განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100116002247147
საქმე #1/47-16
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
სა---------–--ს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვა---–------ე
დაცვის მხარე
ადვოკატები - პა-----------–-–---–ი
ბრალდებული - გა-------------------–----–-------ნი - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, სა---------–--ს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის ნ----–------ს რაიონი, სოფელი ფ----, ფაქტობრივად მცხოვრები რ------ის ფ-------–--, ამჟამად ძებნაში მყოფი.
კვალიფიკაცია
სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული სა---------–--ს სსკ 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სა---------–--ს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ბრალდების არსი:
გ--------–--------ს ბრალი ედება სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.გ--------–--------მა დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ს--------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გ---------------ის მონაცემებით, დაბადებული 24.09.1997 წელს, თავისი ფოტოსურათით, რომლის მეშვეობითაც 2013 წლის 16 მაისიდან 2016 წლის 07 იანვრის ჩათვლით ის პერიოდულად შემოდიოდა და გადიოდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და სხვადასხვა მიმართულებით უკანონოდ კვეთდა სა---------–--ს სახელმწიფო საზღვარს.
1.2.გ--------–--------მა დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ს--------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გ---------------ის მონაცემებით, დაბადებული 24.09.1997 წელს, თავისი ფოტოსურათით, რომლის გამოყენებით 2016 წლის 07 იანვარს გადმოკვეთა სა---------–---რ-------ს სახელმწიფო საზღვარი ყაზბეგის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით და შემოვიდა სა---------–--ში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყალბი ოფიციაური დოკუმენტის გამოყენება;
სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა;
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ გ-----------------–---ის განმარტების ანალიზით დადგენილია, რომ 2006 წლიდან არის სა---------–--ს მოქალაქე და ქორწინებაში იმყოფება ნ----–------ს რაიონის სოფელ ფ----ში მცხოვრებ ს----------------–---თან. ვინაიდან იგი 2006 წლამდე ცხოვრობდა რ-------ს ფ-------–--ში და მას დასჭირდა ჩ--–-------ის ოლქიდან, სადაც სწავლობდა საშუალო სკოლაში - პირადი საქმე, მისმა მეუღლემ გადასცა დაბადების მოწმობა გ--------–--------ს და სთხოვა, რომ რ-------ს ფედერაციიდან გადმოეგზავნა მისი პირადი საქმე, რაზეც გ--------–--------ი დათანხმდა. (გ--------–--------ი არის მისი მეუღლის ბიძაშვილის მეუღლე), თუმცა მისი პირადი საქმე და დაბადების მოწმობა გ--------–--------ის განმარტებით გამოატანა სა---------–--ში ჩამომსვლელ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, ზემოთხსენებული დოკუმენტები დაიკარგა და დაბადების მოწმობის აღდგენა ვერ მოხერხდა.
2015 წლის შემოდგომაზე იგი მივიდა ნ----–------ს რაიონის სოფელ ფ----ში არსებულ იუსტიციის სახლში რათა შეეცვალა პირადობის მოწმობა, სადაც მას განუმარტეს, რომ იგი იყო ს--------- მოქალაქე და მას შეჩერებული ჰქონდა სა---------–--ს მოქალაქეობა. გ-----------------–---ის თხოვნით თანამშრომელმა აჩვენა ბაზაში არსებული ს--------- პასპორტი გაცემული მისი მონაცემებით, ხოლო სურათი პასპორტზე იყო მისი მეუღლის ნათესავის მეუღლის სურათი, კერძოდ, გ--------–--------ის და აღნიშნული პასპორტით გადაკვეთილი იყო სა---------–--ს საზღვარი. პასპორტი რომელიც მას აჩვენეს იყო ს--------- რესპუბლიკის. როდესაც მან უარი უთხრა საპასპორტოში პასპორტის აღებაზე მაშინ მისი მეუღლე დაუკავშირდა გ--------–--------ს და მის მეუღლეს და უთხრა აღნიშნულის შესახებ. გ--------–--------მა აცნობა რომ მას არ ქონდა ს--------- მოქალაქეობის მოწმობა და ისარგებლა გ-----------------–---ის მონაცემებით. 2016 წელს გ-----------------–---მა ნახა გ--------–--------ი, ნ----–------ს სსგს სამსახუღში სადაც გ--------–--------მა დაწერა განცხადება და აღიარა, რომ მან აიღო გ-----------------–---ის ს--------- მოქალაქეობის მოწმობა და ისარგებლა აღნიშნული მოწმობით, რამდენჯერმე გადაკვეთა საზღვარი და ითხოვდა რომ მსუბუქად დაესაჯათ, ასევე მისთვის დაებრუნებინათ პასპორტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ ასევე განმარტა, რომ საქმეში არსებული გ--------–--------ის სახელზე გაცემული ს--------- პასპორტი, გ-----------------–---ის მონაცემებითაა. ასევე განმარტა, რომ გ--------–--------ი ნ----–------ს სსგს სამსახურში განცხადების დაწერის შემდეგ უნდა წასულიყო სომხეთში და აღნიშნული პასპორტი იქ უნდა ჩაებარებინა, ეს ყველაფერი გ-----------------–---ს მისი მეუღლისათვის უთქვამს. ამჟამად გ-----------------–---ს პასპორტი არ გააჩნია ხოლო გ--------–--------მა აღნიშნული პასპორტი თუ როგორ აიღო მან ამის შესახებ არ იცის. მან ასევე განმარტა რომ იგი რ-------ს ფედერაციიდან ჩამოსულია 2003 წელს დაბადების მოწმობის მეშვებით და მას შემდეგ არ ყოფილა არც რ------ში და არც სომხეთში. მას რეალურად ს--------- პასპორტი არასდროს ქონია.
მოწმის სახით დაკითხულ ს----------------–---ის განმარტებით, იგი ცხოვრობს ნ----–------ს რაიონის სოფელ ფ----ში. დაზარალებული გ---------------ი -ზ---------–---ი მისი მეუღლეა. ისინი დაქორწინდნენ 2006 წელს. 2006 წლამდე მისი მეუღლე ცხოვრობდა რ-------ს ფ-------–--ში ხოლო, როცა მას დასჭირდა ჩ--–-------ის ოლქიდან, სადაც სწავლობდა საშუალო სკოლაში - პირადი საქმე, მან გადასცა დაბადების მოწმობა გ--------–--------ს და სთხოვა, რომ რ-------ს ფედერაციიდან გადმოეგზავნა მისი მეუღლის პირადი საქმე, რაზეც გ--------–--------ი დათანხმდა. (გ--------–--------ი არის მისი ბიძაშვილის მეუღლე). თუმცა მისი პირადი საქმე და დაბადების მოწმობა გ--------–--------ის განმარტებით გამოატანა სა---------–--ში ჩამომსვლელ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს და ზემოთ ხსენებული დოკუმენტები დაიკარგა. დაბადების მოწმობის აღდგენა ვერ მოხერხდა.
2015 წელს ს----------------–---ი თავის მეუღლესთან ერთად მივიდნენ ნ----–------ს რაიონის სოფელ ფ----ს განყოფილებაში რათა, მათ უნდა შეეცვალათ პირადობის მოწმობა. სამსახურის ოპერატორმა ო-------–-----მა მათ განუცხადა, რომ გ----------------ზ---------–---ი იყო ს--------- მოქალაქე, რაც მათ გაუკვირდათ, ვინაიდან მის მეუღლეს გ---------------ს არასდროს მიუმართავს ს---------ათვის მოქალაქეობის მისაღებად. ს----------------–---ის თხოვნით ო-------–-----მა მათ აჩვენა მონიტორზე პასპორტის ასლი, საიდანაც ირკვევოდა რომ სახელი, გვარი, დაბადების მონაცემები გ---------------ისა იყო, ხოლო სურათზე იყო გ--------–--------ი. მან როდესაც გაიგო აღნიშნულის შესახებ დაუკავშირდა გ--------–--------ს, რომ გაერკვიათ აღნიშნული პასპორტი რატომ იყო მასთან და როგორ აიღო მან პასპორტი და როგორ მიიღო მოქალაქეობა. იგი პირადად დაუკავშირდა ტელეფონით გ--------–--------ს, რომელიც ცხოვრობს რ-------ს ფ-------–--ში, კერძოდ მოსკოვში. სატელეფონო საუბრისას გ--------–--------მა უთხრა რომ ჩამოვიდოდა სა---------–--ში, აუხსნიდა მას აღნიშნულის შესახებ და ჩააბარებდა აღნიშნულ ყალბ პასპორტს. 2016 წელს რიცხვი არ ახსოვს, როდესაც გ--------–--------ი ჩამოვიდა სა---------–--ში მან განაცხადა, რომ ჩაიდინა სიყალბე, მან პასპორტი ს--------- რესპუბლიკაში აიღო.
გ--------–--------მა ამ პასპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით სა---------–--ში მიმართა განცხადებით ნ----–------ს რეესტრის სამსახურს, სადაც განაცხადა, რომ პასპორტი დაბადების მოწმობის საფუძველზე აიღო და 2006 წლიდან დღემდე იყენებდა მას გ---------------ის მონაცემებით. გ--------–--------ის განმარტებით ამ პასპორტს იყენებდა რ------ში წასასვლელ-წამოსასვლელად. ამ პასპორტით ბოლოს 2016 წელს ქონდა გადმოკვეთილი საზღვარი.
აღნიშნული ყალბი პასპორტით გ--------–--------მა გადაკვეთა სა---------–--ს საზღვარი როცა ისინი მიემგზავრებოდნენ ს--------- რესპუბლიკაში, რათა ჩაებარებინათ ყალბი პასპორტი. პასპორტის ჩაბარების შემდეგ ს----------------–---მა და მისმა მეუღლემ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს რათა მეუღლისათვის აღედგინათ სა---------–--ს მოქალაქეობა, თუმცა უშედეგოდ.
მოწმის სახით დაკითხულ ო-------–-----ის განმარტებით, იგი მუშაობს ნ----–------ს რაიონის სოფელ ფ----ს საზოგადოებრივ ცენტრში მენეჯერ-ოპერატორის თანამდებობაზე. აქციის პერიოდში მათ სამსახურს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესაცვლელად მიმართა ს----------------–---მა მის ოჯახთან ერთად. რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ს----------------–---ის მეუღლეს გ-----------------–---ს შეწყვეტილი ჰქონდა სა---------–--ს მოქალაქეობა. ბაზაში შემოწმების შემდეგ სა---------–--ს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზი იყო ს--------- მოქალაქეობა, რაზეც გ-----------------–---მა უთხრა, რომ ეს იყო შეუძლებელი, რადგან მას არასოდეს არ ქონია აღებული ს--------- მოქალაქეობის პასპორტი. ო-------–-----მა ს----------------–---ს და მის მეუღლეს ბაზაში აჩვენა ს--------- მოქალაქეობის პასპორტი, რომელიც შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ს--------- მოქალაქეობის პასპორტში სახელი და გვარი მითითებული იყო გ---------------ი, მაგრამ სხვა ფოტოსურათით. ო-------–-----ის განმარტებით გ---------------ი არის გ-----------------–---ი, მადოიანი მისი ქალიშვილობის გვარია, მაგრამ სხვა ფოტოსურათით.
მოწმის სახით დაკითხულ სე-----------------ის განმარტებით, იგი მუშაობს ქ.ნ----–------ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსად. 2015 წლის მაისის თვეში გ-----------------–---მა დაწერა განცხადება ნ----–------ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რათა შეემოწმებინათ თანდართული მასალების საფუძველზე სხვისი მონაცემების გამოყენების ფაქტი, რომელიც შემდგომ გაიგზავნა საგამოძიებო ორგანოში. თანდართული მასალებიდან ირკვევოდა, რომ სურათის გარდა დაბადების თარიღი, თვე, წელი, სახელი და გვარი ყველაფერი იყო გ---------------ის მონაცემებით, ხოლო სურათზე იყო დაფიქსირებული გ--------–--------ი.
2016 წლის 30 მაისს ნ----–------ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურს განცხადებით მიმართა გ--------–--------მა სადაც აღნიშნა, რომ მან გ---------------ის იგივე ზ---------–---ის დაბადების მოწმობის (დაბადებული 24.09.1997 წ.) გამოყენებით სომხეთში აიღო ს--------- ეროვნული პასპორტი # A---------, გაცემული 2006 წლის 15 დეკემბერს, რომლითაც კვეთავდა საზღვრებს. სე-----------------მა სამოქალაქო ბაზაში გადაამოწმა ინფორმაცია გ-----------------–---ის სა---------–--ს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და აღმოჩნდა რომ აღნიშნული პასპორტი გამოიყენა გ--------–--------მა ზ---------–----მადოიანის მონაცემებით, რის საფუძველზეც გ-----------------–---ს შეწყვეტილი აქვს მოქალაქეობა.
გ--------–--------თან გასაუბრებისას მან განაცხადა, რომ გ---------------ის დაბადების მოწმობა იყო მის ხელში და ამ დაბადების მოწმობის საფუძველზე 2006 წელს აიღო ს--------- ეროვნული პასპორტი, რომლითაც იგი პერიოდულად კვეთდა საზღვარს. სა---------–--ს მოქალაქეების რეესტრის ბაზიდან ირკვევოდა, რომ გ----------------ზ---------–---ს ს--------- მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი ჰქონდა მოქალაქეობა. სე-----------------თან გასაუბრებისას გ--------–--------მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ იგი ფლობდა აღნიშნულ პასპორტს სადაც გ---------------ი -ზ---------–---ის მონაცემები იყო გამოყენებული, რომელიც ამჟამად ჩააბარებული აქვს ს--------- რესპუბლიკაში და გაუქმებულია. აღნიშნული მასალების შესწავლის შემდეგ სე-----------------მა მოიძია მის პირობებში ყველა მტკიცებულება და საქმე თანდართული მასალებით გააგზავნა საგამოძიებო ორგანოებში.
ბრალდებულმა გ--------–--------მა თავი აარიდა გამოძიებასა და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, რის გამოც სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმის განხილვა ჩატარდა მის დაუსწრებლად, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით.
პიროვნების საძიებო და მოქალაქეთა კომპიუტერული აღრიცხვის ბაზიდან მიღებული ინფორმაციით, სრულად დასტურდება, რომ გ--------–--------ის სახელზე გაცემული ყალბი # A---------, 2006 წლის 15 დეკემბერს პასპორტის გამოყენებით 2016 წელს უკანონოდ გადაკვეთა სა---------–--ს სახელმწიფო საზღვარი (იხ. პიროვნების საძიებო და მოქალაქეთა კომპიუტერული აღრიცხვის ბაზის ამონაბეჭდები).
გარდა ზემოაღნიშნულისა საქმეზე შეკრებილი ბრალდების მხარის უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ: ნ----–------ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან მიღებული მასალებით, გ--------–--------ის 2016 წლის 30 მაისის განცხადებით, დაბადების მოწმობით, პასპორტის ასლით, ინფორმაციით საზღვრის კვეთის თაობაზე
და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად - ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულის გ--------–--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულ გ--------–--------ის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ დადასტურებულია, რომ გ--------–--------მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ე.ი გ--------–--------მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედებები, გათვალისწინებული სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას იმის შესახებ რომ, ბრალდებულ გ--------–--------ს არ ჩაუდენია მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა გ--------–--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც დაცვის მხარის მტკიცებით გ--------–--------ი უნდა გამართლდეს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ვერსია მოგონილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, ამასთან წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან დაზარალებულისა და მოწმეების თანმიმდევრულ და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში მყოფ ჩვენებებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია ზ/აღნიშნული მტკიცებულებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულის და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების მიმართ უნდობლობის საფუძველი. ამასთან, დაზარალებულის და მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სა---------–--ს სსსკ 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ”გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.”
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.
სა---------–--ს სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ბრალდებულ გ--------–--------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენისთვის დაწესებულ, გონივრულ, ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და იძლევა გ--------–--------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების საფუძველს.
შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------–--------მა ჩაიდინა სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული სა---------–--ს სსკ 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სა---------–--ს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტი ოფიციალური აქტია, რომელიც ადასტურებს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გარკვეულ ფაქტს ან გარემოებას, დოკუმენტი ოფიციალურ ხასიათს იღებს, თუ იგი სახელმწიფო უწყების გამგებლობაშია და იურიდიული ძალა გააჩნია; ყველა სახის დოკუმენტი რაიმე სახის იურიდიულ შედეგს იწვევს, ყალბია დოკუმენტი თუ მასში შეგნებულად არის შეტანილი ყალბი მონაცემები (ინფორმაცია), რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სასამართლოს მიერ უდაოდ იქნა დადგენილი, რომ გ--------–--------ის მიერ გამოყენებულ ყალბ პასპორტში ასახული პირადი მონაცემები არ ემთხვევა რეალურს.
სასამართლო ასევე განმარტავს , რომ საქ სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ყალბი დოკუმენტის გამოყენება დამთავრებულად ითვლება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთანავე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------–--------მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებეთა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------–--------მა ჩაიდინა სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, სა---------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ სა---------–--ს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულის გ--------–--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ გ--------–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება კანონით გათვალისწინებულ სასჯელს. მსჯავრდადებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ჩაითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით მეტისმეტი სიმკაცრის ან ლმობიერების გამო აშკარად უსამართლო იქნება. სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--------–--------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ისეთი ზომა, რაც იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
მოცემულ შემთხვევაში გ--------–--------ის მიერ ჩადენილია დანაშაული, რომელიც გათვალისწინებული სა---------–--ს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სა---------–--ს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. სა---------–--ს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. სა---------–--ს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სა---------–--ს სსსკ-ის 209-216-ე, 258-260-ე, 267-279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სა---------–--ს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სა---------–--ს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- სა---------–--ს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
- სა---------–--ს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
სა---------–--ს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ--------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
2.გ--------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
3.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4.განაჩენი მსჯავრდებულ გ--------–--------ის მიმართ ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.განაჩენი მსჯავრდებულ გ--------–--------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მის დაუსწრებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან