განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2019
საქმის ნომერი
330100119003119970
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3516-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 05 “ სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - დ------–----–---–ის,ბრალდებულ ზ---–------------ს

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ზ---–-------------------------ს (დაბადებული 19---–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქალაქ თ---–--–---------–-------–---------------------------ში) მიმართ, რომელ-საც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 25 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–------------------------------------------------------------–-------------------–---–- გამოძიება დაიწყო №002030719001 სისხლის სამართლის საქმეზე, ზ---–------------ს მიერ ბ-------------------ს მიმართ მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანა-შაულების ნიშნებით.

 

ზ---–------------ ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 03 ივლისს, 01:29 საათზე, 2019 წლის 04 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი-სათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განჩინებით, აღ-კვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმრობით უზრუნველყოფით.

 

2019 წლის 04 ივლისს, გირაოს შეტანის შემდეგ, ზ---–------------ გათავისუფლდა პატიმ-რობიდან.

 

ზ---–------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯან-მრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ზ---–------------ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე ბ------------------- იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ--–--------–--–---–-------–-----------------ში, რა დროსაც ზ---–------------მ, ამავე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სადარბაზოში შელაპარა-კებისას, მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ბ-------------------მ აღიქვა რეალურად.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა დ------–----–---–მა აღ-ნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ---–------------სათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომ-დინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ზ---–------------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, (2019 წლის 05 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ზ---–------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განა-ცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული გარემოებებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ სასჯელად ჯარიმის გამოყენება, (2019 წლის 05 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ზ---–-------------- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ზ---–------------ს ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ ბ-------------------ს გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 5-7);

- მოწმე მ--------------- გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 47-49);

- მოწმე მ----------–---- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 50-52);

- მოწმე გ-------------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 42-44);

- ბრალდებულ ზ---–------------ს გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 29-31, 98-101);

- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 11-17),- ბალისტიკური ექსპერტიზის №7---- დასკვნით, (ს.ფ. 59-61), რაც სხვა მტკიცებულე-ბებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ზ---–------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ზ---–------------ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაუ-ლის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ზ---–------------მ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ზ---–------------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების გან-ხორციელებას. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მათ შორის კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება აღარ არსებობს.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებებისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, ან შინა-პატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში ზ---–------------ს სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენო-ბით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---–------------ს მიმართ ზირითად სასჯელად ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლია-ნობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალი-ზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---–------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამი-სად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 03 ივლისიდან 04 ივლისის ჩათვლით - გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოო სასჯელად მას განესაზღვროს ჯარიმა 2900 (ორი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით.

 

2. ზ---–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

3. განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - ზ---–------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღე-ბული ხმოვანი პისტოლეტი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დ-----------------------------------–--------------------–---–-, - დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას და რეაგირებისათვის გადაე-ცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების შესაბამის სამსახურს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულე-ბას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი