განაჩენი

სისხლის სამართლის 07.04.2020
საქმის ნომერი
330100119003153210
თარიღი
07.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3868-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 07 “ აპრილი, 2020 წელი ქალაქი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ზ------------ის,ბრალდებულ რ-–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ-------------ის,ბრალდებულ რ-----–----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ---------–----ის,თარჯიმან - მ----------–----ისა და

ბრალდებულებულ რ-–-----------ის მონაწილეობით,ბრალდებულ რ-----–----------ის მონაწილეობის გარეშე

 

არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

1. რ-–-----------ის (დაბადებული 1--- წლის 10 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრი-რებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქა-–------------––-------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხ-ლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაუ-ლების ჩადენაში და

 

2. რ-----–----------ის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, რეგის-ტრირებული - ქ--–-------------–-------–---------------------------------------–-------------–------------––------------------------------------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნ-ქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 27 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–--–------------------------------------–------------–-------------------–--------------------------–------------------–----–----–-----–-------------------–---------------–---------------–--------------------–-------------–---ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, რ-–-----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (ტომი N1, ს.ფ. 1).

 

რ-–-----------ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 30 ივლისს, 05:31 საათზე. 2019 წლის 31 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, აღკვე-თის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, (ტომი N1, ს.ფ. 261-266, 302-304, 324-332).

 

2019 წლის 31 ივლისს, რ-----–----------ი დაუსწრებლად მიცემულ იქნა პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათ-ვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, (ტომი N1, ს.ფ. 310-312, 324-332). 2019 წლის 1 აგვისტოს, რ-----–----------ის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით გამოცხადდა ძებნა, (ტომი N1, ს.ფ. 333-334).

 

რ-–-----------სა და რ-----–----------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასა-ღება.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ-–-----------ისა და რ-----–----------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

რ-–-----------მა და რ-----–----------მა წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 0,0089 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის“ შემცველი, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიე-რება, რაც 2019 წლის 02 აპრილს ქ--–------------––--------------–--------ზე 300 ლარად უკანონოდ გაასაღეს თავის ნაცნობ დ------------–-----------. გასაღებული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–----------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ. 2019 წლის 30 ივლისს, ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მ--------––----------------------------ში დაკავებულ იქნა რ-–-----------ი, (ტომი N1, ს.ფ. 302-304, 310-312).

 

მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------------ემ აღნიშნა, რომ სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ - მოწმეთა ჩვენებების, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, ბინის ჩხრეკის ოქმის, ამოღების ოქმის, ექსპერტიზის დასკვნების და სხვა წერილობითი მტკიცებულებების - ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ-–-----------ისა და რ-----–----------ის მიერ წინას-წარი შეთანხმებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტები, რის გამოც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოთ სამართლიანი საპატიმრო სასჯელი, (იხ. 2020 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

რ-–-----------მა ნარკოტიკული საშუალების შეძენის და შენახვის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, მაგრამ განმარტა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არასდროს გაუსაღებია და მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო, (იხ. 2020 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა).

 

ბრალდებულ რ-–-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-------------ემ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რ-–-----------ი აღიარებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს, თუმცა წინას-წარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდში იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რითაც დადასტურ-დებოდა რ-–-----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტი. ადვოკატის განმარტებით, რ-–-------------------------------–-------ი დიდი ხნის განმავლო-ბაში იცნობდნენ ერთმანეთს და ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, (იხ. 2020 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულ რ-----–----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---------–----ემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება რ-----–----------ის ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ვინაიდან ერთადერთი მოწმე, რომელმაც ჩვენება მისცა სასამართლოს რ-----–----------ის წინააღმდეგ, სანდოობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რადგან მან ვერ მიუთითა რ-----–----------ზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირზე. გამომდინარე აქედან, ადვოკატმა ითხოვა რ-----–-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, (იხ. 2020 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ განიხილა რ-–-----------ისა და რ-----–----------ის ბრალდების საქმე, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მხარეთა მონაწილეობით გამო-კვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ-–-----------ისა და რ-----–----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

რ-–-----------ისა და რ-----–----------ის მხრიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტების დასადას-ტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - დ------------–--------ის, თ-------------–---–ის, დ--------------–---–ის, გ-----------------ის, ა-----–---–---–-–---–ის, გ-------------------–--ის, თ------------------–---–ის, მ----------------–-–----–ის, პ-------–--–---–--ის, ა---------–------–---–ის, გ------------–-–---–-სა და ი-------------–--ის ჩვენებები, ამოღების ოქმები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 ნოემბრის ჰაბიტოსკოპი-ური ექსპერტიზის N7---- დასკვნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-ლისტიკური დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 29 ნოემბრის თარიღით გაცემული ფონოს-კოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრი-მინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 3 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორ-მაცია. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები რ-–-----------ისა და რ-----–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების ან/და უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ გაამახვილებს.

 

სასამართლოში მოწმედ დ--------------------------–-------მა აჩვენა, რომ 2019 წლის აპრილის დასაწყისში რ-–-----------მა რამდენიმეჯერ შესთავაზა მას ნარკოტიკული საშუა-ლების შეძენა. იგი მიხვდა, რომ რ-–-----------ი ახორციელებდა კანონსაწინააღმდეგო მოქ-მედებებს, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოს. რ-–-----------ი შეპირდა, რომ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის“ შემცველი ნივთიერების ერთ “წონაკს“ 100 ლარად მიყიდდა. იგი დათანხმდა ბრალდებულს და უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა იგი აღჭურვეს ვიდეო-აუდიო ჩაწერის ტექნიკური საშუალებით და გადასცეს თანხა, რის შემდეგ წავიდა რ-–-----------თან შესახვედრად. ქალაქ მ--------––- შეხვდა რ-–-----------ს, რომელსაც გადასცა 300 ლარი. რ-–-----------ი გადავიდა ავტომობილიდან, დაახლოებით ათ წუთში დაბრუნდა და უთხრა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირი მიიტანდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მასთან რ-–-----------ის მეგობარი - რ-----–----------ი მივიდა, რომელმაც წინასწარ შეთანხმებული სამი “წონაკის“ ნაცვლად ორი მიიტანა და შეპირდა, რომ ერთ “წონაკს“ მეორე დღეს გ-----–---------------------–-------მა გამოართვა შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მოგვიანებით მისგან ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

დ------------–------------ნმარტებით, რ-–-----------ს იგი დაახლოებით სამი წელია რაც იცნობს, ხოლო რ-----–----------ი საკონტროლო შესყიდვის დროს გაიცნო, (2019 წლის 11 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ამდენად----------------–-------ის ჩვენებით ცალსახად დასტურდება მის მიერ 2019 წლის 2 აპრილს, რ-–-----------ისა და რ-----–----------ისაგან ნარკოტიკული საშუალების საკონ-ტროლო შესყიდვის ფაქტი.---------------–-------მა დეტალურად განმარტა მისი რ-–-----------თან და რ-----–----------თან ურთიერთობის შესახებ, დაადასტურა, რომ ნებაყოფ-ლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და ნარკოტი-კული საშუალების შესაძენად გადაეცა თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ მის მიერ სასამართლოში გაკეთებული განმარტებები სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის - ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას. ამდენად----------------–-------ის ჩვენების უტყუ-არობაში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

მოწმე მ----------------–-–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურე-ბულია ის ფაქტი, რომ---------------–-------ს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გან-ხორციელების მიზნით, საკონტროლო შესყიდვისათვის გადაეცა ფული - 300 ლარის ოდე-ნობით, (2019 წლის 11 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2019 წლის 2 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის-ტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სინთეტიკური წარმოშობის ნარკოტიკებთან ბრძო-ლის განყოფილების გამომძიებელ გ-------------------–--ის მიერ მ--------––-, ფ----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დ------------–--------სგან ამოღებულ იქნა ორი ცალი ეგრეთ წოდებული “წონაკი“, რომელიც მან----------------–-------მა) შეიძინა რ-–-----------ისგან და რ-----–----------ისაგან, (ტომი N.1, ს.ფ. 37-40).

 

გამომძიებელმა გ-------------------–--ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკით-ხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 2 აპრილს---------------–-------ი ნებაყოფლობით აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. შესყიდული ნარკოტიკული საშუალება მან დაუყოვნებლივ ამოიღო დი-----------–-----------------ალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი. გამოძიება რ-–-----------ის მიმართ დაიწყეს, ხოლო მეორე პირი - რ-----–----------ი - გამოძიების დაწყების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისას გამოვლინდა, (2019 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 3 აპრილის #1--------------- დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 აპრილს---------------–-------ისაგან ამოღებული, რ-–-----------ისაგან შეძენილი, ორ ცალ პოლიეთილენის მწვანე ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, წონით - 0,0112 გრამი და 0,0042 გრამი, საერთო წონით - 0,0154 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს - 0,0089 გრამს, (ტომი N1, ს.ფ. 52-57).

 

აღნიშნული საექსპერტო კვლევის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის ფაქტი დაა-დასტურეს, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ექსპერტებმა - თ-------------–---–მა და პ-------–--–---–--ემ, (2019 წლის 23 ოქტომბრის და 2020 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომის ოქ-მები).

 

“ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ“ ოქმის თანახმად, 2019 წლის 2 აპრილს---------------–-------ს გადაეცა 300 ლარი, ნარკოტიკული საშუალების საკონ-ტროლო შეძენის მიზნით.---------------–-------მა დაადასტურა, რომ სწორედ აღნიშნული თანხით შეიძინა რ-–-----------ისაგან და რ-----–----------ისგან ნარკოტიკული საშუალება, ხოლონ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მან დაუყოვნებლივ მიიტანა იქვე მყოფ პო-ლიციის თანამშრომლებთან, რაც ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა გამომძიებელ გ-------------------–--ის მიერ, (ტომი N.1, ს.ფ. 34-35, ს.ფ. 37-40).

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლე-ული ინფორმაციით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

 

დ------------–---------- რ-–-----------ისა და რ-----–----------ის შეხვედრის და საუბრის ჩაწერა განხორციელდა 2019 წლის 2 აპრილის 12:49:00 საათიდან 2019 წლის 2 აპრილის 13:39:31 საათამდე დროის პერიოდში. ვიდეოჩანაწერით დადგენილია, რომ დ------------–--------ი შეხვდა რ-–-----------ს, რომელიც დაჯდ----------------–-------ის ავტომანქანაში და დაიწყეს საუბარი, ხოლო მოგვიანებით მათ შეუერთდა რ-----–----------ი. კერძოდ:

 

ვიდეოჩანაწერი იწყება დ------------–--------სა და რ-–-----------ის მისალმებით. რ-–-----------ი ჯდება დ------------–--------ს ავტომანქანაში, მიუთითებს მას გზას და ეუბნება: “მ--------––- წამალი არ არის, სამი ცალი დატოვეს ჩვენთვის, აი ასეთი ჩეკები /აჩვენებს ხელით/ ძალიან მაგარი! 150 ლარად იძლევა...“ დ------------–-------- რ-–-----------ს გადასცემს ფულს, რის შემდეგ ეს უკანასკნელი სთხოვს, რომ დაელოდოს 5-10 წუთი და ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირი (რ-----–----------ი) მიიტანს. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ შეუერთდა რ-----–----------ი, რომელიც რ-–-----------ს ესაუბრება “ჩეკების“ რაოდე-ნობაზე; რ-–-----------ი იწუნებს რ-----–----------ის მიერ მიტანილი “ჩეკებს’’ და ეუბნება, რომ ამის გამო შესაძლოა პასუხი მოსთხოვონ ორივეს. ამის შემდეგ რ-–-----------ი და რ-----–----------ი მიმართავენ დ------------–-------- და ეუბნებიან, რომ ორი “ჩეკი“ აიღეს, ხოლო დარჩენილს საღამოს ან მეორე დღეს მისცემენ, რის შემდეგ საუბარს აგრძელებენ ნარკოტიკული საშუალებების ღირებულებაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტა-მენტის 2019 წლის 27 ნოემბრის #7---- დასკვნით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

- ფარული ვიდეო,-აუდიო ჩაწერის ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონ-ტაჟის ნიშნები;

- ვიდეოგრამებში არსებული, გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნება (იხ. ფოტო ცხრი-ლი, ფოტო N4-5), რომელიც ხარისხის ამაღლების მიზნით გაწმენდილი და დამუშავებული იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით: ,,Cognitech Video Investigator 2011-ის’’ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია;

- ვიდეოგრამებში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნება (იხ. ფოტო ცხრი-ლი, ფოტო N6-9), რომელიც ხარისხის ამაღლების მიზნით გაწმენდილი და დამუშავებული იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით: ,,Cognitech Video Investigator 2011-ის“ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია;

- საექსპერტო კვლევისათვის წარდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსი-რებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება და საექსპერტო დაწე-სებულების ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 0--------- წელს დაბადე-ბული რ-----–-------------------------ს (პ/ნ 2----------) ფოტოსურათის პიროვნების გამოსახულებაზე სავარაუდოდ დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების გამოსახუ-ლება;

- საექსპერტო კვლევისათვის წარდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსი-რებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება და მონაცემთა ბაზიდან ამოღებული, 10.11.1--- წელს დაბადებული რ-–-----------ის (პ/ნ 2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება, (იხ. 2020 წლის 29 იანვარს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა, ტომი N2).

 

აღნიშნული საექსპერტო კვლევის ჩატარების ფაქტი და გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ-----------------ემ, (2020 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 29 ნოემბრის #2----- დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიო ნაწილს მონტა-ჟის ნიშნები არ აღენიშნება, (იხ. 2020 წლის 29 იანვარს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა, ტომი N2).

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ე------------–-–---–მა და დ--------------–---–მა, (2020 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით და ამ მასალებთან დაკავშირებული საექსპერტო კვლევის შედეგებით ცალსახად დასტურდება რ-–-----------ის დ----------------–-------ის საუბარი ნარკოტიკული საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ, დადგენილია, რომ დ------------–--------მა ნაკოტიკული საშუალების შესაძენად თანხა გადასცა რ-–-----------ს, რომელიც, თავის მხრივ, დაუკავშირდა რ-----–----------ს და ამ უკანასკნელმა ნარკოტიკული საშუა-ლება მიიტანა და რ-–-----------თან ერთად გადასცა დ------------–--------. ასევე დგინ-დება, რომ რ-–-----------ი და რ-----–----------ი ერთმანეთში საუბრობენ ე.წ. “ჩეკების“ ღირებულებაზე და იმის შესახებ, რომ მესამე ჩეკს ისინი დ------------–-------- აუცილებ-ლად მისცემენ მეორე დღეს ან იმავე საღამოს. ფარული ვიდეო-აუდიო მასალებით უტყუ-არად დასტურდება, რომ ერთმანეთს ესაუბრება მხოლოდ სამი ადამიანი. საუბრის შინა-არსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სიტყვიერი კომუნიკაცია არის ორმხრივი და შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია ასევე, რომ ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, ვიდეო-აუდიო ჩანაწერით ცალსახად დასტურდება დ------------–--------ს ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, 2019 წლის 2 აპრილის ნარკოტიკული საშუალების რ-–-----------ისაგან და რ-----–-----------ისაგან შეძენის თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა რ-–-----------მა აღი-არა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება ნარ-კოტიკული საშუალების გასაღებას, - განაცხადა, რომ მას---------------–-------ისათვის არ მიუყიდია ნარკოტიკული საშუალება, არამედ აღნიშნული ნარკოტიკი მხოლოდ შეიძინა რ-----–----------ისაგან. ბრალდებულის განმარტებით, იგი დ------------–-------- დიდი ხანია იცნობს და მასთან ერთად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. 2019 წლის 2 აპ-რილსაც ასევე ერთად მოიხმარეს რ-----–----------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუა-ლება. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ სამნი იყვნენ - ის, დ------------–-------- და რ-----–----------ი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - გ-------------------–--ის, მ----------------–-–----–ისა დ----------------–-------ის ჩვენებებით, ფულადი თანხის გადაცემისა და ამოღების ოქმებით, ცალკე აღებული დასტურდება, რომ 2019 წლის 2 აპრილს---------------–-------მა გამომძიებლის მიერ გადაცემული ფულადი თანხით, 300 ლარად რ-–-----------ისაგან და რ-----–----------ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი“. დ------------–---------ს მიერ რ-–-----------ისა და რ-----–----------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტი ასევე დადასტურებულია ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, ჰაბიტოსკოპიური და ფო-ნოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა შინაარსის დეტალური და გონივრული ანალიზის შედეგად უტყუარად დგინდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ მტკიცებულებათა უტყუარობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ამ მტკიცებულე-ბებით დადგენილი ფაქტები და გარემოებები ცალსახად აქარწყლებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას რ-–-----------ის და რ-----–----------ის უდანაშაულობის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია რ-–-----------ისა და რ-----–----------ის მიერ წინასწარი შე-თანხმებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზ-ღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონო მოპოვებისაკენ, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა გულისხმობს უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა ან/და შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარ-ღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულე-ბებით ცალსახად დადასტურდა რ-–-----------ისა და რ-----–----------ის მიერ წინაწარი შეთანხმებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი. კერძოდ: 2019 წლის 2 აპრილს, რ-–-----------მა დ------------–-------- ნარკოტი-კული საშუალების გადაცემის სანაცვლოდ გამოართვა ფულადი თანხა 300 ლარის ოდენო-ბით, ხოლო რ-–-----------მა, რ-----–----------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გამო-ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0089 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის“ შემცველი, ორ ცალად დაფასოებული მოყა-ვისფრო ფერის ნივთიერება, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს---------------–-------ზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. დადგენილია, რომ რ-–-----------ი და რ-----–----------ი მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით (ერთად იმყოფებო-დნენ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისას, ერთად დაპირდნენ დ------------–--------, რომ მესამე “ჩეკს“ საღამოს ან მეორე დღეს მისცემდნენ, ასევე რ-–-----------ი და რ-----–----------ი ერთმანეთში საუბრობენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ღირებუ-ლებაზე). ამდენად რ-–-----------ისა და რ-----–----------ის ქმედებებში იკვეთება დანაშა-ულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დად-გენილად მიაჩნია, რომ რ-–-----------მა და რ-----–----------მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასა-ღება.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით დადგენილია, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასაჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანა-შაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა. რაც შეეხება რ-----–----------ს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მისი პასუხისმგებლობის შემამ-სუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რ-–-----------ისა და რ-----–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია წინაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზ-ღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი, მით უფრო, ნარკოტიკული საშუალების სახეობის (ჰეროინი) გათვალისწინებით), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (რ-–-----------ი და რ-----–----------ი უთანხმდებოდნენ ნარკოტიკული საშუალების შემძენებს და ასევე წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს“), ბრალდებულ რ-–-----------ის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი და შვილები), რ-–-----------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება და უკანონო შემოსავლის მიღების სურვილი) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რ-–-----------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 და მე-5 ნაწილებით დადგე-ნილი სანქციის ფარგლებში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ-----–----------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფ-ლების აღკვეთა და სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვე-პუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, რ-–-----------ისა და რ-----–----------ის პიროვნებების გათვალისწინებით და სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწი-ნებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათ-ვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათ-ვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს წინა განაჩენით რ-–-----------ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

4. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით რ-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

5. რ-–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქ-მდეს;

 

6. რ-–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან;

7. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, რ-–-----------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; მასვე 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმა-ცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელო-ბისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა რ-–-----------ს დაეწყოს სასჯე-ლის მოხდის მომენტიდან.

 

8. რ-----–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვა-ლისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

8.1. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათ-ვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

8.2. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათ-ვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

10. რ-----–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;

 

11. რ-----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან;

 

12. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსა-ღებელს, რ-----–----------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუ-ალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმია-ნობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმა-ცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელო-ბისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა რ-----–----------ს დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

13. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული ობიექტების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

13.1. დ------------–--------საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლე-ბიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–--–-------------------------–---–---- საცავში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

13.2. ორი ცალი ელექტრონული დისკი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

14. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

16. მსჯავრდებულ რ-----–----------ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალა-ტაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე,მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი