საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 128-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშის აღება (მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვა) სავალდებულოა.“.
2. 216-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 216. განაჩენის ასლების გადაცემა
1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და პროკურორს გადაეცემათ განაჩენის ასლები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში განაჩენის ასლი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.“.
3. 278-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 278. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა
1. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლები მსჯავრდებულს ან გამართლებულს და ბრალმდებელს უნდა გადაეცეს განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე – არაუგვიანეს 14 დღისა. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.
2. განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ან გამართლებულის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.
თბილისი, 4 მარტი 2025 წ. N344-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.03.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №344-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 090000000.05.001.102518.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №344-IIმს-XIმპ, 04.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.102518 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6435303/