1. ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ საბჭოს, უფლებამოსილება უნარჩუნდება 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი საჩივრების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ფარგლებში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრ(ებ)ს შეუწყდებათ უფლებამოსილება, რის გამოც საბჭო მოკლებული ხდება შესაძლებლობას, განიხილოს და გადაწყვიტოს საჩივრები, მისი შემადგენლობა შეივსება ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად. ახალი წევრის უფლებამოსილება ნაცვლად 1 წლისა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულებამდ