განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2018
საქმის ნომერი
110100116001657316
დავის ტიპი
362 1 , 353 1 , 344 1 , 125 1
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100116001657316

N1/248-2016

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ვ------- ნ-------, რ--------- ლ-----;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ-–--- ჰ-----ფ----- ძე უ---------, დაბადებული 1----–-–------------ს, თურქეთის მოქალაქე (პირადი ნომერი 2----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: თურქეთი, ა--------, ქალაქი არხავი, მ---------- მ----–--- კ---- ე-- ჯ-------, სართული 1, უ---------ს ა-------------;

 

ადვოკატი - ფ------ ა----------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა (ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ რ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); 2) საქართველოს სსკ 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა); 3) საქართველოს სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით); 4) საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

2016 წლის 23 დეკემბერს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული პროკურატურიდან გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N------------ საქმე, ბრალდებულ რ-–--- უ---------ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2016 წლის 30 დეკემბერს, წინასასამართლო სხდომაზე ჩატარებული იქნა ბრალდებულის დასწრების გარეშე, ადვოკატ ფ------ ა----------ს მონაწილეობით და საქმის არსებითი განხილვის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 9 იანვარი, 14:00 საათი. მიუხედავად სასამართლოს მიერ განხორციელებული ქმედებებისა, სასამართლო უწყების ჩაბარება ბრალდებულ რ-–--- უ---------სთვის ვერ მოხერხდა, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მან გადაკვეთა 2016 წლის 13 ა--------- სარფის გავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით და მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ 189-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვის გაგრძელების შესახებ, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ------ ა----------ს მონაწილეობით.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2016 წლის 12 ი--–---, დაახლოებით 22:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში გამავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შელაპარაკების ნიადაგზე, თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქემ, მთვრალმა რ-–--- უ--------მა, სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ცემა ვ--–--- გ--–-–---–ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2016 წლის 12 ი--–---, ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში გამავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- უ--------ს, ვ--–--- გ--–-–---–ი არ უცემია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ცემა (ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ვ--–--- გ--–-–---–მა განაცხადა, რომ დასაქმებულია კერძო სამუშაოთი, კერძოდ შემდგომი გადახდის სანაცვლოდ ახდენს მგზავრთა გადაყვანას კუთვნილი ავტომანქანით. 2016 წლის 12 ი--–--- იმყოფებოდა კ-----–---- პირველ ნომერთან, გაჩერებაზე, მისი კუთვნილი ავტომანქანით, რა დროსაც მასთან მივიდა მამაკაცი (მ--------- უ---------) და ორი ქალბატონი (შვილი და მეუღლე ნ---- გ---------ე), რომლებიც ჩასხდნენ მის ტაქსში და წავიდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით. გზაში, მ--------- უ--------- მას ელაპარაკებოდა ქართულად, რა დროსაც, შ--------–- ე.წ. „--–--- დ---------“ გააჩერებინა მანქანა და ჩავიდა. თან წაიყვანა გოგონა - შვილი, რომელსაც ესაუბრებოდა. რამდენიმე ხანში გოგონა უკან დაბრუნდა, ხოლო თავად მ--------- გადავიდა ხიდზე და იქ დაუწყო საუბარი უცხო მამაკაცს. თავდაპირველად შვილი წავიდა მ---------სთან იმის საკითხავად დალოდებოდნენ თუ არა, ხოლო შემდეგ ნ---- გ---------ე, თუმცა მ--------- მათ არ გამოჰყოლია. როდესაც მ--------- უ--------- მივიდა და ჩაჯდა მანქანაში, ნ---- გ---------ე აღარ იჯდა, თუმცა სად წავიდა მისთვის უცნობია. მ---------ს მითითებით გზა განაგრძეს შროშის მიმართულებით, სადაც, მისვლისთანავე თანხას გადაუხდიდა. როდესაც იმყოფებოდნენ ილემის გადასახვევთან, მ---------ს ტელეფონმა დაურეკა, რა დროსაც გააჩერებინა მანქანა, ჩავიდა და დაიწყო საუბარი. აღნიშნულზე, ვ.გ--–-–---–მა მას უთხრა, რომ გადაეხადა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პატრულში. ამ სიტყვებზე, განაწყენებულმა მ--------- უ--------მა, გატეხა მისი კუთვნილი ტელეფონი, შემდეგ სიმბარათი ამოიღო, მიაწოდა ტელეფონი და უთხრა, გაეყიდა და აეღო თანხა. როდესაც ვ.გ--–-–---–მა მას უთხრა, თუ ვის რად უნდოდა მისი გატეხილი ტელეფონი და დააპირა პატრულში დარეკვა, მ--------- უ--------მა მუშტი დაარტყა სახისა და თავის არეში, რის გამოც გადავარდა სანიაღვრე არხში. შემდეგ მ.უ--------- მას „დაახტა ზემოდან“ და ცემა თავის და სახის არეში. ვ.გ--–-–---–მა ძალისხმევით გაითავისუფლა თავი, რა დროსაც მ.უ---------ს შვილი ტიროდა და ეხვეწებოდა მ---------ს, რომ დაენებებინა თავი მისთვის. მ--------- უ--------მა აიღო მისი კუთვნილი ბარგი, მოჰკიდა ხელი შვილს და წავიდა აღმოსავლეთის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, როდესაც მ--------- უ--------- მას სცემდა, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზიანებები აღენიშნებოდა სახისა და თავის არეში, ასევე გაკაწრული ჰქონდა მუხლი. მისივე განმარტებით, მასსა და მ--------- უ--------ს შორის საუბარი მიმდინარეობა ქართულად და მას ძირითადად მ--------- ესაუბრებოდა, ხოლო ქალბატონებს, შვილს და ცოლს, ხმა არ ამოუღიათ, ჩუმად იყვნენ.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- გ---------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე, შვილთან რძალთან და შვილიშვილებთან ერთად. რ-–--- უ--------- არის მისი მეუღლე. 2016 წლის 12 ი--–---, რ-–---თან და შვილთან მარიამ გ---------ესთან ერთად, ტაქსით წავიდა თბილისის მიმართულებით. გზაში, მოძრაობისას, შ--------–-, რ-–---მა ტაქსი გააჩერა და ნახა მისთვის უცნობი პიროვნებები. არც მის და არც შვილის დაძახებაზე, რ-–---ი არ გაჰყვა მათ. შემდეგ ტაქსის მძღოლიც წავიდა მის მოსაყვანად, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე ხანში, თავად ნ.გ---------ე წავიდა სახლში, ხოლო რ-–---ი და მარიამ გ---------ე დარჩნენ ადგილზე. ვინაიდან რ-–---ი, შვილთან ერთად არ დაბრუნდა სახლში, მეზობელს სთხოვა ილემში აყვანა. ადგილზე მისულმა, ნახა ტაქსის მძღოლი, რომელმაც უთხრა, რომ ეჩხუბა და სცემა რ-–---მა. მანვე განუმარტა, რომ როდესაც ფული მოსთხოვა, რ-–---მა დაუწყო ჩხუბი. ცემის შემდეგ კი წავიდა სადღაც, მაგრამ სად წავიდა მისთვის უცნობი იყო. ის გარემოება, რომ რ-–---ი ეჩხუბა ტაქსის მძღოლს, დაუდასტურა შვილმაც. მოწმის განმარტებით, ტაქსის მძღოლს ცემის კვალი არ ეტყობოდა, არც ტანსაცმელი ჰქონია გახეული. მისი თანდასწრებით, რ-–---ს ტაქსის მძღოლისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ს-----–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა N3-ში მეუღლესთან, სამ შვილთან, დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. რ-–--- უ--------- არის მისი მამინაცვალი, კერძოდ დედამისი და რ-–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ჰყავთ საერთო შვილი, 13 წლის მარიამ გ---------ე. მისივე განმარტებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, როდესაც რ-–--- უ--------- მის დასთან და დედასთან ერთად წავიდა, მას კონფლიქტი მოუვიდა ტაქსის მძღოლთან, რა დროსაც სცემა ტაქსისტი. აღნიშნულზე დაკავებული იყო რ-–---ი, თუმცა გაუშვეს მალე და სახლში გაბრაზებული მისული 2016 წლის 13 ი--–--- აგინებდა მათ, რის გამოც ნ----- ე----------მ გამოიძახა პოლიცია.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმრთველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი, რომელზეც გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ 125-ე მუხლით და ჩაატარა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაზარალებულად სცნო და გამოკითხა ვ--–--- გ--–-–---–ი, გამოკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები. მოწმის სახით გამოჰკითხა მ.უ---------, რომლის დაკითხვასაც ესწრებოდა თარჯიმანი. მოწმის განმარტებით, მ--------- უ--------- ქართულად კარგად საუბრობდა. თარჯიმნის მოწვევის მიზეზი კი გახდა ის გარემოება, რომ მან წერა და კითხვა არ იცოდა ქართულად.

 

7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ 13.07.2---–--------04:05სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ვ--–--- გ--–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 3.1X0.4სმ. ლოყის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება დასწვრივად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2.8X0.3სმ. მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება განივად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 3.2X0.3სმ.) - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ.

 

8. 2016 წლის 14 დეკემბრის პიროვნების დაზუსტების შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაზუსტდა ბრალდებულის ვინაობა და მ--------- უ---------ს სახელით ნაწარმოები მასალები, ჩაითვალა 02.01.1----–ელს დაბადებულ რ-–--- უ---------ს, პირადი ნომერი 2---------- - სახელით ნაწარმოებ მასალებად.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება რ-–--- უ---------ს მიერ, წარდგენილი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ-–--- უ---------ს ბრალეულობა ვ--–--- გ--–-–---–ის ცემაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ-–--- უ---------ს უდანაშაულობის შესახებ - ვ--–--- გ--–-–---–ის ცემაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა რ-–--- უ---------ს მხრიდან დაზარალებულ ვ--–--- გ--–-–---–ის მიმართ ცემის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 12 ი--–---, ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში გამავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- უ--------ს, ვ--–--- გ--–-–---–ი არ უცემია.

 

სამართლებრივი შეფასება:

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

13. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ-–--- უ---------ს მიერ ვ--–--- გ--–-–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ - ვ--–--- გ--–-–---–ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ-–--- უ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2016 წლის 12 ი--–---, რ-–--- უ--------მა სცემა ვ--–--- გ--–-–---–ი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- გ---------ემ განაცხადა, რომ მან დაზარალებულ ვ--–--- გ--–-–---–ისგან იცის, რომ რ-–--- უ--------- ეჩხუბა მას და სცემა. თუმცა მოწმის განმარტებითვე, ვ--–--- გ--–-–---–ს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, ასევე არ ჰქონია დაზიანებული ტანსაცმელი. მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ს-----–--ემ კი განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, როდესაც რ-–--- უ--------- მის დასთან და დედასთან ერთად წავიდა, მას კონფლიქტი მოუვიდა ტაქსის მძღოლთან, რა დროსაც სცემა ტაქსისტი. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ირიბ მოწმე ნ.გ---------ეს დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, რა ადგილებში მიაყენა დაზიანება ბრალდებულმა დაზარალებულს, არ უთქვამს. ხოლო, ზ.ს-----–--ეს, არ მიუთითებია წყარო, თუ ვისგან გაიგო რ.უ---------ს მიერ ვ.გ--–-–---–ის ცემის შესახებ. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია ვ--–--- გ--–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, გარდა თავად დაზარალებულ ვ--–--- გ--–-–---–ის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება.

 

15. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ რ-–--- უ---------ს დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების -დაზარალებულის ჩვენების არსებობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, რ-–--- უ--------- მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

16. თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქე რ-–--- უ--------- ნ---- გ---------ესთან და შვილთან, 13 წლის მარიამ გ---------ესთან ერთად, დროებით ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა, პი-----–-----------–ი. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ასევე, ნ---- გ---------ის სრულწლოვანი შვილები პირველი ქორწინებიდან თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად. 2016 წლის 13 ი--–---, დაახლოებით 12:00 საათზე, რ-–--- უ--------- ხმამაღლა გამოხატავდა აგრესიას ნ---- გ---------ის რძლებისა და მცირეწლოვანი შვილიშვილების მიმართ. შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მათ და აგინებდა. აღნიშნულის გამო, ნ---- გ---------ის რძალი - ნ----- ბ----–---–ი (ე----------), დახმარების აღმოჩენის მიზნით ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციას. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკები - დ----- ნ---–--ე, ზ------ კ--------ო და რ------– ლ------ე. მათ რ-–--- უ--------ს მოუწოდეს დამშვიდებისკენ და სთხოვეს თავი შეეკავებინა აგრესიული მოქმედებისგან. რ-–--- უ--------- პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და პოლიციის მუშაკების კანონიერი საქმიანობის შეწყვეტისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელს დ----- ნ---–--ეს. მას მუშტი დაარტყა სახეში, ასევე ხელით ჩამოკაწრა კისრის არეში, რითაც დ----- ნ---–--ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, რ-–--- უ--------მა, წინააღმდეგობის გაწევის დროს, დ----- ნ---–--ეს შემოახია პოლიციელის ფორმა. საბოლოოდ, პოლიციელთა ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთილ იქნა რ-–--- უ---------ს ძალადობა, რომელიც დაკავებული იქნა ადგილზე.

 

17. 2016 წლის 5 მაისს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სარფის გამტარი პუნქტის გავლით, თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქემ რ-–--- უ--------მა, მის მიერვე დამზადებული ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მ--------- უ---------ს დემოგრაფიული მონაცემებითა და ყალბ დოკუმენტში ჩაკრული რ-–--- უ---------ს ფოტოსურათით, თურქეთიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

 

18. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- უ--------მა, საქართველოს სახემწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის მიზნით, დაამზადა ყალბი პირადობის მოწმობა. კერძოდ, მისი ძმის - მ--------- უ---------ს პირადობის მოწმობაში, რომელშიც მითითებული იყო ამ უკანასკნელის ანკეტური მონაცემები, ჩააკრა თავისი ფოტოსურათი. ამის შემდეგ, 2016 წლის 5 მაისს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სარფის გამტარი პუნქტის გავლით, რ-–--- უ--------მა, მის მიერვე დამზადებული ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მ--------- უ---------ს სახელით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. რ-–--- უ---------, საქართველოში ყოფნის პერიოდში, 2016 წლის 5 მაისიდან, 2016 წლის 13 ივლისამდე პერიოდში ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა პი-----–-----------–ი ნ---- გ---------ესთან ერთად მის სახლში, სადაც რ-–--- უ--------- პირადად ინახავდა მის მიერვე დამზადებულ ზემოთაღნიშნულ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც 2016 წლის 12 ი--–---, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, მოწმის სახით გამოკითხვისას რ-–--- უ--------მა წარუდგინა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელს და მას თავი წარუდგინა მ--------- უ--------ად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით:

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა დ----- ნ---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 13 ი--–---, იმყოფებოდა ოპერატიულ მორიგედ მეწყვილეებთან რ.ლ------ესთან და ზ.კ--------ოსთან ერთად. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე, სადაც მათ დახვდათ შუახნის მამაკაცი მ--------- უ--------- და ქალბატონი - ნ-----–-- კ------ე. მ--------- უ---------, როგორც ქართულად, ასევე, თურქულად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნ-----–-- კ------ეს, კერძოდ აგინებდა. მათ მოუწოდეს მ--------- უ--------ს დაწყნარებულიყო, თუმცა ის კვლავ აგრძელებდა აგრესიას. მ--------- უ--------- წავიდა ნ-----–-- კ------ის მიმართულებით, რა დროსაც, ნ-----–-- კ------ეც გაიქცა სახლისაკენ. ამ დროს, ის, მიუახლოვდა მ--------- უ--------ს და სცადა შეჩერება. მ.უ--------მა მას მძლავრად ჩაარტყა ხელი სახის არეში, ჩამოკაწრა კისერზე და შემოახია სამსახურებრივი პერანგი. აღნიშნულის საფუძველზე, მ--------- უ--------- დაკავებული და გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. დაზარალებულის განმარტებით, მ--------- უ--------ს ქართული ესმოდა, ვინაიდან საუბრის დროს, ქართულ სიტყვებს ეუბნებოდა.

 

20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ომ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 13 ი--–---, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე (კონფლიქტის ფაქტზე) მეწყვილეებთან დ----- ნ---–--ესთან და რ------– ლ------ესთან ერთად გამოცხადდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა, პირველი ჩიხი N-3-ში. ეზოში იდგა ორსართულიანი სახლი, რომლის აივნის კიბეზეც იდგა ბავშვით ხელში ნ-----–-- კ------ე, ხოლო ეზოში, კიბესთან ახლოს იდგა მ--------- უ--------- (იგივე რ-–--- უ---------). ასევე, აივანზე ბავშვით ხელში იდგა ახალგაზრდა მამაკაცი და პატარა გოგონა. მ--------- უ---------, ქართულად, დედის მისამართით აგინებდა ნ-----–-- კ------ეს. მათ მოუწოდეს მ--------- უ--------ს შეეწყვიტა გინება, რა დროსაც ეს უკანასკნელი გაიქცა ნ-----–-- კ------ის მიმართულებით. აივანზე მდგომმა ახალგაზრდა მამაკაცმა, მიუთითა პოლიციელებს, რომ არ მიეცათ მიახლოვების უფლება. აღნიშნულზე, დ----- ნ---–--ე გაემართა რ-–--- უ---------ს მიმართულებით და მოუწოდა გაჩერებულიყო. როდესაც დ----- ნ---–--ე მიუახლოვდა მ--------- უ--------ს (იგივე რ-–--- უ--------ს), ამ უკანასკნელმა შეიგინა ქართულად პოლიციელების მისამართით, ხელი გაარტყა სახის არეში დ----- ნ---–--ეს, ჩამოკაწრა კისერზე და შემოახია სამსახურებრივი პერანგი. მოწმის განმარტებით, მ.უ---------ს (იგივე რ.უ--------ს) შეჩერების საფუძველი გახდა ის, რომ თუ ის მიუახლოვდებოდა ნ-----–-- კ------ეს, შესაძლოა დაზიანება მიეყენებინა მისთვის. მათ ქართულად განუმარტეს მ.უ--------ს (იგივე რ.უ--------ს) დაკავების საფუძვლები. დაზიანება მხოლოდ დ----- ნ---–--ეს მიაყენა მ.უ--------მა, სხვა პირისათვის დაზიანება არ მიუყენებია.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ------– ლ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 13 ი--–--- იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება კ-----–---- ქუჩიდან. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მეწყვილეებთან დ----- ნ---–--ესთან და ზ------ კ--------ოსთან ერთად გამოცხადდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე, საკუთარ სახლში, სადაც ეზოში დახვდათ შუახნის მამაკაცი - მ--------- უ---------, ხოლო აივანზე იდგა ახალგაზდრა ქალბატონი, ახალგაზრდა მამაკაცი, შუახნის ქალბატონი და ორი ბავშვი. ეზოში მყოფი მ--------- უ--------- დედის მისამართით, ქართულად აგინებდა ახალგაზრდა ქალბატონს. მათ მოწოდებაზე შეეწყვიტა გინება, მ--------- უ--------მა მათ ქართულად უთხრა „რატო მოდით, ჩვენი საქმე გვაქვს გასასწორებელი“. რამდენიმე ხანში, მ--------- გაიქცა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართულებით, რა დროსაც დ----- ნ---–--ე გადაუდგა წინ და სცადა მისი შეჩერება. აღნიშნულზე, მ--------- უ--------მა მათაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დ----- ნ---–--ეს ხელი დაარტყა სახის არეში, ჩამოკაწრა კისერზე და შემოახია სამსახურებრივი პერანგი. აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინეს მ--------- უ---------ს დაკავება და გადაყვანა სამმართველოში. დაკავების ოქმის ადგილზე არ ქონის გამო, ოქმი შედგენილი იქნა სამმართველოში. ასევე, სამმართველოში, მოწვეული იქნა თარჯიმანი და ადვოკატი, ვინაიდან მ--------- უ--------- იყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. მოწმის განმარტებით, მ--------- უ--------- მათ ესაუბრებოდა ქართულ ენაზე, როდესაც მივიდნენ კ-----–---- ქუჩაზე.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–-- კ------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა, პირველი ჩიხი, ნომერ 3-ში, მეუღლესთან, შვილთან, დედამთილთან, მაზლთან და რძალთან ერთად. 2016 წლის მაისის თვეში, თურქეთიდან ჩამოვიდა რ-–--- უ--------- და ცხოვრობდნენ ერთად, აღნიშნულ მისამართზე. 2016 წლის 13 ი--–---, როდესაც იმყოფებოდა სახლში, ეზოში შევიდა რ-–--- უ---------, რომელიც მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. უთანხმოება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ დედამთილმა სახლი მის სახელზე გააფორმა, რასაც რ-–---ი აპროტესტებდა. შეურაცხყოფის მიყენების გამო, რძალმა გამოიძახა პოლიცია. როდესაც მივიდნენ პოლიციელები, რ-–---ი აგინებდა მას. ასევე, გაიწია მისკენ, რა დროსაც პოლიციელი შეეცადა რ-–---ის შეჩერებას. ამ დროს, რ-–---მა ხელი ჩაარტყა პოლიციელს, ჩამოკაწრა კისერზე და შემოახია უნიფორმა. პოლიციელები ქართულად მოუწოდებდნენ რ-–---ს გაჩერებულიყო, თუმცა რ-–---ი იგინებოდა როგორც მისი, ასევე, პოლიციელების მისამართითაც. მოწმის განმარტებით, რ-–---ს ქართული ესმის და საქართველოში ყოფნის დროს, მათ ქართულადაც ესაუბრებოდა.

 

23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ს-----–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა N3-ში მეუღლესთან, სამ შვილთან, დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. რ-–--- უ--------- არის მისი მამინაცვალი, კერძოდ დედამისი და რ-–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ჰყავთ საერთო შვილი, მარიამ გ---------ე. 2016 წლის 13 ი--–---, სახლის გადაფორმებასთან დაკავშირებით, კონფლიქტი მოხდა მის მეუღლე ნ-----–-- კ------ესა და რ-–--- უ--------ს შორის, რა დროსაც ეს უკანასკნელი აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულზე, რძალმა ნ----- ე----------მ გამოიძახა პოლიცია. როდესაც პოლიციელები მივიდნენ ადგილზე, მათ მოუწოდეს რ-–--- უ--------ს დაწყნარებულიყო, თუმცა იგი არ მშვიდებოდა და ქართულ ენაზე აგინებდა მათ დედის მისამართით, ასევე გაიწია ნ-----–-- კ------ის მიმართულებითაც, რა დროსაც მან პოლიციელებს დაუძახა დაეკავებინათ რ-–---ი. დაკავების დროს, რ-–--- უ--------- წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, რა დროსაც დაინახა, რომ რ-–---მა ერთერთ პოლიციელს დაარტყა ხელი სახის არეში, ჩამოკაწრა კისერზე და შემოახია პერანგი. მოწმის განმარტებით, რ-–--- უ--------- დიდხანს ცხოვრობდა საქართველოში და მან ქართული კარგად იცოდა. შემთხვევის დროსაც, ქართულად საუბრობდა და იგინებოდა.

 

24. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე ნ----- ბ----–---–ის (ედიბერიძის) მიერ გამოძიებაში (ტომი მე-2, ს.ფ. 45-47), 2016 წლის 8 ა--------- მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია „მე ჩაწერილი ვარ ქ.რუსთავში, მ------------ ქუჩა N------ში. ბოლო პერიოდის განმავლობაში, მე მეუღლესთან, შ----- ს-----–--ესთან და 6 წლის ასაკის შვილთან, ს--–-- ს-----–--ესთან ერთად ვცხოვრობ ქ.ზესტაფონში, კ-----–---- პირველი ჩიხი N3-ში. დაოჯახებამდე, ჩემი გვარი იყო ე----------, ხოლო ბ----–---–ი, რომელი გვარითაც ამჟამად ვარ ოფიციალურ დოკუმენტებში რეგისტრირებული, არის ჩემი პირველი მეუღლის გვარი. მასთან ერთად მე აღარ ვცხოვრობ დაახლოებით 7 წელია. ჩემი დედამთილი ნ---- გ---------ე 20 წელზე მეტია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- უ--------თან. ამ უკანასკნელს მე პირადად ვიცნობ დაახლოებით 6 წელია. რ-–--- უ--------ს და ნ---- გ---------ეს ჰყავთ 13 წლის ასაკის შვილი მარიამ გ---------ე, რომელიც რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში. ჩემი დედამთილი, ნ---- გ---------ე დაახლოებით 3 წელია მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, რადგან თურქეთის რესპუბლიკიდან არის დეპორტირებული. მე მოგვიანებით გავიგე, რომ ქ.ზესტაფონში კ-----–---- ქუჩა პირვ--–----------–---დებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც იყო ჩემი დედამთილის, ნ---- გ---------ის საკუთრებაში, მისივე თანხმობით, გადავიდა ჩემი მაზლის მეუღლის ნ-----–-- კ------ის საკუთრებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად, აღნიშნული სახლი დატვირთულია იპოთეკით, ერთ-ერთ ბანკში. კონკრეტულად სხვა დეტალები აღნიშნული ფაქტის ირგვლივ არ ვიცი. 2016 წლის 5 მაისს, საქართველოში ჩამოვიდა რ-–--- უ---------, რომელიც ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა პირვ--–----------–---დებარე სახლში. ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში, მე პირადად რ-–--- უ--------თან რაიმე გართულებული ურთიერთობა არ მქონია. როდესაც რ-–--- უ--------მა გაიგო, რომ ზემოთაღნიშნული სახლი გადავიდა ნ-----–-- კ------ის საკუთრებაში, გახდა აგრესიული. ის ხმას მაღალ დიაპაზონზე უწევდა ტელევიზორს. რამდენჯერმე ნ-----–-- კ------ემ მას სთხოვა ტელევიზორისთვის ხმის დაწევა. მათ შორის აღნიშნულზე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც რ-–--- უ--------- წავიდა სახლიდან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მეზობლად მცხოვრებ გიული გოგლიჩიძესთან. მასთან ერთად ცხოვრობდა ნ---- გ---------ე და მათი შვილი მარიამ გ---------ე. რამდენიმე ხნის წინათ მე გავიგონე, თუ როგორ შეაგინა თურქულ ენაზე რ-–--- უ--------მა ნ-----–-- კ------ის მცირეწლოვან შვილს ილია ს-----–--ეს. სხვა რაიმე სახის კონფლიქტს მე არ შევსწრებივარ. 2016 წლის 13 ი--–---, დილის საათებში, სახლში ვიმყოფებოდით მე, ჩემი შვილი ს--–-- ს-----–--ე, ჩემი მაზლი ზ------ ს-----–--ე, მისი მეუღლე ნ-----–-- კ------ე და მათი მცირეწლოვანი შვილები. იქნებოდა დაახლოებით 12 საათი, როდესაც სახლში დაბრუნდა რ-–--- უ---------, რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იმყოფებოდა ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში. ის ეზოში შემოსვლისთანავე ქართულ და თურქულ ენებზე აგრესიულად ამბობდა, რომ გავსულიყავით მისი სახლიდან. თან ამბობდა: ,,სახლში უნდა დავრჩეთ მე და მარიამი“. ამ დროს იქ მყოფ ბავშვებს შეეშინდათ და დაიწყეს ტირილი. რამდენიმე ხანში მე მობილური ტელეფონით დავრეკე 112-ის სამსახურში და ვითხოვე პოლიციის დახმარება. რამდენიმე ხანში მითითებულ ადგილზე მოვიდნენ ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს სამი თანამშრომელი, რომლებსაც ეცვათ სამსახურებრივი ფორმა. ამ დროს ნ-----–-- კ------ე იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე და ხელში აყვანილი ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი ნ---- ს-----–--ე, რომელიც ტიროდა. ზ------ ს-----–--ე ამ დროს იმყოფებოდა მეორე სართულის აივანზე და ხელში აყვანილი ჰყავდა 6 თვის ასაკის შვილი ილია ს-----–--ე. მე ვიმყოფებოდი ეზოში, ხოლო ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩემი მცირეწლოვანი შვილი ს--–-- ს-----–--ე. რ-–--- უ--------- იგინებოდა ქართულ და თურქულ ენებზე. ამ დროს მას ტანზე ზემოთ ტანსაცმელი არ ეცვა. იქ მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა რ-–--- უ--------ს სთხოვეს, რომ დაწყნარებულიყო, მაგრამ მან დედის მისამართით შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს. ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი სწრაფად მივიდა რ-–--- უ--------თან, რა დროსაც რ-–--- უ--------მა მას მუშტი დაარტყა სახის არეში. სხვა ფაქტი არ დამინახავს, რადგან მე გავიქეცი აივანზე, სადაც იმყოფებოდა ჩემი შვილი ს--–-- ს-----–--ე, რომელიც ტიროდა და ვცდილობდი მის დაწყნარებას. რამდენიმე წამში იმ მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს რ-–--- უ---------. ზემოაღნიშნული კონფლიქტის დროს მე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას არ ვსაჭიროებ. რამდენიმე ხნის წინათ, რ-–--- უ---------ს დაკავებამდე, მე დამეხრჩო ორი იხვის ჭუჭული, თუმცა არ დამინახავს როგორ მოკვდნენ ისინი. ნ-----–-- კ------ემ მითხრა, რომ მან დაინახა, თუ როგორ წავიდა იხვების მიმართულებით რ-–--- უ---------. მე მოგვიანებით გავიგე, რ-–--- უ--------- საქართველოში შემოვიდა მ--------- უ---------ს სახელის და გვარის მქონე პიროვნების დოკუმენტაციით. კონკრეტულად, თუ რატომ შემოვიდა ის საქართველოში გაყალბებული დოკუმენტით, ჩემთვის უცნობია“.

 

25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, კერძოდ კი ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 13 ი--–---, მონაწილეობა მიიღო დაზარალებულ დ----- ნ---–--ის პერანგის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, 2016 წლის 29 ი--–---, ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა N3-ში, მონაწილოება მიიღო ნ---- გ---------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში.

26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო რ-–--- უ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაზარალებულად ცნო და გამოკითხა დ.ნ---–--ე, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა დ.ნ---–--ის პერანგი და გამოითხოვა სხვადასხვა სახის დოკუმენტები საქმეზე დასართავად. ასევე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.

 

27. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ 13.07.2---–--------19:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. დ----- ნ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 2.5X1.5სმ. კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის 2 ნაჭდევი თითოეული ზომით: 9.0X0.5სმ და 6.0X0.5სმ.) - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

28. 2016 წლის 13 ივლისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ნ---–--ის სამსახურებრივი მუქი ფერის ფორმის პერანგი, რომელიც მას ეცვა 2016 წლის 13 ი--–---, მის მიმართ ძალადობის განხორციელების დროს. სამსახურებრივ პერანგს ვიზუალურად, მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანების - გახევის კვალი. ფორმის პერანგს არ აქვს ზედა ორი ღილი და ადგილზე არ ფიქსირდება მარცხენა მხარის სამხრე. დათვალიერების შემდეგ, დ----- ნ---–--ის სამსახურებრივი პერანგი ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N--- 4------ პაკეტში (აღნიშნული სვიტერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

29. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---/ტრ დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ დ----- ნ---–--ის პოლიციის ფორმის პერანგზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალები. აღნიშნული დაზიანებები წარმოდგენილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ---------იამ.

 

30. 2016 წლის 14 დეკემბრის პიროვნების დაზუსტების შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაზუსტდა ბრალდებულის ვინაობა და მ--------- უ---------ს სახელით ნაწარმოები მასალები, ჩაითვალა 02.01.1----–ელს დაბადებულ რ-–--- უ---------ს, პირადი ნომერი 2---------- - სახელით ნაწარმოებ მასალებად.

 

31. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისაამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს - მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელში იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი. ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში. მაგალითად პოლიციის მუშაკები და სხვა. მაშასადამე, ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნიათ უფლებამოსილება, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი იმ მოქალაქის მიმართაც, რომელიც მათ უწყებრივად არ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში, ისინი გამოდიან სახელწიფო ორგანოების სახელით და გააჩნიათ უფლებამოსილება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ. სსკ 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით შეიძლება გამოიხატოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის ან დანაშაულის აღკვეთის ხელის შეშლაში. წინააღმდეგობა ხელისუფლების წარმომადგენლის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, შეიძლება გამოვლინდეს ძალადობით. ძალადობაში კი იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვა. თავისი კონსტრუქციის მიხედვით, დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია მოქმედების ჩადენისთანავე, ესე იგი ძალადობით ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგობის გაწევის მომენტიდან. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, იგი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, კერძოდ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს იგი.

 

32. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ-–--- უ--------მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

 

ქმედება:

1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა:

 

2) ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება:

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- გ---------ემ განაცხადა, რომ რ-–--- უ--------- არის მისი მეუღლე. იგი, თურქეთიდან, საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის მაისის თვეში. რამდენიმე ხანში, როდესაც რ-–---თან ხელი მოაწერა ზესტაფონში, მისგან გაიგო, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში შემოსული იყო ძმის - მ--------- უზურენის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. მისთვის უცნობია თუ რატომ გააკეთა ეს რეშეთმა. მ--------- უ--------- არის ავადმყოფი და ვერ დადის, შესაბამისად, არასდროს ყოფილა საქართველოში. როდესაც ხელი მოაწერა რეშეთთან, ის რეგისტრირებული იქნა მ--------- უ---------ს მონაცემებით.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ს-----–--ემ განაცხადა, რომ რ-–--- უ--------- არის მისი მამინაცვალი. დედამისი და რ-–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. რ-–---ი საქართველოში იმყოფებოდა 2016 წლის მაისის თვიდან და როგორც მისთვის არის ცნობილი, რ-–---ს პრობლემები ჰქონდა საბუთებთან დაკავშირებით, რის გამოც ის საქართველოში შემოვიდა ძმის - მ--------- უ---------ს საბუთებით.

 

35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–-- კ------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის მაისის თვეში, ზესტაფონში, თურქეთიდან ჩამოვიდა რ-–--- უ---------, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე. მოწმის განმარტებით, როდესაც რ-–--- უ--------- დაიჭირეს, მაშინ გაიგო, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში შემოსული იყო ძმის - მ--------- უ---------ს სახელით.

 

36. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე ნ----- ბ----–---–ის მიერ გამოძიებაში (ტომი მე-2, ს.ფ. 45-47), 2016 წლის 8 ა--------- მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია „მე ჩაწერილი ვარ ქ.რუსთავში, მ------------ ქუჩა N------ში. ბოლო პერიოდის განმავლობაში, მე მეუღლესთან, შ----- ს-----–--ესთან და 6 წლის ასაკის შვილთან, ს--–-- ს-----–--ესთან ერთად ვცხოვრობ ქ.ზესტაფონში, კ-----–---- პირველი ჩიხი N3-ში. დაოჯახებამდე, ჩემი გვარი იყო ე----------, ხოლო ბ----–---–ი, რომელი გვარითაც ამჟამად ვარ ოფიციალურ დოკუმენტებში რეგისტრირებული, არის ჩემი პირველი მეუღლის გვარი. მასთან ერთად მე აღარ ვცხოვრობ დაახლოებით 7 წელია. ჩემი დედამთილი ნ---- გ---------ე 20 წელზე მეტია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- უ--------თან. ამ უკანასკნელს მე პირადად ვიცნობ დაახლოებით 6 წელია. რ-–--- უ--------ს და ნ---- გ---------ეს ჰყავთ 13 წლის ასაკის შვილი მარიამ გ---------ე, რომელიც რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში. ჩემი დედამთილი, ნ---- გ---------ე დაახლოებით 3 წელია მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, რადგან თურქეთის რესპუბლიკიდან არის დეპორტირებული. 2016 წლის 5 მაისს, საქართველოში ჩამოვიდა რ-–--- უ---------, რომელიც ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა პირვ--–----------–---დებარე სახლში. ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში, მე პირადად რ-–--- უ--------თან რაიმე გართულებული ურთიერთობა არ მქონია..... მე მოგვიანებით გავიგე, რ-–--- უ--------- საქართველოში შემოვიდა მ--------- უ---------ს სახელის და გვარის მქონე პიროვნების დოკუმენტაციით. კონკრეტულად, თუ რატომ შემოვიდა ის საქართველოში გაყალბებული დოკუმენტით, ჩემთვის უცნობია“.

 

37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო რ-–--- უ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწმეები და გამოითხოვა სხვადასხვა სახის დოკუმენტები საქმეზე დასართავად.

 

38. 2016 წლის 13 ივლისის, დოკუმენტის საქმეზე დართვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ პიროვნების ვინაობისა და მოქალაქეობის დადგენის მიზნით მ--------- უ--------მა გამოძიებაში წარადგინა თავისი პირადობის მოწმობა N------, რომლის ქსეროასლი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო პირადობის მოწმობა დალუქული იქნა ქაღალდის კონვერტში N----- ლუქის ბეჭდით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს (აღნიშნული პირადობის მოწმობა დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

 

39. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს მიერ გამომძიებელ თ------ შ------–--ისთვის გადაგზავნილი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით (2016 წლის 21 ივლისის ნო-------------------------მართვა) დასტურდება, რომ 09.03.2----–-–---ან, 19.11.2--- წლის ჩათვლით, რ-–--- უ--------- საქართველოში შემოვიდა და გავიდა მრავალჯერ, საკონტროლო გამშვებ პუნქტ სარფის გავლით. ბოლოს შემოსვლა ფიქსირდება 19.11.2----–-–-----------------------–--------–------------ება 21.11.2--- წელს, 11:28 საათზე, იმავე საკონტროლო გამშვები პუნქტით. ხოლო მ--------- უ--------ს, მხოლოდ ერთხელ აქვს გადმოკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2016 წლის 5 მაისს, 23:30 საათზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტ სარფის გავლით.

 

40. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს მიერ პროკურორ ვ------- ნიქაბაძისათვის გადაგზავნილი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია (2016 წლის 16 ა--------- ნომერ M-------------881 მ---------), იმ განსხვავებით, რომ საბოლოოდ, რ-–--- უ--------ს, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრიდან გასვლა 2--- წლის 21 ნოემბრის შემდეგ უფიქსირდება 2016 წლის 13 ა---------, 14:26 საათზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტ სარფის გავლით.

 

41. 2016 წლის 30 მაისის ქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში საცოლედ მითითებულია ნ---- გ---------ე, პირადი ნომერი 1----------, დაბადებული 1963 წლის 29 სექტემბერს, ხოლო საქმროდ ფიქსირდება მ--------- უ--------, დაბადებული 1--- წლის 5 იანვარს. პირადობის დამადასტურებელი საბუთი N----------3.

 

42. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გამომძიებელ თ------ შ------–--ისათვის გაგზავნილი დოკუმენტებით (2016 წლის 26 ივლისის-----------------2 მომართვა) დგინდება, რომ განცხადებაში ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, საცოლედ მითითებულია გ---------ე ნ----, დაბადებული 29.09.1----–--–ს, პირადი ნომერი 1----------. საქმროდ მითითებულია უ-------- მ---------, დაბადებული 05.01.1--- წელს, პირადობის მოწმობა ნომერი N----------3.

 

43. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს 2016 წლის 12 ა--------- ნომერ M--------------50 მომართვით დგინდება, რომ მ--------- უ---------, დაბადებული 05.01.1--- წელს მიცემულია პასუხისგებაში სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; რ-–--- უ---------, დაბადებული 02.01.1----–ელს, ნასამართლევი არ არის; რ-–--- უ---------, პირადი ნომერი 2----------, დაბადებული 02.01.1----–ელს, გამოვლენილი და დაჯარიმებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ 11.09.2--- წელს ადსკ 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯარიმა 200 ლარი) და 03.10.2--- წელს, ადსკ 1181-ე მუხლით (ჯარიმა 40 ლარი).

 

44. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მასალებით, კერძოდ კი ოქმით (ტომი მე-2, ს.ფ. 136), დასტურდება, რომ არჰავის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2016/1911 დოკუმენტის შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოთხოვნილი იყო მ--------- უ---------ს სახელზე შედგენილი სამოქალაქო მოწმობის სისწორის და მისი პირადობის კუთვნილების დადგენა.

 

დოკუმენტში, გადმოგზავნილი მ--------- უ---------ს სახელზე, შედგენილი #2---------- თ/რ პირადობის მოწმობის ფოტოასლი, ნაჩვენები იქნა მ--------- უ---------ს ვაჟისთვის - ჰ---- უ---------სათის. ჰ---- უ--------მა მისთვის ნაჩვენებ პირადობის მოწმის ასლში ყველა არსებული მონაცემის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი მამამისს - მ--------- უ--------ს ეკუთვნის, ხოლო პირადობაში არსებული ფოტო მის ბიძას - რ-–--- უ--------ს (თ/რ პირადობის მოწმობის #2----------) ეკუთვნის. მამამისი გონებრივად ჩამორჩენილია და მისი ნამდვილი პირადობის მოწმობა მამამისს აქვს, განაცხადა მან.

 

დოკუმენტში, გამოგზავნილი #2---------- თ/რ პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც შედგენილია მ--------- უ---------ს სახელზე, ნაჩვენები იქნა რ-–--- უ---------ს ვაჟისთვის - ო----- უ---------სთვის (თ/რ პირადობის მოწმობის #2----------). ო----- უ--------მა, მისთვის ნაჩვენებ პირადობის მოწმობაში მოყვანილი ყველა მონაცემის შესახებ განაცხადა, რომ იგი ეკუთვნის მის ბიძას - მ--------- უ--------ს, ხოლო პირადობაში არსებული ფოტო მის მშობელ მამას - რ-–--- უ--------ს (თ/რ პირადობის მოწმობის #2----------) ეკუთვნის. აღნიშნული ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების ესერ ბაშალმაზის (პოლიციის თანამშრომელი), ნურთექინ ჰაშიმოღლუს (პოლიციის თანამშრომელი), ო----- უ---------ს და ჰ---- უ---------ს მიერ ხელის მოწერით.

 

45. რ-–--- უ---------ს მიერ 2016 წლის 13 ი--–---, გამოძიებისათვის წარდგენილი პირადობის მოწმობით დგინდება, რომ პირადობის მოწმობაზე დატანილია შემდეგი ციფრები: N09, N------, 2----------. ლათინური ასოებით კი მითითებულია: U----- M------. გაცემის თარიღი 28.02.2----–-ლი.

 

46. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მასალებით, კერძოდ კი: რ-–--- უ---------ს პირადობის მოწმობით (ტომი მე-2, ს.ფ. 116 და 137) დგინდება, რომ პირადობის მოწმობაზე დატანილია შ--------–----------------665--1, 2----------. ლათინური ასოებით კი მითითებულია: U----- RESAT. გაცემის თარიღი 15.05.2015 წელი;

მ--------- უ---------ს პირადობის მოწმობით (ტომი მე-2, ს.ფ. 119 და 138) დგინდება, რომ პირადობის მოწმობაზე დატანილია შ--------–----------------538244, 2----------. ლათინური ასოებით კი მითითებულია: U----- M------. გაცემის თარიღი 06.06.2016 წელი.

 

47. 2016 წლის 14 დეკემბრის პიროვნების დაზუსტების შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაზუსტდა ბრალდებულის ვინაობა და მ--------- უ---------ს სახელით ნაწარმოები მასალები, ჩაითვალა 02.01.1----–ელს დაბადებულ რ-–--- უ---------ს, პირადი ნომერი 2---------- - სახელით ნაწარმოებ მასალებად.

 

48. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 344-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. მისი ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოს საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამ------------ა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფოს საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ნებისმიერი ხერხით, მაგრამ ძალადობის ან მისი გამოყენების მუქარის გარეშე. დამნაშავედ შეიძლება საზღვარი უკანონოდ გადაჭრას ფეხით, ცურვით, საჰაერო ხომალდით, ტრანსპორტით და სხვა საშუალებით. ამასთან, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ისე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე. მაგალითად საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტის ან ასეთივე ბეჭდის გამოყენებით, ვადაგასული საზღვარგარეთის პასპორტითა თუ ვიზით. დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. განსახილველი დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და იგი დამთავრებულია მოქმედების (საზღვრის გადაკვეთის) განხორციელების მომენტიდან. დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. სუბიექტური მხრივ, ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს. დანაშაულის სუბიექტია ყველა შერაცხადი ფიზიკური პირი, რომელმაც თოთხმეტი წლის ასაკს მიაღწია.

 

49. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 362-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტი არის ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი - მმართველობის წესს. დანაშაულის საგანია - პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში: ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით და გამოყენება. ყალბი პირადობის მოწმობის შეძენა შესაძლებელია დამზადებით, ყიდვით, ჩუქებით, პოვნით და სხვა მოქმედებით. რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს ან და მისი ოფიციალური წარდგენა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე იქნება ეს ყალბი დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება თუ გამოყენება. მაგალითად, დანაშაულის ობიექტური მხარე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფორმით, იურიდიულად დამთავრებულად ჩაითვლება ყალბი დოკუმენტის ოფიციალურად წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა დამნაშავემ სასურველ შედეგს. ამასთანავე, სარგებლობა შეიძლება დენადიც იყოს, ე.ი. შესაძლებელია, რომ ყალბი დოკუმენტს გამოყენება დროის გარკვეულ მონაკვეთში გრძელდებოდეს. მაშასადამე, თუ ეს დანაშაული დენადი ფორმით ხორციელდება, დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა ყალბი საბუთებით სარგებლობა შეწყდება. ამასთანავე, კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ის იყენებს, ყალბია. ასევე, დენადი ფორმა აქვს ყალბი პირადობის მოწმობის ან ოფიციალური დოკუმენტის შენახვას.

 

ქმედების ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირი. სუბიექტური მხრივ, ამ დანაშაულის ობიექტური მხარის ისეთი ნიშანთვისება, როგორიცაა დამზადება, შეძენა, შენახვა, აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა (მიზნით დაფუძნებული - გამიზვნითი დელიქტი). ესაა ამ დოკუმენტის გასაღების ან გამოყენების მიზანი. თუკი პირს ეს მიზანი არ ამოძრავებს, სახეზე არაა ამ დანაშაულის შემადგენლობა. გამოყენების მიზანი კი აუცილებლად გულისხმობს ისეთი შედეგის დადგომას, რასაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს. ქმედების მოტივს, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ გასაღების ან გამოყენების მიზნით ამზადებს, ინახავს ან იძენს ყალბ დოკუმენტს. ანდა გაცნობიერებული აქვს, რომ ასაღებს ან იყენებს ყალბ დოკუმენტს და სურს ეს.

 

50. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ-–--- უ--------მა განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: 1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და 2) ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება.

 

რ-–--- უ---------ს უდანაშაულოდ ცნობის საფუძვლები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას:

 

51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ნ---- გ---------ის, ნ-----–-- კ------ის, ზ------ ს-----–--ის ჩვენებებით და მოწმე ნ----- ბ----–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილი იქნა, რომ რ-–--- უ---------, 2016 წლის მაისის თვეში შემოვიდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან, მ--------- უ---------ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

 

52. რ-–--- უ---------ს მიერ, მ--------- უ---------ს სახელით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის ფაქტი, ასევე დადასტურებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს მიერ გამომძიებელ თ------ შ------–--ისათვის გადაგზავნილი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით (2016 წლის 21 ივლისის ნო-------------------------მართვა) სადაც აღნიშნულია, რომ მ--------- უ--------ს, მხოლოდ ერთხელ აქვს გადმოკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2016 წლის 5 მაისს, 23:30 საათზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტ სარფის გავლით. ასევე, მოწმე ნ---- გ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--------- უ--------- არის ავადმყოფი, ვერ დადის და საქართველოში არასდროს ყოფილა.

 

53. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის დამზადება, ისე ნამდვილ ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება. ყალბი დოკუმენტის დამზადება, თავისთავად უკვე დამთავრებული დანაშაულია, თუკი მისი მიზანია მისი გასაღება ან გამოყენება. ყალბი პირადობის მოწმობის ან ოფოციალური დოკუმენტის შეძენა არ არის დენადი დანაშაული და იგი დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა მისი განკარგვის შესაძლებლობა. საქმეზე წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ რ-–--- უ--------მა, გამოყენების მიზნით, მ--------- უ---------ს სახელზე დაამზადა ყალბი პირადობის მოწმობა და ისე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. შესაბამისად, მოქმედება, ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება, გამოყენების მიზნით, დამთავრებული იქნა თურქეთის სახელმწიფოში. საქართველოს სსკ მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, რ-–--- უ---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილი - ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება არ განეკუთნება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და არც ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, რ-–--- უ--------- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

54. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

55. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

57. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით რ-–--- უ--------მა ჩაიდინა: 1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 2) ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 3) ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ-–--- უ---------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს რ-–--- უ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

58. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ-–--- უ---------ს გამართლების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პოლიციის მუშაკების მხრიდან წესრიგის დაცვისა და გაჩერების მოწოდება რ-–--- უ---------სათვის მოხდა ქართულ ენაზე, ასევე, დაკავების შემდეგ, მას, ადგილზე, უფლებები განემარტა ქართულად. ის არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც ქართული არ ესმოდა. შესაბამისად, მის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, პოლიციის თანამშრომლებმა, დ----- ნ---–--ემ, ზ------ კ--------ომ და რ------– ლ------ემ, ცალსახად მიუთითეს, რომ რ-–--- უ---------, როგორც მათი, ასევე ნ-----–-- კ------ის მიმართ იგინებოდა ქართულად. ასევე, მოწმე რ------– ლ------ემ განაცხადა, რომ რ-–--- უ--------მა მათ ქართულად უთხრა შემდეგი სიტყვები „რატო მოხვედით, ჩვენი საქმე გვაქვს გასასწორებელიო“. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- გ---------ემ, ნ-----–-- კ------ემ და ზ------ ს-----–--ემ (რომლებიც არიან ნეიტრალური მოწმეები), ცალსახად აღნიშნეს, რომ რ-–--- უ--------- საქართველოში დიდი ხანი ცხოვრობდა და მან ქართული კარგად იცის. ის გარემოება, რომ რ-–--- უ--------- ქართულად კარგად საუბრობდა, ასევე, დადასტურებულია საქმეზე დაზარალებულად დაკითხული პირის ვ--–--- გ--–-–---–ის ჩვენებითაც. მან სასამართლოს განუცხადა, რომ 2016 წლის 12 ი--–---, როდესაც რ-–--- უ--------- მას ჩაუჯდა ტაქსში, შვილთან და მეუღლესთან ერთად, კომუნიკაციას მასთან რ-–--- უ--------- ამყარებდა და ქართულად ესაუბრებოდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, საქმის გამომძიებელმა კ-------–- ბ--------–---–მა კი განაცხადა, რომ საქმეზე თარჯიმნის მოწვევის აუცილებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ რ-–--- უ--------მა არ იცოდა ქართული წერა და კითხვა, ხოლო ქართულად კარგად საუბრობდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნათლად ადასტურებს, რომ რ-–--- უ--------მა ქართული იცოდა და ის ყველა მოწმესთან, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კომუნიკაციას ამყარებდა ქართულ ენაზე.

 

59. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ-–--- უ---------ს გამართლების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ფორმა N100-ა-თი დადგენილია, რომ მას დაუდგინა დიაგნოზი „რეაქტიული ფსიქოზი“. ის არაადექვატური იყო გამოძიების დროს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი ვერ მოხერხდა მისი სტაციონარში მოთავსება ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით. შესაბამისად, ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი, თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა. აღნიშნული ნომრებიდან ნათლად ჩანს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლოა სასამართლომ იხელმძღვანელოს პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისას, არის ექსპერტიზის დაკვნა, რომელზე დაყრდნობითაც, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის დროს პირი იმყოფებოდა თუ არა შერაცხად ან შეურაცხად მდგომარეობაში. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, არ წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც, სასამართლო უფლებამოსილია უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადგინოს პირის შერაცხადობის ან შეურაცხადობის საკითხი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

60. რ-–--- უ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

61. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

62. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ-–--- უ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

63. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

64. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ-–--- უ---------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ: საქართველოს სსკ 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ-–--- უ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

65. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ-–--- უ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას;

 

რ-–--- უ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ-–--- უ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და შესახლებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------–--------------–-–---------–------ათვლით;

 

რ-–--- უ---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დათვალიერების შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული დ----- ნ---–--ის სამსახურეობრივი ფორმის პერანგი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელ დ----- ნ---–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

რ-–--- უ---------ს მიერ წარმოდგენილი გაყალბებული პირადობის მოწმობა, მ--------- უ---------ს მონაცემებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

დაზარალებულ დ----- ნ---–--ის სამსახურეობრივი ფორმის პერანგის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულს შეუძლია ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

პროკურორს, განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე