1. საბჭო უფლებამოსილია, საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად:
ა) საჩივარი სრულად დააკმაყოფილოს;
ბ) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს;
გ) საჩივარი არ დააკმაყოფილოს;
დ) საჩივარი დაუშვებლად ცნოს ამ რეგლამენტის შესაბამისად.
2. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია:
ა) შემსყიდველ ორგანიზაციას/უფლებამოსილ ორგანოს/შესარჩევ კომისიას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების/შერჩევის პროცესის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს;
ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას/უფლებამოსილ ორგანოს/შესარჩევ კომისიას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს;
გ) შესყიდვის მონაწილის მიერ/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველის მიერ/შერჩევის პროცესის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
3. საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომ