განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003105698
# 1/48-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლაშა მერაბიშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ-----–----–----------------------ი (დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, დაოჯახებული, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს----------ს რაიონი, სოფელი თ---–---ი);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
ბრალდებული: თ------------–----------------------ი (დაბადებული 1--- წლის 2------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი, დაოჯახებული, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს----------ს რაიონი, სოფელი თ---–---ი);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
ბრალდებულების ადვოკატი - ზაზა ზარიძე
თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულების რ-----–----------------ს და თ------------------------ს მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:15 საათზე, ნ----–------ში, ა----–-ს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საძოვრებთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, რ-----–---------------მა შ--------------------ს მუშტი დაარტყა ერთხელ სახის არეში მათრახის კონდახი კი რამდენიმეჯერ თავის არეში დაჟეჟილი ნაფლეთოვანი ჭრილობის სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. 2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:15 საათზე, ნ----–------ში, ა----–-ს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საძოვრებთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, თ-----------------------მა შ--------------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენიმეჯერ დაარტყა ჯოხი, რის გამოც შ--------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. რ-----–---------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.2. თ-----------------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, ესე იგი ქმედება, რასაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რ-----–----------------ს და თ------------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ა-–-–------------------ს, ი-–-------–-------ს, ი-----–-------ს და დაზარალებულ შ--------------------ის გამოკითხვის ოქმებს, რ-----– და თ------------------------ს ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას. (2019 წლის 06 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შ--------------------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ნაფლეთოვანი ჭრილობა თხემის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. 2019 წლის 06 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რ-----–---------------ს აღენიშნებოდა ზედაპირული ჭრილობა (ნაჭდევი) მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია რ-----–----------------ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ-----–---------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია თ------------------------ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-----------------------მა ჩაიდინა ცემა, ესე იგი ქმედება, რასაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების რ-----–----------------ს და თ------------------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და რ-----–----------------ს და თ------------------------ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. რ-----–----------------ს და თ------------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, რ-----–----------------ს და თ------------------------ს შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სასამართლოს შეფასებით არის ადეკვატური და უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნებს, რის გამოც, ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი ჯარიმის სახით.
5.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-----–----------------ს სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
5.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------------------------ს სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-----–---------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
2. რ-----–----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3.მსჯავრდებულ რ-----–----------------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. თ------------------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
5. თ------------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6.მსჯავრდებულ თ------------------------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან