1. საანგარიშო პერიოდისთვის ფინანსური გარანტიის ამ წესების 34-ე მუხლით დადგენილი წესით და ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხიმგებელ პირს უჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი, შესაბამისი ვალდებულების შესრულებამდე.
2. მზარდი უბალანსობის ღირებულების ამ წესების 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბაზრის ოპერატორი დაბალანსებზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მზარდი უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულების დამატებით ვადაში შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ფინანსური გარანტიით გათვალისწინებული თანხა ირიცხება გადამცემი სისტემის ოპერატორის ანგარიშზე, საანგარიშო პერიოდში გამოწვეული მზარდი უბალანსობის ღირებულების ოდენობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებიდან 1 თვის ვადაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი ამ წესების 34-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად განსზღვრული და საანგარიშო პერიოდისათვის მოქმედი ფინანსური გარანტია, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ცალხმრივად შეწყვიტოს დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებ