განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
150100119003281625
დავის ტიპი
126 1
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003281625

# 1/80-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი – დავით მელიქიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მა-----ნ აღ----ს ძე ბე--------ი (დაბადებული 198- წლის 1- სე---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, უმუშევარი, ძირითადი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი ლო--------–-ი);

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით

ბრალდებულის ადვოკატი: ზაზა ზარიძე

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულის მა-----ნ ბე--------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ლო--------–-ში, მიწის ნაკვეთის მოხვნის თაობაზე მა-----ნ ბე--------სა და ლი------კ პო-–------ს შორის მომხდარი კონფლიქტისას, მა-----ნ ბე--------მა სახის არეში ხელი დაარტყა ლი------კ პო-–------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ცხვირის ძვლის მოტეხილობის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ეი. მა-----ნ ბე--------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლი------კ პო-–------ის, რე---კ პო-–------ის, აღ----კ მა---–-----ის, ალ---ა პო-–------ის, ოგ---ს შო------–---ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლი------კ პო-–------ის მიმართ და სხვა.

მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2.3. მა-----ნ ბე--------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი და ლმობიერი სასჯელი.

2.4. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და ბრალდებულ მა-----ნ ბე--------ის დასჯა. ამასთან, პროკურორი ითხოვს გათვალისწინებული იქნას ის გარემოება რომ ბრალდებულმა სცემა უფრო ასაკის პედაგოგი, რომელსაც ცხვირის ძვალი მოტეხა და ზიანი არ აუნაზღაურებია.

2.5. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა მა-----ნ ბე--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ყველაზე მინიმალური სასჯელის შეფარდება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც. კერძოდ ადვოკატის განმარტებით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ბრალდებულს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, შესაბამისად სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით.

2.6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით ე.ი. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-----ნ ბე--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მა-----ნ ბე--------ის ბრალეულობას.

3.2. 2019 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ლო--------–-ში, მიწის ნაკვეთის მოხვნის თაობაზე მა-----ნ ბე--------სა და ლი------კ პო-–------ს შორის მომხდარი კონფლიქტისას, მა-----ნ ბე--------მა სახის არეში ხელი დაარტყა ლი------კ პო-–------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ცხვირის ძვლის მოტეხილობის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ეი. მა-----ნ ბე--------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ამდენად, მა-----ნ ბე--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო მა-----ნ ბე--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.

4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც, წარსული ცხოვრება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მა-----ნ ბე--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-----ნ ბე--------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მა-----ნ ბე--------ის პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში ჯარიმა 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო თვლის რომ შესაძლებელია ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება. მა-----ნ ბე--------ის პიროვნების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-----ნ ბე--------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის სხვა სახის სასჯელის დანიშვნა ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

მა-----ნ ბე--------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2019 წლის 01 ნოემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. მა-----ნ ბე--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ---საზღვროს ჯარიმა 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

2. მა-----ნ ბე--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;

3. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

4. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

 

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე