განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/3196-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 22 “ ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ლ-–----------–--ის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი-----–-------ას,ბრალდებულ ს-----------–----–---–ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ს------------–-----------–----–---–ის (დაბადებული 1----–-–-------------------------------–----------–--------------------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები ქალაქ თ---–--–----------------------------------–---------------------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 05 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–----------------------------------------------------–-------- განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სის-ხლის სამართლის №------------ საქმეზე, ს-----------–----–---–ის მიერ ყიფილი მეუღ-ლის - ლ--–-------------ის მიმართ მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშ-ნებით.
ს-----------–----–---–ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 06 ივნისს, 11 საათსა და 25 წუთზე. 2019 წლის 07 ივნისს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
ს-----------–----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ს-----------–----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 05 ივნისს, შუადღის საათებში, ქალაქ თბილისში, წ------------------------------ში, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ს-----------–----–---–ი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირე-ბულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ--–-------------ს, რის შედეგად ლ--–-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - ლ-–----------–--ემ აღნიშნა, რომ დაზარალებულისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ჩვენებებით, ასევე - ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდა-ვოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტე-ბითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს-----------–----–---–ის მიერ ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკუ-რორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (2019 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას ლ--–-------------თან მოუხდა მხოლოდ შელაპარაკება და სიცოცხლის მოსპობით მას არ დამუქრებია.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ს-----------–----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი-----–-------ამ განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელიც არის დაინტერესებული რომ თავიდან მოიშოროს ს-----------–----–---–ი. ადვოკატმა ითხოვა ს-----------–----–----–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო მისი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში - ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლე-ბის აღკვეთის რეალურ მოხდასთან, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2019 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა მხარეთა მონაწილეობით სასამართლოში გამოკვლეული და გამო-კვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებუ-ლებები მოპოვებული და საქმეზე დამაგრებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორ-მების არსებითი დარღვევის გარეშე, ხოლო მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს-----------–----–---–ის მხრიდან მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი. კერძოდ:
დაზარალებულ ლ--–-------------ის ჩვენებით დასტურდება როგორც ს-----------–----–----–ის მიერ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, ასევე - ის ფაქტიც, რომ ასეთი მუქარა მან (დაზარალებულმა) აღიქვა რეალურად.
კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 05 ივნისს, შუადღის საათებში იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, შვილთან - ნ--------------თან ერთად, რა დროსაც მასთან მივიდა ყოფილი მეუღლე - ს-----------–----–---–ი, რომელიც იმყოფე-ბოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ს-----------–----–---–მა სთხოვა მას შერიგება, ხოლო ასეთზე უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული და დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა. ვინაიდან ს-----------–----–---–ის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეუ-რაცხყოფის შემთხვევებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი, მან ეს მუქარა აღიქვა რეალურად, (2019 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
არასრულწლოვანი მოწმის - ნ--------------ის მიერ სასამართლოსი მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დედასთან - ლ--–-------------თან, დასთან - მ----------------თან და ძმასთან - გ-----------------თან ერთად. 2019 წლის 05 ივნისს იგი იმყო-ფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში ლ--–-------------თან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს-----------–----–---–ი, რომელიც ლ--–--------------ს სთხოვდა შერიგებას. ასეთზე უარის მიღების შემდეგ ს-----------–----–---–ი გახდა აგრესიული და ლ--–-------------ს დაემუქრა მოკვლით, კერძოდ - უთხრა მას, რომ ყელს გამოჭრიდა, რის გამოც ლ--–-------------ი იყო ძალიან შეშინებული, (2019 წლის 10 ოქტომ-ბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
მოწმეების - ვ-----–--------–-ას, გ------–----–---–ის და ზ----------------ის მიერ სასა-მართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია საქმეზე საგამოძიებო და საპრო-ცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმედებების შედეგად მიღებული იმ წერი-ლობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა, რომლებიც საფუძვლად დაედო ს-----------–----–---–ისათვის წაყენებულ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები და დოკუმენტები, რომელთა წარმომავლობა ცნობილია და დადასტურებულია იმ პირთა ჩვენებებით, რომლებმაც მოიპოვეს ან/და შექმნეს ეს მტკიცებულებები და მივიდა დას-კვნამდე, რომ აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს-----------–----–---–ის მიერ ოჯახის წევრის - ლ--–-------------ის - მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი.
კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს-----------–----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ--–-------------ს. ამასთანავე, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, დაზარალებულთან ურთიერთდამოკიდებულება, მუქარის გამო-ხატვის ფორმა და თანმდევი აგრესიული ქმედებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
გამომდინარე აქედან, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ს-----------–----–---–ისათვის წაყენებული ბრალდება არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლე-ული მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულ ლ--–-------------ის და მოწმე ნ--------------ის ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან და პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქ-ტებთან ერთობლიობაში გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვსა და ვარაუდს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის თაობაზე და ეს მტკიცებულებები საკმარი-სია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისთვის, რომ ს-----------–----–---–მა ჩაიდინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასა-მართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძი-მებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლე-ნილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედე-ბის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება - რომ ის არის ნასამართლევი და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ს-----------–----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედე-ბის ხასიათი და სიმძიმე, მუქარის გამოხატვის ფორმა.
კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს-----------–----–---–ის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამამ-ძიმებელ გარემოებას.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ს-----------–----–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზან-შეუწონლად მიაჩნია და სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) ფარგლებში, მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით ს-----------–-----–---–--ათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის საკითხის გადა-წყვეტისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ს-----------–----–---–მა დანაშა-ული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის საკმაოდ ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადის - ხუთი წლის - დასრულებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. გამომდინარე აქედან, სასამარ-თლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ წინა განაჩენით სასჯელად დანიშნული და მოუხ-დელი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთიდან ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაე-მატოს მხოლოდ 1(ერთი) წელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----------–----–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სრულად უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს------------–-----------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფ-ლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩე-ნით ს-----------–----–---–ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექ-სის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწი-ლობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წელი;
3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ს-----------–----–---–ს ძირითადი სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
4. ს-----------–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;
5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ს-----------–----–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 06 ივნისიდან;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი