განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2018
საქმის ნომერი
080100117002151780
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/823-17 (N041180817002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16.08.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: დ----- მ----------–---–ი (დაუსწრებლად)

მამის სახელი: გ---

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: საქართველო, ბაღდათის რაიონი სოფელი რ----

რეგისტრირებული: რუსეთის ფედერაცია, ვლადიკავკაზი, ტამაევა ბუტირინა N 2

ფაქტობრივად მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, ვლადიკავკაზი, ალაგირის ქუჩა N21

 

ადვოკატები: ზ---- ნ------- და ფ-------- კ------–---–ი

 

სხდომის სახე ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ დ----- მ----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 18 აგვისტოს დაახლოებით 08:30 საათზე, ქუთაისში ნ----ს ქ. N60/14-ში საცხოვრებელ ბინაში დ----- მ----------–---–მა მეუღლეს მ--- მ-------ეს არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

დაზარალებულ მ--- მ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის 2014 წლის მარტის თვიდან დაოჯახებული იყო დ----- მ----------–---–ზე. მათ ურთიერთობა დაოჯახებიდან მალევე გაუფუჭდათ, რადგან ის ცემდა და ძალადობდა მასზე, უმიზეზოდ მოდიოდა და წიხლებს ურტყამდა თავსა და მუცელში, რის შედეგადაც აყენებდა ფიზიკურ ზიანს. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ახდენდა, ეძახდა, რომ იყო მახინჯი, დაბალი, არ ჰქონდა გემოვნება და არაფერი არ შეეძლო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აგრძელებდა მასთან ცხოვრებას. მისი მეუღლე გაიცნო ს-----–--- მ-------–----ს მეშვეობით, რომლისგანაც მან მხოლოდ კარგი იცოდა დ----- მ----------–---–ზე. იცოდა, რომ სიგარეტსაც კი არ ეწეოდა და არ სვამდა. მისი მეუღლე უმნიშვნელო მიზეზითაც ბრაზდებოდა, იმის გამო, რომ საკვებს ვერ ღებულობდა ორსულობის დროს, რადგანაც ცუდი ორსულობა ქონდა, მეუღლემ სცემა ის, რასაც ესწრებოდა დ----- მ----------–---–ის დედაც. ამ დროს ის იყო 3 თვის ორსული. პირველი შემთხვევის დროს ის იმყოფებოდა ბავშვთან ერთად სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ დ----- მ----------–---–ი და მისი დედა, მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვს წაიყვანდა მის დასთან ს-----–--- მ-------–----სთან და ანახებდა მას, თუმცა, მისგან მალულად გადაიყვანეს რუსეთში. ბავშვს არ ანახებდნენ და არც ალაპარაკებდნენ მასთან. მ--- მ-------ე მის ბიძაშვილთან ს------ მ-------ესთან ერთად წავიდა ბავშვის წამოსაყვანად ვლადიკავკაზში, იქ პოლიციაში მივიდნენ, სადაც შემდგომ მოვიდა დ----- მ----------–---–ი ბავშვთან ერთად და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად მან არ დაუბრუნა შვილი მ--- მ-------ეს, რის შემდეგაც ისინი ყველანი ერთად წავიდნენ მისი მეუღლის სახლში, სადაც მათ შორის ისევ მოხდა კონფლიქტი და დ----- მ----------–---–მა სახეში ჩაარტყა მუშტი მას, ხოლო მას შემდეგ რაც ბავშვის წამოყვანა სცადა მისგან თმებში წვდა მას და კიბეზე დააგორა. ამ ფაქტის გამო პოლიციამ წაიყვანა ის დასაკითხად, რითაც ისარგებლა შემდგომ მ--- მ-------ემ და ბავშვი წამოიყვანა საქართველოში. შემთხვევის დღეს, 18 აგვისტოს იყვნენ ქუთაისში ჩამოსულები ერთი დღით სოფლიდან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნ----ს ქუჩაზე მდებარე სახლში N60/14-ში. დილის საათები იყო, როცა დ----- მ----------–---–ი სახლში შემოუვარდა მას და პირდაპირ მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მან ძლიერი ტკივილი განიცადა, რისი შემსწრეც იყო მისი მამაც. ამის შემდეგ დ----- მ----------–---–მა ბავშვს მოკიდა ხელი და ტირილით წაიყვანა სახლიდან. მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. თუმცა, დ----- მ----------–---–მა მოასწრო და თურქეთის საზღვრის გავლით წაიყვანა ბავშვი. ინციდენტიდან მეოთხე დღეს ის წავიდა რუსეთის ფედერაციაში შვილის წამოსაყვანად, სადაც აიყვანა ადვოკატი. იქ მათ შორის კვლავ მოხდა კონფლიქტი, თუმცა მან შეძლო მეუღლისგან ბავშვის წამოყვანა და დაბრუნდა საქართველოში. რაც შეეხება დ----- მ----------–---–ის პასპორტს, ის მას არ ჰქონია. ამჟამად ბავშვი იმყოფება მასთან ერთად (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე მ------ მ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად მისი ქალიშვილი მ--- მ-------ე 2014 წელს დაქორწინდა დ----- მ----------–---–ზე და საცხოვრებლად გადავიდნენ ვლადიკავკაზში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მ--- დაბრუნდა სახლში, რის მიზეზადაც ასახელებდა მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას. 2017 წლის 18 აგვისტოს, დილას 9 საათამდე, მისი უმცროსი ვაჟი სპორტზე გააცილა, კარები გადაკეტა ჯაჭვით და თავად შევიდა ტუალეტში, 5 წუთი არ იქნებოდა გასული როდესაც გაიგონა კარების ბრახუნის ხმა. ერთი...ორი...სამი... და მესამედ ვიღაცამ შემოამტვრია კარები, მაშინვე გამოვიდა ტუალეტიდან და დაინახა, რომ საძინებელში, სადაც მის გოგოს და შვილიშვილს ეძინათ, დ----- მ----------–---–მა სახის არეში დაარტყა მის გოგოს მ--- მ-------ეს, წაართვა ბავშვი და ბავშვიანად დაეშვა სადარბაზოში, ეს ყველაფერი წამიერად მოხდა და ვერც კი მოასწრო წინააღმდეგობის გაწევა. ამის შემდეგ მისმა გოგომ გამოიძახა პოლიცია, ხოლო თავად ჩავიდა ქვემოთ, თუმცა დ----- მ----------–---–ი აღარსად ჩანდა. დარტყმის ფაქტს შეესწრო შვილიშვილი რ----- მ----------–---–ი, რომელიც იმ დროს ლოგინზე იყო(სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე გ---–----- შ------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად მ-------ეები არიან ახალი გადმოსულები საცხოვრებლად მის მეზობლად, იცნობს როგორც პატიოსან ოჯახს. როგორც დაზარალებული, ასევე თავადაც ცხოვრობს მეხუთე სართულზე. შემთხვევის დღეს, დილის საათებში, თავად სამზარეულოში იყო, როდესაც გაიგონა ხის კარის შემტვრევის ხმა, რასაც მოჰყვა ქალის შეკივლება, ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა საეჭვო და რადგანაც ეს ხმები აღარ განმეორებულა, თავად არ უცდია გაერკვია რა მოხდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი მეზობლის - დ-------- ა-------ისაგან გაიგო, რომ სიძე მოვარდნია მ-------ეებს ოჯახში და მას შეუმტვრევია კარები და ბავშვის წართმევაც უცდია(სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე დ-------- ა-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების მიხედვით მ--- მ-------ე არის მისი მეზობელი ნ----ს 60 ნომერ ბინაში, იგი ცხოვრობს მე-6 სართულზე, ხოლო მ-------ეები ცხოვრობენ მე-5 სართულზე, ისინი არიან ახალი გადმოსულები საცხოვრებლად მის მეზობლად და მათთან აქვს ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა. რაც შეეხება მ--- მ-------ის მეუღლეს დ----- მ----------–---–ს, მას არ იცნობდა. შემთხვევის დღეს დილის 9-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც გაიგონა ხის ფიცრის მტვრევის ხმა, იგი ამ დროს იმყოფებოდა აბაზანაში, როდესაც მოწესრიგდა და მოემზადა გარეთ გასახედად, გაიგონა ბავშვის ტირილის ხმა, ცოტა ხანში ასევე შემოესმა კიბეებზე ამორბენის ხმა, რასაც მის კარებზე კაკუნის ხმა მოჰყვა, მ--- აღელევებული და ცრემლიანი ხმით სთხოვდა კარების გაღებას, კარების გაღების შემდეგ სთხოვა 112-ში დაერეკა, ვინაიდან მისი ქმარი დ----- მ----------–---–ი მოვარდნია სახლში, კარები შეუმტვრევია, მ---სთვის დაურტყამს, ბავშვი აუყვანია საწოლიდან და გაქცეულა. აღნიშნულის შესახებ მოუყვა მე-5 სართულზე მცხოვრებ მეზობელს გ---–----- შ------ესაც (სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2017 წლის 18 აგვისტოს იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართელოს 1-ლი განყოფილების ,,113“ საპატრულო ეკიპაჟის პ/ინსპექტორმა ა. ნ------–---–მა 08:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მორიგეს აცნობა, რომ ქუთაისში, ნ----ს ქ. N60/14-ში დახმარებას ითხოვდა 1992 წ. დაბადებული მ--- მ-------ე, რომლის განმარტებით მისმა ქმარმა, ქ. ვლადიკავკაზში მცხოვრებმა დ----- მ----------–---–მა დააზიანა შესასვლელი კარი, შევარდა საძინებელში, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით გასტაცა საერთო შვილი 2 წლის რ----- მ----------–---–ი. სავარაუდოდ აპირებს ბავშვის ქ. ვლადიკავკაზში წაყვანას(ს.ფ. 2)

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილის მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ნ----ს ქ. N60/14-ში მდებარე მ------ მ-------ის საცხოვრებელ ბინაში, საცხოვრებელი ბინა განთავსებულია 9 სართულიანი კორპუსის პირველ სადარბაზოში, მეხუთე სართულზე დასავლეთ მხარეს. ბინაში შესასვლელია ორფრთიანი ხის მასალისაგან დამზადებული კარით, აღნიშნული კარის მარჯვენა ფრთას გარეთა მხრიდან აღენიშნება სამკუთხა ფორმის დაზიანება, კარები არის ე.წ. პეტლთან დეფორმირებული, გაწყვეტილია კარის შიდა მხარეს, კარის ჩამკეტი ლითონის ჯაჭვი, მისი ერთი ფრაგმენტი ეგდო იატაკზე, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა 01 პაკეტად. საცხოვრებელი ბინა ორ ოთახიანია, მ--- მ-------ემ მიუთითა საძინებელ ოთახში ხის ორ საწოლზე და განაცხადა, რომ დ----- მ----------–---–მა აღნიშნული საწოლიდან წაიყვანა მისი შვილი - რ----- მ----------–---–ი. სასტუმრო ოთახში დგას ორი საწოლი, მარცხენა მხარეს კედელთან მიდგმულია კომპიუტერი, შემდგომ დგას კარადა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, კერძოდ: გამომძიებლის მ------ წ-–--–-–---–ის, ექსპერტების - ო-----ი ხ-----------ს და გ--- ხ------ს და ასევე, მ--- მ-------ის და მ------ მ-------ის მიერ. ოქმზე რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა. (ს.ფ. 3-8).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღწერილი გარემოებები ასევე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ------ წ-–--–-–---–მა.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004864717 დასკვნით დადგენილია, რომ 18.08.17წ. 14:56-15:06 საათზე, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე მ--- მ-------ეს გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 22-24).

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შოთა თათვიძემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ტრასოლოგიური - სამედიცინო ექსპერტიზის №268/ტრ დასკვნით დადგენილია, რომ - სისხლის სამართლის N041180817002 საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ საცხოვრებელ ბინის შესასვლელ კარზე აღინიშნება დაზიანების ობიექტური კვლები, რომლებიც განვითარებულია ფიზიკური და მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. - ჯაჭვის ფრაგმენტებს აღენიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი ლითონის დეფორმაციის სახით, რომელიც განვითარებულია ფიზიკური და მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად (ს.ფ. 63-64).

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ-----------მ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ს-----–--- მ-------–----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების მიხედვით მისი ძმა დ----- მ----------–---–ი რუსეთიდან ჩამოვიდა შემთხვევის დღის წინა საღამოს იმ მიზნით, რომ ბავშვი იყო ავად და სურდა ბავშვისთვის მიეხედა და რამდენადაც მათთვის ცნობილია, ღამე არ დახვდა მის ძმას მ--- სახლში და ვერც მისი შვილი ნახა. დილით კი როდესაც პოლიციის მე-4 განყოფილებაში დაიბარეს მისთვის ცნობილი გახდა, რომ დათო მისულა მ---ს სახლში, კარები შეუტეხია და ბავშვი, რომელიც იწვა დედასთან, ისე მოულოდნელად წამოუყვანია, რომ ხელის შეშლა ვერავის მოუსწრია. როდესაც შემდეგში ჰკითხა მის ძმას, თუ რა იყო მიზეზი მისი ასეთი ქმედებისა, დათომ უთხრა, რომ როდესაც მივიდა იმ საღამოს მ---ს სახლში, კარები არ გაუღეს, თუმცა სახლიდან გამოდიოდა ბავშვის ტირილის ხმა, მეორე დილასაც იგივე განმეორდა და მან ვეღარ გაუძლო ბავშვის ტირილის ხმას, შეგლიჯა კარები, და ისე წამოიყვანა ბავშვი, რომ წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრეს, რის შემდეგაც ბავშვი წაიყვანა რუსეთში (სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებულ დ----- მ----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების(დისტანციური წესით დაიკითხა რუსეთის ფედერაციაში) თანახმად, იგი საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის 17 აგვისტოს, რის შესახებაც მისმა ყოფილმა მეუღლემ მ---მ არ იცოდა. მას სურდა თავისი შვილის წაყვანა, ვინაიდან მ--- და მისი ოჯახი ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ. ამასთან, ვინაიდან მას ბავშვს უმალავდნენ და არ ანახებდნენ, ფიქრობდა, რომ იმ დღესაც ასე მოხდებოდა. მან იცოდა, რომ მ---ს სახლს კარები არ ეკეტებოდა და გადაწყვიტა ბავშვი მალულად წამოეყვანა. როდესაც დილას მივიდა მ---ს სახლში, ყველას ეძინა, მან აიყვანა ბავშვი და წამოიყვანა. მისი მხრიდან არავითარ კარების შემტვრევის და მ---ს ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არც ადრე ჰქონია მის მიმართ ძალადობას ადგილი ერთად ცხოვრების პერიოდში. ბავშვის წამოყვანის შემდეგ იგი გადავიდა რუსეთში და ბავშვი მოათავსა საავადმყოფოში, იგი ესაუბრა ასევე მ---ს ტელეფონის მეშვეობით, გაუგზავნა სამგზავრო ფული და ჩამოიყვანა მასთან და ბავშვთან, თუმცა მ---მ მოულოდნელად მოიპარა ბავშვი და საქართველოში წამოვიდა. რაც შეეხება მისი სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზს, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: 1) მისი საბუთები მ---ს აქვს წაღებული, 2) ქუთაისის მე-4 განყოფილების უფროსი ემუქრებოდა, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში პრობლემებს შეუქმნიდა, 3) მისთვის ცნობილია, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობის საქმეებზე ყველას აპატიმრებენ(სასამართლო სხდომის ოქმი).

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა დ----- მ----------–---–მა თავი აარიდა გამოძიებასა და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა ჩატარდა მის დაუსწრებლად, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მონაწილეობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა, რომ ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოადგენს დამამძიმებელ მაკვალიფიცირებელ გარემოებას.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ობიექტური ანალიზით სასამართლომ დაადგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია დ----- მ----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ გამოიკვლია კონფლიქტისა და დანაშაულის თვითმხილველი პირების მ--- მ-------ის, მ------ მ-------ის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ძალადობის ფაქტს და დამაჯერებლად აღწერენ დ----- მ----------–---–ის მიერ მ--- მ-------ეზე განხორციელებულ ძალადობას მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია გამყარებულია მოწმეების დ-------- ა-------ის და გ---–----- შ----ის ჩვენებებით. დასახელებული მოწმეები არ შესწრებიან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მათ თავიანთ ბინაში ყოფნისას შემთხვევის დროს გაიგონეს კარების შემტვრევის, ქალის ყვირილის და ბავშვის ტირილის ხმები. ამასთან, დაზარალებულმა დასახმარებლად მაშინვე მიმართა მეზობელ დ-------- ა-------ს და მისი დახმარებით ძალადობის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია წერილობითი მტკიცებულებებით: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დაზარალებულს მარცხენა ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადასტურებულია ფიზიკური ძალადობით შესასვლელი კარების დეფორმირებისა და საკეტი ჯაჭვის გაწყვეტის ფაქტი, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეთა ირიბი ჩვენებებით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ----- მ----------–---–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მას მეუღლეზე არ უძალადია, არამედ მალულად შევიდა მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც კარები იყო ღია მდგომარეობაში და ისე წამოიყვანა ბავშვი, რომ ამის შესახებ არავის შეუტყვია, ვინაიდან მოცემული ჩვენება არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებას. მეტიც, ის ეწინააღმდეგება მისივე დის - ს-----–--- მ-------–----ს ჩვენებასაც, რომლის თანახმად მას მისმა ძმამ უამბო, რომ შემთხვევის დღეს შეგლიჯა კარები და ისე წაართვა ბავშვი მ--- მ-------ეს, რომ მან წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრო.

რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს - ძალადობით გამოწვეული ფიზიკურ ტკივილის განცდას, ეს ფაქტი დაზარალებულის ჩვენების გარდა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით. კერძოდ, ექსპერტ შოთა თათვიძის ჩვენებით. მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერვე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ--- მ-------ე უჩიოდა ტკივილებს დაზიანებების მიდამოში. მას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით: მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერი სისხლნაჟღენთი, ზომით 1,6/0,9სმ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. სასამართლოს დაზიანებების ხასიათი და ზომები, დაზარალებულის ჩვენება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებთან ერთობლიობაში, აძლევს იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დაასკვნას დაზიანებების მიყენების შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.

საქმეზე ასევე არ არსებობს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- მ----------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

დ----- მ----------–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.

 

დანაშაულების ჩადენის გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, ასევე დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, რომელიც არ არის შერიგებული ბრალდებულთან, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით სამართლიანი ზომით და მისი რეალური მოხდით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ----- მ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

2. დ----- მ----------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

3. დ----- მ----------–---–ის დაკავების შემთხვევაში, შესახლებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

4. დ----- მ----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი:

 

5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული კარის საკეტის ჯაჭვის ფრაგმენტი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - განადგურდეს.

 

5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 01 ცალ დისკად, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულს შეუძლია ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

პროკურორს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე