განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100119003129038
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3611-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 04“ მარტი, 2020 წელი ქალაქი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ---------------ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ-----------------–-----ს,ბრალდებულ ვ--–----------–-----ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ვ--–-------------------–-----ი (დაბადებული 19---–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, საშუ-ალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირე-ბული - მც------------------------–----------------------------–------------------------–-------------–--------–--–------–-------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 11 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------------–--------–---------------------------–------------------------------–--ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ვ--–----------–-----ის მიერ ა-–------------------–---–ის და ა----------–--------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ვ--–----------–-----ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 03 ივლისს, 23 საათსა და 10 წუთზე. 2019 წლის 05 ივლისს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენი-სათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, პატიმრობით უზრუნველყოფით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ვ--–----------–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობით უზრუნველყოფით შეფარდების შესახებ, ვ--–----------–-----ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

 

ვ--–----------–-----ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ვ--–----------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2019 წლის 03 ივლისს, 22:30 საათიდან 23:00 საათამდე ქალაქ თბილისში, ა-------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ვ--–----------–-----ი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ნაჯახის დემონსტრირებით, ა-–-------------------–---–ს და ა----------–--------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ა-–------------------–---–ს და ა----------–--------ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ნ---------------ემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ--–----------–-----ის მიერ ა-–------------------–---–ის და ა----------–---------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა, (2020 წლის 04 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ვ--–----------–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განა-ცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა - ნ-----------------–----ემ ითხოვა, რომ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოე-ბები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა და გულწრფელი მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება, გამომდინარე აქედან, ვ--–----------–-----ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2020 წლის 04 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ვ--–-----------–------- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ვ--–----------–-----ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- მოწმე თ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 28-30);

- მოწმე ა-–------------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 31-34);

- მოწმე ა----------–--------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 24-27);

- მოწმე მ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 35-37);

- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 5-12);

- ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, (ს.ფ. 41-45), თვით ვ--–----------–-----ის გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 21-23); ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ვ--–----------–-----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუ-ძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ვ--–----------–-----ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ვ--–----------–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართ-ლომ მხედველობაში მიიღო, რომ ვ--–----------–-----ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასი-ათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა.

 

კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ--–----------–-----ის მიერ დანაშაული ჩადენილია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბა-მისად, წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ვ--–----------–-----ის მიმართ სასჯელად ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან შინაპატიმრობის გამოყენება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

გამომდინარე აქედან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში, მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთანავე, ვინაიდან ვ--–----------–-----ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანა-შაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი - თავისუფ-ლების აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს პირობითად და, ბრალდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–----------–-----ის მიმართ ერთი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ--–-------------------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

2. ვ--–----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს;

 

3. ვ--–----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 03 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით;

 

4. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ვ--–-----------–------- ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ნაჯახი და ერთი ცალი დანა, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------------–--------–---------------------------–------------------------------–--ში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი