განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----------–---ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა----------------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, მ----------–--------------–--------------------.
ადვოკატი - თ-------------–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი;
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 3 აგვისტოს, ქ. თბილისი, ა-–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა----------------ს შელაპარაკება მოუვიდა რ-------------–--ესთან. შელაპარაკების დროს ა---------------მა, რ-------------–--ეს, დანის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ბრალდებულმა ა---------------მა სასამართლო სხდომაზე თავი აარიდა გამოცხადებას, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განაჩენი მიღებულ იქნა მის დაუსწრებლად.
2.2. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.3. სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ვ-------------ას ჩვენება არ გამოკვლეულა, ვინაიდან ის მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მას, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
GAGAGGA
2.4. დაზარალებულმა რ-------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ა---------------ი მისი ნაცნობია. 2018 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 02:20 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისი, ა-–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეხვდა ა---------------ი, რომელმაც ნაჭერში გახვეული ნივთი გადასცა და უთხრა შემინახეო. მან გამოართვა და შეინახა ჯიბეში. ამ დროს თვითონაც ნასვამი იყო და ა---------------იც. შემდეგ ი--------მა სთხოვა, რომ სახლში გაჰყოლოდა დასალევად, მაგრამ მან უარი უთხრა, რადგან მეორე დღეს უნდა ემუშავა. ამის გამო ა---------------ი გაბრაზდა და მიცემული ნივთის დაბრუნება მოსთხოვა. მან გადასცა თავისი ნაჭერი. ი--------მა ნაჭრიდან ამოიღო შავტარიანი დანა და მუცლის მარცხენა მხარეს დაარტყა. შემდეგ ქუჩაში გამვლელებმა დარეკეს 112-ში და განაცხადეს, რომ დაჭრილი იყო. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება და წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. ამის შემდეგ მას ა---------------ი აღარ უნახავს.
2.5. გამომძიებელმა ლ-–---------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, ღამის საათებში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელმძღვანელობამ ელექტრონულად გადაუგზავნა ა---------------ის ფოტოსურათი და დაავალა მისი შემოწმება, რადგან იგი მხილებული იყო ადამიანის დაჭრაში და თან უნდა ჰქონოდა დანა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ი--------ი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ჩ-----------------ში. იგი თავის თანამშრომელ - გ---------------–---–თან ერთად გაემართა მითითებულ მისამართზე, სადაც შენიშნეს ა---------------ი. იგი გააჩერეს, წარუდგინეს თავი და გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ა---------------ი ამ დროს ნასვამი იყო. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი საქამრის უკანა ნაწილიდან ამოიღეს დანა, რომელიც ნაჭერში იყო გახვეული. დანას ეწერა სამი ექვსიანი და ზემოდან გასახსნელი ჰქონდა ამოჭრილი. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადოდ, ხოლო ჩხრეკის ჩატარების შესახებ შედგა ოქმი, რის შემდეგაც ა---------------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
2.6. გამომძიებელმა გ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, ღამის საათებში თავის მეწყვილე - ლ-–---------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს ნ-------------–-–---–მა შეატყობინა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, ყ-----------------------ში მომხდარ დაჭრაში მონაწილეობა მიიღო ა---------------მა, რომელიც იმჟამად იმყოფებოდა ოთარ ჩხეიძის ქუჩის მიმდებარედ და თან უნდა ჰქონოდა სავარაუდოდ დანა. ხელმძღვანელობის დავალებით, იგი ლ-–---------ესთან ერთად გაემართა აღნიშნულ მისამართზე. მათ ამ დროს თან ჰქონდათ სპეციალური ბაზიდან ამოღებული ა---------------ის ფოტოსურათი. ა---------------ი ო------------------------ის მიმდებარედ შეაჩერეს, რა დროსაც წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით, პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთცმული შარვლის უკანა ნაწილიდან ამოღებულ იქნა ნაჭერში გახვეული დანა. როდესაც დაასრულეს ოქმის შედგენა, ი--------ს გააცნეს ოქმი და იგი ნებაყოფლობით წარადგინეს პოლიციის განყოფილების შენობაში. ამოღებული დანა დაილუქა ნივთმტკიცების სახით ქაღალდის კონვერტში, რომელზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, თუმცა არც დალუქვის კონვერტზე, არც დადგენილებაზე და არც პირადი ჩხრეკის ოქმზე ა---------------მა მათთვის გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. ა---------------ის დაკავება ადგილზე არ მომხდარა, რადგან არ ჩათვალეს მისი დაკავება საჭიროდ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის გამო.
2.7. მოწმე ნ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს რ--------–--------------–ში, ემერჯენსის განყოფილებაში. 2018 წლის 3 აგვისტოს, იგი ამავე განყოფილებაში მუშაობდა ექთნის პოზიციაზე. ხსენებულ დღეს მან მიიღო პაციენტი რ-------------–--ე, რომელიც იყო დაჭრილი. მან პაციენტის გახდაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით პაციენტის ტანსაცმელი გადასცა გამომძიებელს.
2.8. პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 3 აგვისტოს, 02:05-02:20 საათების პერიოდში, ქ. თბილისი, ო--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა---------------ს, რის შედეგადაც მისი ტანთცმული შარვლის უკანა საქამრის შუა ნაწილიდან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის ნაჭერში გახვეული შავტარიანი დანა. დანას, მარცხენა მხარეს აქვს წარწერა ,,666“, ,-------- დანის პირის ქვედა მხარეს გააჩნია ბოთლის გასახსნელი (ს.ფ. 8-11).
2.9. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, 03:35-03:50 საათების პერიოდში, ქ. თბილისი, ქ----------------------ში მდებარე შპს ,,რ---------–-----------–ში“, ნ---------------–---–ისგან ამოღებულ იქნა რ-------------–--ის ტანსაცმელი: 1) მოკლე სახელოებიანი კუბოკრული პერანგი, რომელიც იკვრება ღილებით. პერანგს მარცხენა ქვედა წინა მხარეს აღენიშნება დაზიანება და მოწითალო ფერის ლაქები; 2) შავი ფერის ნაჭრის შარვალი, რომელსაც წინა მარცხენა ჯიბესთან აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები (ს.ფ. 22-26).
2.10. 2018 წლის 2 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, შპს ,,რ---------–------------–ი“-ს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. რ-------------–--ე მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 2018 წლის 3 აგვისტოს, 01:50 საათზე (გაეწერა იმავე დღეს, 10:15 საათზე). აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ქვედა მესამედში, თეძოს ფრთის მიმდებარედ.
დაზიანება (ჭრილობა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 3 აგვისტოს (ს.ფ. 2023-2025).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ--------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.11. 2018 წლის 14 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #5--------- დასკვნის მიხედვით, პაკეტში, წარწერით: ,,...ა----------------ის დანა...“ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც არ ვლინდება რ-------------–--ის (ობ. #4; პაკეტი, წარწერით: ,,...რ-------------–--ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა;
პაკეტში, წარწერით: ,,...რ-------------–--ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. #2) და პერანგზე (ობ. #3) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ-------------–--ეს (ობ. #4). - ს.ფ. 280-284.
2.12. 2019 წლის 30 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, რ-------------–--ის ტანსაცმლიდან (პერანგი, შარვალი), მხოლოდ პერანგზე, მარცხნივ მუცლის ქვედა მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
გამოსაკვლევი დანა წარმოადგენს საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების, ცალმხრივლესილი პირის მქონე დანას და გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 18 ივნისის #35 განკარგულების შესაბამისად, იგი მიჩნეულია ცივ იარაღად.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თ------–--–----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.13. გამომძიებელმა ლ-–------ამ, გ-----------–-–---–მა, რ----------–----–---იამ და ნ-------------–-–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.16. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.19. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:
2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა რ-------------–--ემ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად უჩვენა სასამართლოს, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, ღამის დაახლოებით 02:20 საათზე, ქ. თბილისი, ა-–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამმა ა---------------მა ურთიერთშელაპარაკებისას ნაჭრიდან ამოიღო დანა და მუცლის მარცხენა მხარეს დაარტყა. გამომძიებლების ლ-–---------ისა და გ---------------–---–ის ჩვენებებით, ასევე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, 02:05-02:20 საათების პერიოდში, ქ. თბილისი, ო--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა---------------ს, რის შედეგადაც მისი ტანთცმული შარვლის უკანა საქამრის შუა ნაწილიდან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის ნაჭერში გახვეული შავტარიანი დანა. აღნიშნული დანა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების, ცალმხრივლესილი პირის მქონე დანას და გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც მიჩნეულია ცივ იარაღად. ამავე დასკვნის მიხედვით, რ-------------–--ის პერანგზე მარცხნივ მუცლის ქვედა მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ რ-------------–--ის შარვალზე და პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს რ-------------–--ის სისხლს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, 01:50 საათზე, შპს ,,რ---------–------------–ი“-ს კლინიკაში მოუთავსებიათ რ-------------–--ე, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ქვედა მესამედში, თეძოს ფრთის მიმდებარედ. დაზიანება (ჭრილობა) განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 3 აგვისტოს.
2.21. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, ქ. თბილისი, ა-–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა---------------ს შელაპარაკება მოუვიდა რ-------------–--ესთან. შელაპარაკების დროს ა---------------მა, რ-------------–--ეს, დანის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.23. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.
2.24. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის არგუმენტაცია ემსახურება ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, გამოკვლეული მასალა კი შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ა---------------ის მსჯავრდებისათვის.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ქმედებაში (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში); ბ) შედეგში (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ა---------------მა, რ-------------–--ეს, დანის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რისთვისაც ა---------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ა---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა (იგი ქმედების ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ).
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, ა---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა---------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. სასამართლო ითვალისწინებს ა---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს (დანის დარტყმა მუცლის არეში), ბრალდებულის პიროვნებას (ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, თავს არიდებს გამოძიებასა და სასამართლოს). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროების, სპეციფიკის და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ა---------------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს ბრალდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ა---------------ის მიმართ გაუქმდეს თ---–----------–----------------–---------–-–---------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით და გამოსაცდელ ვადად დადგენილი აქვს 2(ორი) წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას - 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და ა---------------ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ა---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
ა---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1) ა---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა და რ-------------–--ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2) ნ---------------–---–ისგან ამოღებული რ-------------–--ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ-------------–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულ ა---------------ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე