განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3523-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 15 “ აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - გ--------–----------,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ----------------–---–--,ბრალდებულ რ-----------------
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
რ---------------------------- (დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–--------------------- უმაღ-ლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული - ხ-–------------------------–-----------------------------------------–----; ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქ თ---–--–-------------------------–------------------------------------) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 25 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------------–--------–---------------------------–------------------------------–--–- გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამართლის საქმეზე, რ----------------- მიერ ე-–----------–------–------------–---–-------------------------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით.
რ---------------- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 25 ივნისს, 22 საათსა და 25 წუთზე. 2019 წლის 27 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმრობით უზრუნველყოფით.
2019 წლის 28 ივნისს, გირაოს შეტანის შემდეგ, რ---------------- გათავისუფლდა პატიმ-რობიდან.
რ----------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, რ----------------- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 25 ივნისს, ქ--–--------–--–-------------------------–---–----------------------- მიმდებარედ რ---------------- ურთიერთშელაპარაკებისას აყენებდა რა სიტყვიერ შეუ-რაცხყოფას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე-–----------–------–------------–---–-------------------------, რაც მათ აღიქვეს რეალურად.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა გ--------–---------- აღ-ნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ-----------------ათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომ-დინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში რ------------------ დამნაშავედ ცნობის შესახებ, (2019 წლის 15 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
რ----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განა-ცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწი-ნებით, რომ დაზარალებულები შეურიგდნენ ბრალდებულს და მის მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, ადვოკატმა გ----------------–---–-- იშუამდგომლა რ----------------- მიმართ ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენების შესახებ, რაც დაკავ-შირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 15 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი)
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ რ------------------ მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია რ------------------ ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- დაზარალებულ ე-–----------–---- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 42-44);
- დაზარალებულ ც------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 48-50, 151-152);
- დაზარალებულ მ------------------ გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 45-47);
- მოწმე დ-----------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 51-53);
- მოწმე კ--------–---- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 54-56);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ. 19-24), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტუ-რებს რ----------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება რ----------------- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაუ-ლის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ რ----------------მ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ რ---------------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების გან-ხორციელებას. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულები შეურიგდნენ ბრალდებულს და მათ შორის კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება აღარ არსებობს.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებების, აგრეთვე ბრალდებულის მატერიალური მდგომარეო-ბის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში რ----------------ს სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------------- მიმართ სასჯელად ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღ-დგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამი-სად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 25 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით - გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოო სასჯელად მას განესაზღვროს ჯარიმა 2800 (ორი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
2. რ----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
3. განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაზიანებული ანტენა, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამი-ნისტროს ს----------–-------–-–-------------------------–--------–----------------------------–------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულე-ბას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი