განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3106-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 11 “ ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ლ-----–----–---–--ის და თ------------------–---–ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ------------–-–---–ის,ბრალდებულ ე-–---------------ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ე-–-------------------–----------ის (დაბადებული 1----–-–------------------------------ საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–--–----------–-----------–--------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 10 მაისს, შინაგან საქმეთა ქალაქ თ---–---------–-–------------------------–-----------–--------------------–----------------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, გ---------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, (ტ.1, ს.ფ. 1).
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შ------–--------–---------–-–------------------------–-----------–------- სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის - ლ-------------–---–ის მიერ მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნარკოტიკული საშუალე-ბის მომხმარებელი გ---------------ე იმყოფებოდა თბილისში, ა-------------------------- მიმ-დებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, (ტ.1, ს.ფ. 7, 8-9).
2019 წლის 22 მაისს, საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით - გ---------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და ე-–------------------ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, (ტ.1, ს.ფ. 6)
2019 წლის 06 ივნისს, 05:02 საათზე ე-–---------------ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტი-კული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების - სავარაუდო ჩადენისათვის, (ტ.2, ს.ფ. 6-11).
2019 წლის 07 ივნისს, ე-–---------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა, (ტ.2, ს.ფ. 56-58, 75-81).
2019 წლის 26 ივნისს, სისხლის სამართლის N0----------- საქმიდან ე-–---------------ის მი-მართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი - 001260619006, (ტ.1, ს.ფ. 2-3).
ე-–---------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ე-–---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
ე-–---------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.491 გრამი - ნარკოტიკული საშუალება “ჰერო-ინი“, რომლის ნაწილი ასევე უკანონოდ, ეტაპობრივად გაასაღა გ---------------ეზე ქალაქ თბილისში, ს------–-----------–-----------------------ში.
საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე ე-–---------------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და, ამასთანავე, დაცვის მხარის წარმომადგენ-ლებმა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება მიიჩნიეს უდავოდ.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებლებმა - ლ-----–----–---–--ემ და თ------------------–---–მა აღნიშნეს, რომ ბრალდებულის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდე-ნობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებებით - მოწმეთა გამოკითხვის ოქმე-ბით, ე-–---------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, აგრეთვე - ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა ითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის დანიშვნა დანაშაულის ხასიათის, სიმრავლისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, (2019 წლის 11 ოქტომბრის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულის ადვოკატმა - მ------------–-–---–მა ით-ხოვა, რომ როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა და მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება, ოჯახური (ყავს მცირეწლოვანი შვილები და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში) და ჯან-მრთელობის მდგომარეობა. ასევე მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–---------------ის საქმიანიბა ძირითადად არ არის დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზა-ციასთან, რადგან იგი სხვა პირს ართმევდა და გ---------------ეს, როგორც მომხმარებელს, აძლევდა ნარკოტიკულ საშუალებებს. გამომდინარე აქედან, ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ე-–---------------ს სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით განსაზღვრული მინიმალური ვადით, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ე-–------------------ მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუა-რად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცე-ბულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ე-–---------------ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- მოწმე გ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, (ტომი 1, ს.ფ. 27-29, 80-82, 116-118);
- მოწმე ლ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს.ფ. 8-10);
- მოწმე ვ-----–--------–---–--- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს.ფ. 3-5);
- მოწმე გ-------------–--–---- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს.ფ. 24-26);
- გ---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, (ტომი 1, ს.ფ. 14-19);
- გ---------------ისაგან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - საკონტროლო შესყიდვის - შედეგად მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, (ტომი 1, ს.ფ. 84-87, 120-125, );
- ე-–---------------ის საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, (ტომი 2, ს.ფ. 29-38);
- ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადე-ბისა და ჩაწერის - შედეგად მოპოვებული მასალებით, (ტომი 1, ს.ფ. 144-199, 211-272);
- ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერის - შედეგად მოპოვებული მასალებით, (ტომი 1, ს.ფ. 103-109, 139-143);
- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, (ტომი 2, ს.ფ. 63,64);
- ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 15 მაისის №2--------------- დასკვნით, (ტომი 1, ს.ფ. 98-101);
- ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 21 მაისის №2--------------- დასკვნით, (ტომი 1, ს.ფ. 134-136)
- ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 06 ივნისის №30-------------- დასკვნით, (ტომი 2, ს.ფ. 44-49);
- ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №7----- დასკვნით (ტომი 2, ს.ფ. 53), ამოღე-ბული ნივთიერი მტკიცებულებებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენ-ტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ე-–---------------ისათ-ვის წაყენებულ ბრალდებას.
ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებუ-ლებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ე-–---------------ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგე-ნილია, რომ ე-–---------------მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენო-ბით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამარ-თლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მარ-თლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორ-ციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას და ნარკოტიკული საშუალების სახეობას.
როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ე-–---------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადე-ნილ დანაშაულს, მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი სანქციის - რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა - ფარგლებში სასჯელის ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასი-ათი და სიმძიმე. კერძოდ, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სასამარ-თლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ 2019 წელს ე-–---------------ი მსჯავრდე-ბულ იქნა გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალე-ბის უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, ვინაიდან მასზე გავრცელდა “ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება და იგი გათავისუფლდა დანიშ-ნული სასჯელისაგან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ, ამასთან - გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედ-ველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალი-ფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ე-–---------------ის მიმართ ჩატარებული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ე-–---------------ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუს-ტობით დაავადებული არ იყო და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ამასთან მას აღენიშნებოდა ფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არა-მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავა-დებული არ არის, მაგრამ იზოლაციის პირობებში მისი მდგომარეობის გაუარესება შესაძლე-ბელია.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–---------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ვადის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი - ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელე-ბას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშა-ულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
2. ე-–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქ-მდეს;
3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ე-–---------------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 06 ივნისიდან;
4. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ე-–---------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას შემდეგი უფლებები: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულე-ბაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახა-ზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმია-ნობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმა-ცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა ე-–---------------ს დაეწყოს სას-ჯელის მოხდის მომენტიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული ობიექტების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
5.1. 2019 წლის 10 მაისს ჩატარებული, გ---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამო-ღებული ნივთიერების (რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს“, წონით - 0.0887 გრამი) საკითხი გადაწყდეს გ---------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5.2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას გ---------------ის მიერ შესყი-დული და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ე-–---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და მინი სასწორი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბი-ლისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5.3. ე-–---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფული, მობი-ლური ტელეფონები და შპს “ჯეოსელის“ პლასტიკური ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ;
5.4. კომპიუტერული დისკები, რომლებზეც ინახება N8 პენიტენციური დაწესებულები-დან გამოთხოვილი ფოტომასალა, ე-–---------------ის სასამართლოში პირველი წარ-დგენის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღ-სრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი