განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
330100119003266859
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/5196-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ლ---------–--ას,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი----–----–----ის და ქ--------------ას,ბრალდებულ ფ-–----------------ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ფ-–------–-----–--------–------------ის (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობ-რივად მცხოვრები თ---–--–---------–-----------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 21 ივნისს, საქართველოს ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–--ში გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამართლის საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქ-მიანობის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

2019 წლის 08 ოქტომბერს №------------ სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოე-ბად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ფ-–----------------ის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

2019 წლის 09 ოქტომბერს ფ-–----------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომ-ბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 6000 ლარის ოდენობით.

 

ფ-–----------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგის-ტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდე-ნობით შემოსავლის მიღება.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ფ-–-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

ქ--–--------–--–---------–--------------------ში მცხოვრებმა ფ-–----------------მა, მატერია-ლური სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქ-მიანობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ფ-–----------------ი 2013-2019 წლებში ცალკეულ ფიზიკურ პირებზე - მ--------------–---–ზე, ზ--–---------------–---ზე, თ----------------ზე, ქ--------–-–-–---–ზე, გ-------–--–----–---–ზე, ე-–----------------ზე, პ--------------–---–ზე, ნ-------------–---–ზე, მ------------–-–---–ზე, დ----------–-----ზე, ლ-–-------–---–ზე, გ-----------–--ზე, ა--------–--------ზე, მ--------–----ზე, გ------------------–---–ზე, თ----------–---ზე, კ---------------–--ზე, ნ-----–---–-----ზე, ნ---------–-------ზე, გ----------------–---–ზე, ნ-----------------ზე, გ-----------–-–---–ზე, ლ---–------–---ზე, თ-----------–---ზე, ს--–-----–---–-----ზე, რ-----------–----–---–ზე, ე------–------ზე, ზ------------–------ზე, კ------------ზე, ლ------–--------ზე, რ----------–---------ზე, ასევე იურიდიულ პირებზე - შ--------------–-------–--------ზე“ და შ-------------------------ზე“ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცემდა თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას, ფ-–----------------ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტის სახით გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. ამგვარი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მან მიიღო დიდი ოდენობით 53,606 ლარის შემოსავალი, რაზეც არ წარადგენდა შესაბამის დეკლარაციებს და ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 10,673.2 ლარის ოდენობით.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ---------–--ამ აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და საქმის არსებითი სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ფ-–----------------ი-სათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამ-დგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ფ-–----------------ის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულის ადვოკატებმა - ი----–----–----ემ და ქ--------------ამ - აღნიშნეს, რომ სადავოდ არ ხდიან ფ-–----------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ფ-–----------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირებული იყო მეწარმედ და ყოველწლიურად იხდიდა თანხებს, თუმცა არ იყო სწორად დარეგისტრირებული და შესა-ბამისად დანაშაული სახეზეა. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი არ არის ზუსტად დადგენილი და ფინანსთა სამინისტროში გასაჩივრებული აღნიშნული გადაწყვეტილება. ბრალდებული თანახმაა სახელმწიფოს აუნაზღაუროს ზიანი, მის საცხოვრებელ ბინას ადევს ყადაღა და აღნიშნული თანხა ადვილად ამოღებადია. ბრალდებული არ არის ნასა-მართლევი, პენსიონერია, სადავოდ არ ხდის წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდე-ბულის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით ითხოვეს, საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენის გამო ფ-–----------------ს დაენიშნოს შედარებით მსუბუქი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, (იხ. 2019 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ფ-–-----------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ფ-–-----------------ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- მოწმე ლ---–------–--ის გამოკითხვის ოქმით, (ტომი I, ს.ფ. 126-128);

- მოწმე მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, (ტომი I, ს.ფ. 120-122, 138-142);

- მოწმე კ--------------–--ს გამოკითხვის ოქმით, (ტომი I, ს.ფ. 123-125);

- მოწმე ლ-–-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ტომი I, ს.ფ. 129-131);

- მოწმე ი-–----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ტომი I, ს.ფ. 156-158);

- მოწმე ლ------------------ს გამოკითხვის ოქმებით, (ტომი I, ს.ფ. 132-134, 135-137);

- მოწმე ქ--------–-–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, (ტომი I, ს.ფ. 150-152, 153-155);

- საჯარე რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, თანდართული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებითა, (ტომი II, ს.ფ. 5-715);

- ვებგვერდის დათვალიერების ოქმებით და დათვალიერებული დოკუმენტებით, (ტომი II, ს.ფ. 1-4);

- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 24 აპრილის აქტით, (ტომი I, ს.ფ. 51-59);

- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 2019 წლის 11 ივლისის აქტით, (ტომი I, ს.ფ. 65-117), თვით ფ-–----------------ის მიერ გამოძიე-ბისათვის მიწოდებული ინფორმაციით, (ტომი I, ს.ფ. 160-164, 165-167, 189-191), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ფ-–----------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ფ-–----------------ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ფ-–----------------მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმე-ბელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვ-რებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასა-მართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ფ-–----------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებების, აგრეთვე - ბრალდებულის მატერიალური მდგომარეო-ბისა და მის მიერ მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან შინა-პატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე) ფარგლებში ფ-–----------------ს სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-–----------------ის მიმართ ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფ-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. ფ-–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და ი----–----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ--–--------–--–------------–--------------------------------–---------–-------–--------------------------------------------------------, ნიშნული 5.40, ფართი 23.20 მ2, საკადასტრო კოდი: 0-------------------------. - მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდო-მისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ ფ-–----------------ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 6000 ლარის - უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა;

 

3. განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი