განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
020100118002347813
დავის ტიპი
180 3 ბ
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100118002347813(1/101-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი-ან----------ს

დაცვის მხარე: ადვოკატი- მა------–-----–--ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ან------–----ს მიმართ

მამის სახელი: მუ-----ი

დაბადებული: 1-.0-.1--- წელს

პირადი ნომერი: 62--------7

საქართველოს მოქალაქე

საშუალო გა--თლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: გა-–--------------------–---------------ი

რეგისტრირებული: გა-–--------------------–---------------ი

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

ძებნილი

და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

ან------–----მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

ნა--------------ს და ან------–----ს წლების მანძილზე ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ნა-------------- აფხაზეთის ტერიტორიაზე ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას, კერძოდ, ჰქონდა თხილის ქარხა-- და ამზადებდა თხილს სარეალიზაციოდ. აღნიშნული საქმიანობისთვის თხილის შეძენაში მას ეხმარებოდა ან------–----, რომელიც აწვდიდა თხილის ნაყოფს, რითაც მოიპოვა ნა--------------ს ნდობა. ან------–----მ გადაწყვიტა ესარგებლა ნა--------------ს ნდობით და მოტყუებით დაუფლებოდა მის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით 201- წლის 9 ნოემბერს ის დაუკავშირდა ნა--------------ს და აცნობა, რომ შეღავათიან ფასში ერთ მილიონ რუბლად ნაშოვნი ჰქონდა 10 ტონა თხილის გული და თხოვა თანხა, რასაც დათანხმდა ნა--------------. ნდობის მოპოვების და მისი და--პირების მეტი დამაჯერებლობისთვის ან------–----მ ნა-------------- დააკავშირა საერთო ნაცნობს - ლა---------–----ს, თითქოს მისი ავტომანქანით უნდა მომხდარიყო თხილის ტრანსპორტირება.

 

20---–-–---------------ს, ქ. ზუგდიდში, შეთანხმებისამებრ, ნა--------------მ ან------–----ს 10 ტონა თხილის გულის შესაძენად გადასცა ერთი მილიონი რუსული რუბლი (43 000 ლარი). ნა--------------ს ნდობის ბოროტად გამოყენებით, ან------–---- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებს მიზნით მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 43 000 ლარს, რის შემდეგაც ან------–---- პერიოდულად ურეკავდა მას და არწმუნებდა, რომ თხილი წასაღებად იტვირთებოდა ავტომანქა--ზე. თანხის მიღებიდან ცოტა ხანში ან------–----მ გამორთო ტელეფონი და დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რითაც ნა--------------ს მიაყენა 43 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

ბრალდებულმა ან------–----მ თავი აარიდა გამოძიების ორგანოში გამოცხადებას და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, 2018 წლის 22 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა, ის არ გამოცხადდა 2018 წლის 20 მარტს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე და ასევე თავი აარიდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოცხადებას, იმალება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ან------–----ს დაუსწრებლად მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, მა------–-----–--ს მონაწილეობით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ ან------–----ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

დაზარალებულ ნა--------------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის არის ინდ. მეწარმე, გა-–--------------------–--------------ში გააჩნია თხილის ქარხა--, რამდენიმე წელია იცნობს ან------–----ს და მასთან აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა, ის აძლევდა ან------–----ს თხილის შესასყიდ თანხას და შეძენილ პროდუქციას იბარებდა ქარხა--ში. 201- წლის 9 ნოემბერს ან------–----მ შეთავაზა ზუგდიდში შეღავათიან ფასად, ერთ მილიონ რუბლად, 10 ტონა გარჩეული თხილის შეძენა. მას არ ჰქონდა სრული თანხა, ისესხა ახლობლებში და დათანხმდა. საქონელი იმავე დღეს ლა---------–----ს კუთვნილი ავტომანქანით ქ. ზუგდიდიდან უნდა მიეტა-- მის ქარხა--ში. ქალაქ ზუგდიდში ჩავიდა ლა---------–----ს ავტომანქანით, ფუ--–--–---ს ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს, მას უნდა დაეტვირთა ლა---------–----ს ავტომანქა-- 10 ტონა თხილით და მისი ქალიშვილის, ლო----------------ს ბინაში, ქ. ზუ------–---------------------ე გადასცა ერთი მილიონი რუსული რუბლი და ერთ საათში უნდა მოეტა-- საქონელი, მაგრამ დააგვიანდა და რამდენიმეჯერ დაურეკა ტელეფონზე, ან------–---- ატყუებდა, რომ იტვირთებოდა ავტომანქა-- და მალე მოვიდოდნენ, ასევე უკავშირდებოდა მძღოლსაც და ისიც ნერვიულობდა ან------–----ს დაგვიანების გამო, საღამოს 1-:30 საათზე, როდესაც დაურეკა, ტელეფონი მას გამორთული ჰქონდა. მიხვდა, რომ ან------–----მ მოატყუა და გა--ცხადა პოლიციაში, მაგრამ ის უკვე გადასული იყო თურქეთში, მოგვიანებით დაუკავშირდა ან------–---- და შეპირდა ვალის გადახდას თუ პოლიციაში არ გა--ცხადებდა მისი ქმედების შესახებ.

 

მოწმე ლა---------–----ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ან------–----სთან გააჩნდა საქმიანი ურთიერთობა, მისი ავტომანქანით ემსახურებოდა და ნაყიდი თხილი გადაჰქონდა აფხაზეთიდან ზუგდიდში და ზუგდიდიდან აფხაზეთში. 201- წლის 9 ნოემბერს ან------–----მ უთხრა, რომ ნა--------------ს ქარხა--ში ზუგდიდიდან უნდა ჩაეტა-- 10 ტონა დარჩეული თხილი. იმავე დღეს ნა-------------- წაიყვა-- ზუგდიდში, სადაც შეხვდნენ ან------–----ს, რომლისთვისაც ნა--------------ს უნდა გადაეცა ერთი მილიონი რუბლი, ხოლო ამ თანხით შეძენილი 10 ტონა თხილი ზუგდიდში მდებარე ნაყოფიების თხილის ქარხნიდან უნდა გადაეტა-- აფხაზეთში, ნა--------------ს ქარხა--ში. ის ან------–----ს ელოდებოდა სამი საათი, როდესაც ურეკავდა ეუბნებოდა, რომ ქარხა--ში პროდუქცია დასატვირთად არ იყო მზად, ხოლო 1-:00 საათზე ან------–----მ გამორთო ტელეფონი. შემდეგ ნა--------------ს თხოვნით მივიდა მისი ქალიშვილის ბინაში, სადაც გაიგო, რომ ან------–----მ ერთი მილიონი რუსული რუბლის წაღების შემდეგ დატოვა საქართველოს საზღვარი.

 

მოწმე ლო---------------- განმარტავს, რომ ნა-------------- არის მისი დედა, რომელსაც გალის რაიონში გააჩნია თხილის ქარხა-- და ან------–----ს და მას ჰქონდათ ბიზნეს ურთიერთობა-დედამისი აძლევდა თანხას და ა--ს გალში ჩაჰქონდა გარჩეული თხილი. 201- წლის 9 ნოემბერს დედამისისთვის ან------–----ს უნდა მოეტა-- 10 ტონა თხილი, რაც ლა---------–----ს ავტომანქანით უნდა გადაეტა--თ ზუგდიდიდან აფხაზეთში. მის ბინაში დედამ ერთი მილიონი რუბლი გადასცა ან------–----ს, ის დაპირდა, რომ ერთ საათში 10 ტონა თხილით დატვირთავდნენ ავტომანქა--ს, გამოუვლიდნენ დედას და წავიდოდნენ გალში, როდესაც ა--ს დააგვიანდა დედამისმა რამდენიმეჯერ დაურეკა მას, ის ატყუებდა, რომ ავტომანქა-- იტვირთებოდა, ხოლო შემდეგ გათიშა ტელეფონი.

 

მოწმე მა-------–---–--ა განმარტავს, რომ ნა--------------სთან აქვს კარგი ურთიერთობა, მას გააჩნია თხილის ბიზნესი, 201- წლის ნოემბრის თვეში ან------–----სთვის გადასაცემად და თხილის შესაძენად ნა--ს სჭირდებოდა ერთი მილიონი რუბლი, თანხა დააკლდა და მისგან ისესხა 50 ათასი რუბლი, მეორე თუ მესამე დღეს გაიგო, რომ ან------–----ს ნა--------------სთვის თხილი არ მოუტანია, თანხა წაუღია და წასულა.

 

ა--ლოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს თე----------მ და განმარტა, რომ ნა--------------ს აქვს თხილის ქარხა--, 201- წლის ნოემბრის თვეში მან უთხრა, რომ ან------–----სთვის უნდა გადაეცა ერთი მილიონი რუსული რუბლი, 10 ტონა გარჩეული თხილის შესაძენად, ის აგროვებდა ფულს და მან მისცა თანხა ან------–----სთვის გადასაცემად, მაგრამ მან ერთი მილიონი მიითვისა, ნა--ს თხილი არ მოუტა--, დატოვა საქართველო და გაიქცა.

 

მოწმე გი----------ი განმარტავს, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. 201- წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ნა--------------ს მიმართ ან------–----ს მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, გამოძიების საფუძველი გახდა ნა--------------ს შეტყობინება. მოცემულ საქმეზე დაკითხა მოწმეები, ამოიღო ვაიბერის პროგრამის მეშვეობით ნა--------------ს და ან------–----ს შორის არსებული მიმოწერა, მის მიერ შეკრებილი მასალებით გამოიკვეთა ან------–----ს მიერ ნა--------------ს კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი, დაზარალებულად ცნო ნა--------------, ხოლო ან------–----ს, რომელიც გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით იმყოფებოდა თურქეთში, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით.

 

ან------–----ს ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) ან------–----ს მიმართ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 20---–-–--------------ის შეტყობინება ან------–----ს მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე (ს.ფ. 1-2).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ა--ლიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს მიერ გაცემული საზღვრის კვეთის მონაცემებით დადასტურებულია, რომ ან------–----მ 20---–-–--------------------5 საათზე სარფის გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა (ს.ფ 7-8, 22-23)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 12 მარტის შპს ”ჯეოსელიდან” ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადასტურებულია, რომ 20---–-–--------------ის 10:00 საათიდან 09 ნოემბრის 1-:21:29 საათამდე ან------–----ს კუთვნილ 59---------7 სააბონენტო ნომერზე განხორციელებულია შემავალი და გამავალი ზარები ნა--------------ს და ლა---------–----ს კუთვნილი სააბონენტო ნომრებიდან (ს.ფ 151-159)

 

2018 წლის 16 თებერვლის განჩინების საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 20 თებერვლის ოქმით დადასტურებულია, რომ ნა--------------ს კუთვნილი ”ლენოვოს” ფირმის მობილურ ტელეფონში 201- წლის 0- ნოემბრიდან 20---–-–--------------ამდე ვაიბერის პროგრამაში შენახულია ან------–----ს და ნა--------------ს შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიმოწერა, რომელიც ეხება თანხის გადაცემას და ასევე 20---–-–------------–-ს თვის მიმოწერა, რომელიც შეეხება ან------–----ს თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის და ვალის დაბრუნების საკითხს (ს.ფ. 98-110)

 

2018 წლის 19 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თა--შემწე-გამომძიებელმა გი----------მა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს შენობის მეორე სართულზე მდებარე სამუშაო ოთახში დაათვალიერა საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი WW-----------E 20---–-–--------------ის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის მიმართ უცხოურ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსის დადგენის მიზნით. დათვალიერების შედეგად 20---–-–--------------იდან 201- წლის 10 ნოემბრის ჩათვლით რუბლის ლართან მიმართებით დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები 1) 1 RUB 201--09-11 =4,4295, 2) 1 RUB 201--10-11 =4,4474 (ს.ფ. 89-91).

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან----------ს 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილებით ან------–----ს მიმართ გამოცხადდა ძებნა (ს.ფ. 138-139)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედებაა, მისი ჩადენისას დამნაშავეს შეგნებული აქვს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებს მას, ნდობის ბოროტად გამოყენებით ატყუებს მესაკუთრეს, მისი კუთვნილი ნივთის დაუფლების მიზნით.

 

თაღლითობის ობიექტური მხარე გამოიხატება დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებაში, ანგარების მოტივით, მატერიალური გამორჩენის მისაღებად.

 

და--შაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას, დამნაშავეს შეგნებული აქვს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა. და--შაულის ჩადენის მოტივი ანგარებითია და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი მოიცავს მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რაც თავის მხრივ იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია თაღლითობის ჩადენა დიდი ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დასჯად ქმედებას.

 

საქართველოს სსკ-ის 1-7-ე მუხლის შენიშვნის თა--ხმად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და--შაულისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო ბრალდებული ან------–---- დაეუფლა ნა--------------ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 43 000 ლარს.

 

ბრალდებულ ან------–----ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რადგან მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და ნა--------------ს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებას რეალურად ჰქონდა ადგილი, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ნა--------------ს მიერ თხილის შესაძენად ან------–----სთვის ერთი მილიონი რუბლის გადაცემა, რაც 20---–-–---------------ს არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 43 000 ლარს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს გა--ჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს გა--ჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს გა--ჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს გა--ჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თა--ხმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი გა--ჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ან------–----მ ნდობის ბოროტად გამოყენებით ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

ამდენად, ბრალდებულ ან------–----ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ან------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

ან------–----ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ გა--ჩენი უნდა იყოს სამართლიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს გა--ჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმეს.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი და--შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თა--ხმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი და--შაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, და--შაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ ან------–----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და და--შაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ან------–---- (პირადი ნომერი 62--------7) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

3.ან------–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათა--დო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

 

4.გა--ჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთა--ვე.

 

5.გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქუჩა №12)

 

6.მსჯავრდებულ ან------–----ს უფლება აქვს გა--ჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათა--დო ორგანოებში გამოცხადებიდან ან გა--ჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქუჩა №12).

 

მოსამართლე: ნატრული აკობია