განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100119002796440
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №----------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სხდომის მდივანი - სოფიკო უგრეხელიძე,სახელმწიფო ბრალმდებელ - გ-----------------

ადვოკატ - ი------------ მონაწილეობით,ბრალდებულ - ი--------------- მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ი------------------------- (დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------–----------------------–-) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანებით ი-------------- დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ----------------------------------------- თანამდებობაზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–---------------------------- დამტკიცებული დებულების შესაბამისად სხვა ფუნქციებთან ერთად ევალებოდა ს------------------------------------–---------------------------------------------–------–------------------–---–----------––-------–-----------------–-------–----------------–------–--------------------–--------–---------------------------–---

ი-------------- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, ამავე კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, როგორც თანამდებობის პირს, უფლება არ ჰქონდა საჯარო სამსახურის უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოეყენებინა საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მიუხედავად აღნიშნულისა, ი--------------მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საჯარო სამსახურის თანამდებობასთან დაკავშირებული სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა კანონით აკრძალული ქონებრივი სიკეთის მისაღებად და განზრახ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. კერძოდ:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ----------------------------------------- თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, ი--------------ს თანამდებობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის ს---------------–---------------------–----------–--------------–--------------------–--------–---------------------------–--- რაც უნდა განეხორციელებინა შესაბამის პერიოდში მოქმედი „–------------–------- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა „-----–-–---------------–-------–-------------------–-----------------------------–--–-------------

თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ი--------------ს, როგორც შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურეს უნდა უზრუნველეყო მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურაში მიმდინარე ს----–-–------–-------------------–-------------------–------–-------------------------------------–-------------------–-----------------–---------–-------–--–-----------------------–-------------------------–----–-------------------------–------- რაც უნდა განეხორციელებინა ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ტ------------------------------------------------------–-------------------

ი--------------ს განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით თავისთვის გამორჩენისა და ქრთამის სახით მატერიალური სარგებლის მიღება, დაუკავშირდა 2--- წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი კონტრაქტორი სამეწარმეო სუბიექტის - ი-----–--------------- ფაქტობრივ მმართველს კ--------------------------ს, რომელსაც სამომავლოდ თავდაცვის სამინისტროსთან გარანტირებული თანამშრომლობისა და მისი მხრიდან სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა ხელშეკრულებების ღირებულების 3%-დან - 5 %-მდე ოდენობის თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში წააგებინებდა კ----------------------------------------–---

კ------------------------------ ფარული მოლაპარაკების წარმოების ფაქტის შენიღბვისა და გარეშე პირთა ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ი-------------- მოელაპარაკა ამ უკანასკნელს თანხა მისთვის გადაეცა ხელშეკრულების გაფორმებისა და ს----–-–---------------------–-------------------------------–------------------–---- შემდგომ, ხოლო ქრთამის გადაცემასთან და უკანონო გარიგებასთან დაკავშირებული საკითხები მოეგვარებინა უშუალოდ მასთან, ლ-------------- ჩარევის გარეშე, რასაც კ--------------------------- დათანხმდა.

ი--------------მ ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი-----–--------------ათვის“ შ------------------------–------ დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტ---------------–------------------------------–------------------- 2--- წლის 0---------, როგორც ქ--------–--------------------------------------------------------------- ი-- „ლ--------------თან“, გააფორმა #----- ხელშეკრულება 2------–----------------–-----------------–--------------–-------------------------–-------- თაობაზე, სანაცვლოდ კი კ--------------------------ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის გადახდა.

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ---–--------–---------–-------------–------------- შემდგომ, კ--------------------------მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს, ი--------------ს ქრთამის სახით გადასცა 1050 ლარი.

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისთვის წინაპირობების შესაქმნელად და ი-----–--------------ათვის“ შ------------------------–------ დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტ---------------–-----------------------------–------------------- 2--- წლის 1------------, როგორც ს----------–-----------–-------------------–----------------------------------------- ი-- „ლ--------------თან“ გააფორმა #--- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსათვის 5-------–----------------–--------------------------------------------------------------–-------- თაობაზე, სანაცვლოდ კი კ--------------------------ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ---–--------–---------–-------------–------------- შემდგომ, კ--------------------------მა გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი--------------ს ქრთამის სახით გადასცა 17280 ლარი.

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი-----–--------------ათვის“ შ------------------------–------ დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტ---------------–-----------------------------–------------------- 2--- წლის 1-------------, როგორც ს----------–-----------–-------------------–----------------------------------------- ი-- „ლ--------------თან“ გააფორმა #--- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსათვის 5------–----------------–--------------–-----–-------- თაობაზე, სანაცვლოდ კი კ--------------------------ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის გადახდა.

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ---–--------–---------–-------------–------------- შემდგომ, კ--------------------------მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი--------------ს ქრთამის სახით გადასცა 2750 ლარი.

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი-----–--------------ათვის“ შ------------------------–------ დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტ---------------–-----------------------------–------------------- 2----–-–-----------, როგორც ს----------–-----------–-------------------–----------------------------------------- ი-- „ლ--------------თან“ გააფორმა #--- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 4-------–----------------–----------------------------------------------–-------- თაობაზე, სანაცვლოდ კი კ--------------------------ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ---–--------–---------–-------------–------------- შემდგომ, კ--------------------------მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი--------------ს ქრთამის სახით გადასცა 13470 ლარი.

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი-----–--------------ათვის“ შ------------------------–------ დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტ---------------–-----------------------------–------------------- 2--- წლის 1--------, როგორც ს----------–-----------–-------------------–----------------------------------------- ი-- ლ--------------თან“ გააფორმა #--- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 2-------–----------------–---------------------–------–---------–----------------------–-------- თაობაზე, სანაცვლოდ კი კ--------------------------ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ---–--------–---------–-------------–------------- შემდგომ, კ--------------------------მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი--------------ს ქრთამის სახით გადასცა 6960 ლარი.

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი-----–--------------ათვის“ შ------------------------–------ დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტ---------------–-----------------------------–------------------- 2--- წლის 1------------, როგორც ს----------–-----------–-------------------–----------------------------------------- ი-- ლ--------------თან“ გააფორმა #---- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 1-------–----------------–-------------–---–-----------------–-------- თაობაზე, სანაცვლოდ კი კ--------------------------ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ---–--------–---------–-------------–------------- შემდგომ, კ--------------------------მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი--------------ს ქრთამის სახით გადასცა 3600 ლარი.

ამდენად, ი--------------, როგორც საჯარო მოხელე, 2----–-–----------------------–-–------------------- ჩათვლით პერიოდში, სისტემატურად იყენებდა ბოროტად სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ი-----–--------------ათვის“ შ------------------------–------ დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად და ამ გზით მისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, განზრახ არღვევდა „–------------–------- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს და ტ-----------------–------------------------------––-------–---------------------------------------–------------------, უწევდა მას სამსახურებრივ მფარველობას და სანაცვლოდ საერთო ჯამში ქრთამის სახით მიიღო 45110 ლარი, რითაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქრთამის აღება არაერთგზის, ე.ი. მოხელის მიერ არაერთგზის პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და სამსახურებრივი მფარველობა.

სსსკ-ის 189-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვინაიდან ბრალდებული ი-------------- თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმის განხილვა სასამართლოში ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

მოწმე ა----------------------- ჩვენებით, ი-------–--------–--------------- სახელით კ------------------------------ ერთად ახორციელებდა ს---–--------------------, რომლის ძირითად სფეროს წარმოადგენდა უ------------------------------–--–---–-------------------------–------- იმ პერიოდში თ-----–-------------------–------------------------------------------ დაინიშნა ი--------------, რომელთანაც უშუალო შეხება ჰქონდა კ--------------------------ს. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად იმყოფებოდა უცხოეთში, ი--------------სთან უშუალოდ მოლაპარაკებას მართავდა კ---------------------------, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შ----------–---------–---------–------------------–----------------------–---------------------------–-------–--–------------–-- რის სანაცვლოდ გარკვეული პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ი--------------სთვის. მოწმის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროსთან ი-----–--------------- სახელით გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდნენ ი-------------- და კ---------------------------. მოწმის ჩვენებით, თავად ი---------------თვის არასდროს თანხა არ გადაუხდია და იმის შესახებ, რომ მას გარკვეული პროცენტი უნდა მიეღო მათ მიერ გადახდილი თანხით, იცის მხოლოდ გადმოცემით.

მოწმე ლ-------------- ჩვენებით, ა--------------------------- და კ------------------------------ ერთად, რომელიც არის მისი მამიდაშვილი ეწეოდა ს---–--------------------. კერძოდ, „-–--------------- სახელით დ------------–---------- ი------------–--------–------- რომლის ს----------------------–---------------------------------------------------------–--–---–---------, რომლის შ------------------- თავდაცვის სამინისტრო. თავად არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ ღებულობდა და მისთვის უცნობია ხელშეკრულების გაფორმების დეტალები. ი--------------ს არასდროს შეხვედრია და მისი პარტნიორების მხრიდან მისთვის თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

მოწმე კ---------------------------ს ჩვენებით, ა--------------------------- და ლ--------------თან ერთად ეწეოდა ს---–-------------------- და დ------------–---------- ი-------–----------–--------------- ს-------------------------------- წარმოადგენდა უ------------------------------–--–---–---------- რომლის შ----------------–---–----- თავდაცვის სამინისტრო. 2--- წელს გაიცნო ი--------------, რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს შ----------------------------------------- თანამდებობაზე და სწორედ მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს თავდაცვის სამინისტროს მიერ მ-----------–---------–-----–-------------------- თავდაცვის სამინისტროსთვის ს------–-----–------- ხდებოდა, როგორც ტ-------–----------------------, ისე ფ-------–-------------–---------------------------------------------–------ ხელშეკრულების გაფორმება ხდებოდა ი--------------სთან. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზით, მოხდა როგორც მისი, ისე მისი პარტნიორების დაკავება, მიმდინარეობდა მათზე ზეწოლა და წნეხი იმ მიზნით, რომ ხელი დაედოთ ი---------------თვის, თითქოს მისთვის სხვადასხვა დროს გადახდილი ჰქონდათ ფულადი თანხა ქრთამის სახით. რეალურად ი---------------თვის ქრთამის სახით არასდროს ფული არ გადაუცია და არც მისი მხრიდან ყოფილა ამის მოთხოვნა. მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც უთითებს, რომ ი--------------ს არაერთხელ გადასცა ქრთამი, მიცემული იყო იძულების, დაშინების და ზეწოლის შედეგად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანებით, ი-------------- დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ----------------------------------------- თანამდებობაზე.

2--- წლის 3------- გაფორმებული ს----–-–------–--------- შესახებ #--- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ---------------------------------------ს ი--------------ს და ი-- „ლ--------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თ-----–--------------------------------–----------------–--------------------------------------------–-------- თაობაზე.

2--- წლის 1-------- გაფორმებული ს----–-–------–--------- შესახებ #--- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ---------------------------------------ს ი--------------ს და ი-- „ლ--------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 2-------–----------------–---------------------–------–---------–----------------------–-------- თაობაზე.

2--- წლის 1------------- გაფორმებული ს----–-–------–--------- შესახებ #--- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ---------------------------------------ს ი--------------ს და ი-- „ლ--------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსათვის 5------–----------------–--------------–-----–-------- თაობაზე.

2--- წლის 1------------ გაფორმებული ს----–-–------–--------- შესახებ #---- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ---------------------------------------ს ი--------------ს და ი-- „ლ--------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 1-------–----------------–-------------–---–-----------------–-------- თაობაზე.

2--- წლის 0--------- გაფორმებული ს----–-–------–--------- შესახებ #----- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ---------------------------------------ს ი--------------ს და ი-- „ლ--------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფ---------------------–----------------–-----------------–--------------–---------–-------- თაობაზე.

2--- წლის 1------------ გაფორმებული ს----–-–------–--------- შესახებ #--- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ---------------------------------------ს ი--------------ს და ი-- „ლ--------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 5-------–----------------–--------------------------------------------------------------–-------- თაობაზე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ ი--------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ი--------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პრესტიჟი და ავტორიტეტი, ასევე მათი ნორმალური, კანონის შესაბამისი ფუნქციონირება. ობიექტური მხრივ ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან. სუბიექტური მხრივ დანაშაულის ჩადენის მოტივი, როგორც წესი ანგარებაა, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით ქრთამის აღება პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ი--------------- ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. ბრალად შერაცხულ ქმედებაში ი--------------- მონაწილეობის დადგენისათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას. ერთადერთი მოწმე, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ი--------------ზე ქრთამის სახით ფულის გადაცემა ფაქტი არის კ---------------------------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში კატეგორიულად უარყო ი--------------ზე ქრთამის სახით ფულის გადაცემის და მისი მხრიდან ფულის მოთხოვნის ფაქტი. მოწმემ დეტალურად განმარტა, რომ ა--------------------------- და ლ--------------თან ერთად დ------------–---------- ი-------–----------–--------------, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გ----–---------–------------–---------------------–-------–-------–--–--------------------------–----- ხელშეკრულების გაფორმება ხდებოდა ი--------------სთან. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ თითქოს ი--------------სთვის სხვადასხვა დროს ქრთამის სახით გადახდილი აქვს გარკვეული ოდენობის თანხა არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ჩვენება მიცემული იყო მისი დაკავების შემდგომ, იძულების, დაშინების და ზეწოლის შედეგად.

მოწმე ლ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ა--------------------------- და კ------------------------------ ერთად, „-–--------------- სახელით დ------------–---------- ი------------–--------–------- რომლის სახელით ს----------------------–----------–--------------------–--–---–----------– ახდენდა თავდაცვის სამინისტრო, თავად არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ ღებულობდა და მისთვის უცნობია ხელშეკრულების გაფორმების დეტალები. ამასთან, არასდროს შეხვედრია ი--------------ს და მისი პარტნიორების მხრიდან მასზე თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება მოწმე ა------------------------ მართალია მან სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ზოგადად განმარტა, რომ თითქოს ს----------------------–----------–---------–- თავდაცვის სამინისტრო პ------------–---------------- იმ შემთხვევაში შ--------- თუ გარკვეული პროცენტის გადახდა მოხდებოდა ი--------------სთვის, თუმცა მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მას ი--------------სთვის თანხა არასდროს გადაუხდია, იგი არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი, არანაირ მონაწილეობას ხელშეკრულების გაფორმებაში არ ღებულობდა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ფლობს მხოლოდ კ---------------------------სგან, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში კატეგორიულად უარყო ი--------------ზე ქრთამის სახით ფულის გადაცემის და მისი მხრიდან თანხის მოთხოვნის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, არ უთითებს ი--------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის 2----–-–---------------- დადგენილებით, ი--------------ს-------- პ---–-------------–----------–-----------–-----------------–------------------- და „-----------–-------------------–---------–-–-------------------------------------–---–----------- მის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გაუქმდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, ი--------------- მიერ სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც ი-------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ი--------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი