განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
330100119003083864
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3053-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 20 “ სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - რ---------------- და ნ--–--------–ის, ბრალდებულის ინტე-რესების დამცველი ადვოკატების - ე-------------ის და ა--------------ის მონაწილეობით, ბრალდებულ ჯ---------------ს მონაწილეობის გარეშე, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ჯ---------------ს (დაბადებული 19---–-–-------------------, ი----------–-----------------–---- მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე, პ/ნ 0----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე - თ---–----------------------------------–------------------- მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 01 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №007010519013 სისხლის სამართლის საქმეზე, ა-------------------------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ჯ--------------- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 02 მაისს, 02 საათსა და 50 წუთზე. 2019 წლის 03 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის გან-ჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობით უზრუნველყოფით.

 

2019 წლის 04 მაისს, გირაოს შეტანის შემდეგ, ჯ--------------- გათავისუფლდა პატიმრობიდან.

 

ჯ---------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მასვე ბრალი ედება, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქ-რებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ჯ---------------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 01 მაისს, შუადღის საათებში, ჯ--------------- იმყოფებოდა ქ--–--------–--–-----–----–----–----------------------------–----------------------------ში, რა დროსაც სცემა ა-------------------------ი, კერძოდ, ამ უკანასკნელს სახისა და მუცლის მიდამოებში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, რის შედეგად ა-------------------------მა განიცადა ფიზიკური ტკი-ვილი.

 

ამ მოქმედებით ჯ---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;

 

2019 წლის 01 მაისს, შუადღის საათებში, ჯ--------------- იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, ვ-–----–----–----------------------------–----------------------------–-, რა დროსაც სიცოცხლის მოს-პობით დაემუქრა ა-------------------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამ მოქმედებით ჯ---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა - ნ--–--------–მა განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით - დაზარალებულის და მისი მეგობრის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯ---------------ს მიერ ა-------------------------ის ცემისა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. პროკურორმა ითხოვა ჯ---------------ს დამნაშავედ ცნობა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულის ადვოკატებმა - ე-------------ემ და ა--------------ემ - აღნიშნეს, რომ სადავოდ არ ხდიან ჯ---------------ს მიერ ა------ ოსთადმოჰამმა-დის ცემის ფაქტს, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, რომ ჯ---------------ს ქმე-დების შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან, დაცვის მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, ასეთი ფაქ-ტობრივად უარყოფილია თვით დაზარალებულის წერილობითი განცხადებითა და ფსიქო-ლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა. გამომდინარე აქედან, ადვოკატებმა ითხოვეს, რომ აღნიშნული გარემოებების, ასევე - ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, ბრალდებუ-ლისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო ჯ---------------ს დაენიშნოს შედარებით მსუბუქი სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარის ოდენო-ბით, (იხ. 2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი და სასამართლო სხდომაზე წერილობით წარმოდგენილი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ჯ---------------ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტუ-რებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია უდავო მტკიცებულებებად. კერძოდ:

 

დაზარალებულ ა-------------------------ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება ჯ---------------ს მიერ მისი ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი და, ასევე, - ის ფაქტიც, რომ ჯ---------------ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მან (დაზარალებულმა) აღიქვა რეალურად.

 

კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, იგი სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსი-ტეტში და ქირით ცხოვრობს თ---–--–-----–----–----–-----------------–-----------------------–ი მდებარე ბინაში, თავის მეგობართან - შ------------------------- ერთად. ჯ--------------- იყო მისი შეყვარებული, მაგრამ შემთხვევამდე ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და გადაწყვიტეს დაშორება, რის შესახებ სატელეფონო საუბარი მათ შორის შედგა 2019 წლის 30 აპრილს. მეორე დღეს - 01 მაისს - ჯ---------------, შერიგების მიზნით, მივიდა მის საცხოვ-რებელ ბინაში, რა დროსაც შეეცადა ძალით ეკოცნა მისთვის, ხოლო მას შემდეგ, რაც ამის საშუალება არ მისცა, გაღიზიანდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ ა-------------------------მა ჯ---------------ს მოსთხოვა, დაეტოვებინა მისი ბინა, რის გამოც ეს უკანასკნელი უფრო მეტად გაღიზიანდა და დაარტყა მას ფეხი მუცლის არეში, იმ ადგილზე, სადაც ჰქონდა ქირურგიული წარმოშობის ნაიარევი, რის შედეგად ა-------------------------მა განიცადა ძლიერი ტკივილი. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, ჯ--------------- დაე-მუქრა მას მოკვლით, კერძოდ - განუცხადა, რომ ტყვიას დაახლიდა შუბლში, თუკი მას სხვა მამაკაცის გვერდით დაინახავდა, რაც ა-------------------------მა აღიქვა რეალურად და იყო ძალიან შეშინებული, რადგან ფიქრობდა, რომ ჯ---------------ს შეეძლო მუქარის განხორციე-ლება, (ს.ფ. 7-9, 52-54);

 

მოწმე შ--------------------- გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ დაზარალებული ა-------------------------ი არის მისი მეგობარი და ისინი ერთად ცხოვრობენ თბილისში, ვ-–----–----–-------------- მდებარე ბინაში. 2019 წლის 01 მაისს, დაახლოებით 05:40 საათზე, მათ საცხოვრებელ ბინაში მივიდა ა-------------------------ის მეგობარი ჯ---------------, რომელმაც ა------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ განუცხადა, რომ თუკი გაიჩენდა სხვა შეყვარებულს - მოკლავდა მას, რის გამოც ა------ იყო ძალიან შეშინებული და ამბობდა, რომ ჯ--------------- მას ნამდვილად მოკლავდა, (იხ. ს.ფ. 4-6, 49-51);

 

ა-------------------------ის სტაციონარული ავადმყოფის სამედიცინო დოკუმენტაციითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ა-------------------------მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2019 წლის 01 მაისს, 19:31 საათზე, რა დროსაც მას დაესვა დიაგნოზი - მუცლის კედლის დაჟეჟილობა და გულმკერდის წინა კადლის ზედაპირული ტრავმა, (ს.ფ. 131-135, 15-32).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ---------------ს ბრალდების საქმეზე მტკიცებულებები მოპოვე-ბულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით და ამ მტკიცებუ-ლებებით, საპროცესო დოკუმენტებთან ერთობლიობაში, უტყუარად დასტურდება ჯ---------------ს მიერ ა-------------------------ის ცემისა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რის ჩადენის ფაქტი. ამასთანავე, ა-------------------------ისა და შ--------------------- გამო-კითხვის ოქმებით დადგენილი ობიექტური და სუბიექტური გარემოებები - ბრალდებულისა და დაზარალებულის პიროვნებები, მათი ურთიერთდამოკიდებულება, მუქარის გამოხატვის ფორმა და თანმდევი აგრესიული ქმედებები ბრალდებულის მხრიდან, მათ შორის - ფიზი-კური ძალადობა დაზარალებულზე, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე - ერთობლი-ობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დაზარალებულის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდის არსებობის ფაქტს. ამავე საკითხთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ საკუთარი სიცოცხლისათვის საფრთხის შეგრ-ძნების გამო განცდა და შიში თავისთავად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევ მიზეზად, ვინაიდან შესაძლო დანაშაულის შედეგად ფსიქიკური ტანჯვა (ასეთის არსებობა), სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას და გამო-იხატება მოძალადის სისტემატიური აგრესიული ქმედებების შედეგად ხანგრძლივი და ძლიერი ფსიქიკური ტკივილის განცდაში. გამომდინარე აქედან, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რადგან ჯ---------------ს ქმედების შედეგად დაზარალებულმა არ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, მან, შესაბამისად, არ განიცადა მოკვლის მუქარის განხორციელების შიშიც.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამი-სად მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურ-დება ჯ---------------ს მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ჯ---------------მ ჩაიდინა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული ქმედება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამარ-თლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლ-საწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციე-ლების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც სასჯელის შემამსუბუქებელი, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და, დაზარალებულის გაცხადებით, მის მი-მართ ბრალდებულის მხრიდან კონფლიქტური დამოკიდებულება აღარ არსებობს.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართ-ლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებების, აგრეთვე ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში ჯ---------------ს, თითოეული დანაშაულისათვის, სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდი-ნარე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ---------------ს მიმართ ძირითად სასჯელად ჯარიმის გამოყე-ნება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდ-გენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

1.2. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯე-ლების შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ჯ---------------ს ძირითად სასჯელად განე-საზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხ-ლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 02 მაისიდან 04 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოო სასჯელად განესაზ-ღვროს ჯარიმა 4850 (ოთხი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. ჯ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

4. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საა-პელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი