განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3050-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 15 “ აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ლ---------------,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ--–-------------------–---–--
ბრალდებულ ლ--------------–--
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ლ---------------------------–-- (დაბადებული 19---–-–---------------------------–----------–--------------------, გან-ქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული - ქ--–---------–-----------------------–----------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები ს---------------------------–------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 11 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარ-ტამენტის ი----------------------------–-------------------–---–- გამოძიება დაიწყო სის-ხლის სამართლის №------------ საქმეზე, ლ--------------–-- მიერ ყოფილი მეუღლის - ბ--–---–--------- მიმართ მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ლ--------------–- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 19 ივნისს, 12 საათსა და 15 წუთზე, იმავე დღეს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბი-ლისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიე-ბის სახით შეერჩა გირაო, პატიმრობით უზრუნველყოფით.
2019 წლის 21 ივნისს, გირაოს შეტანის შემდეგ, ლ--------------–- გათავისუფლდა პატიმ-რობიდან.
ლ--------------–- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციე-ლების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ლ--------------–-- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 08 ივნისს, დღის საათებში ლ--------------–- ყოფილ მეუღლეს - ბ--–---–---------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა ბ--–---–--------- აღიქვა რეა-ლურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ლ--------------- აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ--------------–-- მიერ ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის - მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც იქნება შემაკავებელი იმ მიზნით, რომ მსჯავრდებულმა აღარ ჩაიდინოს მსგავსი კატეგორიის დანაშაული, (2019 წლის 15 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
ლ--------------–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განა-ცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა - დ--–-------------------–---–-- ითხოვა, რომ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარე-ბისა და გულწრფელი მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება, აგრეთვე - დანაშაულის ჩადენის გარემოებები და, გამომდინარე აქედან, ლ---------------–- დაენიშნოს მსუბუქი სასჯელი - ჯარიმა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 15 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ლ---------------–-- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ლ--------------–-- ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- დაზარალებულ ბ--–---–--------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 3-5, 10-12, 29-31);
- მოწმე ნ------–--------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 8-9);
- მოწმე ზ------------–---–-- გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 6-7, 32-33), რაც სხვა მტკიცებულე-ბებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ლ--------------–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუ-ძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ლ--------------–-- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ლ--------------–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართ-ლომ მხედველობაში მიიღო, რომ ლ--------------–- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასი-ათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა.
კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ--------------–-- მიერ დანაშაული ჩადე-ნილია ოჯახის წევრის მიმართ და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს გარემოება წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელს.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ლ--------------–-- მიმართ სასჯე-ლად ჯარიმის გამოყენება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.
გამომდინარე აქედან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში, მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამას-თანავე, ვინაიდან ლ--------------–-- მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს პირობითად და, ბრალდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------------–-- მიმართ ერთი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---------------------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამი-სად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
2. ლ--------------–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირა-ოს სახით შეტანილი თანხა;
3. ლ--------------–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ლ--------------–- დამატებით დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებუ-ლებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;
5. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ლ---------------–-- ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერტიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი