განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
330100119003171982
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/4065-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 25 “ ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ი-----–--------ის

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო-–----------ის,ბრალდებულ შ------------ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

შ-----------------------ის (დაბადებული 1----–-–--------------------------------–----------–--------------------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–--–----------------–---–----------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 04 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–---------------------------–-------–-----------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, შ------------ის მიერ მეუღლის - ფ----------------–---–ის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ნიშნებით.

 

შ------------ე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 04 აგვისტოს, 06:43 საათზე. 2019 წლის 05 აგვისტოს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმრობით უზრუნველყოფით.

 

2019 წლის 08 აგვისტოს, გირაოს შეტანის შემდეგ, შ------------ე გათავისუფლდა პატიმ-რობიდან.

 

შ------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპ-ყრობით და პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, შ------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2001 წლიდან ფ----------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - 2002 წელს დაბადე-ბული მ-------------ე, 2004 წელს დაბადებული თ------------ე და 2013 წელს დაბადებული ნ-----–-----------ე. 2001 წლიდან მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ--–--------–--–----------------–---–-------------ში. 2015 წლის 24 ნოემბერს ბრალდებულის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის ერთ თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შ------------ე კვლავ, სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით, ფსიქო-ლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. კერძოდ - 2015 წლის დეკემბრის თვიდან 2019 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით იგი აგრესიას გამოხატავდა ფ----------------–---–ის მიმართ, სის-ტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უშვერი და უცენზურო სიტყვებით აგი-ნებდა და ამცირებდა მას, რასაც ხშირად შესწრებიან მისი არასრულწლოვანი შვილები. 2019 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 02:30 საათზე, ქალაქ თბილისში, ზ---------------------------------------–----–----–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე ფ-----------------–---–მა, შ------------ის მხრიდან სასტიკი მოპყრობით და პატივის და ღირსების სისტე-მატური დამცირების გამო, გადაწყვიტა თვითმკვლელობა “მ–----–--------“ მოაჯირიდან მდინარე მტკვარში გადახტომით, რომლის საშუალებაც მოაჯირზე ასულ ფ-----------------–---–ს არ მისცეს იქვე მყოფმა მოქალაქეებმა.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ი-----–--------ემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და მხარეთა შეთან-ხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნის ბრალდებულ შ------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და მისთვის სამართლიანი სას-ჯელის დანიშვნის საფუძველს, (2019 წლის 25 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

შ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა - ო-–----------ემ ითხოვა, რომ როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა და გულ-წრფელი მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება (არ არის ნასამარ-თლევი), ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობა, დაზარალებულთან ურთიერთდამოკი-დებულება, აგრეთვე - დანაშაულის ჩადენის გარემოებები და, გამომდინარე აქედან, დაე-ნიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 25 ოქტომბრის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ შ------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუა-რად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა შ------------ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკი-ცებულებებად, კერძოდ -

- დაზარალებულ ფ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით (ს.ფ. 4-6)

 

- მოწმე მ----------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 55-57);

- მოწმე გ--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 12-16);

- მოწმე თ------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 63-65);

- არასრულწლოვანი მოწმის - მ-------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 70-72);

- ბრალდებულის დაკავების ოქმით, (ს.ფ. 18-22);

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ. 30-40), თვით შ------------ის მიერ გამოძიე-ბისათვის მიწოდებული ინფორმაციით (ს.ფ. 87-90), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპრო-ცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს შ------------ისათვის წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება შ------------ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადე-ნის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ შ------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით, პატივისა და ღირსების სისტემა-ტური დამცირებით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, სასამართლომ მხედვე-ლობაში მიიღო ის გარემოება, რომ შ------------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანა-შაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასი-ათი და სიმძიმე.

 

კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შ------------ის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარე-მოებას.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდ-ვით ან უამისოდ) ფარგლებში, მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთანავე, ვინაიდან შ------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე და-ნაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი - თავისუფლე-ბის აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს პირობითად და, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს სამი წელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------------ის მიმართ სამი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორ-ციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-----------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

 

2. შ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

 

3. შ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 აგვისტოდან 08 აგვისტოს ჩათვლით;

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, შ-------------ეს დამატებით დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

5. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ შ------------ის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამი-ნისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერი-ტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი