განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3328-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 17 “ ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ი-----------–---–-ს,ბრალდებულ თ-------------–-–---–ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
თ--------------------------–-–---–-- (დაბადებული 1----–-–---------------------------------- საქართველოს მოქა-ლაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასა-მართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრი-ვად მცხოვრები - ქალაქი თბილისი, თ-------------–-----------------------------------------–--------------------------) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 17 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტა-მენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, თ-------------–-–---–ის მიერ ა--------–-–----–-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ საქმეზე, 2019 წლის 09 ივლისს, თ-------------–-–---–ს წარედგინა ბრალდება საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
თ-------------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლი-ანი შიში.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, თ-------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ-------------–-–---–მა და ა--------–-–----–მა ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ თ-------------–-–---–ი პნევმატური პისტოლეტის დემონსტრირებით დაემუქრა ა--------–-–---–ს, რომ გაუხვ-რეტდა მუხლებს, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეა-ლური შიში, კერძოდ - შეეშინდა, რომ თ-------------–-–---–ი პისტოლეტიდან ესროდა და გაიქცა სახლის მიმართულებით.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ი-----------–---–მა აღნიშნა, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებითა და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ - მოწმე ე----------------------ის გამოკითხვის ოქმით, თ-------------–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ბალისტი-კური ექსპერტიზის დასკვნით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით - დადგე-ნილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ-------------–-–---–ისათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნული-დან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თ-------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნა ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულების, აგრეთვე - იმ გარე-მოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებული არის ქალი, (2019 წლის 17 ოქტომბრის სასა-მართლო სხდომის ოქმი).
თ-------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მან დაზარალებულს მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი ანალოგიური ქცევის საპასუხოდ, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანებით არ დამუქრებია. გამომდინარე აქედან, ბრალდებულმა ითხოვა გამართლება, (2019 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ თ--------------–-–---–ის მხრიდან მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი დასტურდება როგორც დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, ასევე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. კერძოდ:
დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: 2019 წლის მაისში, ა--------–-–---–ი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვ-რობდა თბილისში, ზ-----------------------------–------------------------ში, რა დროსაც მან გაიცნო იმავე უბანში მცხოვრები თ-------------–-–---–ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და მასთან ნებაყოფლობით ჰქონდა სქესობრივი კავშირი თბი-ლისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვინაიდან შეიტყო, რომ უბნის ბიჭები მას დასცინოდნენ მისი თ-------------–-–---–თან ურთიერთობის გამო, ამ საკითზე გასაუბრების მიზნით დაუკავშირდა მას და სთხოვა შეხვედრა, რაზეც თ-------------–-–---–მა უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ მისი მეუღლე სახლში იმყოფებოდა. აღნიშნულის გამო გაბრაზებულმა ა--------–-–---–მა, ვინაობის გამხელის გარეშე, სხვა სატელეფონო ნომრიდან, თითქოსდა როგორც სხვა პირმა თ-------------–-–---–ის ტელე-ფონზე გააგზავნა შეტყობინებები შეურაცხმყოფელი ტექსტით, რასაც თ-------------–-–----–ი მიხვდა და ასევე შეურაცხყოფით უპასუხა. 2019 წლის 17 ივნისს, დილით, როდესაც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, თ-------------–-–---–ი დახვდა მას ავტოფარეხთან და მოსთხოვა მასთან მიახლოება, ხოლო მას შემდეგ, რაც ა--------–-–---–ი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აიწია მაისური, ხელი მოკიდა ქამარში მოთავსებული იარაღის ტარს, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შეაგინა და დაემუქრა, რომ იარაღით მუხლებს დაუხვრეტდა. შეშინებული ა--------–-–---–ი სირბილით შევიდა თავის საცხოვრებელ ბინაში და დაკეტა შესასვლელი რკინის კარი. მეორე დღეს მომხდარის შესახებ იგი მოუყვა თავის მეგობარს - ე---------------------ს.
ა--------–-–---–ის განმარტებით, მას გაუჩნდა თ-------------–-–---–ის მხრიდან ჯანმრთე-ლობის დაზიანების მუქარის განხორციელების შიში მათ შორის კონფლიქტის არსებობის გამო და თ-------------–-–---–ის აგრესიული ქცევიდან გამომდინარე. ამასთანავე, რამდე-ნიმე ხნით ადრე თ-------------–-–---–მა მას განუცხადა, რომ ჰქონდა ცეცხლსასროლი ია-რაღი, რითაც გაუსწორდებოდა იმათ, ვინც გააბრაზებდა, (2019 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ე---------------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ა--------–-–---–ი არის მისი მეგობარი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს თბილისში, ზ--------------------–---ში მდებარე, საცხოვრებლად მოწყობილ ავტოფარეხში. 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ა--------–-–---–თან სტუმრობისას მან გაიცნო თ--------------–-–---–ი და მისი მეგობარი - გ---------------------ა, რომლებთან ერთად ის და ა--------–-–---–ი ავტომანქანით წავიდნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სასეირნოდ, სადაც დალიეს ლუდი და სახლში დაბრუნდნენ დაახლოებით ორი საათის შემდეგ. მოგვი-ანებით ა--------–-–---–ი კვლავ წავიდა თ-------------–-–---–თან შესახვედრად, ხოლო ე---------------------ი დარჩა ბავშვთან, ა--------–-–---–ის ბინაში. მეორე დღეს ა--------–--–---–მა მას უთხრა, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონდა თ-------------–-–---–თან. 2019 წლის 17 მაისს, დაახლოებით 1600 საათზე, როდესაც კვლავ შეხვდა ა--------–-–---–ს, ამ უკანას-კნელმა მას განუცხადა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ-------------–-–---–ს, რომელიც გაბრაზდა და მას დახვდა ავტოფარეხთან, რა დროსაც დაანახა შარვლის ქამარში მოთავსებული იარაღი და დაემუქრა მუხლების გახვრეტით. ე---------------------ის გან-მარტებით, აღნიშნულის გამო ა--------–-–---–ი იყო ძალიან შეშინებული, (ს.ფ. 8-10)
მოწმის სახით გამოკითხვისას გ---------------------ამ განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში იგი თ-------------–-–---–თან, ა--------–-–---–თან და ე----------------------თან ერთად, საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჩერდნენ დაახლოებით ორი საათი, დალიეს ლუდი და დაბრუნ-დნენ უკან, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლში და არ იცის, თუ რა მოხდა თ-------------–-–----–სა და ა--------–-–---–ს შორის, (იხ. ს.ფ. 11-13).
პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 17 მაისს, 16:55 საათზე (საგამოძი-ებო მოქმედების დაწყების დრო) შსს ქ.თბილისის გ-–-----------–--------------------–-------------------–---- პოლიციის შენობაში თ-------------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედე-გად, მისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის, პისტოლეტის მსგავსი საგანი და ცარიელი მჭიდი, (იხ. ს.ფ. 22-26).
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ-------------–-–---–ისაგან ამოღებული საგანი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 4.5 მმ კალიბრის პნევ-მატურ პისტოლეტს, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორია და უვარგისია სროლისათვის, (იხ. ს.ფ. 38-41).
სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმებით დასტურდება, რომ 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, “112“ სამსახურის ოპერატორს ა--------–-–---–მა შეატ-ყობინა, რომ კონფლიქტი აქვს თ-------------–-–---–თან, რომელმაც მასზე განახორციელა იარაღით მუქარა, (იხ. ს.ფ. 2, 3).
პიროვნების გამოცხადების შესახებ ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ 2019 წლის 17 მაისს, 14 საათსა და 20 წუთზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის გლ-----------–---------------------–--------–-–-------- განყოფილებაში გამოცხადდა თ-------------–-–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 17 მაისს, თბილისში, ზ-------------------–----------------------------------------------–---------–----------–- კორპუსის მიმდებარე ტერი-ტორიაზე იგი იარაღის გამოყენებით დაემუქრა ა--------–-–---–ს, (იხ. ს.ფ. 14)
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების (თ-------------–-–---–ის მობი-ლური ტელეფონის დათვალიერების) ოქმით დასტურდება დანაშაულის ჩადენამდე თ--------------–-–---–ის და ა--------–-–---–ის ურთიერთშეურაცხყოფისა და მათ შორის კონ-ფლიქტის არსებობის ფაქტი;
___________________________________________
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად სასამართლომ შეა-ფასა მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული/გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებუ-ლებები და მივიდა დასკვნამდე, რომ თ-------------–-–---–ის ბრალდების საქმეზე მტკი-ცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაც-ვით და ამ მტკიცებულებებით, საპროცესო დოკუმენტებთან ერთობლიობაში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ-------------–-–---–ის მიერ ა--------–-–---–ის მიმართ ჯან-მრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი.
კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------------–-–---–ი ჯანმრთელო-ბის დაზიანებით (მუხლების გახვრეტით) დაემუქრა ა--------–-–---–ს. ამასთანავე, ბრალ-დებულისა და დაზარალებულის პიროვნებები, მათი ურთიერთდამოკიდებულება - მათ შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტი, მუქარის გამოხატვის ფორმა - ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტის) მსგავსი ფორმის იარაღის დემონსტრირება და თანმდევი აგრესიული ქმედებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში.
ამდენად, ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლი-ობით უტყუარად დასტურდება თ-------------–-–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ თ-------------–-–---–მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმე-ბელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვ-რებას.
სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დანაშაული არ არის ჩადენილი დისკრიმინაციის შემ-ცველი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და არ არსებობს ბრალდებულის პასუხის-მგებლობის დამამძიმებელი სხვა გარემოებები. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად სასჯელის დანიშ-ვნის შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართ-ლომ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე. სასამართლომ ასევე გაით-ვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება - რომ იგი არ არის ნასა-მართლევი და მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
ერთობლიობაში ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა, ან საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორე-ბელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებე-ბის შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში თ-------------–-–---–ს ძირითად სასჯელად უნდა დაენიშნოს შინაპატიმრობა 8 (რვა) თვის ვადით; მასვე, დანაშაულის ჩადენის გარე-მოებების გათვალისწინებით, დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს იარაღთან დაკავში-რებული უფლებების შეზღუდვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------------–-–---–ის მიმართ სასჯელად შინაპატიმრობისა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გამოყენება სრულად უზრუნველ-ყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--------------------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს შინაპატიმრობა 8 (რვა) თვის ვადით;
2. თ-------------–-–---–ს დაეკისროს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებუ-ლება დღე-ღამის განმავლობაში 22:00 საათიდან 08:00 საათამდე დროის პერიოდში;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის შესაბამისად, თ-------------–-–---–ს დამატებით სასჯელად დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლე-ბების შეზღუდვა და 1 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;
4. თ-------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს;
5. შინაპატიმრობისა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
6.1. თ-------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პნევმატური პისტოლეტი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამ-მართველოს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების შენობაში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6.2. თ-------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამ-მართველოს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში, - დაუბ-რუნდეს მის მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სა-აპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი