განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3499-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 13 “ ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ა-------------–-ს,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--------–---------–---ის,ბრალდებულ ნ------------–---–ის მონაწილეობით
არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ნ--------–--------------–---–-ს (დაბადებული 1----–-–---------–----------------–----------–--------------------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები - ს---------------------------–----------------------) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშა-ულთა ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 20 მაისს, შ----------------------------------–--------–---------–-–---------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ნ------------–---–ის მიერ ოჯახის წევრის - ბ---------------ის მიმართ ჩადენილი სისტემატიური ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ნ------------–---–ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 21 მაისს, 01:10 საათზე. 2019 წლის 22 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 4000 ლარის ოდე-ნობით, პატიმრობით უზრუნველყოფით.
2019 წლის 03 ივნისს, გირაოს შეტანის შემდეგ, ნ------------–---–ი გათავისუფლდა პატიმრო-ბიდან.
2019 წლის 25 ივლისს ნ------------–---–ს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით, 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. კერძოდ, -
ნ------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამო-ყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქ-რებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქ-რებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ნ------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნ------------–---–მა ქალაქ თ---–--–---------------------------------------------------------ზე არსებულ სკვერში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ბ--------------ეს ორივე ხელი ძლიერად მოკიდა მკლავებში და აჯანჯღა-რებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ბ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ მოქმედებით ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;
2018 წლის ივლისში, ქ--–--------–--–---------------------------------------------------------ზე მდებარე სკვერში, ნ------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ბ--------------ეს საუბრისას დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპო-ბით. აღნიშნულის შედეგად ბ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლი-ანი შიში.
ამ მოქმედებით ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2019 წლის 14 მაისს, საღამოს საათებში, ნ------------–---–მა მობილური ტელეფონის ნომრი-დან - 5----------- ამჟამად ბ--------------ის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე - 5----------- გაგზავნა სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარის შეტყობინება, რა დროსაც ბ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამ მოქმედებით ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბ--------------ე, ს---------------–----თან ერთად, გადაადგილდებოდა ქალაქ თ---–--–-------------–-----------------------------------------------ზე, რა დროსაც ნ------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ--------------ეს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამ მოქმედებით ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ნ------------–---–ი და ბ--------------ე 2016 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის აპრილის თვემდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის აპრილის თვეში ერთ-ერთი ოჯახური კონფლიქტის დროს ნ------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ--------------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელი საცხოვრებლად გადავიდა დედის - მ------------–--ის სახლში. დაშორების შემდგომ ნ------------–---–ი სისტემატურად ცდილობდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, როგორც პირადად, ისე - მობილური ტელეფონის საშუალებით და ასევე ახდენდა მის უკანონო თვალთვალს, კერძოდ - ხვდებოდა მას სამსა-ხურთან და ქალაქ თ---–--–-------------------------------------------- სკოლასთან, სადაც მისი შვილი სწავლობდა. ნ------------–---–ი ასევე მიდიოდა ქ--–--------–--–--------------–------------------–-----------------ში მდებარე ბ--------------ის საცხოვრებელ სახლთან. იგი მუდმი-ვად აკონტროლებდა სად და ვისთან ერთად იყო ბ--------------ე და დაყვებოდა უკან. გარდა ამისა, მობილური ტელეფონის საშუალებით როგორც ბ--------------ის ტელეფონის ნომერზე, ასევე მისი დედის - მ-----------–--ის ტელეფონის ნომერზე ცდილობდა მასთან დაკავშირე-ბას, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დაბლოკა ნ------------–---–ის ტელეფონის ნომერი - 5-----------. აღნიშნული ქმედებით ბ--------------ემ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, იმყო-ფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და უჩნდებოდა მისი და მისი ოჯა-ხის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ - თავი დაენებებინა სამსახურისთვის. ამავდროუ-ლად იყო დღეები, როდესაც შვილს - ლ-------------–-–---–ს არ უშვებდა სკოლაში.
ამ მოქმედებით ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2018 წლის 12 აგვისტოს, დილის საათებში, მ-----------–--ე იმყოფებოდა თ---–--–------–--------------------------- ტერიტორიაზე, რა დროსაც მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- მას დაუკავშირდა ნ------------–---–ი, ტელეფონის ნომრიდან 5----------- და დაე-მუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედების შედე-გად მ-----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამ მოქმედებით ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2019 წლის 14 მაისს, ქ--–--------–--–-------------------------------------------------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე ნ------------–---–მა განახორციელა მ-----------–--ის მიმართ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩ-ნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
ამ მოქმედებით ნ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ძ---–-------–---------------–--------------------- პროკურორმა ნ-------------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულ მ-----------–--ის მიერ სასამართლოსი მიცემული ჩვენებით, ასევე - ბრალ-დების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნე-ული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ------------–---–ის მიერ ბ--------------ის მიმართ ადევნების, ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის (სამი ეპიზოდი), მ-----------–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის (ორი ეპიზო-დი) ფაქტები. პროკურორმა ითხოვა ნ------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ნ------------–---–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საბოლოო სიტყვით გამოსვლი-სას მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულის ადვოკატმა - მ--------–---------–---მა - აღნიშნა, რომ დაცვის მხარის წარმომადგენლები სადავოდ არ ხდიან ნ------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტს, თუმცა, ადვოკატის განმარ-ტებით, ამას ჰქონდა გამომწვევი მიზეზი - ეკონომიკური ფაქტორი, რის გამოც აღარ ისურვა ბ--------------ემ მასთან ერთად ცხოვრება. ამასთან, ნ------------–---–ს აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, იგი ოჯახის მარჩენალია და ოჯახის რჩენის მიზნით ფიზიკურად მუშაობდა, დაბადებიდან არის ეპილეფსიით დაავადებული. გამომდინარე აქედან, ადვოკატმა ითხოვა, რომ აღნიშნული გარემოებების, ასევე - ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრე-ბის გათვალისწინებით, ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის გამო ნ------------–----–ს დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის მოხდასთან, (იხ. 2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ნ------------–----–-ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადას-ტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობით:
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ბ--------------ემ დაადასტურა ნ------------–---–ის მიერ მის მიმართ ოჯახში ძალადობის, ადევნებისა და სიცოცხლის მოს-პობის მუქარის (სამი ეპიზოდი), ხოლო მისი დედის - მ-----------–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის (ორი ეპიზოდი) ჩადენის ფაქტები.
კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, 2016 წლის იანვრიდან ორი წლის განმავლობაში ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ------------–---–თან და ცხოვრობდნენ ერთად ქალაქ თბილისში, ტ---------------. ნ------------–---–ი თამაშობდა აზარტულ თამა-შებს და ბ--------------ეს, რომელიც მის მაღაზიაში მუშაობდა, ხშირად სთხოვდა ფულს, ხოლო ასეთზე უარის მიღების ერთ-ერთ შემთხვევაში მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც ბ--------------ე დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ ნ------------–---–ი ბ--------------ეს უკავშირდებოდა ტელეფონის საშუალებით და ემუქრებოდა, რომ თუ მასთან ერთად არ იქნებოდა, დაუხოცავდა ოჯახის წევრებს, მოკლავდა მას და მის რვა წლის შვილს, რის გამოც ბ--------------ეს გაუჩნდა ძლიერი შიში და გადა-წყვიტა ნ------------–---–თან შერიგება. მოკითხვის მიზნით ის შეხვდა ნ------------–---–ს მეტროსადგურ “------- ტერიტორიაზე, რა დროსაც კვლავ მოუხდა შელაპარაკება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ნ------------–---–მა მას ხელები ძლიერად მოუჭირა მკლავებში და შეაჯანჯღარა, რის გამოც განიცადა ტკივილი. ამასთანავე, ნ------------–---–ი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა ბ--------------ის დედას - მ-----------–--ეს, რომელსაც ასევე ემუქრებოდა შვილის მოკვლით. 2019 წლის 12 აგვისტოს, მომხდარი ფაქტის გამო პოლიციის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ ნ------------–---–ს, დაახლოებთ 10 თვის განმავლობაში, არ უცდია ბ--------------ესთან კომუნიკაცია, ხოლო შემდეგ კვლავ დაიწყო მისი დევნა, კერძოდ - ხვდებოდა მას სკოლასთან და ცდილობდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, ამას-თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
დაზარალებულის ჩვენებით, 2019 წლის 16 მაისს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეო-ბაში მყოფი ნ------------–---–ი მივიდა მის სახლთან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო 2019 წლის 20 მაისს დახვდა სკოლასთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაე-მუქრა სიცოცხლის. ნ------------–---–ის ასეთი ქმედებების გამო ბ--------------ე განიცდიდა შიშს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ნ------------–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი, გარდა დაზარალებულ ბ--------------ის ჩვენებისა და ბრალდებულის აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობითაც, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია ნ------------–---–ის ბრალ-დების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ, -
- დაზარალებულ მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 7-9, 54-56, 70-71);
- მოწმე ი------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 44-46);
- მოწმე ს-----------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 51-53);
- დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 11-15);
- ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 19-25);
- ალკოტესტით შემოწმების ოქმით, (ს.ფ. 29);
- შემაკავებელი ორდერით, (ს.ფ. 61);
- შემაკავებელი ორდერის ოქმით, (ს.ფ. 62);
- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით (ს.ფ. 167-173), რაც საპროცესო დოკუმ-ენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ნ------------–---–ი-სათვის წაყენებულ ბრალდებას
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ------------–---–ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამარ-თლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლ-საწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორ-ციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ნ------------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორ-ციელებას.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართ-ლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე.
კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ------------–---–ის მიერ დანაშაულის რამდე-ნიმე ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს გარემოება წარმოადგენს მისი პასუ-ხისმგებლობის დამამძიმებელს.
ამასთანავე, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ნ------------–---–ი და დაზარალებული ბ--------------ე არ ცხოვრო-ბენ ერთად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ნ------------–---–ის მიერ დანაშაულები ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლში შეტანილი ცვლილების - ამ მუხლის მე-7 ნაწილის - ამოქმედებამდე, რომელიც, სასჯელის გამოყენების წესის შეცვლის გამო, ფაქტობრივად ამკაცრებს სასჯელებს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (საზოგადოებისათ-ვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე) ფარგლებში ნ------------–---–ს სასჯელად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით, ხოლო სხვა დანაშა-ულებისათვის ძირითად სასჯელებად დაენიშნოს ჯარიმები.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერ-თობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები, ხოლო საბოლოო სასჯელი - 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა - ბრალდებუ-ლის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მას შეუმცირდეს და საბოლოოდ განე-საზღვროს ჯარიმა 4300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–---–ისათვის დანიშნული ეს სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--------–--------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქ-მედი რედაქციით), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
1.3. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადო-ებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;
1.4. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
1.5. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
1.6. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი;
1.7. სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
2. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინცი-პის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად ნ------------–---–ს განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 4300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ოდენობით;
3. ნ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს და რ---------------------–---–-------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - გ-----------------------------–-------------- საკადასტრო კოდი: 5----------- - მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქ-მეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით ბრალდებულ ნ------------–---–ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 4000 ლარის - უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი