1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა ამ ვადაში ვერ ესწრება, საბჭოს გადაწყვეტილებით, საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს არა უმეტეს 10 სამუშაო დღით.

2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭოს წევრების მონაწილეობით იმართება თათბირი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია, წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება მიღებულ გადაწყვეტილებას.

4. საბჭოს წევრი მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

5. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სხვა ისეთ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას და რომელიც არ არის აღნიშნული საჩივარში.

6. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე ყველა წევრი, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე საბჭოს წევრი.

7. იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი არ ესწრება გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებაში კეთდება აღნიშვნა.

8. ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვიდეოკონფერენციაში მონაწილე საბჭოს წევრს გადაწყვეტილების პროექტი ეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბჭოს აპარატის მიერ. გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აისახოს საბჭოს თითოეული წევრის მიერ სხდომაზე გამოხატული პოზიცია.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვიდეოკონფერენციაში მონაწილე საბჭოს წევრი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილების მისთვის გაგზავნილ პროექტს, რაც უთანაბრდება მის მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა