განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/1637-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილი მდივნობით,პროკურორი - დ------------–---–ის,მსჯავრდებულ - ს-------–----------ას,ადვოკატ - გ--------------ის,თარჯიმან- ა---------–--------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ს-------–----------ას სააპელაციო საჩივარის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ს-------–------------------------ას მიმართ - დაბადებულის 1----–-–-----------, (პ/ნ 1----------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ----------------------------–------------–ია, ამჟამად პატიმრის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განაჩენით:
ს-------–------------------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით:
მსჯავრდებულ ს-------–------------------------ას 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მესამედით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ძირითდი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით და ძირითადი სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ს-------–----------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
ს-------–----------ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ-----------–---------ამ და ს-------–----------ამ გადაწყვიტეს ჩაედინათ სხვისი ქონების დიდი ოდენობით თაღლითური გზით დაუფლება. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით წინასწარ გაინაწილეს როლები, ბ----------ს უნდა დაემზადებინა ყალბი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მას გარდაბნის რაიონის სოფელ ყ---------–--ში საკუთრებაში ექნებოდა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი. ბ----------მ ყალბი აზომვითი ნახაზებით დაირეგისტრირა ს-----------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. ნდობაში შევიდა ქალაქ თბილისში, ვა--------–--------------------------------------ში მცხოვრებ ლ-------------- ასულ ბ---------ნ, რომელიც გაიცნო ქალაქ თბილისში სამაკლერო ფირმაში. შეთავაზების თანახმად, ლ-------------ს უნდა ესესხებინა ფული, კერძოდ კი საცხოვრებელი ბინის სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების გაფორმებით, რითაც ლ-------------ს სარგებელის სახით უნდა მიეღო ყოველთვიურად გასესხებული თანხის 8 %. ნდობის განმტკიცების და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით ბ----------მ ჯერ წარუდგინა მათ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს გარდაბნის სამსახურის მიერ 2008 წლის 3 თებერვალს გაცემული ამონაწერი N8--------, რომლის მიხედვით ბ-----------–---------ამ და ს-------–----------ამ აჩვენეს და დაათვალიერებინეს ბ----------ს სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ს-----------სა და ა----------ს და რომელიც 2008 წლის 6 ივნისს იპოთეკით ჰქონდა დატვირთული ვ-–---------–--ეს. აღნიშნული ამონაწერის საფუძველზე, 2009 წლის 7 მარტს ბ-----------–---------ამ ნოტარიუს ნ-----–--------–-–-იას N1----- ხელშეკრულებით ლ-------------ს გაუფორმა და სანოტარო წესით დაუმოწმა აქტი - უძრავი ქონების სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, რაშიც მას სანოტარო მოქმედების ჩატარების ადგილზევე მოტყუებით გამოართვა 9000 აშშ დოლარი. აღნიშნული მონაცემებით რეგისტრირებული ს------------ს და ა----------ის ბინა იპოთეკით დატვირთული და შემდგომში გაყიდული იქნა რამდენიმე პირზე, რომელიც საბოლოოდ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ს------------------ამ.
ბრალდებული ს-------–----------ა თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის შესაბამისად, საქმე განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით.
მსჯავრდებული ს-------–----------ა დაკავებული იქნა 2018 წლის 23 ნოემბერს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს-------–----------ამ, რომელმაც მოითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. ასევე მოითხოვა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გამოყენება და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ს-------–----------ამ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ხდის სადავოდ და ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებს. ამასთან, ვინაიდან დაზარალებული სს მისო ,,ქ--------–------------“ გამოთქვამს თანხმობას, რომ მის მიმართ გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, ითხოვს დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას.
ადვოკატმა გ--------------ემ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ ს-------–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა დ------------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვება; ამასთან, მხარი დაუჭირა მსჯავრდებულ ს-------–----------ას მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გამოყენებას და მის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პალატა თვლის, რომ ს-------–----------ას მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მას ბრალად შეერაცხა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მსჯავრდებულმა ს-------–----------ამ განმარტა, რომ სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
პალატა აღნიშნავს, რომ ს-------–----------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ასევე დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის სახით დაკითხული ლ-----------–--–-ას, მოწმეების: ვ-–---------–--ის, ა-–----------------------–-------------------–-----------------------------------–---–--------------------–---–---------------–---–-----------------–---–--------------------------------------–--------------------------------------------------ს ჩვენებებით; საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებით; ექსპერტიზის დასკვნებით; საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პირველი ინსტანციის სასამართო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ს/ს ,,ქ--------–------------ს“ წარმომადგენლის ლ-----------–--–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 25 დეკემბერს საზოგადოებას სესხის მოთხოვნით მიმართა ს------------------ამ, რის უზრუნველსაყოფადაც წარმოადგინა გარდაბნის რაიონის სოფელ ყ---------–--ში არსებული უძრავი ქონება. ს------------------ას სესხის სახით გადაეცა 27000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო სს ,,ქ--------–------------მა“ აღნიშნული უძრავი ქონება გაიტანა აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, თუმცა რეალიზაცია შეჩერებული იქნა პროკურორის წერილის საფუძველზე, რადგან საქმეში გამოიკვეთა თალითობის ნიშნები.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებულ სს ,,ქ--------–------------ს“ წარმომადგენელი ნინო მიქაძე, რომელმაც დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით უკვე მოხდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ობიექტის რეალიზაცია და ზიანი ანაზღაურებულია. მანვე განმარტა, რომ დაზარალებული ორგანიზაცია - სს ,,ქ--------–------------“ თანახმაა, რომ მრჯავრდებულ ს-------–-----------ას მიმართ გამოყენებული იქნეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილი შეღავათი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ს-------–----------ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით. შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
რაც შეეხება ს-------–----------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სასჯელის სახისა და ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ს-------–----------ას რესოციალისაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ იგი მიემალა მართლმსაჯულებას, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება ამნისტიის აქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხს, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში მითითებულია, რომ უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ს-------–----------ას მიმართ უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის დანაწესი, ვინაიდან სასამართლო პროცესზე დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა გამოთქვა თანხმობა მსჯავრდებულ ს-------–----------ას მიმართ ამნისტიის გავრცელებისა და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ამდენად, პალატა უთითებს, რომ ცვლლილება უნდა შევიდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განაჩენში და მსჯავრდებული ს-------–----------ა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს-------–------------------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს-------–------------------------ა (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ს-------–------------------------ა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ს-------–------------------------ა სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 ნოემბრიდან.
ს-------–------------------------ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე