და ა-------- ა-------ის ჩვენებები, მოწმეების მ-------- ა-------ის, ს---- ჩ-------ის, კ----- ს----------ისა და რ------– მ-------–---–ის ჩვენებები, ა------ ს----------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--–------ ა----------–-ძის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–------ ა----------–-ძის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - 1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 00:30 საათზე ვ--–------ ა----------–-ძემ, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ცემა ა-------- ა-------ს, და ა-------- ა-------ის დასახმარებლად მისულ ა------ ს----------ს, რის გამოც ა-------- ა-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ა------ ს----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა (ძალადობა) და შედეგს შორის, მაშინ ვ--–------ ა----------–-ძის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;

4.2. ბრალდებული დაზარალებულებთან შერიგებულია, დაზარალებულებს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია არ გააჩნიათ;.

4.3. დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში;

4.4. მართალია, ბრალდებული ამჟამად არ არის ნასამართლევი, თუმცა წარსულში ნასამართლევია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად არ შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, თუნდაც პირობითად. ამასთან აღნიშნა რომ უმუშევარია, ამიტომ ითხოვა მხოლოდ ჯარიმის დაკისრება, მინიმუმის ოდენობით - 500 ლარი.

5.3.1. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებთან შერიგებულია, შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ჯარიმა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3.2. დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან (იხ.4.1. და 4.2.) გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს ძირითად სასჯელად შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.

თუმცა 4.3. და 4.4. გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია ძირითადი სასჯელს დაემატოს დამატებითი სასჯელი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული კომბინირებული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ--–------ ა----------–-ძე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე ვ--–------ ა----------–-ძეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

2. ვ--–------ ა----------–-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 24 სექტემბრიდან;

3. ვ--–------ ა----------–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;

4. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან