განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3493-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 08 “ იანვარი, 2020 წელი ქალაქი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - გ-------–------–-–---–ი,ბრალდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა-----–----------ის,თარჯიმან - ხ---------------ის,ბრალდებულ - ე------------------ის,მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ე------------------ის (დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული - ქ--–---------–--------------–---–--------------------------------–-------------–--------–--–----------------------------------------ში) მიმართ, რომელ-საც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 18 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ე------------------ის მიერ ი--------------ის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღ-მდეგო ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხ-ლითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით.
ე------------------ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 19 აპრილს, 13:15 საათზე, 20 აპრილს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აპრილის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2019 წლის 22 ივლისს, ე------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება შეიცვალა და მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხ-ლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის.
კერძოდ, ე------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმეგო შეძენა, შენახვა და ტარება;
მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა;
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის საყოველთაოდ საშიში საშუალებით დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
ე------------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში, მართლსაწინა-აღმდეგოდ შეიძინა და 2019 წლის 18 აპრილამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ პისტოლეტსა და საბრძოლო ვაზ-ნას.
აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო ე------------------ს წარედგინა სისხლის სამარ-თლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;
2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–-----–-–-------–---------------–---–---------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-------------------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოე-ბებში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთ-ვნებულ პისტოლეტს და საბრძოლო ვაზნას.
აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო ე------------------ს წარედგინა სისხლის სამარ-თლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;
2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–-----–-–-------–---------------–---–---------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშე-ლაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ე------------------მა, ცეცხლსასროლ ია-რაღთა კატეგორიას მიკუთვნებული პისტოლეტიდან ერთხელ გასროლით, მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ი--------------ეს, რის შედეგად ეს უკანას-კნელი გარდაიცვალა.
აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო ე------------------ს წარედგინა სისხლის სამარ-თლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება;
2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–-----–-–-------–---------------–---–---------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშე-ლაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ე------------------მა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული პისტოლეტიდან ერთხელ გასროლით, მუცლის არეში ცეცხლნასროლი, გამჭოლი, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ი--------------ეს. ე------------------ის მიერ საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ცეცხლსასროლი იარა-ღიდან განზრახ გასროლილი გამჭოლი ტყვიით დაზიანდა მოქალაქე გ-------–-–----–-----ის კუთვნილი, “ტოიტა პრიუსის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით S--------) ავტომან-ქანის უკანა მარცხენა კარი, რამაც გამოიწვია 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო ე------------------ს წარედგინა სისხლის სამარ-თლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება;
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------–------–-–---–მა აღნიშნა, რომ სასამართლოში მხარეთა მონა-წილეობით გამოკვლეული, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიღე-ბული მტკიცებულებების, კერძოდ - დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ექსპერ-ტის დასკვნების, სხვა წერილობითი მტკიცებულებების - ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე------------------ის მხრიდან ი--------------ის, განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმეგო შეძენა-შენახვის, ტარებისა და სხვისი ნივთის საყოველთაოდ საშიში საშუალებით დაზიანების ფაქტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დაენიშნოს სამართლიანი საპატიმრო სასჯელი, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სპეციფიკის, ხარისხის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, (იხ. 2019 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ე------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მაგრამ განმარტა, რომ მისი მოკვლა არ სურდა, (იხ. 2019 წლის 24 დეკემბრის და 2020 წლის 8 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმები, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა).
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–----------ემ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებების სამართლებ-რივი შეფასება არასწორია, რადგან ე------------------ს არ სურდა ი--------------ის მოკვლა, იგი თავს იცავდა ი--------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული თავდას-ხმისაგან და ცდილობდა გარდაცვლილის მოგერიებას, რა დროსაც მოახდინა ცეცხლსას-როლი იარაღიდან გასროლა. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ე------------------ს ნივ-თის დაზიენების ან განადგურების განზრახვაც არ ჰქონია და, შესაბამისად, არასწორია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მისთვის წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია, (იხ. 2019 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, დაცვის მხარის მიერ წერილობით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა).
სასამართლომ განიხილა ე------------------ის ბრალდების საქმე, შეაფასა წარმოდგე-ნილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დას-ტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს და მისი ეს ქმედება დაკვალიფი-ცირდეს ამავე კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთანავე, სასამართლოს მიაჩ-ნია, რომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ე------------------ის ბრალდების საქმეზე არსებული მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ------------------ის, დაზარალებულის - გ-------–-–----–----ისა და მოწმეთა - მ-------------ის, ე---–------------ის, ა-–----–----ის, ფ------------------–---ის, გ------------–---ას, თ---------------ის, ი----------------ის, ვ-–------------ის, გ-----------------–---–ის, გ--------------–---–ის, ბ--------------–----–ის, გ---------------ის, მ-------------სა და ზ---------------–-–---–ის ჩვენებებისა - მხარეებს სადავოდ არ მიუჩნევიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ------------------ის მიერ სასამართლოში მიცე-მული ჩვენებით დასტურდება შემდეგი გარემოებები: დაზარალებული ი--------------ე არის მისი შვილი; 2019 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში მისი შვილიშვილი, ი--------------ის შვილი - ა-------------ე სახლში ტირილით შევიდა და განაცხადა - “მამა დაჭრესო“. ის და მისი შვილი ვ-–------------ე გავიდნენ სახლიდან, რა დროსაც დაინახა რომ ი--------------ე იყო დაჭრილი და მას ავტომანქანაში სვამდნენ; სავადმყოფოში მისვლისას შეიტყო, რომ ი--------------ეს ე------------------მა ესროლა, რასაც უშუალოდ შეესწრო ასევე მ------------------ის შვილი - ი----------------ე, რომლისგან და შემთხვე-ვის ადგილზე მყოფი სხვა პირებისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი--------------ესა და ე------------------ს შორის კონფლიქტი ა-–----–---ის მიერ გ-----------------–---–ის მანქანის დაზიანების გამო წარმოიშვა, კერძოდ კი - შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ი--------------ემ ა-–----–---ს მისცა ფული გ-----------------–---–ის ვალის დასაფარად, რაც ა-–----–---მა, ვალის დაბრუნების ნაცვლად, დახარჯა და სწორედ ამ საკითხის გარკვევის მიზნით იყვნენ მისულები შემთხვევის ადგილზე გ-----------------–---–ი და მისი მეგობრები, ხოლო ა-–----–---მა დასახმარებლად იქ ე------------------ი მიიყვანა. მისი შვილი - ი--------------ე აღნიშნული საკითხის გარკვევას ცდილობდა, რა დროსაც შელაპარაკება მოუხდა ე------------------თან, რომელმაც თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი მოიმარჯვა და მის შვილს დამიზნებით ესროლა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ბრალდებულის მკაცრად დასჯა ითხოვა, (იხ. 2019 წლის 23 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ი----------------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე იგი გავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც დაინახა თავისი - ძმა ი--------------ე და იქვე, სახლის წინ შეკრებილი პირები, მათ შორის - ე------------------ი, ა-–----–---ი, გ-----------------–---–ი და ამ უკანასკნელის მეგობარი, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ და საუბარი ა-–----–----ის მიერ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებასა და გ----------------------------–----–----ათვის ზიანის ანაზღაურებას შეეხებოდა. კერძოდ, ი--------------ემ ა-–----–---ს უსაყვედურა, თუ რატომ არ ჩაურიცხა ფული და აუნაზღაურა ზიანი გიორგი და ს---------------–---–ებს, რა დროსაც საუბარში ე------------------ი ჩაერია და მასსა და ი--------------ეს შორის მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგ ი--------------ე და ე-------------------ი ცალკე, მათგან დაახლოებით 5-7 მეტრის დაშორებით გავიდნენ და გააგრძელეს საუბარი. დაახლოებით სამი ან ოთხი წუთის შემდეგ დაინახა, რომ ე------------------მა ჯიბიდან ამოიღო პისტოლეტის მსგავსი იარაღი, რაც დაუმიზნა მის ძმას და გამოჰკრა სასხლეტს თითი, მაგრამ გასროლა არ მოხდა, რის შემდეგაც მან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დამიზნებით, მუცლის არეში ესროლა ი--------------ეს, რომელიც დაეცა. ინსტიქტურად წავიდა ე------------------ისკენ, მაგრამ ეს უკანასკნელი დაემუქრა, რომ მიახლოების შემთხვევაში მასაც ესროდა. ბრალდებულს თავი დაანება და ძმის დასახმარებლად მივიდა. ე------------------მა შემთხვევის ადგილი როგორ დატოვა - არ იცის, რადგან მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ი--------------ე საავადმყოფოში წაიყვანეს მან და მისმა ძმამ - ვ-–------------ემ, რომელიც დანაშაულის ფაქტს არ შესწრე-ბია და მხოლოდ გასროლის შემდეგ გამოვიდა სახლიდან გარეთ, (2019 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მ------------------ისა და ი----------------ის ჩვენებებში მითითებული ფაქტები და გარე-მოებები დადასტურებულია აგრეთვე მოწმეების - ვ-–------------ისა და თ-----------------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, კერძოდ:
ვ-–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დედასთან - მ---------------------თან ერთად. ი--------------ე იყო მისი ძმა და ცხოვრობდა სახლში, რომელსაც მის საცხოვრებელ სახლთან საერთო ეზო და შესასვლელი აქვს. 2019 წლის 18 აპრილს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში მან ი--------------ე ნახა საერთო შესასვლელ-თან, მასთან რამდენიმე წუთი ისაუბრა და შევიდა თავის სახლში. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ძმისშვილისგან შეიტყო, რომ ი--------------ე ცუდად იყო, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ი--------------ე ძირს იწვა, მუცლის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა და სუნთქვაც უჭირდა. შემთხვევის ადგილზე მყოფი უმცროსი ძმის - ი----------------ისა-გან შეიტყო, რომ ი--------------ეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა ე------------------მა, რომელიც შემდეგ მასაც დაემუქრა სროლით, თუკი მიუახ-ლოვდებოდა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, (2019 წლის 09 და 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმები);
თ---------------ემ აჩვენა, რომ 2002 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში აწ გარდაცვლილ ი---------------ესთან, რომელმაც 2019 წლის იანვარში მიიღო მისი გვარი - გ--------ე. 2019 წლის 18 აპრილს ი--------------ე სახლში მივიდა დაახლოებით 21:00 საათზე, დაახ-ლოებით ნახევარ საათში მის მობილურ ტელეფონზე განხორციელდა ზარი, ხოლო ტელეფონით საუბრის შემდეგ ი--------------ემ განაცხადა, რომ სტუმარი ყავდა სანახავი და გავიდა გარეთ. მისი გასვლიდან 10-15 წუთში თ---------------ემ გაიგონა ცეცხლსას-როლი იარაღიდან გასროლის ხმა, გავიდა ქუჩაში და დაინახა, რომ მისი მეუღლე ძირს გულაღმა იწვა და შველას ითხოვდა, ასევე ყვიროდა, - “რატომ მესროლე“. ვინაიდან იგი ორსულად იყო - შეიყვანეს სახლში და მოგვიანებით გაიგო, რომ მისი მეუღლე საავად-მყოფოში გარდაიცვალა,თ---------------ის განმარტებით, ი----------------ისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირებისაგან მისთვის ცნობილია, რომ მის მეუღლეს ე------------------თან შელაპა-რაკება მოუვიდა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ჩაერია ა-–----–---თან მის საუბარში, (2019 წლის 23 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმე გ-----------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევამდე ორი თვით ადრე მან და მისმა ძმამ - ს---------------–---–მა შეიძინეს “ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ყოველდღიურად აქირავებდნენ ინტერ-ნეტრესურსის “myauto.ge“ მეშვეობით. განცხადების საფუძველზე მათ დაუკავშირდათ ა-–----–---ი, რომელმაც ერთი დღით იქირავა ავტომობილი. მეორე დღეს ა-–----–---მა ავტომობილის ქირავნობა კიდევ ორი დღით ითხოვა, რაზეც დათანხმდა, ავტომობილის სანახავად მივიდა და ნახა, რომ მანქანა დაზიანებული იყო. შეთანხმდნენ, რომ ა-–----–---ი ავტომობილს გარკვეული დროის განმავლობაში შეაკეთებდა და ამ დროში ქირავნობის დღიურ თანხას, 70 ლარის ნაცვლად, 50 ლარს გადაიხდიდა. ერთი კვირის შემდეგ კვლავ მივიდნენ ავტომანქანის სანახავად, რა დროსაც, ა-–----–---თან საუბრი-სას მათთან მივიდა ი--------------ე და შეთანხმდნენ, რომ ავტომობილი სამ დღეში გაკეთდებოდა. სამი დღის შემდეგ, ვინაიდან ა-–----–---მა პირობა არ შეასრულა, იგი დაუკავშირდა ი--------------ეს და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. 2019 წლის 18 აპრილს, ის და მისი მეგობარი ბ--------------–---–ი შეხვდნენ ი--------------ესა და ა-–----–---ს, რა დროსაც შეხვედრის ადგილზე მისთვის უცნობი რამდენიმე პირიც იმყოფებოდა. ი--------------ე მშვიდად ესაუბრებოდა ა-–----–---ს, მაგრამ მათ საუბარში იმ დროს მისთვის უცნობი პირი, როგორც შემდეგ შეიტყო - ე------------------ი ჩაერია და ი--------------ეს უთხრა, რომ სადაც ის იყო, ზედმეტ ლაპარაკს ადგილი არ ექნებოდა, რაზეც ი---------------ემ უპასუხა, რომ ის (ე------------------ი) იყო ნასვამი და ა-–----–---თან თვითონ გაარკვევდა ურთიერთობას. საუბრისას ი--------------ე და ე------------------ი მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გავიდნენ და მან დაინახა, რომ ე------------------მა მოი-მარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და სცადა გასროლა ი--------------ის მიმართულებით, რაც პირველ შემთხვევაში არ განხორციელდა, ხოლო მეორე მცდელობისას ტყვია მუც-ლის არეში მოხვდა ი--------------ეს. მოწმის განმარტებით, ე------------------მა ი--------------ეს მუცლის არეში დამიზნებით ესროლა და ამ დროს ისინი ერთმანეთის პირის-პირ იდგნენ. ი--------------ე “ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომანქანასთან დაეცა, ხოლო ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი თავისი ავტომობილით დატოვა.
სასამართლოში დაკითხვისას მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ საგამოძიებო ორგანოში მან ფოტოსურათით ამოიცნო ე------------------ი, (2019 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
გ-----------------–---–ის ჩვენებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები დაადას-ტურა ასევე მოწმე ბ--------------–---–მა, რომელმაც, სასამართლოში დაკითხვისას, გ-----------------–---–ის ჩვენების იდენტურად აღწერა შემთხვევის ადგილზე განვითა-რებული მოვლენები. კერძოდ, მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ე------------------სა და ი--------------ეს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ შელაპარაკებას, რა დროსაც ე------------------მა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გაისროლა ი--------------ის მიმართულებით, (2019 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 აპრილს გ-----------------–---–მა და ბ--------------–---–მა ამოიცნეს ე------------------ი, როგორც პირი, რომელმაც 2019 წლის 18 აპრილს ცეცხლსასროლი იარაღიდან (პისტოლეტი) გასროლა მოახდინა ი--------------ის მიმართულებით. ამავე ოქმებით დასტურდება, რომ ბრალ-დებულის ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა იმ მიზეზით, რომ ამოსაცნობმა პირმა (ე------------------მა) უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, (ტომი N2, ს. ფ. 19-24, 25-30).
არასრულწლოვანი მოწმე ა-–----–---ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მან და მისმა მეგობრებმა - მ------------------ამ და ე-–-----------მა ს----- და გ-----------------–---–ებისაგან ერთი დღით იქირავეს ავტომანქანა “ტოიოტა პრიუსი“, რომელიც ე-–-----------მა დააზიანა. ა-–----–---ი და მისი მეგობრები ს----- და გ-----------------–---–ებს შეუთანხმდნენ, რომ ავტომობილს გარკვეულ დროში შეაკეთებდნენ, ხოლო ავტომანქანის გაქირავების დღიურ საფასურს 70 ლარის ნაცვლად 50 ლარს გადაიხდიდნენ. შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ა-–----–---ი, მისი მეგობრები და ძმები ბ--------–---–ები იმყოფებოდნენ ი--------------ის მაღაზიის წინ და საუბრობდნენ აღნიშნულ საკითხზე, რა დროსაც მათთან მივიდა ი--------------ე და ს----- და გ-----------------–---–ებს დაჰპირდა, რომ ა-–----–---ი და მისი მეგობრები მანქანას გაუკეთებდნენ და ქირასაც დროულად გადა-იხდიდნენ. ვინაიდან ა-–----–---მა და მისმა მეგობრებმა დათქმულ დროში ა/მანქანის შეკეთება ვერ შეძლეს, 2019 წლის 18 აპრილს მათთან სალაპარაკოდ მივიდნენ გ-----------------–---–ი და ბ--------------–---–ი, ამასთან გ-----------------–---–მა ი-----------------აც დაურეკა. ის და ი--------------ე ერთმანეთში საუბრობდნენ, როდესაც მათ მიუახ-ლოვდა ე------------------ი, რომელმაც ი--------------ეს უთხრა, - პატარა ბავშვია და ასე რატომ ელაპარაკებიო. ი--------------ემ ე------------------ს ჰკითხა, - ნასვამი ხომ არ იყო, რაც ე------------------მა დაუდასტურა და ისინი ცალკე გავიდნენ სასაუბროდ. დაინახა, რომ ე------------------მა იარაღი ამოიღო და მუცლის არეში ესროლა ი--------------ეს, რომელიც იქვე გაჩერებულ “ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილთან დაეცა. ა-–----–---ის განმარტებით, გასროლის მომენტში ი--------------ე და ე------------------ი პირისპირ იდგნენ, ერთმანეთისაგან დაახლოებით მეტრნახევრის დაშორებით, (2019 წლის 02 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ა-–----–---ის ჩვენებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები აგრეთვე დადასტურე-ბულია მოწმე ფ------------------–---ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებითა და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უდავოდ ცნობილი, მ------------------ას გამოკით-ხვის ოქმით, (ფ------------------–---ის ჩვენება - 2019 წლის 02 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი; მ------------------ას გამოკითხვის ოქმი - ტომი N1. ს.ფ. 92-95).
სასამართლოსი მოწმედ დაკითხვისას გ--------------–---–მა აჩვენა, რომ იგი ცხოვრობს თ---–--–-----–-–----------------–---ში და ი--------------ე იყო მისი მეზობელი. 2019 წლის 18 აპრილს იგი აპირებდა ავტომანქანით მეგობართან წასვლას, რა დროსაც, დაახ-ლოებით 22:00 საათზე, სახლიდან გამოსვლისას დაინახა თავისი საცხოვრებელი სახლის წინ მისთვის უცხო პირებთან ერთად მყოფი ი--------------ე, რის გამოც დაურეკა მის ძმას - ი----------------ეს და უთხრა, გარეთ გასულიყო, რადგან ი--------------ე უცხო ხალხთან ერთად მარტოდ იმყოფებოდა. ამის შემდეგ იგი ავტომანქანით წავიდა მ---–--–----–------- გამზირის მიმართულებით, მაგრამ რამდენიმე ხანში გაახსენდა რომ ავტო-მობილის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები სახლში დარჩა და იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო. ი--------------ის სახლთან მიახლოებისას დაინახა, რომ ი----------------ე უკვე გარეთ იყო გამოსული, ხოლო ი--------------ე, ოდნავ მოშორებით, ერთ პირს ესაუბრებოდა. მან ავტომანქანა გააჩერა მათგან დაახლოებით ოცი მეტრის დაშო-რებით, გადავიდა მანქანიდან და ი----------------ის მიმართულებით გადაადგილდე-ბოდა, როდესაც გაიგონა ი--------------ის ხმა, - “არ მესროლო“, რასაც მოჰყვა ცეცხლსას-როლი იარაღიდან გასროლის ხმაც. დაინახა, რომ ი--------------ე იყო დაჭრილი, ხოლო პირი, რომელმაც სავარაუდოდ ის დაჭრა - მოშორებით გაჩერებული შავი ფერის ავტო-მანქანაში ჯდებოდა. ი----------------ისაგან შეიტყო, რომ ი--------------ეს ცეცხლსას-როლი იარაღიდან ესროლა ე------------------მა, (2019 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ გ-------–-–----–----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დად-გენილია, რომ მისი საცხოვრებელი სახლი ი--------------ის სახლიდან დაახლოებით ათ მეტრში მდებარეობს. საკუთრებაში ყავს “ტოიოტა-პრიუსის“ მარკის, სახელმწიფო ნომ-რით S-------- ავტომობილი. 2019 წლის 18 აპრილს იგი სამსახურიდან სახლში დაბ-რუნდა დაახლოებით 21:00 საათზე და ავტომობილი გააჩერა თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. დაახლოებით ერთ საათში იგი გავიდა გარეთ და ნახა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი პოლიციის ლენტით იყო შემოსაზღვრული და მანქანის უკანა მარჯვენა კარი დაზიანებული იყო სავარაუდოდ ტყვიის მოხვედრის შედეგად. ექსპერ-ტმა დაზიანება 200 ლარად შეაფასა და მასაც ავტომობილის შესაკეთებლად დაახლოე-ბით იგივე ოდენობის თანხა დასჭირდა, (2019 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარ-ტამენტის 2019 წლის 2 მაისის ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანა “TOYOTA PRIUS 1-----------------------“, სახელმწიფო ნომრით S-------- საბაზრო ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 17 600 ლარს. ავტომანქანა ,,TOYOTA PRIUS 1-----------------------’’ სახელმწიფო NS-------- უკანა მარჯვენა კარის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 200 ლარს, (ტომი N2, ს.ფ. 64-69).
ექსპერტ ზ---------------–-–---–ის ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 6 აგვისტოს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ი--------------ის სიკვდილის მიზეზია მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილო-ბით დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა, (მოწმის ჩვენება - 2019 წლის 14 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი; ექსპერტის დასკვნა - ტომი N6, ს. ფ. 15-30).
ექსპერტ გ---------------ის ჩვენებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კა-ლიბრის “Parabellum P.08“ ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - ტყვია, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტებისათვის: ,,Steier mod. 1911, Pi-18; Browninf mod. 1935; Astra mod. 600; Star; Beretta mod. 93,1923, 1951, Brixia; Parabellum; Mauzer; Mauzer-Parabellum; Wallet P.38’’, ,,HS-9’’, ,,BERETTA MOD.92 FS’’, ,,GLOCK 19’’, ,,GLOCK 17’’, ,,BARAK’’, ,,NZ 85 B’’, ,,GLOCK-34 Gen4’’ და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის იარაღიდან, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის 1908 წლის ნიმუშის “Parabellum P.08“ ვაზნების გასასროლად;
ერთი ცალი მასრა, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის “Parabellum P.08“ ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - მასრა, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტებისათვის: ,,Steier mod. 1911, Pi-18; Browninf mod. 1935; Astra mod. 600; Star; Beretta mod. 93,1923, 1951, Brixia; Parabellum; Mauzer; Mauzer-Parabellum; Wallet P.38’’, ,,HS-9’’, ,,BERETTA MOD.92 FS’’, ,,GLOCK 19’’, ,,GLOCK 17’’, ,,BARAK’’, ,,NZ 85 B’’, ,,GLOCK-34 Gen4’’ და სხვა. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის იარაღიდან, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის 1908 წლის ნიმუშის “Parabellum P.08“ ვაზნე-ბის გასასროლად,ს (იხ. 2019 წლის 14 ნოემბრისა სასამართლო სხდომის ოქმი).
ექსპერტების - მ-------------ს და მ-------------ის ჩვენებებითა და სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 22 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ე------------------ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ე------------------ი სტაციონარულ იძულებით და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ე------------------ი ქმედების განხორციელებისას ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არ იმ-ყოფებოდა, (2019 წლის 14 ნოემბრისა და 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმები).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტა-მენტიდან გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2019 წლის 22 აპრილამდე მდგომარე-ობით ე------------------ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირე-ბული არ იყო, (ტომი N1, ს.ფ. 323).
ე------------------ის მიერ ი--------------ის განზრახ მკვლელობის, ცივი იარაღის, საბ-რძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარების და ავტო-მანქანის დაზიანების ფაქტები ასევე დადასტურებულია იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების და ექსპერტის დასკვნების ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ - შემ-თხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 7-19), ამოღების ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 21-25; 35-39; 51-55; 74-78), ბინის ჩხრეკის ოქმებით (ტომი N1, ს.ფ. 142-148, 213-227), საცხოვრე-ბელი სახლის ჩხრეკის ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 236-242), ავტომანქანა “ბმვ-ს“ ჩხრეკის ოქმით (ტომი N1, ს.ფ.248-254), ბალისტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 21 მაისის N----- დასკვნით (ტომი N1, ს.ფ. 71-74) და ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 10 ივლისის N-------- დასკვნით (ტომი N1, ს.ფ. 122-130).
ამდენად, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ------------------ისა და მოწმეების - ი----------------ის, ა-–----–---ის, გ-----------------–---–ის, ბ--------------–---–ის, ფ-------------------–---ის, გ-------–-–----–----ის, ზ---------------–-–---–ისა და გ----------------ის ჩვენებებით, მ------------------ას მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით ერთობლიობაში უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ 2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალ--------–--–---------------–---–---------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე------------------მა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გასროლით მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ი--------------ეს, რის შედეგად ი--------------ე გარ-დაიცვალა. კერძოდ, მოწმეთა მიერ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ პირი, რომელმაც იარაღიდან ესროლა ი--------------ეს, იყო ე------------------ი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ი--------------ის სიკვდილის მიზეზია - მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობით დაზია-ნებული შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა და ტყვია, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ,,Parabellum’’ ,,P.08’’ ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი (მასრა/ტყვია). ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ე------------------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგო-რიას მიკუთვნებულ პისტოლეტსა და საბრძოლო ვაზნას, საქმეზე გამოკვლეული მტკი-ცებულებებით ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ ე------------------ის მიერ საყოველ-თაოდ საშიში საშუალებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ი--------------ის მიმართულე-ბით განზრახ გასროლილი გამჭოლი ტყვიით დაზიანდა გ-------–-–----–----ის კუთ-ვნილი, “ტოიტა პრიუსის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით S---------) ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი, რამაც გამოიწვია 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ი--------------ი-სათვის ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ტარებისა ფაქტს სადავოდ არც დაცვის მხარეს მიაჩნია და ეს ფაქტი, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, ნაწილობრივ ბრალდე-ბულმაც დაადასტურა. დაცვის მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ე------------------მა შურისძიების მოტივით განზრახ მოკვლისა და არა - თავდაცვის მიზნით ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ი--------------ეს. დაცვის მხარის წარმო-მადგენელთა განმარტებით, ბრალდებულს ი--------------ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ სურდა, რომ თავი დაეღწია მისი მხრიდან თავდასხმისაგან. დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ე------------------მა განზრახ დააზიანა ავტომობილი.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას იმის შესახებ, რომ ე------------------ი მოქმედებდა აუცილებელი მდგომარეობის ფარგლებში, კერძოდ - ი--------------ემ მას მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და მისთვის დანის დარტყმასაც აპირებდა, რა დროსაც ე------------------მა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ი--------------ეს თავდაცვის მიზნით ესროლა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განმარტებები არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ - სასამართლო სხდომაზე დაკით-ხულმა არც ერთმა მოწმემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ი--------------ესა და ე------------------ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არამედ ყველა მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მხოლოდ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ასევე არც ერთი მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ი--------------ემ რაიმე ფორმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე------------------ს, ან/და მას ხელში ეჭირა ცივი იარაღი - დანა ან დანის მსგავსი საგანი. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ე------------------ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის უკანონო ხელყოფის გამო არსებობდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობის ჩადენისათვის. ამ დანაშაუ-ლის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის - სიკვდილის - დადგომა და, ამასთანავე, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა და აღმოცენდეს, მაგალითად, შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახ-ვით, კერძოდ - პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღ-მდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლო-ბას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას ან, შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებუ-ლად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხ-ლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. ცეც-ხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან/და ასაფეთქე-ბელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - საზოგადოებ-რივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაუ-ლია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრ-ძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსა-წინააღმდეგო შეძენა გულისხმობს “იარაღის შესახე“ 2003 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას და სხვა. მართლსაწი-ნააღმდეგო შენახვა კი - იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, სარდაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში და სხვა. ტარება კი - ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე იარაღთან ერთად გადაადგილებაში.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ------------------ის, მოწმეების - ი-----------------ის, ა-–----–---ის, გ-----------------–---–ის, ბ--------------–---–ის, ფ-------------------–---ის, გ-------–-–----–----ის, ზ---------------–-–---–ისა და გ---------------ის ჩვენე-ბებით, მ------------------ას მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფოტოსუ-რათით ამოცნობის ოქმებით, ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დას-კვნებით ერთობლიობაში უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ე------------------ი უკანონოდ შეძენილ იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავდა და ატარებდა და ამავე იარაღიდან გასროლით მან სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ი--------------ეს.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ე------------------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
რაც შეეხება ე------------------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო გან-მარტავს, რომ ნივთის განზრახ დაზიანება შესაძლებელია ჩადენილ იქნეს პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, კერძოდ - თუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ნივთს/ქონებას, ითვალისწი-ნებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს ამ შედეგის დადგომა, ან არ სურს შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მისი დად-გომის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ე------------------ს ამოძრავებდა მხო-ლოდ ი--------------ის მოკვლის განზრახვა და მისი ქმედებაც - ი--------------ის მიმარ-თულებით იარაღიდან გასროლა - მხოლოდ ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იყო მიმართული. ასევე, სასამართლო არ იზიარებს ე------------------ის ბრალდებიდან ფაქ-ტობრივად გამომდინარე დასკვნას იმის შესახებ, რომ ე------------------მა, მოკვლის განზრახვის სისრულეში მოყვანისას ასევე გაითვალისწინა ყველა ის ფაქტორი, რასაც შედეგად მოყვა ავტომანქანის დაზიანება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურების-თვის გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ქმედება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფ-რთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებუ-ლებებით დადგენილია, რომ ე------------------ის მიერ საყოველთაოდ საშიში საშუალე-ბით - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად - დაზიანდა გ-------–-–----–------ს კუთვნილი ავტომანქანა. ამდენად, დასტურდება ე------------------ის მიერ საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით დადგენილია, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშ-ნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანი-ჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასაჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებ-ლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის ჩადე-ნის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვა-ლეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-------------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ნაწი-ლობრივ აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - წარსულში მისი ნასამართლობა.
სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ე------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებე-ბის საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მის მიერ ჩადენილია, მათ შორის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პირადი და ეკონომიკური პირობები (ჰყავს მცირეწლოვანი შვილი), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (ურთიერთშელაპარაკება/შურისძიება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივი-დუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ე------------------ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინე-ბული სანქციის ფარგლებში, თითოეული ამ დანაშაულისათვის სასჯელად უნდა დაენ-იშნოს თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, ხოლო 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე------------------ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მის მიერ ჩადენილი ქმედება ამ ნაწილში დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
2. ე------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
2.2. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
2.3. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
2.4. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სას-ჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრე-ბის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშ-ნულ სასჯელს მიემატოს ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლე-ბის აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
5. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე------------------ს სასჯელად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით;
6. ე------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;
7. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ე------------------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან;
8. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
6.
7.
8.
8.1. 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილები - მასრა და ტყვია, ანაწმენდები, საექსპერტო კვლევისათვის აღებული ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
8.2. ი--------------ის ტანსაცმელი, სიგარეტის კოლოფი და სანთებელა, ე--------------------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ;
8.3. “ტოიოტას“ მარკის “პრიუსის“ მოდელის ავტომანქანა და გასაღები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდვების გარეშე დაუბრუნ-დეს კანონიერ მფლობელს;
8.4. ელექტრონული დისკები შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილი-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამარ-თლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი