1. საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შედგებოდეს შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან.
2. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება საბჭოს დასახელება, გადაწყვეტილების სახელწოდება, მისი გამოტანის დრო და ადგილი, საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს აპარატის წევრი – საბჭოს სხდომის მდივანი, მხარეები და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები (არსებობის შემთხვევაში), სპეციალისტისა და ექსპერტის მოსაზრებები (არსებობის შემთხვევაში), დავის საგანი, საჩივრის მოთხოვნა.
3. გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მიეთითება მომჩივნისა და მოპასუხის პოზიციები (არსებობის შემთხვევაში), დაინტერესებული პირის მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში), სპეციალისტისა და ექსპერტის მოსაზრებები (არსებობის შემთხვევაში).
4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აისახება საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა საბჭოს დასკვნები, მოსაზრებები, რომლითაც საბჭო უარყოფს ამა თუ იმ გარემოებასა და მტკიცებულებას, საბჭოს სამართლებრივი შეფასება და კანონმდებლობა, რომლითაც ხელმძღვანელობდა საბჭო.
5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს საბჭოს შემაჯამებელ დასკვნას საჩივრის დაუშვებლად ცნობის, განუხილველად დატოვების, სრულად დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წეს