განაჩენი

სისხლის სამართლის 27.01.2020
საქმის ნომერი
330100119003033959
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/2570-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ხ-----------------ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ-----------–---–ის,ბრალდებულ დ-------------–-–---–ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

დ---------------------------–-–---–ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–------------------------–-–-–-–---–----------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2017 წლის 19 ივლისს, ს----------–----–------------------------------------------–-------–--–-------------------------–--------–---------------------------–----------------- სამმარ-თველოში გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამართლის საქმეზე, წარსულში სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი დ-------------–-–---–ის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

2019 წლის 23 მაისს, დ-------------–-–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

კერძოდ, დ-------------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, დ--------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით, დ--------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. 2017 წლის 03 ივნისს, ქ--–--------–--–-----–-------------------------------- გადაადგილებისას, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშა-ულისათვის ნასამართლევი დ-------------–-–---–ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ხ-----------------ემ აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვის სხდო-მაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეი-უდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ-------------–-–---–ისათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დ-------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის შესახებ, (2019 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა დ-------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშა-ვედ და განაცხადა, რომ ფაქტობრივ გარემოებებს არ ხდის სადავოდ. აღნიშნული გარე-მოების, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინე-ბით, - კერძოდ, რომ იგი არის სოციალურად დაუცველი, 57 წლის ასაკისაა, არ არის ნასა-მართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის - ადვოკატმა ნ-----------–---–მა ითხოვა, დ-------------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შეღა-ვათების გამოყენება, ასევე წინა განაჩენით დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმის ნაწილის 100 ლარის შთანთქმა ახალი განაჩენით, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდებული, (2019 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ დ--------------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა ფაქტობრივ გარემოებეთან მიმართებით მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქ-მეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია დ-------------–-–---–ის ბრალდების დამადას-ტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- მოწმე ი------–-----ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 96-98);

- პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმით, (ს. ფ. 4);

- ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, (ს. ფ. 5);

- ცივი იარაღის ექსპერტიზის №1----–- დასკვნით, (ს. ფ. 11-16);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, (ს. ფ. 33-365);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით, (ს. ფ. 37-40);

- სააღსრულებო ბიუროდან მიღებული ინფორმაციით, (ს. ფ. 54-55, 85);

- თვით ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 106-108, 126-127); ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებ-თან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს დ-------------–-–----–--ათვის წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება დ-------------–-–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ დ-------------–-–---–მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაული - განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამ-ძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვ-ლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ დ-------------–-–---–ი აღიარებს ცივი იარა-ღის ტარების ფაქტს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორცი-ელებას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებების, აგრეთვე - ბრალდებულის მატერიალური მდგომა-რეობის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა) ფარგლებში დ--------------–-–---–ს სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, განაჩენთა ერთობ-ლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შეკ-რების პრინციპი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------------–-–---–ის მიმართ ჯარიმის გამოყენება სრუ-ლად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგე-ნას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩე-ნით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა 2008 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშ-ნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მიემატოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიო-ბით დ-------------–-–---–ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2100 (ორი ათას ასი) ლარის ოდენობით;

 

3. განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - დ-------------–-–---–ისგან ამოღებული ცივი იარაღი, რომელიც ინახება შ------------------------------------------–-------–-–------------------------------------ სამმართველოში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულე-ბას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი