წინამდებარე დებულების ამოცანებია:
ა) ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გამოყენებისათვის;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;
გ) ბუნებრივი გაზის საწარმოების, კვალიფიციური მომხმარებლისათვის, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად და სააგენტოს უფლება-მოვალეობების დადგენა, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საწარმოების, კვალიფიციური მომხმარებლის, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ერთმანეთთან, სააგენტოსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ორმხრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა;
დ) ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით ბუნებრივი გაზის საწარმოების, კვალიფიციური მომხმარებლის, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და დაინტერესებული პორების სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობას;
ე) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების თაობაზე წარმოქმნილი დავების სამართლებრივი გადაწყვეტის უზრუნველყოფ