განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003162795
№1/57-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე
ბრალდებული ვ------ი ა-------ვი (დაბადებული 1964 წლის 08 თებერვალს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: საგარეჯოს რაიონი სოფელი ი------------–--);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი;
ადვოკატი: ზაზა ზარიძე;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 28 ივლისს დაახლოებით 12:00 საათზე, ნონოწმინდის რაიონის სოფელ ახალ ხულგუმოში არსებული საზაფხულო საძოვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ვ------ი ა-------ვმა ა----- ჯ--------ვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მათრახის ხის კონდახი რამდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ფეხი ერთხელ დაარტყა მუცლის არეში, რითაც ა----- ჯ--------ვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2019 წლის 28 ივლისს დაახლოებით 12:00 საათზე, ნონოწმინდის რაიონის სოფელ ახალ ხულგუმოში არსებული საზაფხულო საძოვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ვ------ი ა-------ვმა ა----- ჯ--------ვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მათრახის ხის კონდახი რამდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ფეხი ერთხელ დაარტყა მუცლის არეში.
მტკიცებულებები: ვ------ი ა-------ვის, ა----- ჯ--------ვისა და ბ--------–ი გ------ვის ჩვენებები (გამოკითხვის ოქმები);
2.1.2. აღნიშნული ცემის შედეგად ა----- ჯ--------ვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ა----- ჯ--------ვის ჩვენება (გამოკითხვის ოქმი), ა----- ჯ--------ვის სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 17-18, 26-28, 34-36).
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------ი ა-------ვმა ჩა-----ა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ვ------ი ა-------ვის, ა----- ჯ--------ვისა და ბ--------–ი გ------ვის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ა----- ჯ--------ვის სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ------ი ა-------ვის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ვ------ი ა-------ვის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------ი ა-------ვის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ივლისს დაახლოებით 12:00 საათზე, ნონოწმინდის რაიონის სოფელ ახალ ხულგუმოში არსებული საზაფხულო საძოვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ვ------ი ა-------ვმა ა----- ჯ--------ვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მათრახის ხის კონდახი რამდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ფეხი ერთხელ დაარტყა მუცლის არეში, რითაც ა----- ჯ--------ვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ასევე მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ვ------ი ა-------ვის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ითხოვა პატიება, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. მართალია ვ------ი ა-------ვი ამჟამად არ არის ნასამართლევი, თუმცა წარსულში ნასამართლევია.
4.3. ბრალდებული დაზარალებულებთან შერიგებული არ არის. დაზარალებულისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, ამასთან დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული პრეტენზიის შესახებ, ამიტომ სასამართლოსათვის უცნობია დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის თაობაზე.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს მხოლოდ ჯარიმა მინიმალური ოდენობით, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, გასათვალისწინებელია მისი მატერიალური მდგომარეობა. ჯარიმის მინიმალური ოდენობაზე არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, იმ მიზნით, რომ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
მოცემულ შემთხვევაში მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ამასთან ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ითხოვა პატიება, თუმცა დადგენილი 4.2. და 4.3. გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას.
შესაბამისად სასამარლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ვ------ი ა-------ვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ასავე სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------ი ა-------ვი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
2. ვ------ი ა-------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;
3. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან