განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119003200321
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/4660-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 16 “ ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ-------------–---–ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი------------–---–ის,ბრალდებულ ლ-------------–---–ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ლ------------------------------–---–ის (დაბადებული 1----–-–---------------------------–----------–---------------------------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქა-–--------–--–-------------–----–---–-----------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 19 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ლ-------------–---–ის მიერ ნ--------–----ის მიმართ მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ლ-------------–---–ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 22 აგვისტოს, 15 საათსა და 05 წუთზე, 23 აგვისტოს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიე-ბის სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2019 წლის 02 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე ლ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - შეიცვალა გირაოთი და იგი გათა-ვისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

ლ-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელე-ბის საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ლ-------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 17 და 18 აგვისტოს, დღის საათებში, ლ-------------–---–ი, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5----------- ნ--------–----ეს, ტელეფონის ნომერზე - 5----------- უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რა დროსაც ნ--------–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში.

 

ამ მოქმედებით ლ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2019 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ--–--------–--–-------–--------------–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-------------–----–ი დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპო-ბით დაემუქრა ნ--------–----ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში.

 

ამ მოქმედებით ლ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ნ-------------–---–მა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ-------------–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი. აღნიშნუ-ლიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზო-დის ჩადენაში ლ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობა, (2019 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ლ-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განა-ცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს.

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულის ადვოკატმა - ი------------–---–მა ითხოვა, რომ როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქე-ბელი გარემოებები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა და გულწრფელი მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება, რომ იგი არ არის ნასამართლევი და, გამომდინარე აქედან, იშუამდგომლა ლ-------------–---–ს მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება, რასაც დაეთანხმა ბრალდებუ-ლიც, (2019 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ლ--------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ლ-------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ ნ--------–----ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 8-10);

- მოწმე მ-----------–--–--ას გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 18-20);

- მოწმე თ-----------–--–--ას გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 24-26);

- მოწმე ს--–--------–----ის გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 21-23),- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს.ფ. 28-37);

- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 11-16), რაც სხვა მტკიცებულე-ბებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ლ-------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუ-ძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ლ-------------–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ლ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართ-ლომ მხედველობაში მიიღო, რომ ლ-------------–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასი-ათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამას-წორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში, დანაშაულის ორივე შემთხვევის გამო მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა და, ამავე კოდექსის 59-ე მუხ-ლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯე-ლის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

ამასთანავე, ვინაიდან ლ-------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშა-ულები, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი - თავისუფ-ლების აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------------–---–ის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყე-ნება, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ------------------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის (2019 წლის 17 და 18 აგვისტოს ჩადენილი, სიცოცხლის მოს-პობის მუქარის ეპიზოდი) ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად:

 

1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის (2019 წლის 18 აგვისტოს ჩადენილი, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ეპიზოდი) ჩადენისათვის - თავისუფლე-ბის აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ ლ-------------–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც ჩაეთვა-ლოს პირობითად და, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

3. ლ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს;

 

4. ლ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 აგვისტოდან 02 ოქტომბრის ჩათვლით;

 

5. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ლ-------------–----–ის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულება - ლაზერული დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამარ-თლოს ნივთმტკიცებათა საცავში), რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი