განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
330100119003203319
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/4452-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 07 “ თებერვალი, 2020 წელი ქალაქი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ---------------ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ჯ-----------–-ას,ბრალდებულ დ--------–-–--ას

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

დ-----------–--------–-–---ს (დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული - ო---------------------------–-------------–---------------------–-------------–--------–--–--------–--–----–-------------------------------ში) მიმართ, რო-მელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 02 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–----------------------------–---------------------------–------------------------------–--ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, დ--------–-–--ას მიერ მეუღლის - გ----------–---- და შვილის - მ-----–-–--ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქ-ტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

დ--------–-–--ა ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 01 სექტემბერს, 23 საათსა და 45 წუთზე, 03 სექტემბერს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუქნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი-სათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

კერძოდ, დ--------–-–--ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, დ--------–-–--ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით დ--------–-–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 01 სექტემბერს, ღამის საათებში, ქალაქ თბილისში, მ---–--–----–-------------------------------ში დ--------–-–--ა მეუღლეს - გ----------–--ეს და შვილ მ-----–-–--ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გ----------–--ეს და მ-----–-–--ას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ნ---------------ემ აღნიშნა, რომ დაზარალებულების ჩვენებებით, ასევე ბრალდების მხარის მიერ სასამარ-თლოში წარდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ--------–-–--ას მიერ ოჯახის წევრების - მეუღლის და შვილის - მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებუ-ლის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2020 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას მეუღლესთან და შვილთან მოუხდა შელაპარაკება ოჯახში არსებულ პრობლემას-თან დაკავშირებით, იყო დაღლილი, ნასვამი და შესაძლოა ამის გამო თქვა ეს სიტყვები.

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას დ--------–-–--ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ჯ-----------–-ამ განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს და უდავოდ მიიჩნევს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები დევნილები არიან აფხაზეთიდან და მათი ერთადერთი შემოსავალია სახელმწიფო დახმარება ერთ სულზე 45 ლარის ოდენობით, დ--------–-–--ა უზრუნველყოფს ოჯახს ეკონომიკურად, იგი არის აფხაზეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო წინა განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულება, რის გამოც შეეცვალა იგი ჯარიმით, რაც ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასევე ვერ გადაიხადა და ამ მიზეზით არის ნასამართლევი. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული არტერიული ჰიპერტენზიით და ესაჭიროება ოჯახის ექიმის და კარდიოლოგის მეთვალყურეობა. გამომდინარე აქედან, ადვოკატმა ითხოვა დ--------–-–--ას მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2020 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა მხარეთა მონაწილეობით სასამართლოში გამოკვლეული და გამო-კვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებუ-ლებები მოპოვებული და საქმეზე დამაგრებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორ-მების არსებითი დარღვევის გარეშე, ხოლო მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ--------–-–--ას მხრიდან მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი. კერძოდ:

 

დაზარალებულ გ----------–---- ჩვენებით დასტურდება როგორც დ--------–-–--ას მიერ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, ასევე - ის ფაქტიც, რომ ასეთი მუქარა მან (დაზარალებულმა) აღიქვა რეალურად.

 

კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 01 სექტემბერს, ღამის საათებში იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქ თბილისში, მ---–--–----–--------------------------------ში შვილთან - მ-----–-–--ასთან ერთად, რა დროსაც სახლში მივიდა მისი მეუღლე - დ--------–-–--ა, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეო-ბაში. დ--------–-–--ამ გ----------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ გადააბ-რუნა ანთებული გაზქურა და დაემუქრა მეუღლეს, რომ მოკლავდა, კერძოდ - გადააგ-დებდა აივნიდან. ვინაიდან დ--------–-–--ას მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაც-ხყოფისა და მუქარის შემთხვევებს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, მან ეს მუქარა აღიქვა რეალურად, (2020 წლის 08 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

დაზარალებულ მ-----–-–--ას მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქალაქ თბილისში, დედასთან - გ----------–--ესთან და მამასთან - დ--------–-–--ასთან ერთად. 2019 წლის 01 სექტემბერს იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სახლში მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ--------–-–--ა და უმიზეზოდ მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, გ----------–--ეს განუცხადა, რომ მოკლავდა, აივნიდან გადააგდებდა, ხოლო მას უთხრა, - შენც ზედ მიგაყოლებო. მანვე ფეხი დაარტყა აივანზე ანთებულ გაზქურას. მან და გ----------–--ემ მუქარა აღიქვეს რეალურად, ვინაიდან დ--------–-–--ას ასეთ ქმედებებს აქვს სისტემატური ხასიათი და მის მიერ გ----------–---- აივნიდან გადაგდების მცდელობას წარსულშიც ჰქონდა ადგილი, (2020 წლის 08 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

მოწმე ი-----–-----–----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურებულია საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმედებე-ბის შედეგად მიღებული იმ წერილობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენ-ტიკურობა, რომლებიც საფუძვლად დაედო დ--------–-–--ასათვის წაყენებულ ბრალდე-ბას.

 

დ--------–-–--ას მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი, გარდა დაზარალებულების - გ----------–----ა და მ-----–-–--ას ჩვენებებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულე-ბათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია დ--------–-–--ას ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ, -

- მოწმე რ------------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 34-36);

- მოწმე ი-----–------–---ს გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 154-156);

- ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 5-12);

- ალკოტესტით შემოწმების ოქმით, (ს.ფ.20);

- შემაკავებელი ორდერებით, (ს.ფ. 47, 54);

- შემაკავებელი ორდერის ოქმებით, (ს.ფ. 48-53, 55-60);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით, (ს.ფ. 76-90);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, (ს.ფ. 127-129);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს მომართვით (ს.ფ. 132);

- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- და №--------- დასკვნებით, რაც საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს დ--------–-–--ასათვის წაყენებულ ბრალდებას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვსა და ვარაუდს ბრალდე-ბულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის თაობაზე და ისინი საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისთვის, რომ დ--------–-–--ამ ჩაიდინა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ დ--------–-–--ა აღიარებს და ინა-ნიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე. კერძოდ, დ--------–-–--ა 2016 წლის 05 ივლისის განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, თუმცა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის დანაშაულები და 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის საბოლოო სასჯელად განესაზღვრა საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით, რომელიც დ--------–-–--ამ არ მოიხადა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით იგი შეეცვალა ჯარიმით - 1250 ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით არ არის გადახდილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დ--------–-–--ასათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან ჯარიმის დანიშვნა სასამართლოს მიაჩნია მიზანშეუწონლად.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ--------–-–--ას მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს გარემოება წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელს. ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზოგადოე-ბისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორე-ბელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში დ--------–-–--ას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესა-ბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენე-ბით, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს 2017 წლის 20 აპრილის განა-ჩენით დანიშნული და 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხ-დელი ნაწილი - ჯარიმა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------–-–--ას მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯე-ლად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-----------–--------–-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამი-სად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენე-ბით, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამარ-თლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული და 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ--------–-–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

4. დ--------–-–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქ-მდეს;

 

5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ--------–-–--ას დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 01 სექტემბრიდან;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი