განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100117002184333
საქმე №1/ბ-504-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დ----- ს--–----ის,მსჯავრდებულის - ი-----–- კ-------ას,ადვოკატის - ი-----–- შ-----–-ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- თ-----ის ძე კ-------ას მიმართ, დაბადებული 3---------წ. პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, მ-----–-–- ქ. N20, მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, პ-------------- ქ. N18;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- კ-------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 23-დან 24 საათამდე დროის მონაკვეთში ტყიბულის რაიონის სოფელ კ----ში ი-----–- კ-------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს ,,ი-–-------“-ის კუთვნილი ფორდის მოდელის სატვირთო ავტომანქანიდან (სახელმწიფო ნომერი და სერია A---------) მასში დამონტაჟებულ ,,ე--------------“ ფირმის ორ ცალ აკუმულატორს ღირებულებით 920 ლარი და ასევე, ამავე ფირმის კუთვნილ ფორდის მოდელის სატვირთო ავტომანქანიდან (სახელმწიფო სერია და ნომერი A---------) მასში დამონტაჟებულ ,,მუტლუს“ ფირმის ორ ცალ აკუმულატორს ღირებულებით 800 ლარი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს ,,ი-–-------“-ს მიადგა 1720 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით ი-----–- კ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვა დაკავების დღიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 3 ნოემბრიდან 2017 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებული ი-----–- კ-------ა დაკავებულ იქნა 2018 წლის 21 ივნისს.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–- შ-----–-ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენში და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ი-----–- კ-------ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არ წაუსწრიათ სამართალდამცავებს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1/3 ჩაეთვალოს პირობით.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ი-----–- კ-------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- შ-----–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ს--–----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ი-----–- კ-------ას მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- კ-------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ------- ხ------–---–ის, ნ--------ი მერკვილაძის, თ----- ცოფურაშვილის, ალეკო ს--–----ის,ანზორ აშვეთიას, გ------- ნ-–------ის, კ---- ქ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენილის გ------- ჭ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; ტექნიკის საიჯარო ხელშეკრულებით; განაჩენების ასლებით ი-----–- კ-------ას მიმართ; პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალების შესახებ; ი-----–- კ-------ას აღიარებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას ქმედებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
სააპელაციო პალატა ი-----–- კ-------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ი-----–- კ-------ამ მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, მას შემდეგ რაც ბრალდების მხარისაგან ვერ მიიღო თანხმობა შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებზე, მან თავი აარიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმის განხილვა ჩატარდა მის დაუსწრებლად, აღნიშნული გარემოებების და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- კ-------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–- შ-----–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- კ-------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 ივნისიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 03 ნოემბრიდან 2017 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით.
ი-----–- კ-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს (ბ---------ი გ-----–--ე) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე