განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3058-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----–-----------,ბრალდებულ მ-------------------
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
მ----------–------------------- (დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------–----–------------------–---------------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 13 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სა-გამოძიებო დეპარტამენტის თ---–---------------------------–---------- სამმართველოში გამოძიება დაიწყო №------------ სისხლის სამართლის საქმეზე, მ------------------- მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2019 წლის 13 ივნისს მ------------------- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩი-ნებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 4000 ლარის ოდენობით.
მ------------------- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგის-ტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდე-ნობით შემოსავლის მიღება.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, მ-------------------- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
მ------------------ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორ-ციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, - მართლზომიერი და არაერთჯე-რადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორ-განიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლა-რირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ------------------ე, 2014-2017 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ------------------ე ეწეოდა გადასახადის გადამ-ხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციე-ლებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
მ------------------ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გადაცემული აქვს 16250 ლარი, 28000 აშშ დოლარი და 5000 ევრო, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა (შემოსავალმა) 2014-2017 წლებში შეადგინა 17102 აშშ დოლარი, 525 ევრო 487.5 ლარი, შესაბამისი კურსით სულ 38580.25 ლარი. აღნიშნული დიდი ოდე-ნობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, მ------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სახით, 2014-2017 წლების პერი-ოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 7716.05 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----–----------- აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-------------------ათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრო-კურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მ------------------- დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 25 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
მ-----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და მზად-ყოფნა გამოთქვა, რომ აანაზღაუროს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი. აღნიშნული გარემოების, მისი პიროვნებისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით ბრალდებულმა ისუამდგომლა მის მიმართ სასჯელად ჯარიმის გამოყენების სესახებ, (2019 წლის 25 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მ------------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია მ-------------------- ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- მოწმე ც--------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 145-147);
- მოწმე თ------------------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 148-150);
- მოწმე ლევანი აზარიაშვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 151-153);
- საჯარე რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, თანდართული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებითა და ხელშეკრულებების გაუქმების სანოტარო აქტებით, (ს.ფ. 66-140);
- ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 179-185)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის მომსახუ-რების დეპარტამენტის წერილებით, (ს.ფ. 142, 144);
- თემატური რევიზიის აქტით, (ს.ფ. 157-163), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპრო-ცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს მ------------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მ------------------- მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანა-შაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ მ-----------------ემ ჩაიდინა სის-ხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამ-ძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვ-ლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მ-----------------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორ-ციელებას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებების, აგრეთვე - ბრალდებულის მატერიალური მდგომა-რეობისა და მის მიერ მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან შინა-პატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე) ფარგლებში მ------------------- სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------------------- მიმართ ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. მ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულე-ბას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი