განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
330100118002353983
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------–-–----ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–-----------–ს, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ--------------------------------------------------------

 

ადვოკატი - გ--------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით

 

დისპოზიცია:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.

 

ბრალდებული - ზ----------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–-------------ოს, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-----------------.

 

ადვოკატი - ვ-----------–----ე;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით

 

დისპოზიცია:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. გ------–-–----ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

შპს ,--------------------) რეგისტრირებულია 2012 წლის 5 ივნისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 12 სექტემბერს. საზოგადოების იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, დ---------------------------------------------------------. შპს-ს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ჯ----------------–---–ი. კომპანიას საქმიანობის პერიოდში ჰყავდა რამდენიმე დირექტორი, მათ შორის 2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში - ზ----------------–---–ი, ხოლო 2015 წლის 16 აპრილიდან საწარმოს დირექტორია გ------–-–----ე. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასაქონლო ბეტონის წარმოება, ტექნიკის იჯარით გაცემა და მშენებლობა. გ------–-–----ეს ევალებოდა შპს ,----------------------- საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,------ს დირექტორმა - გ------–-–----ემ, მისი დირექტორობის პერიოდში არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახა საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები და სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მ-–------------------–ოს თანამშრომლების მიერ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს #2---- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ,----------------------- ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლითი, სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო, 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2012 წლის 5 ივნისიდან - 2016 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით გადასახდელად სულ დაერიცხა 1 071 788 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 707 092 ლარი, ჯარიმა 364 696 ლარი.

2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2016 წლის 14 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის #3---- ბრძანება ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 14 დეკემბერს გამოიცა #0------ საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გ------–-–----ის დირექტორობის პერიოდში (2015 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში) საწარმოზე დამატებით დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა 234 533 ლარი.

გ------–-–----ისთვის ცნობილი იყო საგადასახადო შემოწმების აქტის, გამოცემული საგადასახადო მოთხოვნისა და საწარმოზე დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხების შესახებ, თუმცა ზემოხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა არ გაუსაჩივრებია.

გ------–-–----ემ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა მისი დირექტორობის პერიოდში შპს ,------ზე (ს/ნ 4--------) გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 234 533 ლარის გადახდას.

 

ე.ი. გ------–-–----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

1.2. ზ----------------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

შპს ,--------------------) რეგისტრირებულია 2012 წლის 5 ივნისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 12 სექტემბერს. საზოგადოების იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, დ---------------------------------------------------------. შპს-ს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ჯ----------------–---–ი. კომპანიას საქმიანობის პერიოდში ჰყავდა რამდენიმე დირექტორი, მათ შორის 2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში - ზ----------------–---–ი, ხოლო 2015 წლის 16 აპრილიდან საწარმოს დირექტორია გ------–-–----ე. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასაქონლო ბეტონის წარმოება, ტექნიკის იჯარით გაცემა და მშენებლობა. გ------–-–----ეს ევალებოდა შპს ,----------------------- საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,------ს დირექტორმა - ზ----------------–---–მა, მისი დირექტორობის პერიოდში არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახა საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები და სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მ-–------------------–ოს თანამშრომლების მიერ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს #2---- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ,----------------------- ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლითი, სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო, 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2012 წლის 5 ივნისიდან - 2016 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით გადასახდელად სულ დაერიცხა 1 071 788 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 707 092 ლარი, ჯარიმა 364 696 ლარი.

2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2016 წლის 14 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის #3---- ბრძანება ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 14 დეკემბერს გამოიცა #0------ საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ზ----------------–---–ის დირექტორობის პერიოდში (2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში) საწარმოზე დამატებით დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა 422 737 ლარი.

ზ----------------–---–ისთვის ცნობილი იყო საგადასახადო შემოწმების აქტის, გამოცემული საგადასახადო მოთხოვნისა და საწარმოზე დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხების შესახებ, თუმცა ზემოხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა არ გაუსაჩივრებია.

ზ----------------–---–მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა მისი დირექტორობის პერიოდში შპს ,------ზე (ს/ნ 4--------) გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 422 737 ლარის გადახდას.

 

ე.ი. ზ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ბრალდებულმა გ------–-–----ემ სასამართლო სხდომის დასკვნით ეტაპზე თავი აარიდა გამოცხადებას, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განაჩენი მიღებულ იქნა მის დაუსწრებლად.

სასამართლოს დასკვნა გ------–-–----ისა და ზ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ემყარება სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

2.3. მოწმე რ---------–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს მ----------------–ოს უფროსი აუდიტორი. აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს #2---- ბრძანებით (რომლის საფუძველს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------–---- N2---- ბრძანება, ასევე 2016 წლის მესამე კვარტლის საგადასახადო შემოწმების გეგმის დამტკიცების შესახებ ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივლისის N9------- სამსახურებრივი ბარათი და აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მ-–------------------–ოს უფროსი აუდიტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N1----- მოხსენებით ბარათი) მას და მის კოლეგას - თ--------------–----იას დაევალათ შპს ,------ს მიმართ გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 5 ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი.

გასვლითი საგადასახადო შემოწმება გულისხმობს გადასახადის გადამხდელის შემოწმებას, რომლის ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც გადასახადის გადამხდელთან, ასევე აუდიტის დეპარტამენტში. შემოწმება გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციების სიზუსტის შემოწმებას, რომელიც მოიცავს გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაციის, ასევე მის ბუღალტრულ ჩანაწერებში და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის შედარებას ამ წარდგენილ დეკლარაციებთან, ხოლო თუ გამოვლინდება კონკრეტული სხვაობები, მათ მიერ ხდება ბიუჯეტში გადასახდელი თანხების კორექტირება.

რ---------–----ისა და თ--------------–----აძის მიერ 2016 წლის 13 დეკემბერს შედგენილ იქნა გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც, შპს ,------ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა სულ 1 071 787 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი იყო 707 091 ლარი და ჯარიმა - 364 696 ლარი. გ------–-–----ის დირექტორობის პერიოდში კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა - 234 533 ლარი, ხოლო ზ----------------–---–ის შემთხვევაში - 422 737 ლარი.

შემოწმების შედეგად აღმოჩენილი იყო შემდეგი გარემოებები:

შემოწმების პერიოდში კომპანია ახორციელებდა მშენებლობას და შემდგომ აშენებული ბინების რეალიზაციას. აღნიშნული ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის უმეტესი ნაწილი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი დამატებითი ღირებულების გადასახადით, ასევე მოგების გადასახადით. დიდი ნაწილი არ იყო დადეკლარირებული. ეს გარემოება იყო ორივე დირექტორთან მიმართებით. მოგების გადასახადის ნაწილში დაერიცხათ სულ 113 259 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი შეადგენდა 74 573 ლარს, ხოლო ჯარიმა - 38 686 ლარს.

დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში დაერიცხა სულ 886 804 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 586 282 ლარი, ხოლო ჯარიმა - 300 522 ლარი.

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაერიცხა სულ 70 456 ლარი, აქედან ძირითადი გადასახადი შეადგენდა - 46 862 ლარს, ხოლო ჯარიმა - 23 595 ლარს.

ქონების გადასახადის ნაწილში სულ 1269 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი იყო 625 ლარი, ხოლო ჯარიმა - 1895 ლარი.

მოგების გადასახადშიც აღნიშნული ფაქტორი იყო გამომწვევი, მაგრამ ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ის იყოს, რომ 2014 წლის დეკლარაცია წარდგენილი იყო ნულოვანი დეკლარაცია, ანუ დაფიქსირებული იყო ხარჯებისა და შემოსავლებში ნული (0) ლარი. რ---------–----ისა და თ--------------–----იას მიერ მოხდა განსაზღვრა, რის შედეგად მიიღეს პირველადი დოკუმენტების გარკვეული თანხა (პირველად დოკუმენტაციაში გულისხმობს საბუღალტრო დოკუმენტაციას, ბუღალტრულ ჩანაწერებს და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს), ასევე როგორც შემოსავალში, ასევე ხარჯებში და დაერიცხა სულ 77 371 ლარი, როგორც ძირითადი გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზაში ფიქსირდება ყველა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციები, ზედნადებები, ანგარიშფაქტურები, ასევე განხორციელებული საბაჟო ოპერაციებიც. გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვს, ხოლო როდესაც საგადასახადო შემოწმება დაიწყება, შემდგომ უკვე შემოწმებით მოცულ პერიოდს გადასახადის გადამხდელი ვერ დააზუსტებს. მას შეუძლია მხოლოდ საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე დააკორექტიროს მის მიერ წარდგენილი დეკლარაციები.

გ------–-–----ემ ნახა აღნიშნული დოკუმენტი და ითხოვა დეკლარაციის ჩაბარების ვადის გაგრძელება, რაც შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა იმავე დღეს. გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი პერიოდი (3 თვე) სრულად არ გამოიყენა, 2015 წლის 31 მარტს წარადგინა 2014 წლის დეკლარაცია და ეს დეკლარაცია იყო ნულოვანი. დეკლარაცია ზ----------------–---–ის დირექტორობის პერიოდშია წარდგენილი. ეს დეკლარაცია ასახულია შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. თუ სწორად იქნებოდა დეკლარაცია ჩაბარებული, გადასახადის თანხის დარიცხვა არ მოხდებოდა.

 

2.4. მოწმე თ--------------–----იამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი. მის მოვალეობაში შედის სხვადასხვა კომპანიებში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით საგადასახადო შემოწმების ჩატარება, რომლის საფუძველიცაა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ან კურატორი მოადგილის ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს #2---- ბრძანებით თ--------------–----იას და მის კოლეგას - უფროს აუდიტორს რ---------–----ეს დაევალათ შპს ,------ში გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 5 ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. ზოგადად, კომპანიის წარმომადგენლებს წინასწარ მისდით შეტყობინება შემოწმების შესახებ და შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ინიშნება საგადასახადო შემოწმება. შემოწმების გასვლითი პროცესი გულისხმობს შესამოწმებელ ობიექტზე უშუალოდ გასვლას. ბრძანების შესრულებაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ თ--------------–----ია და მისი ჯგუფის უფროსი რ---------–----ე. შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი იქნა ბუღალტრული ინფორმაცია. შემოწმებით გადამოწმებული იქნა რამდენად სწორად არის ასახული ინფორმაცია საბუღალტრო პროგრამაში და ამის გათვალისწინებით, ისინი ზოგადად ადარებენ მის მონაცემს და რაც გადამხდელს აქვს ასახული. ბუღალტრული ინფორმაცია თ--------------–----იას წარმოუდგინეს ბატონმა გ------–-–----ემ და ქალბატონმა, რომელიც იყო ბუღალტერი. მათ მიერ ასევე შესწავლილი იქნა ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ბაზის მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც წარდგენილ დეკლარაციებს, ასევე გამოთხოვილ ინფორმაციას საჯარო რეესტრიდან და ,,თელასი“-დან. უშუალოდ შემოწმების დროს კომპანიის დირექტორი იყო გ------–-–----ე, ხოლო შემოწმების პერიოდში დირექტორები ასევე იყვნენ ლ-–--------ძე, გ------–-–----ე, ზ----------------–---–ი და ბოლოს ისევ გ------–-–----ე. დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გაანგარიშების შესახებ, სხვადასხვა სახის დეკლარაციებს სხვადასხვა საანგარიშო პერიოდი აქვთ. დამატებითი ღირებულების დეკლარაციის წარდგენის ვადა არის 1 თვე. მოგების გადასახადი ბარდება წლიურად. იმ დროს, როდესაც ამოწმებდნენ კომპანიას, კანონმდებლობა შეიცვალა და თვიურად გახდა, მაგრამ ამ პერიოდში იყო წელიწადი და 1 აპრილამდე ბარდებოდა საანგარიშო წლის მიხედვით. ქონების გადასახადი, იურიდიული პირისათვის ასევე არის საანგარიშგებო წელი და მასაც 1 აპრილამდე წარადგენენ. შემოწმების აქტი დეკლარირებული შემოწმების შედარება აღნიშნულ მონაცემთან თავისთავად გულისხმობს, მაგრამ კანონმდებლობის მოთხოვნაა, რომ ბუღალტრული შემოწმებაც გადამოწმდეს, თუ რამდენად სწორადაა შედგენილი და ამის შემდეგ ისინი უბრალოდ ხელს აწერენ საბუღალტრო პროგრამას, ანუ რეალურ სურათთან ამოწმებენ დეკლარირებულ მონაცემს. საგადასახადო შემოწმების აქტი გამოიცა 2016 წლის 13 დეკემბერს. შემოწმებისას აუდიტორები კომპანიაში რეალურად ფიზიკურად იმყოფებოდნენ 2016 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ მას შემდეგ რაც ობიექტიდან გამოვიდნენ, უკვე გარკვეულწილად მოხდა მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება და შესაბამის დანართებში ასახვა. შესაბამისად, აქტის გამოცემა დეკემბრის თვემდე გაიწელა. აქტით დარიცხული ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადი კომპანიას სულ დაერიცხა 1 071 787, მათ შორის ძირითადი გადასახადი 707 091 ლარი.

ზ----------------–---–ი კომპანიის დირექტორი იყო 2014 წლის 11 ივლისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე, ამ პერიოდში შპს ,,G--“-ს დაერიცხა 422 737 ლარი ძირითადი გადასახადი, რომელიც გამოვლინდა შემოწმების პერიოდში. დამატებითი ღირებულების გადასახადი გამოწვეული იყო შპს-ს მიერ კორპუსში აშენებული ბინების რეალიზაციით, ანუ 2014-2015 წლებში, მოხდა ბინების რეალიზაცია, ამიტომ 422 737 ლარის ძირითადი დარიცხვა მოხდა ამ პერიოდში. აქედან 370 000 ლარი აქვს დამატებითი ღირებულების გადასახადში. 70 000 ლარი არის მოგების გადასახადში.

ამ პერიოდში მოგების გადასახადი ნულოვანი იყო, 2015 წლის მოგების გადასახადი დეკლარაციაში წარდგენილი არ იყო, როცა დეკლარაცია წარდგენილი არ არის საგადასახადო კოდექსით მიიჩნევა, რომ იმ პერიოდში დასაბეგრი თანხა შეადგენს 0 ლარს. ამიტომ მთლიანად 2015 წლის მოგების დეკლარაციას თავისი ხარჯებით, შემოსავლებითურთ გაიანგარიშეს შემმოწმებლებმა. შემოწმების პერიოდში სრულად არ აქვს ასახული დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვები. მიწასთან ერთად რეალიზებული აქვს ვალდებულება და შენობა ნაგებობა, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი, იგი განხილული იქნა დღგ-თ დასაბეგრ ოპერაციად. ადრე ხელით წარადგენდნენ დეკლარაციას, ამ დროისათვის არსებობს სპეციალური ელექტრონული გვერდი, სადაც ხდება ამ ინფორმაციის ელექტრონული ატვირთვა, საგადასახადო ორგანოში მიუსვლელად. ეს არის ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც გადამხდელები დარეგისტრირებულები არიან და გააჩნიათ თავისი გვერდი და ამ გვერდზე ხდება მონაცემების შეტანა. გ------–-–----ის დირექტორობის პერიოდში ასევე ძირითადი გადასახადი დღგ-ს ნაწილშია. საზოგადოებას 2016 წელს იჯარით გაცემული აქვს მის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალება, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი სრულად არ ჰქონდა ასახული, მოხდა მისი კორექტირება და დაბეგვრა. ბინების რეალიზაციის გარდა სხვა რამდენიმე თემაც იყო, კერძოდ, შემოწმების პერიოდში გამოიკვეთა, რომ ბინების პროექტები ჰქონდა შეძენილი, ხოლო საზოგადოების გეგმაში იყო გაეგრძელებინათ სამშენებლო საქმიანობა, შემდეგ ალბათ, არასწორად გათვლის გამო ეს ყველაფერი გაყიდეს, ამ პროექტების გაყიდვით დამატებით წარმოეშვათ დღგ-ს გადახდის ვალდებულება.

გ------–-–----ის დირექტორობის დროს საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც დაერიცხა კომპანიას თანხა, რადგან მათ საკუთრებაში არსებული ავტომობილი ,,ლექსუსი“-ს რეალიზება მოახდინეს და 26 404 ლარია დარიცხული. ასევე მეტი თანხა იყო გაცემული და ნაკლები იყო დაბეგრილი. გარდა ამისა, იყო ისეთი სიტუაცია, რომ საშემოსავლო გადასახადში (რამაც გამოიწვია დარიცხვა) თანხები ჰქონდა სალაროს ანგარიშზე, სალაროს ანგარიშს ამცირებდა და ხსნიდა რეზერვის ანგარიშს, რაც დაახლოებით ჰგავს ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში თანხის გადატანას. გ------–-–----ეს სალაროს ნაშთი განხილული ჰქონდა სესხად, მაგ ნაწილში კომპანიას დაერიცხა დაახლოებით 14 000 ლარი.

გ------–-–----ე კომპანიის დირექტორი არის 2015 წლის 16 აპრილიდან. 2015 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულმა ძირითადმა გადასახდელმა შეადგინა 234 533 ლარი.

საგადასახადო შემოწმების პერიოდში მას უშუალოდ გადამხდელთან აქვს ურთიერთობა. გამოსაკვლევი მონაცემები ძირითადად წარმოდგენილი იქნა გ------–-–----ისა და კომპანიის ბუღალტრის მიერ. ყველა შედეგი, რაც დადგა მათ თავისთავად ეცოდინებოდათ. ბუღალტრული ინფორმაცია წარმოდგენილია მათ მიერ და ეს საკითხები ერთად გაიარეს. არც აქტის პროექტი და არც შემდგომი აქტი არც ერთ ორგანოში არ გასაჩივრებულა.

მან მთლიანი ელექტრონული ინფორმაცია შეისწავლა.

ზ----------------–---–მა 2015 წლის 25 მარტს წერილით მიმართა საგადასახადო ორგანოს მოგების გადასახადის ვადის გადაწევის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა, მაგრამ ზ----------------–---–მა დეკლარაცია ვერ წარადგინა. დეკლარაცია უნდა წარედგინა დირექტორს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ხელმძღვანელობდა კომპანიას, მოცემულ შემთხვევაში - გ------–-–----ეს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მას დათვლისას გამორჩა და 77 371 ლარი უნდა გამოაკლდეს ზ----------------–---–ის პერიოდში ძირითად თანხას და დაემატოს გ------–-–----ის დარიცხულ ძირითად თანხას, რითაც ზ----------------–---–ის ნაწილში შემცირდება 77 371 ლარით და გ------–-–----ის პერიოდში გაიზრდება აღნიშნული თანხით. ამ პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებოდა გ------–-–----ეს, რადგან აღნიშნულ პერიოდში (2015 წლის მაისი, ივლისი, სექტემბერი და დეკემბერი) გ------–-–----ე იყო კომპანიის დირექტორი.

 

2.5. მოწმე გ------------–--–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს საქართველოს ფ----------------------–ი უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. შემოსავლების სამსახურიდან გადმოეგზავნათ საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც, შპს ,,G--“-ში ჩატარდა საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტიდან გამომდინარე კომპანიას დარიცხული ჰქონდა თანხები, მათ შორის სულ მცირე 1 000 000 ლარი. ძირითად დარიცხულ თანხას გადასახდელს წარმოადგენდა 700 000 ლარი. ვინაიდან აქტიდან გამომდინარე შეინიშნებოდა დანაშაულის - გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ნიშნები, მათ მიერ გაგზავნილი იქნა წერილები სხვადასხვა ინსტანციაში ხომ არ მოხდა გადამხდელების მიერ დარიცხული თანხების გასაჩივრება. მოსული წერილებისა და შეტყობინების საფუძველზე გაირკვა, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. გასული იყო ის საშეღავათო პერიოდი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით - 45 დღიანი ვადა. შესაბამისად, მის მიერ 2017 წლის სექტემბერში დაწყებული იქნა გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 218-ე მუხლით. გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ მოხდა უშუალოდ იმ პირების გამოკითხვა, რომლებმაც მოახდინეს აღნიშნული კომპანიის შემოწმება. გამოკითხვის შედეგად მოწმეებმა რა ინფორმაციაც მიაწოდეს გამოძიებას, ყველაფერი ასახული იქნა გამოკითხვის ოქმებში. მოწმეებს განემარტათ მათი უფლებები და ხელმოწერით დაადასტურეს ჩვენების სისწორე. კომპანიას შემოწმების პერიოდში ჰყავდა რამდენიმე დირექტორი. რევიზორების მიერ მოხდა დირექტორების პერიოდის მიხედვით თანხების გამიჯვნა. გამიჯვნების შედეგად გამოიკვეთა, რომ ორ დირექტორს დარიცხვები ჰქონდათ მეტი. აღნიშნული პირებიც გამოიკვეთნენ გამოძიების ფარგლებში, მათაც განემარტათ უფლება-მოვალეობები, მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ მათი გამოკითხვის ოქმებს, მიეცათ საშუალება თუ რამეს არ ეთანხმებოდნენ შენიშვნა გაეკეთებინათ ოქმზე. ამის შედეგად პროკურორის მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ორივე პირს - გ------–-–----ესა და ზ----------------–---–ს წარედგინათ ბრალდებები და განემარტათ უფლება-მოვალეობები. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება განხორციელებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ყველა ბუღალტრულ საქმიანობას ახორციელებდნენ თვითონ და თავად უწევდნენ ზედამხედველობას საფინანსო საქმიანობას, მათ არ ჰყავდათ ბუღალტერი, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის საქმეს აწარმოებდა.

 

2.6. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბ------------------ის 2016 წლის 14 დეკემბრის 3---- ბრძანების მიხედვით, შპს ,----------------------- საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 1 071 787 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 707 091 ლარი, ჯარიმა 364696 ლარი.

შპს ,------ს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 86792 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 86 033 ლარით (ს.ფ. 3-6).

 

2.7. აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს 2---- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა შპს ,----------------------- ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლითი, სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 5 ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე, წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2012, 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 29 აგვისტოდან 2016 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი (ს.ფ. 66).

 

2.8. 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მ-–------------------–ოს თანამშრომლების - რ---------–----ისა და თ--------------–----იას მიერ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს #2---- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ,----------------------- ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლითი, სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას დარღვევების გამო, 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2012 წლის 5 ივნისიდან - 2016 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით გადასახდელად სულ დაერიცხა 1 071 788 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 707 092 ლარი, ჯარიმა 364 696 ლარი, რადგან ამ პერიოდში შპს ,------ს დირექტორებმა - გ------–-–----ემ და ზ----------------–---–მა, მათი დირექტორობის პერიოდში არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და სრულად არ ასახეს საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები და სრულყოფილად არ წარადგინეს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.

კერძოდ, ზ----------------–---–ის დირექტორობის პერიოდში (2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში) საწარმოზე დამატებით დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა 422 737 ლარი, ხოლო გ------–-–----ის დირექტორობის პერიოდში -(2015 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში) საწარმოზე დამატებით დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა 234 533 ლარი (ს.ფ. 7-65).

 

2.9. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 3 თებერვლის წერილით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ შპს ,----------------------- მიმართ შედგენილი 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 14 დეკემბრის #3---- ბრძანება და 2016 წლის 14 დეკემბრის #0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge ) საშუალებით 2016 წლის 14 დეკემბერს (ს.ფ. 70-73).

 

2.10. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის 2017 წლის 12 ოქტომბრის წერილით დასტურდება, რომ შპს ,----------------------- დავების დეპარტამენტში 2016 წლის 14 დეკემბრის 0------ ,,საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია (ს.ფ. 106).

 

2.11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ შპს ,------ის (ს/ნ4--------) საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 115).

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს კ--–--–--------------------------–--------------–-–---------------–ის წერილით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2016 წლის 13 დეკემბრიდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით, შპს ,----- მოსარჩელე მხარედ არ იძებნება (ს.ფ. 89).

 

2.13. შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის წერილით დასტურდება, რომ შპს ,------სთან საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა (ს.ფ. 172).

 

2.14. 2018 წლის 15 თებერვლის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ელექტრონული ბაზის (oracle)-ს მეშვეობით მოძიებული ინფორმაცია, კერძოდ აღნიშნულ ელექტრონულ ბაზაში არსებული გადამხდელის ფაილში მოძიებული იქნა შპს ,----------------------- შესახებ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 13 დეკემბრიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში გადამხდელს ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება, ძირითადი - 688 118,63 ლარი, ჯარიმა - 376 285 ლარი და საურავი - 361 282.78 ლარი, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით გადაუხდელია და ერიცხება დავალიანებად.

ასევე მოძიებული იქნა ინფორმაცია შპს ,------ის (ს/ნ 4--------) 2016 წლის 13 დეკემბრიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ, მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში შპს ,------ს ბიუჯეტში გადასახადის სახით თანხები გადახდილი არ აქვს (ს.ფ. 119-120).

 

2.15. ბრალდებულმა გ------–-–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2013 წლის ივნისის, ან ივლისის თვეში პირველად დაინიშნა შპს „G--”-ს დირექტორად. სამსახურის ძირითადი საქმიანობა იყო ბეტონის წარმოება და გარკვეულწილად იჯარებიც. შემდგომ კომპანიამ განახორციელა მშენებლობა. იგი დაახლოებით 2014 წლის 11 ივნისამდე იყო აღნიშნული კომპანიის დირექტორი. ამ პერიოდში ჩვეულებრივად საქმიანობდა და არანაირი დამალული შემოსავალი მათ არ ჰქონიათ. ბუღალტერიაში იყო რაღაც ,,ლაფსუსები“, რომელიც დასალაგებელი იყო და ალაგებდნენ. ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ყოველი თვის ჭრილში როგორც საშემოსავლოს ნაწილში, ასევე დღგ-ს ნაწილში გადახდები ჩანს. რევიზორმაც კი ვერ აღმოაჩინა წარმოების ნაწილში ვერაფერი. შედარება გააკეთა სხვა კომპანიებთან და რევიზორებსაც კი გაუკვირდათ ისე იყო გაკეთებული ყველაფერი. 2014 წლის პერიოდში, როდესაც ზ----------------–---–ი დაინიშნა დირექტორად, იმ დროს გ------–-–----ის ძირითადი მოვალეობა იყო ბუღალტრებთან ურთიერთობა. მათთან მიმოწერაც კი არის ელექტრონული ფოსტით. ოფისიც კი იქირავეს ბუღალტრებისთვის, რადგან ახლოს ყოფილიყვნენ კომპანიასთან. როცა მოხდა 2014 წლის წლიური დეკლარაციის ჩაბარება, მაშინ მისი ახლობელი ნათესავი გოგო ეხმარებოდა ბუღალტერიაში. იმ გოგომ შენიშვნა მისცა, რომ ეს ნულოვანი იყო. როგორც დავალიანება, გადახდილი იყო ყველაფერი. თვის ჭრილებში დეკლარაციები ჩაბარებული იყო, წლიური კი არ დააზუსტეს და არ ჩაუწერეს, რაზეც იმ გოგომ უთხრა, რომ ეს ყველაფერი დაეზუსტებინათ წარმოების ნაწილში, ბინები იყო განვადების ხელშეკრულებით გაკეთებული და ედავებოდნენ, რომ გარკვეული ბინებიც უნდა ეღიარებინა. თუ ამას დააზუსტებდნენ, იმ ნულოვანს ჩაწერდა. მერე აუხსნეს, რომ პროფესიონალები ასეთ რაღაცებს არ აკეთებდნენ. ის რაც თვის ჭრილებში ატვირთული ჰქონდა, ის უნდა დაეზუსტებინათ და შესაბამისად, გაეგზავნათ წლიური დეკლარაცია. საუბრის შემდეგ მათ თანხმობა მისცეს, რომ გააკეთებდნენ, მაგრამ არ გაუკეთებიათ. ძირითადად მშენებლობის ნაწილს ხელმძღვანელობდა ზ----------------–---–ი, შემდგომ მათთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა. ისინი იღებდნენ მომსახურების საფასურს და კომპანიას საკმაოდ სოლიდური თანხები აქვთ მათთვის გადახდილი. სადაც უფრო რთული პერიოდი იყო ავანსად ჩაურიცხა თანხა. მოკლედ, მათთან არ გამოვიდა ურთიერთობა. საბუღალტრო ბაზაც კი არ მისცეს, რომელიც მათი ხარჯებით იყო ნაყიდი. ბუღალტრები ქალები იყვნენ და ვერ შევიდა მათთან კონფლიქტში გარკვეული მიზეზების გამო. მერე უკვე იძულებულები იყვნენ სხვა კომპანიისთვის მიემართათ. ისინი ბ------ში იყვნენ და მოხდა გადაბარება. მათ რომ გადასახადის თავის არიდების წინასწარი განზრახვა ჰქონოდათ, ამას სხვა ნაწილში (საწვავი, ცემენტი, ქვიშა, ღორღი) გააკეთებდნენ. ახალმა აუდიტორულმა კომპანიამ უთხრა მათ, რომ ძველ ნაწილში ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერაფერს, ხოლო ახალ ნაწილში დაგეხმარებითო. ისევ ძველს უნდა დაეზუსტებინა და როცა აუდიტი შევიდა, გ------–-–----ე ფიქრობდა, რომ წარმოების ნაწილში მაინც იქნებოდა დაზუსტებული. ახალ აუდიტორებსაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები და არ გაუკეთეს ისე, როგორც საჭირო იყო. გ------–-–----ე და ის გოგო, ვინც აღრიცხვებში ეხმარებოდა, სამჯერ იყვნენ ჩასულები ბ------ში. მათ ,,გაიარეს“ საბუთები და დოკუმენტები. როდესაც შემოსავლების სამსახურმა დააკისრა თანხა, ის გამოიყენებდა 45 დღიან ვადას და გაასაჩივრებდა და დროს მოიგებდა. გამოასწორებდა და ამ სასჯელსაც ასცდებოდა, მაგრამ მას არ ეგონა ასე რთულად თუ იქნებოდა საქმე და ამიტომ ადვოკატიც არ აუყვანია. მას კი აუხსნეს, რაც ემუქრებოდა, მაგრამ ის ფიქრობდა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა და დალაგდებოდა. მშენებლობის ნაწილი მათთვის პირველი იყო და ვერ გაართვეს თავი. ჯ----ზე მათ უნდა განეხორციელებინათ საკმაოდ მასშტაბური პროექტი მშენებლობის სახით, მაგრამ მათ დამოუკიდებლად ამის ხარჯები არ ჰქონდათ და ამიტომაც მოიწვიეს უკრაინელი ინვესტორი. ვინც უფრო გამოცდილი იყო მშენებლობის ნაწილში, ის განახორციელებდა ამ საქმეს და მისი შპს მიიღებდა მოგების წილს. მათ ხელი შეეშალათ, რადგან ინვესტორები წავიდნენ, ვერ განახორციელეს პროექტი და დატოვეს. მიწის შენახვაში, მოწესრიგებასა და დარაჯობაში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდნენ. აქაც შეექმნათ პრობლემა. მიწის სამუშაოებიც კი დაიწყეს. ექვს მილიონიანი პროექტი იყო. კომპანიას საკმაოდ დიდი სარგებელი უნდა მიეღო. ისინი ამ ყველაფერში იმიტომ არ ჩაერთვნენ, რომ ის ერთი კორპუსი რომ ააშენეს, იმას თავი ვერ გაართვეს. ადამიანი როდესაც რაღაცას აკეთებს, მას უნდა დარჩეს მოგება და ამათ, როგორც არასპეციალისტებს, ვერ გააკეთეს კარგად და მოგება არ დარჩათ. ამიტომ გადაწყვიტეს მიენდოთ ეს პროექტი უფრო გამოცდილი ხალხისთვის. ამის შემდეგ მათ ჰქონდათ გარკვეული ვალდებულება (ლიზინგი) და ჩამოართვეს ტექნიკა.

თ--------------–----ია იყო ის, ვინც მიდიოდა მათ კომპანიაში და გაოცებული იყო. გ------–-–----ემ მას აუხსნა მდგომარეობა. ისინი იხდიდნენ ყველაფერს რისი გადახდაც კი შეიძლებოდა. თანამშრომლებს ისინი საკმაოდ სოლიდურ თანხებს უხდიდნენ.

როდესაც გ------–-–----ე დირექტორად დაინიშნა, იგი უშუალოდ ფინანსურ ნაწილში ძალიან ახლო კონტაქტში იყო ბუღალტრებთან. ის ჩართული იყო ყველაფერში. 2015 წლის გაზაფხულზე კომპანიის მესაკუთრე გახდა ჯ----------------–---–ი, ხოლო მანამდე იყო ე--------------–-–---–ი. 2014 წლის ივლისში, თუ ივნისში ე--------------–-–---–მა შეიძინა ეს კომპანია და ზ----------------–---–ი დაინიშნა დირექტორად. ამის შემდეგ გ------–-–----ის მოვალეობა იყო აღრიცხვები, ბუღალტრებთან ურთიერთობა, წარმოების კონტროლი.

2015 წლის 25 მარტს განცხადება გადავადებაზე მის მიერ არის გაგზავნილი, რადგან ფინანსურ საკითხებს ის აწარმოებდა. მასთან შეთანხმებით ხდებოდა ყველაფერი. ამიტომ მას აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ე--------------–-–---–მა დაავალა მას საფინანსო საქმის მიხედვა.

როდესაც კომპანიაში შემოწმებაზე შევიდა შემოსავლების სამსახური, ზ----------------–---–ი აღარ იყო დირექტორის პოზიციაზე. შესაბამისად, შემოწმების შედეგად რა შედეგებიც დაიდო, ზ----------------–---–ისთვის არ იყო ცნობილი, რადგან იგი ხელმძღვანელობდა ამ საკითხს და მან არ ჩათვალა საჭიროდ ზ----------------–---–ისთვის ეთქვა. გ------–-–----ესა და ზ----------------–---–ს შორის გამიჯნული იყო უფლება-მოვალეობები.

ბრალდებულმა გ------–-–----ემ დაკითხვისას წარმოადგინა და საჯაროდ წაიკითხა შპს ,------ს 100% წილის მფლობელი პარტნიორის ე--------------–-–---–ის 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ,,შპს ,------ს წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებში, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების გაგზავნა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშგების სისწორის კონტროლი დაევალა კომპანიის დირექტორის მოადგილეს - გ------–-–----ეს“.

ბრალდებულმა გ------–-–----ემ ასევე განმარტა, რომ კომპანიას აუდიტორული მომსახურება უნდა ჩაეტარებინათ წლების მიხედვით. 2014 წელს უკვე ამ ნაწილს მშენებლობაც მიება. მათ ვერ გაართვეს თავი მშენებლობას. გ------–-–----ე ეუბნებოდა კომპანიის პარტნიორებს, რომ ის რაც არის ბინების ნაწილში, გაემიჯნათ და დაეზუსტებინათ თვის ჭრილებში.

ი---- არის გ------–-–----ის ბიძაშვილი, რომელიც ბუღალტრულ საქმიანობაში ეხმარებოდა მას. როდესაც მან ნახა, რომ ნულოვანი იყო დეკლარაცია, შენიშვნა მისცა მას. რადგან ბუღალტრებმა არ გააკეთეს, ამიტომ გაუშვეს ისინი და გამოიცვალეს კომპანია. გადავიდნენ ბ------ში, რადგან თბილისში ვერავინ ნახეს შინაური ისეთი, ვინც მოემსახურებოდათ. ,,G--“-სა და ბუღალტრებს შორის დაახლოებით 3 თვე იყო დავა. ელექტრონულ ფოსტაზე არის ყველაფერი მათთან მიწერ-მოწერა.

გ------–-–----ე დირექტორობის განმავლობაში პასუხისმგებელი იყო გადასახადების გადახდაზე, მაგრამ ამის გასაკეთებლად კომპანიას ჰყავდა სპეციალისტი, - ბუღალტერი. პასუხისმგებელი პირი საბოლოოდ მაინც დირექტორი იყო.

როდესაც კომპანიის საგადასახადო შემოწმება ხდებოდა, გ------–-–----ე ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. საგადასახადო შემოწმების აქტს გ------–-–----ე გაეცნო ელექტრონულად. კომპანიას იმ პერიოდში რთულად ჰქონდა საქმეები. მშენებლობის ნაწილშიც არაფერი ხდებოდა. მას აქტიურად უწევდა მუშაობა რევიზორებთან. ზ----------------–---–ს ფაქტობრივად არ ჰქონდა კონტაქტი კომპანიასთან და არც გ------–-–----ეს უთქვამს მისთვის ეს ამბები, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ. საგადასახადო შემოწმება რომ შემოვიდა კომპანიაში, ამის შესახებ იცოდა ზ----------------–---–მა, თუმცა მისთვის კონკრეტული აქტის მიწოდება და გაცნობა არ მომხდარა. გ------–-–----ემ შემოწმების აქტი არ გაასაჩივრა, რადგან არ ჰქონდა წარმოდგენილი თუ რა განვითარება მოჰყვებოდა ამას.

 

2.16. ბრალდებულმა ზ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი შპს ,,G--“-ში მუშაობდა 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის აპრილამდე და ძირითადად ხელმძღვანელობდა ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. სანამ აღნიშნულ კომპანიაში დაიწყებდა მუშაობას, მანამდე იყო ბეტონის წარმოების დირექტორი, შემდეგ სა---------–------------------–---------------------------------------------. ,------ში საგადასახადო ანგარიშსწორების კუთხით საკითხებს არეგულირებდა გ------–-–----ე, ხოლო თავად ხელმძღვანელობდა მშენებლობას, მართალია ბიუჯეტთან ურთიერთობა კონკრეტულად მას არ ჰქონდა მაგრამ გარკვეულ საკითხებში ასე თუ ისე საქმის კურსში იყო საგადასახადო კუთხით. იგი შპს ,------ის დირექტორად დაინიშნა 2014 წლის 11 ივნისს. კომპანიის ფაქტობრივი მფლობელი იყო ჯ----------------–---–ი, ხოლო კომპანიის პარტნიორად ფიქსირდებოდა ე--------------–-–---–ი. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სასაქონლო ბეტონის წარმოება და მშენებლობა. იგი ჯ-----------------–---–ის მიწვევით მივიდა კომპანიაში სამუშაოდ და დაიკავა დირექტორის თანამდებობა, ვინაიდან მას ჰქონდა გამოცდილება მშენებლობისა და ბეტონის წარმოების სფეროში.

ბიუჯეტთან ურთიერთობა კონკრეტულად მას არ ჰქონია, მაგრამ გარკვეულ საკითხებში საქმის კურსში იყო. იგი იმის საქმის კურსში იყო, რომ კომპანია ბიუჯეტში გადასახადებს იხდიდა და აუდიტორული კომპანია ჰყავდათ დაქირავებული. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ სფეროში კომპანიაში იყო დირექტორის მოადგილე გ------–-–----ე და ასევე ბუღალტრულ საქმიანობას აწარმოებდა კონკრეტული ქალბატონი, ასევე დაქირავებული იყო კიდევ არაერთი აუდიტორული კომპანია, რომელიც ამას ზედამხედველობას უწევდა და ამ მომსახურებაში კონკრეტული თანხებიც არის გადახდილი. შემდეგ კომფლიქტი მოხდა გ------–-–----ესა და აუდიტორულ კომპანიას შორის. ფინანსური პოლიციიდან რომ დაიბარა გამომძიებელმა, გ------–-–----ე და ზ----------------–---–ი დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდნენ. გამომძიებელმა ისინი დაკითხა და უთხრა, რომ პრობლემა არ ექნებოდათ. ზ----------------–---–ს რომ სცოდნოდა, რომ რაიმე პრობლემა იყო, სხვანაირად იმოქმედებდა, კერძოდ, ადვოკატით მივიდოდა დაკითხვაზე და სხვა დოკუმენტაციასაც მოიძიებდა. მან დაადასტურა გ------–-–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე წაკითხული ე--------------–-–---–ის გადაწყვეტილება და ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ.

ზ----------------–---–მა იცოდა, რომ კომპანიას სახელწმიფოს მიმართ წარმოშობილი ჰქონდა დავალიანება გადასახადების სახით, მაგრამ ეს რომ დეკლარირებული არ იყო, ამის შესახებ არ იცოდა. იგი არ იყო ინფორმირებული კომპანიის საგადასახადო შემოწმების შესახებ. ზ----------------–---–ი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც კომპანიის დირექტორი პასუხისმგებელია კომპანიის მიერ გადასახადების გადახდაზე სახელმწიფოს წინაშე. შესაბამისად, იგი ამ კუთხით, როგორც კომპანიის დირექტორი იყო პასუხისმგებელი. ზ----------------–---–ი დარწმუნებულია, რომ დეკლარირება გამორჩა გ------–-–----ეს.

პროკურორის შეკითხვაზე, თუ რით ახსნის სხვაობას მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასა და გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას შორის, ბრალდებულმა ზ----------------–---–მა განმარტა, რომ მას გამომძიებელმა სათანადოდ არ აუხსნა თუ რაში იყო საქმე, მას ეგონა, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რის გამოც ადვოკატის გარეშე გამოცხადდა დაკითხვაზე, ხოლო გამოკითხვის ოქმს გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი და არ ადასტურებს ჩვენების იმ ნაწილს.

 

2.17. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, გ------–-–----ისა და ზ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდისგან განზრახ თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.20. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.21. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.22. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,--------------------) რეგისტრირებულია 2012 წლის 5 ივნისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 12 სექტემბერს. საზოგადოების იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, დ-------------------------------------------------------. შპს-ს დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ჯ----------------–---–ი. კომპანიას საქმიანობის პერიოდში ჰყავდა რამდენიმე დირექტორი, მათ შორის 2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში - ზ----------------–---–ი, ხოლო 2015 წლის 16 აპრილიდან საწარმოს დირექტორია გ------–-–----ე. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასაქონლო ბეტონის წარმოება, ტექნიკის იჯარით გაცემა და მშენებლობა.

 

2.23. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მ-–------------------–ოს თანამშრომლების რ---------–----ისა და თ--------------–----იას ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მათ მიერ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს #2---- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ,----------------------- ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლითი, სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას დარღვევების გამო, 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2012 წლის 5 ივნისიდან - 2016 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით გადასახდელად სულ დაერიცხა 1 071 788 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 707 092 ლარი, ჯარიმა 364 696 ლარი, რადგან ამ პერიოდში შპს ,------ს დირექტორებმა - გ------–-–----ემ და ზ----------------–---–მა, მათი დირექტორობის პერიოდში არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და სრულად არ ასახეს საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები და სრულყოფილად არ წარადგინეს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები. კერძოდ, ზ----------------–---–ის დირექტორობის პერიოდში (2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე პერიოდში) საწარმოზე დამატებით დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა 422 737 ლარი, ხოლო გ------–-–----ის დირექტორობის პერიოდში (2015 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში) საწარმოზე დამატებით დარიცხულმა ძირითადმა გადასახადმა შეადგინა 234 533 ლარი.

გარდა რევიზორთა ჩვენებებისა, გ------–-–----ისა და ზ----------------–---–ის ბრალეულობა ასევე დადასტურდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბ------------------ის 2016 წლის 14 დეკემბრის 3---- ბრძანებით (რომლითაც კომპანიაში დაინიშნა შემოწმება), 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით (სადაც დეტალურად არის აღწერილი ბიუჯეტში გადაუხდელი გადასახადების დასახელება და ოდენობა) და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს 2---- ბრძანებით. ასევე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 3 თებერვლის წერილით და თანდართული მასალებით დადასტურდა, რომ შპს ,----------------------- მიმართ შედგენილი 2016 წლის 13 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ 2016 წლის 14 დეკემბრის 3---- ბრძანებასა და 2016 წლის 14 დეკემბრის 0------ საგადასახადო მოთხოვნას, გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge ) საშუალებით 2016 წლის 14 დეკემბერს, ხოლო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის 2017 წლის 12 ოქტომბრის წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 თებერვლის წერილით და თბილისის საქალაქო სასამართლოს კ--–--–--------------------------–--------------–-–---------------–ის წერილით დადასტურდა, რომ ბრალდებულებს ზემოხსენებული საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა არ გაუსაჩივრებიათ არც ერთ ორგანოში.

2018 წლის 15 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ გ------–-–----ემ და ზ----------------–---–მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადეს მათი დირექტორობის პერიოდში შპს ,------ზე (ს/ნ 4--------) გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება, რითაც განზრახ თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

 

2.24. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------–-–----ემ და ზ----------------–---–მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს განზრახ აარიდეს თავი.

 

2.25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.26. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულ ზ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა. ხოლო გ------–-–----ის ადვოკატმა გ--------------მ ითხოვა გ------–-–----ის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება, ვინაიდან მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ფაქტობრივად აღიარა ჩადენილი ქმედება.

ბრალდებულ ზ----------------–---–ის ადვოკატმა ვ-----------–----ემ დამატებით აღნიშნა, რომ შპს ,------ის 100% წილის მფლობელი პარტნიორის ე--------------–-–---–ის 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, მან საგადასახადოსთან ურთიერთობა მიანდო და დაავალა გ------–-–----ეს, რისი უფლებაც მას გააჩნდა და ზ----------------–---–ი არათუ ვალდებული არ იყო ბიუჯეტთან სათანადო ანგარიშსწორება ეწარმოებინა შპს ,------ის სახელით, არამედ ამის უფლებაც კი არ ჰქონდა, ვინაიდან ზ----------–---–ი ვალდებული იყო დამორჩილებოდა პარტნიორის გადაწყვეტილებას და კომპანიაში თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც მასზე იყო მინდობილი შპს ,------ის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისგან.

 

2.27. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ ვ-----------–----ის პოზიციას ბრალდებულ ზ----------------–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს როგორც გ------–-–----ის, ასევე ზ----------------–---–ის მსჯავრდებისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტი, რომლითაც ადვოკატ ვ-----------–----ის თქმით, დასტურდება საგადასახადო საქმიანობის გ------–-–----ეზე დაკისრება და ზ----------------–---–ის ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება, არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ამგვარი კრების ოქმის არსებობის შემთხვევაში, მათ ეს დოკუმენტი უნდა წარმოედგინათ სასამართლოში წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე. ხსენებული ოქმის თარიღის გათვალისწინებით (2014 წლის 12 ივნისი), დაცვის მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა იგი წარმოედგინათ კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული ინფორმაციაც ასევე არ იყო ცნობილი ბრალდების მხარისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ხსენებულ დოკუმენტზე, როგორც მტკიცებულებაზე ვერ იმსჯელებს და შესაბამისად, ადვოკატ ვ-----------–----ის პოზიციას ვერ გაიზიარებს. შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეზე არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ზ----------------–---–ს, როგორც კომპანიის დირექტორს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიის მიერ გადასახადების გადახდაზე. ამასთანავე, როგორც გ------–-–----ეს, ასევე ზ----------------–---–ს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ემოქმედათ გადასახადის გადავადების, კორექტირების ან გადახდის ვალდებულების შეჩერების მიზნით, თუმცა მათ ამისთვის არაფერი უმოქმედიათ და საგადასახადო სამსახურის მიერ მიღებული აქტები არც გაუსაჩივრებიათ, რითაც გამოიკვეთა მათ მიერ, მათივე დირექტორობის პერიოდში გადასახადების გადახდისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი.

 

აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარის სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წარმოადგინეს შპს ,------ს (ს/კ 4--------) 2014 წლის 12 ივნისის პარტნიორის გადაწყვეტილება (რომელსაც 100% წილის პარტნიორი ე--------------–-–---–ი აწერს ხელს) ბრალდებულთა დაკითხვის ეტაპზე, როდესაც სასამართლოსთვის შეუძლებელი იქნებოდა ემსჯელა დოკუმენტაციის ავთენტურობაზე, შესაძლებელია მიმართული იყოს ზ----------------–---–ისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობაზე, რადგან იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე ფლობდა ესეთი სახის დოკუმენტაციას (ინფორმაციას), მათივე ინტერესებში შედიოდა წარმოედგინათ იგი კანონით დადგენილი წესით, როგორც ზემოთ არის ნამსჯელი, მაშინ როდესაც გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულებს ჰყავდათ ინტერესების დამცველი ადვოკატები და თავად ბრალდებულები ფლობდნენ საკმაო ინფორმაციას საგადასახადო კუთხით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარე ფლობდა რა აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა საჭიროდ არ ჩაუთვლიათ აღნიშნულის წარდგენა, ამავდროულად ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებული არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გ------–-–----ე სასამართლო სხდომაზე მისი დაკითხვის და ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდგომ არ გამოცხადდა სასამართლოს დასკვნით ეტაპზე და დატოვა საქართველოს საზღვარი. შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ ეს გარემოებები მიმართულია გ------–-–----ის მხრიდან სასჯელისგან თავის არიდების, ხოლო ზ----------------–---–ის მხრიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობაზე.

 

2.28. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით კრიმინალიზებულია გადასახადისთვის თავის არიდება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადების აკრეფით შემოსული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყაროა. ამიტომ გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდისათვის თავის არიდება საკმაოდ საშიში ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია, ამიტომ გადასახადის სახეების, გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დასადგენად უნდა მივმართოთ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. იურიდიული პირებისთვის საგადასახადო კოდექსი ადგენს შემდეგ გადასახადებს და მოსაკრებლებს: მოგების, საშემოსავლო, დღგ, აქციზის, ქონების, საბაჟო გადასახადი, მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და სხვ. გადასახადის გადამხდელები მოვალენი არიან გადაიხადონ გადასახადები კანონით დადგენილ ვადებში და საგადასახადო განაკვეთების ოდენობით. ეს საკითხები დაწვრილებით არის რეგლამენტირებული საგადასახადო კოდექსით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებაში. აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც წმინდა უმოქმედობას (შემოსავლების შესახებ დეკლარაციის წარუდგენლობა), ისე უმოქმედობას მოქმედებით. დანაშაული განზრახია, ე.ი. დამნაშავე შეგნებულად არიდებს თავს გადასახადის გადახდას, რითაც ზიანს აყენებს საქართველოს საფინანსო სისტემას. გადასახადის გადაუხდელობის ფაქტობრივი მიზანი, სურვილი, სუბიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია. დამნაშავე უმრავლეს შემთხვევაში ანგარების მოტივით მოქმედებს და ისწრაფვის უკანონო გზით მატერიალური გამორჩენის მიღებას, მაგრამ მოტივი და მიზანი სხვაგვარიც შეიძლება იყოს, რასაც ქმედების კვალიფიკაციისთვის კანონმდებელი მნიშვნელობას არ ანიჭებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადის დიდი ოდენობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.

 

იმისათვის, რომ პირს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს რაიმე თანხა, ეს თანხა აღრიცხულ უნდა იქნეს გადასახდელის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვის ძირითადი საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია და საგადასახადო შემოწმების აქტი, ე.ი. იმ საკითხის გარკვევა, თუ რა თანხა უნდა გადაეხადა გადამხდელს ბიუჯეტში, ხდება ძირითადად საგადასახადო დეკლარაციისა და საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. გადასახადისთვის თავის არიდება დამოკიდებულია დეკლარაციის წარდგენის მომენტთან, როდესაც პირს უნდა გადაეხადა გადასახადი და არ გადაიხადა ანდა როდესაც წარადგინა დეკლარაცია არასწორი მონაცემებით. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნაში მოცემულია წამახალისებელი ნორმა. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. შესაბამისად, 45 დღიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც აითვლება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან, წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მექანიზმს.

 

3.5. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ------–-–----ისა და ზ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------–-–----ემ და ზ----------------–---–მა მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით), რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავეებად.

 

3.6. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. გ------–-–----ესა და ზ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო გ------–-–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოთ გ------–-–----ესა და ზ----------------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

5.4. გ------–-–----ისა და ზ----------------–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინიციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის გ------–-–----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო ზ----------------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ------–-–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

გ------–-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

გ------–-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

ზ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

ზ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და იგი აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ზ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1(ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე