განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002362632
№1/55-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ---- გ---–-- ძე პ--------ი, დაბადებული 1----–-–--------------ერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 6----------), ს-–----–----------–--ის მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, რეგისტრირებული: ო--------, კეცხოველის ქ--------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ხაშური, ბ---------------------;
ადვოკატი - ფ------ ა----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება);
სხდომის სახე - ღია;
საქართველოს სსსკ 189-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ მ---- პ--------ის მიმართ,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
2017 წლის 5 ივნისს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული პროკურატურიდან გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის N------------ საქმე, ბრალდებულ მ---- პ--------ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2017 წლის 27 ივნისს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაკმაყოფილდა პროკურორ ვ------- ნ------ის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმე მ---- პ--------ის მიმართ, განრიდების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურას. 2017 წლის 20 ივლისს მ.პ--------ის მიმართ გაფორმდა განრიდების ხელშეკრულება. მ.პ--------ამა არ შეასრულა განრიდების ხელშეკრულება და სისხლის სამართლის საქმე, 2018 წლის 21 მარტს, დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადდა ბრალდებული მ---- პ-----რი, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება საზღვარგარეთ, სასამართლომ საქართველოს სსსკ 189-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვის გაგრძელების შესახებ, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ------ ა----------ს მონაწილეობით.
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 2---------ს, დაახლოებით 20:30 საათზე, თერჯოლაში გამავალ ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ,,მ-----------’’ მარკის სახ. N--------- ავტომობილის მართვისას, მძღოლმა მ---- პ--------მა, დაარღვია რა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.2 მუხლის მოთხოვნა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა მდინარე ,,ჩოლაბურზე’’ მშენებარე ხიდის საყრდენს, რის შედეგაც მიღებული დაზიანებების გამო, მანქანაში მყოფმა მგზავრებმა - მ------ გ-–--ემ, დ----- გ--–-----ემ და მ----- გ--–-----ემ მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
2. მ---- პ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- პ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების - მ------ გ-–--ის, მ----- გ--–-----ის და დ----- გ--–-----ის ჩვენებები; მოწმეების: გ------- გ--–-----ის, გ---- გ--–-----ის, ა------ რ---------, გ------- კ------------, დ----- წ----–------, კ--- ქ-----–---- და შ----- თ-------- ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები; მ.პ--------ის მართვის მოწმობისა და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის დათვალიერების ოქმები; ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური N-------------- ექსპერტიზის დასკვნა; სამედიცინო ექსპერტიზის N-------- დასკვნა მ------ გ-–--ის მიმართ; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა მ----- გ--–-----ის მიმართ; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა დ----- გ--–-----ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მ---- პ--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლისგან (დანაშაულისგან) სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ავტომობილი, მოტოციკლი, ტრაქტორი და სხვა მექანიკური ტრანსპორტი. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2. მძიმე შედეგს, კერძოდ: ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას; 3. წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს. სუბიექტური მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია და ხორციელდება თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ყოველ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დადგენილ უნდა იქნეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების რომელი სპეციალური ნორმა იქნა დარღვეული და უგულებელყოფილი, რამაც მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია. ასევე უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის სუბიექტი არის ის ვინც მართვას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას ტრანსპორტის, ან მოცემული სახის ტრანსპორტის მართვის უფლება. ამდენად, დანაშაულის ამსრულებელია ის ვინც ზის საჭესთან და მართავს ა/მანქანას, შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. განსახილველი დანაშაულის მსხვერპლი (დაზარალებული) არის სხვა ადამიანი და არა თავად ის ვინც ა/მანქანის მართვისას არღვევს მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსოპორტის ექსპლუატაციის წესს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მძღოლმა თავისევე მანქანაში მჯდომი პირი დააშავა თუ სხვა მანქანაში მჯდომი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მ---- პ--------მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. მ---- პ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრების მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ---- პ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. დაზარალებულებთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნიათ. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, მ---- პ--------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ასევე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მ.პ--------ის მიმართ დამატებითი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ, საქართველოს სსკ 43-ე მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ---- პ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 43-ე მუხლის თანახმად, მ---- პ--------ს 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
მ---- პ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გიორაო გაუქმდეს;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო სურათების ამსახველი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
მ------ გ-–--ის კტ კვლევის CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი, მასჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
განაჩენი, პროკურორის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე