განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5510-16
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - თ---------------–--ის, თ--------------ის, ბ---------–---–--, თ------------------ს, დ-------------–---–-ს,ადვოკატების - თ------------ის, მ--–-------------–---–-ს, ი-----–-------ს მონაწილეობით,ბრალდებულების - თ-------------ის, ნ---------–---–-ს მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ--------–--------–--------ის (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--------–----------–---–--------------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით;
ბრალდებულ ნ-------------------–------–---–-ს (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ც------––--------------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2006 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ნ---------–---–-, დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ-------------ეს და ე-–----------------–--ლს, რა დროსაც მათ წინასწარი შეთანხმებით, ერთობლივად განიზრახეს ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, მოტყუებით მიეღოთ ქონებრივი უფლება სხვის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო შემდეგ ამავე ქონების ვითომდა სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების გზით, მოტყუებით აეღოთ იპოთეკური სესხები. დანაშაულებრივი სქემა მათ საშუალებას მისცემდა მოტყუებით დაუფლებოდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ სხვადასხვა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
2006 წლის ოქტომბერში ე-–----------------–--ლმა, ნ---------–---–მა და თ-------------ემ მოქალაქე გ-------–------–---–-სგან ერთობლივად იქირავეს თ---–--–-----------–---------------/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, თვეში 350 აშშ დოლარის გადახდის პირობით. აღნიშნული ბინა გ-------–------–--ლს შეძენილი ჰქონდა 2000 წლის 02 მარტს, მოქალაქე მ----------------ისგან, თუმცა ამ ბინაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მას იმ პერიოდისთვის ჯერ არ ჰქონდა რეგისტრირებული. თანამზრახველთა მიერ მოპოვებულ იქნა დაქირავებულ ბინაზე მესაკუთრის - გ-------–------–---–-ს ქონებრივი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (2000 წლის 02 მარტს გაფორმებული, ნოტარიუს მ--------------–--ის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი, რომლის თანახმადაც, მ----------------ემ გაყიდა და გ-------–------–--ლმა იყიდა თ---–--–-----------–---------------/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა). ამავე პერიოდში, გამოძიებით კონკრეტულად დაუდგენელ ვითარებაში, ნ---------–---–მა, თ-------------ემ და ე-–----------------–--ლმა, გამოყენების მიზნით დაამზადეს (შეიძინეს) გ-------–------–---–-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობა (პირადი ნომრით: 0----------; სერიული ნომრით: ბ-------), რომელ დოკუმენტშიც გ-------–------–---–-ს ფოტოსურათის ნაცვლად ჩაკრული იყო ე-–----------------–--ლის ფოტოსურათი. ამრიგად, აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ე-–----------------–--ლი ატარებდა ბინის მესაკუთრე გ-------–------–---–-ს სახელს და არარეალურ პირად მონაცემებს. ზემოხსენებული ყალბი პირადობის მოწმობა და ბინის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების ასლი, 2006 წლის 30 ოქტომბერს, თანამზრახველებმა წარადგინეს (გამოიყენეს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის საფუძველზეც 2006 წლის 31 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მოახდინეს ბინის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება ვითომდა გ-------–------–--ლზე (რეალურად კი ე-–----------------–--ლზე, პირადი ნომრით: 0----------; სერიული ნომრით: ბ-------). ამრიგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გეგმის პირველი ეტაპი შეასრულეს და დანაშაულებრივად მოიპოვეს გ-------–------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი N0-----------.
აღნიშნულის შემდეგ, ნ---------–---–- და თ-------------ე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდნენ უძრავი ქონების გარანტიის სანაცვლოდ თანხის გასესხების მსურველ კერძო პირებს: ნ------------ს, ც---------–--ს და რ-------------------–--ლს. ამ უკანასკნელებს ნ---------–---–მა და თ-------------ემ პირადად აჩვენეს გ-------–------–---–-ს საცხოვრებელი ბინა, თუმცა ბინის მესაკუთრედ, იპოთეკარების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, გ-------–------–---–-ს სახელით გააცნეს ე-–----------------–--ლი. თავის მხრივ, ე-–----------------–--ლმა იპოთეკარებს განუმარტა, თითქოს საკუთარი ბიზნესის ინტერესებისთვის სურდა დიდი ოდენობით სესხის აღება საკუთარი საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების გზით. ნ------------, ც---------–-- და რ-------------------–--ლი შევიდნენ შეცდომაში, ენდნენ ნ---------–---–ს, თ-------------ეს და ე-–----------------–--ლს, დაიჯერეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი N0----------- ამონაწერის რეალურობა და დასთანხმდნენ იპოთეკური სესხის გაცემას ე-–----------------–--ლზე. შედეგად, 2006 წლის 01 ნოემბერს, თ---–--–--------–-----–-------------------ში მდებარე ნოტარიუს მ--------------–--ის ს----------- ბიუროში, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნ------------სგან მოტყუების ხერხით დაეუფლნენ 21 100 აშშ დოლარს, ც---------–--სგან - 4 200 აშშ დოლარს, ხოლო რ-------------------–--ლისგან - 1 300 აშშ დოლარს.
დანაშაულებრივი განზრახვისამებრ, ნ---------–---–მა, თ-------------ემ და ე-–----------------–--ლმა მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 26 600 აშშ დოლარის ოდენობით გაინაწილეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. 26 600 აშშ დოლარის ექვივალენტ ფულადი თანხას, 2006 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით, წარმოადგენდა 46 230 ქართული ლარი. შესაბამისად, ნ---------–---–-ს, თ-------------ის და ე-–----------------–--ლის ჯგუფური დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს: გ-------–------–--ლს, ნ------------ს, ც---------–--ს და რ-------------------–--ლს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან ბრალდებულები ნ---------–---–- და თ-------------ე თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას, საქმის განხილვა სასამართლოში ჩატარდა მათი მონაწილეობის გარეშე.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ გ-------–------–---–-ს ჩვენებით, 2000 წელს მ----------------ისგან შეიძინა თ---–--–-----------–----------------ში მდებარე ბინა N34. ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ნოტარიუს მ--------------–--ესთან. 2006 წელს აღნიშნული ბინა გააქირავა თ-------------ეზე, მ-------------ზე და ე-–----------------–--ლზე. მ--------------ს თქმით, ბინაში უნდა ეცხოვრათ თ-------------ეს და ე-–----------------–--ლს, ხოლო ქირას 350 აშშ დოლარის ოდენობით გადაუხდიდა მ--------------, იგივე ნ---------–---–-. გადაუხადეს ორი თვის ქირა, ხოლო მესამე თვის ქირის გადახდამდე მ-------------მა მოსთხოვა პირადობის მოწმობის წარდგენა, რათა დარწმუნებულიყო თუ ვინ იყო ბინის მესაკუთრე. ამ უკანასკნელმა ამოიწერა მისი პირადი მონაცემები, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, დაუკავშირდა ზედა სართულის მეზობელი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მის სახლში იმყოფებოდნენ იპოთეკარები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული. მეგობარ ლ----------ს დახმარებით გაარკვია, რომ ე-–----------------–--ლს მისი სახელის და მონაცემების გამოყენებით დადებული ჰქონდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც იპოთეკით იყო დატვირთული მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა.
დაზარალებულ ნ------------ს ჩვენებით, 2006 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა სარგებლის მიღების მიზნით გაესესხებინა სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი თანხა 21 000 აშშ დოლარის ოდენობით. დახმარებისთვის მიმართა გ---–------------------ს, რომელიც დაკავებული იყო საშუამავლო საქმიანობით. რ-------------------–--ლმა დააკავშირა თ-------------ესთან და მ-------------თან, რომლებსაც სურდათ თანხის სესხება, რის სანაცვლოდაც თანახმა იყვნენ მის სასარგებლოდ დაეტვირთათ ბინა. რ-------------------–--ლთან და გ---–------------------სთან ერთად შეხვდა მ-------------ს და თ-------------ეს. წავიდნენ თ---–--–-----------–----------------ში მდებარე ბინის სანახავად. მ-------------ი და თ-------------ე არწმუნებდნენ, სანერვიულო არაფერი იყო და დაჰპირდნენ ყოველთვიურად სარგებლის გადახდას. ადგილზე მისვლისას ბინაში დახვდათ მამაკაცი, რომელიც გააცნეს, როგორც ბინის მესაკუთრე - გ-------–------–---–-, რომელსაც ჰქონდა ბიზნესი და სურდა მისი გაფართოება, რისთვისაც სჭირდებოდა 35 000 აშშ დოლარი. მ-------------ი და თ-------------ე არწმუნებდნენ, რომ ბინა ნამდვილად ეკუთვნოდა მამაკაცს, რომელიც გააცნეს გ-------–------–---–-ს სახელით. მეორე დღეს, ნოტარიუს მ--------–---სთან შედგა შეხვედრა, რასაც ესწრებოდნენ: რ-------------------–--ლი, გ---–------------------, მ-------------ი, თ-------------ე, ც---------–-- და თ-----------------–--, ხოლო მამაკაცი, რომელიც გაეცნო გ-------–------–---–-ს სახელით, რეალურად აღმოჩნდა ე-–----------------–--ლი. ეს უკანასკნელი ს----------- ბიუროში მივიდა მოგვიანებით. ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ნოტარიუსს ეჭვი შეეპარა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობაში, რა დროსაც ე-–----------------–--ლმა სასწრაფო წესით დატოვა ს----------- ბიურო და უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ნოტარიუსმა განაცხადა, რომ დოკუმენტები იყო წესრიგში. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 21 000 აშშ დოლარი გადასცა თ-------------ეს და მ-------------ს, რომლებმაც მისცეს ერთი თვის სარგებელი. შემდგომი თვის სარგებელი მ-------------ს და თ-------------ეს აღარ გადაუხდიათ, ხოლო მოგვიანებით მეზობლისგან შეიტყო, რომ ბინა წარმოადგენდა გ-------–------–---–-ს საკუთრებას, თუმცა მამაკაცი, რომელიც გაეცნო გ-------–------–---–-ს სახელით, რეალურად იყო სხვა პიროვნება. მას შემდეგ, რაც გ---–------------------სგანაც შეიტყო, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული იყო ყალბი მონაცემების საფუძველზე, ცდილობდა მ-------------თან და თ-------------ესთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
დაზარალებულ ც---------–--ს ჩვენებით, 2006 წლის დასაწყისში, მეგობრებთან: მ-----------------სთან, ი-----–--------------ასთან და ნ-----------–------სთან ერთად გადაწყვიტა თანხის გაპროცენტება სარგებლის მიღების მიზნით. ზ---------------–---–-ს რჩევით დაუკავშირდა გ---–------------------ს, რომელიც დაეხმარა 4 000 აშშ დოლარის გაპროცენტებაში. თითოეული გამსესხებლის თანხა შეადგენდა 1 000 დოლარს. 2016 წლის 01 ნოემბერს, გ---–------------------მ დაიბარა მ--------------–--ის ს----------- ბიუროში, სადაც გაიცნო მ-------------ი და თ-------------ე. ს----------- ბიუროში დაგვიანებით მივიდა მამაკაცი, რომელიც მ-------------მა და თ-------------ემ გააცნეს გ-------–------–---–-ს სახელით, რომელიც თითქოს იყო ბინის მესაკუთრე. ხელშეკრულების ს----------- წესით დამოწმებისას ნოტარიუსმა მ--------–---მ ეჭვი გამოთქვა პირადობის მოწმობის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რაზეც გ-------–------–---–-ს სახელით გაცნობილი მამაკაცი გავიდა ოთახიდან და დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ნოტარიუსმა გადაწყვიტა ხელშეკრულების დამოწმება. მისივე ჩვენებით, მ-------------ი და თ-------------ე არწმუნებდნენ, რომ გ-------–------–---–-ს ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ იტალიაში, ჰქონდათ გარკვეული ბიზნესი და თანხის დაბრუნებას საფრთხე არ შეექმნებოდა. ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულების დამოწმების შემდგომ, თანხა გადასცა გ---–------------------ს, რომელმაც თანხა მთლიანად მისცა მ-------------ს და თ-------------ეს. ერთი თვის სარგებელი ადგილზე გადაუხადეს, რის შემდეგაც მ-------------ი და თ-------------ე აღარ უნახავს, ხოლო როგორც გ---–------------------სგან მოგვიანებით გახდა ცნობილი, გ-------–------–---–- რეალურად აღმოჩნდა - ე-–----------------–--ლი, რომელმაც ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, გ-------–------–---–-ს მონაცემებით გააფორმა მასთან ხელშეკრულება. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან მეგობრებს თავად აუნაზღაურა ზიანი, ბრალდებულთა ქმედებით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 4 000 აშშ დოლარი.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ რ-------------------–--ლის ჩვენებით, 2006 წელს, ლ-------–-–---–-ს ოფისში შეხვდა მ-------------ს და თ-------------ეს. მ-------------მა შესთავაზა, რომ ჰქონდა საშუამავლო ფირმა და იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტდა თანხის გაპროცენტებას, დაჰპირდა დახმარებას. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, დაუკავშირდნენ მ-------------ი და თ-------------ე და უთხრეს, რომ თბილისში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ოროთახიანი ბინის მესაკუთრე - მ---------------- თანახმა იყო სესხის აღების მიზნით იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. ბინის ნახვის შემდგომ გაფორმდა იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაასესხა 6 600 აშშ დოლარი, ხოლო თ-----------–---–მა - 3 300 აშშ დოლარი. მას შემდეგ, რაც მ--------–---–---–მა ვერ შეძლო პროცენტების გადახდა, მ-------------მა და თ-----------------მ გააცნეს ა-------------ი, როგორც მ--------–---–---–ის დეიდაშვილი, რომლებსაც ერთად ჰქონდათ ბიზნესი და ვინაიდან მ------ს უჭირდა პროცენტის გადახდა, სესხს აიღებდა ა-------------ი და შემდგომ გაუსწორდებოდა მ--------–---–---–ს. ა-------------მა აჩვენა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ბინა და უთხრა, რომ სახლი იყო მისი საკუთრება, სადაც ცხოვრობდა შვილთან ერთად. დოკუმენტების შემოწმების შემდგომ, ს----------- ბიუროში გააფორმეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. 2006 წლის 12 სექტემბერს, მ-----------------მ, თ-----------–---–მა და თავად რ-------------------–--ლმა ა-------------ს ასესხეს 10 300 აშშ დოლარი, საიდანაც მ----------------ის იყო 3 700 აშშ დოლარი, თ-----------–---–ის - 5 500 აშშ დოლარი, ხოლო 1 100 აშშ დოლარი იყო მისი კუთვნილი ფულადი თანხა. ა-------------ს ასევე მისცეს ბინის დასარეგისტრირებელი თანხა. ა-------------ს სთხოვდნენ პროცენტის გადახდას, რისთვისაც პერიოდულად ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე დ---------–------ის ჩვენებით, 2006 წლიდან დაკავებულია ბინების გაქირავებით. აღნიშნულ საქმიანობაში ეხმარება მისი მეუღლე ნ-------------–---–-. 2006 წლის ზაფხულში, მობილური ტელეფონის ნომერზე 8-------- დაუკავშირდა მისთვის უცნობი მოქალაქე გ--------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ თ---–--–-----------–----------------ის ბინა N34-ში ჰქონდა სახლი და სურდა მისი გაქირავება. ბინის გაქირავების თაობაზე განცხადება განათავსა გაზეთ „სიტყვა და საქმეში“. 2006 წლის ოქტომბერში დაუკავშირდნენ ბინის დაქირავების მსურველები, რომლებიც შეახვედრა გ--------–---–ს. შეთანხმდნენ პირობებზე და გადაწყვიტეს მეორე დღეს სათანადო დოკუმენტების შედგენა. დამქირავებელი პირებიდან ორი იყო ქალბატონი, ხოლო ერთი მამაკაცი. ამის შემდგომ, მათ შეხვედრას აღარ დასწრებია და აღნიშნულ პირებთან ურთიერთობა აღარ ჰქონია. 2006 წლის დეკემბერში დაუკავშირდა გ--------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ იმ პირებმა, რომლებმაც იქირავეს მისი ბინა, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე დაირეგისტრირეს ქონება და დატვირთეს იპოთეკით.
მოწმე მ--------------–--ის ჩვენებით, მუშაობს ნოტარიუსთა პალატაში, ნოტარიუსის პოზიციაზე. 2000 წლის მარტში, მის ს----------- ბიუროს მიმართეს მ----------------ემ და გ-------–------–--ლმა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ს----------- წესით დაემოწმებინათ თ---–--–-----------–----------------ში მდებარე N34-ე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. შეამოწმა წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ს----------- წესით დაამოწმა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება. 2006 წლის გაზაფხულზე, ს----------- ბიუროში მიაკითხა ნაცნობმა კლიენტმა გ---–------------------მ, რომელიც დაკავებული იყო საშუამავლო საქმიანობით და ხელშეკრულებებში წარმოადგენდა ერთ-ერთ იპოთეკარს. მოცემულ შემთხვევაში, გ---–------------------ იყო შუამავალი იპოთეკარებსა და მესაკუთრე-მსესხებელს შორის. ქონების მესაკუთრედ წარდგენილი იყო გ-------–------–---–-, ხოლო თანხის გამსესხებლები იყვნენ გ---–------------------ს თანმხლები პირები. მათი მონაწილეობით შედგა ს----------- აქტი და მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა გ-------–------–---–-ს საკუთრებაში არსებული თ---–--–-----------–----------------ში მდებარე ბინა N34. აღნიშნულ ქონებაზე რამდენიმე წლის წინ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო მის ს----------- ბიუროში, რის გამოც გადაწყვიტა მოეძებნა მასთან დამოწმებული ხელშეკრულება და შეედარებინა მესაკუთრის ხელმოწერები. ნასყიდობის ხელშეკრულების მოძიების პროცესში, გ---–------------------მ უთხრა, რომ არ იყო საჭირო დოკუმენტების მოძიება, რადგან პირადად იცნობდა გ-------–------–--ლს, რომელმაც ბინის ნახვის დროს თავად გაუღო სახლის კარი. ამის შემდგომ მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც დაამოწმა ნოტარიულად. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს წარდგენილი იყო გ-------–------–---–-ს სახელით და გვარით გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სანოტარო აქტი. მოგვიანებით მასთან მისულმა რეალურმა მესაკუთრემ - გ-------–------–--ლმა წარუდგინა ნოტარიული წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და განუცხადა, რომ იგი არ წარმოადგენდა მხარეს მისი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვის პროცესში.
მოწმე გ---–------------------ს ჩვენებით, 2004 წელს გაიცნო რ-------------------–--ლი, რომელიც დაკავებული იყო იპოთეკური სესხებით. ნათესავ ნ------------ს დახმარება სჭირდებოდა თანხის გასესხებაში, რისთვისაც მიმართა რ-------------------–--ლს, რომელმაც დააკავშირა მ-------------თან და თ-------------ესთან, რომლებსაც სურდათ თ---–--–-----------–---ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა. 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს, ნ------------სთან და რ-------------------–--ლთან ერთად მივიდა თ---–--–-----------–----------------ის ბინა N34-ში, სადაც დახვდნენ: მ-------------ი, თ-------------ე და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო გ-------–------–---–-ს სახელით. თ-------------ემ, მ-------------მა და გ-------–------–---–-ს სახელით გაცნობილმა მამაკაცმა განუმარტეს, რომ ბინასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იყო წესრიგში და პრობლემა მისი იპოთეკით დატვირთვასთან არ არსებობდა. 2006 წლის 01 ნოემბერს, ნ------------სთან ერთად მივიდა მ--------------–--ის ს----------- ბიუროში, სადაც იმყოფებოდნენ სხვა იპოთეკარებიც, კერძოდ, ც---------–--, თ-----------------–-- და რ-------------------–--ლი, რომლებმაც იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმეს გ-------–------–---–-ს სახელით გაცნობილ მამაკაცთან. მთლიანობაში იპოთეკარებმა გაასესხეს 31 000 აშშ დოლარი. თანხა ადგილზე გადასცეს მ-------------ს და თ-------------ეს. ორი თვის შემდგომ, როდესაც მოახლოვდა პროცენტის გადახდის დრო, რ-------------------–--ლისგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას და გ-------–------–---–- რეალურად იყო სხვა პიროვნება. მოწმის განმარტებით, ნ------------სთან და რ-------------------–--ლთან ერთად მისული იყო ბინის სანახავად, სადაც დახვდა ე-–----------------–--ლი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბინა იყო მისი და თავად იყო გ-------–------–---–-. სახლიდან გამოსვლისას შეხვდა მეზობელი, რომელმაც უთხრა, რომ ბინაში მაცხოვრებელი პიროვნება არ იყო გ-------–------–---–-. მეზობელი პირზე დაადგა მამაკაცს, რის შემდეგაც იგი გაიქცა სახლიდან.
მოწმე მ----------------ის ჩვენებით, 2006 წელს ჰქონდა მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რის შესახებაც იცოდა მისმა ნათესავმა დ-------------მ, რომელმაც გააცნო ორი ქალბატონი, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ თანხის მოძიებაში. დაახლოებით ერთ კვირაში, დ-------------მ დააკავშირა თ-------------ესთან და მ---------------–---სთან, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა ნ-------–-------, რომელსაც ასევე ჰქონდა მეორე გვარი - ო-----. აღნიშნული პირები დაჰპირდნენ დახმარებას, რის შემდეგაც დაახლოებით ორ დღეში დაუკავშირდა ნ-------–--------ო----- და სთხოვა შეხვედრა. ამ უკანასკნელმა შეხვედრისას გააცნო მამაკაცი ზ---–---------ის სახელით. აღნიშნულმა პიროვნებამ შესთავაზა თბილისში, პ------------------ის ბინა N30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვა იმ ოდენობის თანხის სანაცვლოდ, რაც მას სჭირდებოდა ვალის დასაფარად, სანაცვლოდ კი მოსთხოვა სხვადასხვა სახის ხელშეკრულების გაფორმება. განუცხადა თანხმობა, რის შემდეგაც გაიცნო თ-------------ე, რომელიც მონაწილეობას იღებდა ხელშეკრულებების გაფორმებაში. მისი სახელით სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ორჯერ, საიდანაც საერთო ჯამში მიიღო 5 000 აშშ დოლარზე მეტი. ორივე სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობას იღებდნენ თ-------------ე და მ---------------–---, იგივე ნ-------–--------ო-----. შეთანხმების თანახმად, მას პროცენტის გადახდა არ ევალებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, თანხის გამსესხებლებმა მოსთხოვეს პროცენტის გადახდა, რადგან ხელშეკრულება გაფორმებული იყო მის სახელზე. ცდილობდა მ---------------–---სთან და თ-------------ესთან დაკავშირებას სიტუაციის გასარკვევად, თუმცა მათთან დაკავშირება აღმოჩნდა შეუძლებელი. ამის შემდგომ, არბიტრაჟიდან მიუვიდა შეტყობინება, სადაც ფიქსირდებოდა თბილისში, პ------------------ის ბინა N30-ის მესაკუთრედ. როგორც შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, პიროვნება, რომელიც მ---------------–---მ და თ-------------ემ გააცნეს ზ---–---------ის სახელით, აღმოჩნდა სხვა პიროვნება, რომელთაც თ---–--–---------------ში მდებარე ბინა გადაფორმებული ჰქონდათ მის სახელზე.
მოწმე ა-------------ი-ლ---------–---–-ს ჩვენებით, 2005 წლის გაზაფხულზე იქირავა თ---–--–------–-------------------ში მდებარე, ნ-----------ის შვილის კუთვნილი ბინა. ვინაიდან იმ პერიოდში იყო უმუშევარი და ჰქონდა მატერიალური პრობლემები, თანხის სასესხებლად მიმართა ბანკს, თუმცა სესხის გაცემაზე ეთქვა უარი. ამის შემდგომ გადაწყვიტა თანხის სასესხებლად მიემართა კერძო გამსესხებლისათვის, რა დროსაც გაიცნო მ-------------ი და თ-------------ე, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ ნაქირავები ბინის საბუთების გაყალბებით იგი შეძლებდა სარგებლის მიღებას. ენდო მათ შეთავაზებას, რის შემდეგაც ნაქირავები ბინის მეპატრონის მონაცემები გადასცა თ-------------ეს. თ-------------ემ და მ-------------მა დაამზადეს მის მიერ ბინის შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მისი დახმარებით იპოთეკით დატვირთეს აგლაძის ქუჩაზე მდებარე ბინა. ს----------- ბიუროში, იპოთეკარებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს დოკუმენტებს ხელს აწერდა, როგორც ბინის მესაკუთრე. მის მიერ ნაქირავები ბინის დოკუმენტაციის გაყალბების შედეგად, ყოველი ახალი იპოთეკარისგან გადაცემულ თანხას იღებდნენ მ-------------ი და თ-------------ე, ხოლო მას, როგორც აღნიშნული პროცესის მონაწილეს, გადასცემდნენ სარგებელს.
მოწმე კ-–-----------ის ჩვენებით, 2006 წლის ივნისში, მ----------------ესთან, ვინმე თ--------სთან და მ-------------თან ერთად, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ნ-------–-------ა, მისული იყო თბილისში, გ------------------------------ში მდებარე ზ---–---------ის ბინაში, რომელსაც სურდა ბინის გაქირავება. აღნიშნული ბინა იქირავა მ-------------მა, თუმცა ბინაში ცხოვრობდა მ----------------ე. მ-------------ი და მ----------------ე აფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებებს სხვადასხვა პირთან, რისთვისაც იპოთეკით ტვირთავდნენ თბილისში, გ------------------------------ში მდებარე ბინას, რაც მათ ნაქირავები ჰქონდათ ზ---–---------ისგან. თუ რა გზით მოახდინეს აღნიშნული ბინის გადაფორმება-დარეგისტრირება მ----------------ის სახელზე, ისე რომ თავად ბინის მესაკუთრე არ იყო საქმის კურსში, მისთვის უცნობია. მ-------------ი გაყალბებული პირადობის მოწმობის გამოყენებით, თ-------------ესთან ერთად მესაკუთრისგან მალულად იპოთეკით ტვირთავდა ბინას, საიდანაც აღებულ თანხას ინაწილებდნენ.
მოწმე ც-----------ს ჩვენებით, ჰქონდა ფულადი დანაზოგი და აპირებდა მის გასესხებას შემდგომში სარგებლის მიღების მიზნით. მულმა - ი-----------მ უთხრა, რომ ჰყავდა ნაცნობი გ---–------------------, რომლის დახმარებითაც შეძლებდა თანხის გასესხებას. ვინაიდან იყო შეუძლოდ და ჰყავდა ახალშობილი ბავშვი, მეგობარ თ-----------------–--ს სთხოვა მისი კუთვნილი ფულადი თანხით გაეფორმებინა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სამი თვის ვადით. მისი დავალებით, თ-----------------–--მ 10 000 აშშ დოლარი გადასცა გ---–------------------ს, ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის სარგებლის მიღების პირობით. ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვის ვადით, რის შემდეგაც გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდა უკან.
მოწმე უ-----------–--–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, გამოითხოვა სხვადასხვა სახის დოკუმენტი. ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.
მოწმე ზ-------–----–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული გ-------–------–---–- და მოწმეები. მანვე, დაზარალებულთა მონაწილეობით ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობები.
საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2000 წლის 02 მარტს, ნოტარიუსმა მ--------------–--ემ დაამოწმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც მ----------------ემ გაყიდა და გ-------–------–--ლმა შეიძინა თ---–--–-----------–----------------ში მდებარე ბინა N34.
სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების შესაბამისად, 2006 წლის 01 ნოემბერს, გ-------–------–--ლმა ნ------------საგან ისესხა 21 100 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3 % დარიცხვით; თ-----------------–--სგან - 10 500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3% დარიცხვით; ც---------–--საგან - 4 200 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3% დარიცხვით, ხოლო რ-------------------–--ლისაგან - 1 300 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3 % დარიცხვით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ---–--–-----------–----------------ში მდებარე ბინა N34. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარებმა სესხის თანხა სრულად გადასცეს, ხოლო მესაკუთრემ სრულად მიიღო ფულადი თანხა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2016 წლის 23 აგვისტოს გაცემული წერილით, ე----- ო-----ს დაბადების აქტის ჩანაწერში დედის გრაფაში ფიქსირდება - ნ------------ს ასული ო-----, დაბადებული 1----–-–---------------ს, თუმცა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს კ----–---–-ს გვარით, პირადი ნომრით: 5----------.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 25 აგვისტოს გაცემული წერილის მიხედვით, ნ---------–---–-ს (პ/ნ 5----------) სახელზე ფიქსირდება სამი ქორწინების აქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნ-------–-------მ მიიღო გვარი - ქ-----–-; ნ-------–-------მ მიიღო გვარი - ო-----; ნ-------–-------მ მიიღო გვარი - კ----–---–-.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2016 წლის 25 ივლისს, თ-------------ემ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რის შემდეგაც მისი უკან დაბრუნება არ ფიქსირდება.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, გ-------–------–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2-ე ფოტოსურათზე გამოსახული - თ-------------ე, რომელმაც ე-–----------------–--ლთან და მ-------------თან ერთად იქირავა თბილისში ბ-------–----------------ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა N34. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს მოქალაქეებთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებები. აღნიშნული პიროვნება ამოიცნო სახის მოყვანილობით, თვალების ფორმით და აღნაგობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, გ-------–------–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N3-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ნ---------–---–-, რომელიც გაეცნო როგორც მ-------------ი და მისგან იქირავა ბინა. გ-------–------–--ლმა ნ---------–---–- ამოიცნო წვრილი ტუჩებით, სწორი ცხვირით, თეთრი პირისახით და სახის ზოგადი მოყვანილობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გ-------–------–--ლმა ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - თ-------------ე, რომელმაც მისგან იქირავა ბინა. გ-------–------–--ლმა თ-------------ე ამოიცნო სახის ფორმით, სწორი ცხვირით, ტუჩების ფორმით და სახის მოყვანილობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ნ------------მ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც გაეცნო მას მ-------------ის სახელით. ნ------------მ მ-------------ი ამოიცნო თხელი პირისახით, თხელი ტუჩებით, მოკლედ შეჭრილი თმით და სწორი ცხვირით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, ნ------------მ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N4-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც გაეცნო როგორც თ-------------ე. ნ------------მ თ-------------ე ამოიცნო წინ წამოწეული ყვრიმალებით, სწორი ცხვირით, კანის ფერით და ზოგადი იერსახით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ც---------–--მ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N4-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც 2006 წლის 01 ნოემბერს, მ--------------–--ის ს----------- ბიუროში გაეცნო მ-------------ის სახელით. ც---------–--მ მ-------------ი ამოიცნო წვრილი ტუჩებით, თეთრი პირისახით, წვრილი წარბებით, სწორი ცხვირით, თვალის ოდნავ დაბლა დაწეული ჭრილით და სახის ზოგადი მოყვანილობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ც---------–--მ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც 2006 წლის 01 ნოემბერს მ--------------–--ის ს----------- ბიუროში გაეცნო თ-------------ის სახელით. ც---------–--მ თ-------------ე ამოიცნო წინ წამოწეული ყვრიმალებით, სწორი ცხვირით, მოგრძო სახით და წვრილი თვალის ჭრილით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, დ---------–------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ნ---------–---–-, რომელსაც სურდა გ-------–------–---–-ს ბინის დაქირავება თ---–--–-----------–---ს ქუჩაზე. დ---------–------ემ ნ---------–---–- ამოიცნო თხელი პირისახით, სწორი, თხელი ცხვირით, წვრილი ტუჩებით და სახის ზოგადი მოყვანილობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დ---------–------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება თ-------------ე, რომელსაც სურდა გ-------–------–---–-ს ბინის დაქირავება თ---–--–-----------–---ს ქუჩაზე. დ---------–------ემ თ-------------ე ამოიცნო მრგვალი პირისახით, წინ წამოწეული ყვრიმალებით და ზოგადი იერსახით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, გ---–------------------მ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ნ---------–---–-, რომელიც მას გაეცნო მ-------------ის სახელით და იმყოფებოდა ნოტარიუს მ--------------–--ის ს----------- ბიუროში.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, გ---–------------------მ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N3-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება თ-------------ე, რომელიც გაიცნო ნოტარიუს მ--------------–--ის ს----------- ბიუროში, ბინის იპოთეკით დატვირთვის დროს.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ნ---------–---–-, რომელიც მას გაეცნო მარინა ფანჩულიძის სახელით და შეჰპირდა ფულადი თანხის სესხებაში დახმარებას.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, მ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N3-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება თ-------------ე, რომელიც მან გაიცნო ნ-------–--------ონიანთან ერთად და დაჰპირდა სესხის აღებაში დახმარებას.
2016 წლის 02 ნოემბრის დადგენილებების თანახმად, ბრალდებულების: თ-------------ის და ნ---------–---–-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით, ნ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ივლისის განაჩენით, არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ნ---------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე თეა ფერაძის წერილის თანახმად, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენი ნ---------–---–-ს მიმართ, შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად 2005 წლის 15 სექტემბერს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის - ი-----–---–-–---ს წერილის შესაბამისად, ნ------------ს ასული კ----–---–- (ნ--–-------), დაბადებული: 1----–-–-----------ტოს, პირადი ნომრით: 5----------, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებული არ ყოფილა და სასჯელს არ იხდიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანცელარიის წამყვანი სპეციალისტის - მ--------იფშიძის წერილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, ნ------------ს ასული კ----–---–-ს (ნ--–-------), დაბადებული: 1----–-–-----------ტოს, პირადი ნომრით: 5----------, ნასამართლობის მოხსნის საქართველოს კანონის გამოსაყენებლად, მასალები არ შესულა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას მის მიმართ ნასამართლობის მოხსნის საქართველოს კანონის გამოყენებაზე, არ უმსჯელია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ---------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ-------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულთა უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება თ-------------ის და ნ---------–---–-ს წინააღმდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: თ-------------ის და ნ---------–---–-ს მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, სხვის ქონებაზე უფლების მოპოვება და მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულებს: თ-------------ეს და ნ---------–---–ს წინასწარ ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაუფლებოდნენ თ---–--–-----------–----------------ის ბინა N34-ში მდებარე, დაზარალებულ გ-------–------–---–-ს კუთვნილ უძრავ ქონებას, ხოლო შემდეგ ამავე ქონების ვითომდა სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოყენებით, მოტყუებით აეღოთ იპოთეკური სესხები. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, 2006 წლის ოქტომბერში, ე-–----------------–--ლმა, ნ---------–---–მა და თ-------------ემ მოქალაქე გ-------–------–---–-სგან ერთობლივად იქირავეს თ---–--–-----------–---------------/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც გ-------–------–--ლს შეძენილი ჰქონდა 2000 წლის 02 მარტს, მოქალაქე მ----------------ისგან. ნ---------–---–მა და თ-------------ემ მოიპოვეს დაქირავებულ ბინაზე მესაკუთრის ქონებრივი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადეს გ-------–------–---–-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობა, პირადი ნომრით: 0----------; სერიული ნომრით: ბ-------, სადაც გ-------–------–---–-ს ფოტოსურათის ნაცვლად ჩაკრული იყო ე-–----------------–--ლის ფოტოსურათი. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ე-–----------------–--ლი ატარებდა ბინის მესაკუთრე გ-------–------–---–-ს სახელს და არარეალურ პირად მონაცემებს. აღნიშნული ყალბი პირადობის მოწმობა და ბინის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების ასლი, 2006 წლის 30 ოქტომბერს ნ---------–---–მა, თ-------------ემ და მათმა თანამზრახველმა წარადგინეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის საფუძველზეც, 2006 წლის 31 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით, ბინა საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ვითომდა გ-------–------–---–-ს, რეალურად კი ე-–----------------–--ლის სახელზე.
ის ფაქტი, რომ ნ---------–---–- და თ-------------ე წინასწარი შეთანხმებით ცდილობდნენ გ-------–------–---–-ს კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას, რის შემდეგაც განზრახული ჰქონდათ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვის გზით სხვადასხვა ოდენობის სესხის აღება, დასტურდება როგორც დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულების: ნ------------ს, ც---------–--ს და რ-------------------–--ლის ჩვენებებით დგინდება, რომ ბრალდებულებს: თ-------------ეს და ნ---------–---–ს დაუკავშირდნენ შუამავალი პირების მეშვეობით. ბრალდებულებმა აღუთქვეს დახმარება და პირადად აჩვენეს გ-------–------–---–-ს კუთვნილი ბინა, თუმცა იპოთეკარების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბინის მესაკუთრედ გ-------–------–---–-ს სახელით გააცნეს ე-–----------------–--ლი, რომელიც თავის მხრივ, ნ---------–---–თან და თ-------------ესთან ერთად არწმუნებდა მათ, რომ ბინის მესაკუთრე იყო თავად და იპოთეკური სესხის აღება გამომდინარეობდა მისი ბიზნესინტერესებიდან. დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი ენდნენ თ-------------ეს და ნ---------–---–ს, დაიჯერეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის რეალურობა და დასთანხმდნენ იპოთეკური სესხის გაცემას ე-–----------------–--ლზე, რის შემდეგაც 2006 წლის 01 ნოემბერს, მ--------------–--ის ს----------- ბიუროში გააფორმეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ნ---------–---–- და თ-------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ნ------------ს კუთვნილ 21 000 აშშ დოლარს, ც---------–--ს კუთვნილ 4 200 აშშ დოლარს და რ-------------------–--ლის კუთვნილ 1 300 აშშ დოლარს.
ის ფაქტი, რომ თ---–--–-----------–---------------/34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა განხორციელდა უძრავი ქონების რეალური მესაკუთრის - გ-------–------–---–-ს თანხმობის გარეშე, რომელსაც ინფორმაცია არ ჰქონდა სესხის უზრუნველყოფის მიზნით მისი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვაზე, დასტურდება თავად დაზარალებულ გ-------–------–---–-ს ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2000 წელს, მ----------------ისგან შეიძინა თ---–--–-----------–---------------/34-ში მდებარე ბინა, რომელიც 2006 წელს გააქირავა თ-------------ეზე, მ-------------ზე, იგივე ნ---------–---–ზე და ე-–----------------–--ლზე. ბრალდებულ ნ---------–---–ს, რომელიც გაეცნო მ--------------ს სახელით, ამ უკანასკნელის მოთხოვნით თავად გადასცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, გ-------–------–---–-სთვის მეზობლისგან გახდა ცნობილი მის სახლში იპოთეკარების მისვლის შესახებ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული გ-------–------–---–-ს ბინა. მოგვიანებით, მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ თ-------------ეს, ნ---------–---–ს და ე-–----------------–--ლს მისი სახელის გამოყენებით იპოთეკარებთან გაფორმებული ჰქონდათ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული იყო თ---–--–-----------–---------------/34-ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ დ---------–------ის ჩვენებასთან, რომელიც დაკავებული იყო სამაკლერო საქმიანობით. 2006 წლის ოქტომბერში, მან გ-------–------–--ლს, მისი ბინის დაქირავების მიზნით შეახვედრა დაქირავების მსურველი ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. ამის შემდგომ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. 2006 წლის დეკემბერში კი გ-------–------–---–-სგან შეიტყო, რომ იმ პირებმა, რომლებმაც იქირავეს მისი ბინა, საბუთების გაყალბებით სხვის სახელზე დაარეგისტრირეს და სესხის აღების უზრუნველსაყოფად დატვირთეს იპოთეკით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე მ----------------ის ჩვენებაზე, რომელიც მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე დასთანხმდა თ-------------ის, ნ---------–---–-ს და მათი თანამზრახველი მამაკაცის შეთავაზებას, გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ მონაწილეობა მიეღო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებაში. მისი მონაწილეობით სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ორჯერ, რაშიც ორივე შემთხვევაში მონაწილეობას იღებდნენ: თ-------------ე და ნ-------–--------ო-----, იგივე ნ---------–---–-. შეთანხმების თანახმად, მას პროცენტის გადახდა არ ევალებოდა, თუმცა როდესაც საარბიტრაჟოდან მიიღო შეტყობინება, რომ თბილისში, პ------------------ში მდებარე ბინა N30 რეგისტრირებული იყო მის სახელზე, თანხის გამსესხებლები კი, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, მას სთხოვდნენ ფულადი თანხის გადახდას, სცადა თ-------------ესთან და ნ---------–---–თან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი, რომელიც თ-------------ემ და ნ---------–---–მა გააცნეს უძრავი ქონების მესაკუთრის - ზ-------------ის სახელით რეალურად აღმოჩნდა სხვა პიროვნება.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-------------მა-ლ---------–--ლმა, რომელმაც 2005 წლის გაზაფხულზე, თანხის სესხების დახმარების მიზნით მიმართა თ-------------ეს და მ-------------ს, იგივე ნ---------–---–ს, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ ნაქირავები ბინის საბუთების გაყალბებით იგი შეძლებდა სარგებლის მიღებას. ენდო მათ შეთავაზებას, რის შემდეგაც ნაქირავები ბინის მესაკუთრის მონაცემები გადასცა თ-------------ეს, რომელმაც ნ---------–---–თან ერთად დაამზადა ბინის შესყიდვასთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტაცია და მისი დახმარებით იპოთეკით დატვირთა თ---–--–------–-------------------ში მდებარე ნ-----------ის შვილის კუთვნილი ბინა. მართალია, ს----------- ბიუროში, იპოთეკარებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს დოკუმენტებს თავად აწერდა ხელს, როგორც ბინის მესაკუთრე, თუმცა მის მიერ ნაქირავები ბინის დოკუმენტაციის გაყალბების შედეგად, ყოველი ახალი იპოთეკარისგან აღებულ ფულად თანხას ინაწილებდნენ ნ---------–---–- და თ-------------ე, ხოლო მას, როგორც აღნიშნული პროცესის მონაწილეს, გადასცემდნენ სარგებელს.
ნ---------–---–-ს და თ-------------ის მიერ გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, მესაკუთრისგან მალულად, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას და აღებული ფულადი თანხის ერთმანეთში განაწილების ფაქტს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-–-----------ეც, რომელმაც ჩვენებაში მიუთითა, რომ თ-------------ე და მ-------------ი, იგივე ნ---------–---–-, სხვადასხვა პირთან აფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებებს, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით ტვირთავდნენ უძრავ ქონებას, ისე რომ აღნიშნულის შესახებ უცნობი იყო ქონების რეალური მესაკუთრისთვის. სესხის სახით აღებულ ფულად თანხას კი ნ---------–---–- და თ-------------ე ინაწილებდნენ ერთმანეთში.
2006 წლის 01 ნოემბერს, თ---–--–--------–-----–-------------------ში მდებარე ს----------- ბიუროში, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თ-------------ის და ნ---------–---–-ს მიერ ყალბი დოკუმენტის წარდგენის ფაქტს, გარდა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე ადასტურებს ნოტარიუს მ--------------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მის ს----------- ბიუროში იპოთეკარებსა და ქონების მესაკუთრეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და შედგა ს----------- აქტი. იპოთეკით დაიტვირთა გ-------–------–---–-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. მოწმის ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს----------- ბიუროში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, ქონების მესაკუთრედ თ-------------ის და ნ---------–---–-ს მიერ გ-------–------–---–-ს სახელით და გვარით, გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მონაცემებით წარდგენილი იყო სხვა პიროვნება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მ--------------–--ის ს----------- ბიუროდან ამოღებული დოკუმენტაციით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით; საჯარო რეესტრის ამონაწერით; გ-------–------–---–-ს პირადობის მოწმობის ასლებით; გ-------–------–--ლსა და მ----------------ეს შორის, 2000 წლის 02 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გაცემული მიმართვის წერილებით, დასტურდება, რომ თ-------------ემ და ნ---------–---–მა იცოდნენ გ-------–------–---–-ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სიყალბის შესახებ და ყველანაირად ცდილობდნენ, უძრავი ქონება ისე დაეტვირთათ იპოთეკით, რომ იპოთეკარს და უძრავი ქონების რეალურ მესაკუთრეს არ სცოდნოდათ მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ დაადასტურა მოწმე გ---–------------------მ სასამართლო სხდომაზე მის მიერ მიცემულ ჩვენებაში, რომლის მიხედვითაც, მისი ნათესავი ნ------------, რომელსაც სჭირდებოდა თანხის გასესხებაში დახმარება, შუამავლის მეშვეობით დააკავშირა თ-------------ესთან და მ-------------თან, იგივე ნ---------–---–თან, რომელთაც სურდათ თ---–--–-----------–---ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა. ნ------------სთან ერთად თავად მივიდა თ---–--–-----------–---------------/34-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ნ---------–---–მა, თ-------------ემ და ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც გაეცნო გ-------–------–---–-ს სახელით, როგორც სახლის მესაკუთრე, დაარწმუნეს, რომ ბინასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია იყო წესრიგში და მისი იპოთეკით დატვირთვა პრობლემას არ წარმოადგენდა, რის შემდეგაც ნ------------სთან ერთად მივიდა მ--------------–--ის ს----------- ბიუროში, სადაც იმყოფებოდნენ სხვა იპოთეკარებიც, კერძოდ, ც---------–--, თ-----------------–-- და რ-------------------–--ლი, რომლებმაც იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმეს გ-------–------–---–-ს სახელით გაცნობილ მამაკაცთან და ფულადი თანხა, მთლიანობაში 31 000 აშშ დოლარის ოდენობით, გადასცეს ნ---------–---–ს და თ-------------ეს, თუმცა როგორ მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, ადგილი ჰქონდა თაღლითობას და გ-------–------–---–-ს სახელით გაცნობილი მამაკაცი, აღმოჩნდა ე-–----------------–--ლი, რომელიც ნ---------–---–თან და თ-------------ესთან ერთად უმტკიცებდა, რომ ბინა იყო მისი და თავად იყო გ-------–------–---–-.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ნ---------–---–-ს (პ/ნ: 5----------) სახელზე ფიქსირდება სამი ქორწინების აქტის ჩანაწერი, რის საფუძველზეც ნ-------–-------მ სამჯერ შეიცვალა გვარი და თავდაპირველად მიიღო - ქ-----–-, შემდგომ - ო----- და ბოლოს - კ----–---–-. ამავე სამსახურის მიერ, 2016 წლის 23 აგვისტოს გაცემული წერილით კი ირკვევა, რომ ე----- ო-----ს დაბადების აქტის ჩანაწერში, დედის გრაფაში ფიქსირდება - ნ------------ს ასული ო-----, დაბადებული: 1----–-–---------------ს, თუმცა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს კ----–---–-ს გვარით, პირადი ნომრით: 5----------.
დაზარალებულების: გ-------–------–---–-ს, ნ------------ს, რ-------------------–--ლის და ც---------–--ს კუთვნილი ქონების და ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებაში ბრალდებულების: ნ---------–---–-ს და თ-------------ის მონაწილეობას ასევე ადასტურებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, რითაც უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულებმა ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან, სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით და სხვა ინდივიდუალური ნიშნების მიხედვით ამოიცნეს თ-------------ე და ნ---------–---–-, რომელიც გაეცნო მათ მ--------------ს და ნ-------–------ის სახელით. დაზარალებულებმა კატეგორიულად მიუთითეს, რომ აღნიშნული პირები არიან სწორედ ისინი, რომლებმაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების გაყალბებით, დაჩქარებული წესით, ბინა საკუთრების უფლებით დაარეგისტრირეს ვითომდა, გ-------–------–---–-ს სახელზე, რის შემდეგაც ისე, რომ იპოთეკარებს დაუმალეს ინფორმაცია ბინის რეალურ მესაკუთრესთან დაკავშირებით, მათი შეცდომაში შეყვანით, გ-------–------–---–-ს სახელით გააცნეს ე-–----------------–--ლი. ენდნენ რა თ-------------ეს და ნ---------–---–ს, დაიჯერეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის რეალურობა და ე-–----------------–--ლთან გააფორმეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ნ---------–---–- და თ-------------ე მოტყუებით დაეუფლნენ მათ კუთვნილ ფულად თანხას, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულებებით, რომლის თანახმად, 2006 წლის 01 ნოემბერს, თითქოსდა გ-------–------–--ლმა ნ------------სგან ისესხა 21 100 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3 % დარიცხვით; თ-----------------–--სგან - 10 500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3% დარიცხვით; ც---------–--სგან - 4 200 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3% დარიცხვით, ხოლო რ-------------------–--ლისგან - 1 300 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 3 % დარიცხვით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ---–--–-----------–----------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა N34. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარებმა სესხის თანხა სრულად გადასცეს, ხოლო მესაკუთრემ სრულად მიიღო თანხა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულებმა: თ-------------ემ და ნ---------–---–მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ვინაიდან თ-------------ე, ნ---------–---–- და მათი თანამზრახველი ე-–----------------–--ლი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ისინი წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით, შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდნენ ნ------------ს, ც---------–--ს და რ-------------------–--ლს და პირადად აჩვენეს გ-------–------–---–-ს კუთვნილი ბინა, თუმცა იპოთეკარების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბინის მესაკუთრედ გ-------–------–---–-ს სახელით გააცნეს ე-–----------------–--ლი, რომელიც თავის მხრივ, ნ---------–---–თან და თ-------------ესთან ერთად არწმუნებდა მათ, რომ ბინის მესაკუთრე იყო თავად და იპოთეკური სესხის აღება გამომდინარეობდა მისი ბიზნესინტერესებიდან. ისარგებლეს რა დაზარალებულების ნდობით, დაითანხმეს იპოთეკური სესხის გაცემაზე, რის შემდეგაც 2006 წლის 01 ნოემბერს, მ--------------–--ის ს----------- ბიუროში გააფორმეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ნ---------–---–- და თ-------------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ნ------------ს, ც---------–--ს და რ-------------------–--ლის კუთვნილ ფულად თანხებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ე.ი. ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, როდესაც ჯგუფის წევრები იწყებენ მიზანმიმართულ და წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს, რასაც ადგილი ჰქონდა თ-------------ის და ნ---------–---–-ს მხრიდან მათი თანამზრახველის - ე-–----------------–--ლის მონაწილეობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
იმის შესაფასებლად, დაზარალებულებს: გ-------–------–--ლს, ნ------------ს, ც---------–--ს და რ-------------------–--ლს ნამდვილად მიადგათ თუ არა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში წარმოდგენილ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა თანახმადაც დაზარალებულებზე მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ 10 000 (ათი ათას) ლარს, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-------------ის და ნ---------–---–-ს დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს: გ-------–------–--ლს, ნ------------ს, ც---------–--ს და რ-------------------–--ლს მიადგათ დიდი ოდენობით ზიანი.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, ვინაიდან ნ---------–---–- ნასამართლევია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი მოხდილი არ ჰქონია. ამასთან, არც ნასამართლობა ჰქონია მოხსნილი, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩაიდინა არაერთგზის.
იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა კი, თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. მოტყუება ეს არის სიმართლის დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. სწორედ ტყუილის მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თაღლითობა ხშირად დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც თითქოსდა კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისთვის ქონების გადასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როგორც მოტყუების ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს და დამატებით კვალიფიკაციას სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით - „ყალბი დოკუმენტის გამოყენება“ აღარ საჭიროებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ ნ---------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თ-------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა თ-------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ხოლო ნ---------–---–მა - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულებს თ-------------ეს და ნ---------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
თ-------------ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ნ---------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან - ცხრა წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავეთა მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს, 2012 წლის 28 დეკემბრის `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს კანონს, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი/მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამავე კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ??????????? ??????? ????????? ???????? 180-? ?????? გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას, გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა: გ-------–------–--ლმა, ნ------------მ და ც---------–--მ უარი განაცხადეს ბრალდებულების: ნ---------–---–-ს და თ-------------ის მიმართ, 2012 წლის 28 დეკემბრის `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე, ხოლო დაზარალებულ რ-------------------–--ლის უფლებამონაცვლეს თანხმობა არ გამოუთქვამს ბრალდებულთა მიმართ, ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებაზე, მსჯავრდებულებს: ნ---------–---–ს და თ-------------ეს, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, 1/3-ით უნდა შეუმცირდეთ დანიშნული სასჯელები.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-------------ის და ნ---------–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულთა პიროვნების გათვალისწინებით, თ-------------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ---------–---–ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით. ნ---------–---–ს კი საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამასთან, მსჯავრდებულების: ნ---------–---–-ს და თ-------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელებზე უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი და მათ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეთ 1/3-ით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, თ-------------ის და ნ---------–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებული თ-------------ე დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ნ---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
ნ---------–---–ს, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1/3-ით შეუმცირდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ნ---------–---–- დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით;
განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულების დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებულები მოითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ნათია გუდაძე