განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100120003488248 (1/98-2020)
განაჩენი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2020 წელი ქ.ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი -მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: სტაჟიორ პროკურორი- ნი----–-----ს
დაცვის მხარე: ადვოკატ- შო-------------ს
ბრალდებულ- თე-----–------------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: თე-----–------------ს მიმართ
მამის სახელი: თე-----ი
დაბადებული: 1-.09.199- წელს
პირადი ნომერი: 48--------2
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ჩხ------–----------–----–----------------–--------ი, მე-13 ქუჩა №6
რეგისტრირებული: ჩხ------–----------–----–----------------–--------ი, მე-13 ქუჩა №6
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თე-----–------------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე- ბულად ცნო:
თე-----–------------მ უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 15 ოქტომბრამდე პირადად უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, 11,28 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რომელიც 2019 წლის 15 ოქტომბერს ჩხ------–----------–----–----------------–----------------–---ს საავტომობილო გზაზე, აირგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტო- რიაზე მყოფ თე-----–------------ს ამოუღეს პირადი ჩხრეკის შედეგად.
ბრალდებულმა თე-----–------------მ თავი აარიდა გამოძიების ორგანოში, 2020 წლის 27 თებერვალს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხი-ლვის სხდომებზე გამოცხადებას, მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ზემოთ აღნიშნუ-ლიდან გამომდინარე საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თე-----–------------ს დაუსწრებლად მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, შო-------------ს მონაწილეობით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
თე-----–------------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
მოწმე პა-------------ა განმარტავს, რომ მუშაობს საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველო დეტექ-ტივების განყოფილების უფროსად, 2019 წლის 15 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ჩხ------–----------–----–----------------–----------------–---ში იმყოფებოდა თე-----–------------ და გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება, პატაკით მიმართა სამმართველოს უფროსს, მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება და მოწმის სახით გამოიკითხა შო----------ს მიერ.
მოწმე ლა–----–-ა განმარტავს, რომ მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, თე-----–------------ არის მისი თანასოფლელი, 2019 წლის 15 ოქტომბერს პა-------------ასგან გახდა ცნობილი, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად სო----–----------------–---–ი აირგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ თე-----–------------ს გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ მარიხუანა.
მოწმე ვა--------–--------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 15 ოქტო-მბერს ჩხ------–----------–----–----------------–---------------–---ში გამომძიებელ შო----------სთან და კო----------------ნ ერთად მონაწილეობა მიიღო თე-----–------------ს პირად ჩხრეკაში, ის გააჩერეს აირგასამართ სადგურთან, გამომძიებელმა განუმარტა უფლებები, რის შემდეგ მან წინა ჯიბიდან ამოიღო და წარმოადგინა სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, რომელიც დალუქეს ადგილზე, შედგა საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოქმი და მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს კო------------მ და აღნიშნა, რომ გამომძი-ებელ შო----------სთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვა--------–--------სთან ერთად მონაწილეობდა თე-----–------------ს პირად ჩხრეკაში, რომელმაც გამომძი-ებლის მიერ უფლების განმარტების შემდეგ წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღო და ნებაყოფლობით წარმოადგინა თეთრ ქაღალდში შეხვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ თე------------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა ერთ პაკეტად დალუქული სპეციფიკური სუნის მქონე, დაქუცმაცებული, გამხმარი მცენარეული მასა, თვისებითი ქიმიური რეაქციით და ინსტრუმენტული ანალიზით გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მასა წარმოადგენდა 11,28 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
მოწმე ლა---------–-------ა განმარტავს, რომ თე-----–------------ს ბრალდების საქმეზე დეტექტივ-გამომძიებელმა შო----------მ პა-------------ას მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, რის შემდეგ თე-----–------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოიღეს სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. თე-----–------------მ 2019 წლის 04 ნოემბერს დატოვა საქართველოს ტერიტორია, იგი არ იმყოფება თავის საცხოვრებელ სახლში და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო მის ინტერესების დამცველ ადვოკატს.
თე-----–------------ს ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:
2019 წლის 15 ოქტომბრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თე-----–------------ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია მისგან მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასის ამოღება (ს.ფ. 8-13)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში თე-----–------------ს მიმართ ჩატარე-ბული საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკა ცნობილია კანონიერად. (ს.ფ. 1--19)
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 2019 წლის №7--/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით თე-----–------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე დაქუცმაცებული, გამხმარი მცენარეული მასა, წონით 11,28 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალ ,,მარიხუანას’’ (ს.ფ. 30-34)
საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) სასაზღვროს მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების უფროსის 2020 წლის 13 თებერვლის მომართვით დადასტურებულია თე-----–------------ს მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის კვეთის ფაქტი, რის შემდეგ იგი არ დაბრუნებულა საქართველოში (ს.ფ 45-46)
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის სისხლისსამართლე-ბრივი დევნის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
ნარკოტიკული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, რაც მოცე- მულ შემთხვევაში გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას და შენახვას.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ნიშნავს კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მის მოპოვებას ყიდვით, ჩუქებით, გაცვლით, ნაპოვნი ნივთიერების მითვისებით და ა.შ.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის შესაბამისად შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შესაბამისი ლიცენზიის და უფლებამოსილების გარეშე შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა წარმოადგენს განზრახ ქმედებას, რომელიც გამოიხატება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვაში შესაბამისი ლიცენზიის და უფლებამოსილების გარეშე, რა დროსაც ხდება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების განთავსება ბინაში, ავტომანქანაში, საცავში, ჯიბეში და სხვა ადგილას.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ობიექტური მხარე გამოიხატება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიეერება მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში.
სუბიექტური მხრივ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არის პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალი-სწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, თე-----–------------ს შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწი-ნააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების №IV სიაში, რეგისტრაციით №92, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნივთიერება ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს.
,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონში ჩამოთვლილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შორის ნარკოტიკულ საშუალებად მითითებულია გამომშრალი მარიხუანა, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით თე-----–------------სგან ამოღებული 11,28 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას ოდენობა მიიჩნევა სისხლის სამართლის წესით დასჯადად და წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვე-ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნო-ბისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდა-მენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუ-ნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებ-ლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდე-ბულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარი-სობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ თე-----–------------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
ბრალდებულ თე-----–------------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თე-----–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარე- მოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართ-ლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრ-დებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწეს-რიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის, კონკრეტული ქმედებისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით თე-----–------------ს საზოგადოებისაგან იზოლაცია არ იქნება სამართლიანი, მისი პიროვნების და მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული სასჯელი და აუცილებელი ბრალდებულის რესოციალიზაციისთვის. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის, თე-----–------------ს პიროვნების და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ თე-----–------------ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს ნადგურდება.
ნივთიერი მტკიცებულება, თე-----–------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღე-ბული 11,28 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა’’, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-259-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილ იქნას დამნაშავედ თე-----–------------ (პირადი ნომერი 48--------2) საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.თე-----–------------ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2020 წლის 27 მარტის 13:47 საათიდან.
3.თე-----–------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად თე-----–------------ს (პირადი ნომერი 48--------2) 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევ-ტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ბ)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება
გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება.
დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება.
ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.
ვ)პასიური საარჩევნო უფლება.
ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
5.ნივთიერი მტკიცებულება, თე-----–------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღე-ბული 11,28 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა’’, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
6.ზემოთაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნ. აკობია