1. დამტკიცდეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის თანდართული წესი, თანახმად დანართი №1-ისა;

2. საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა, თანახმად დანართი №2-ისა;

3. ახსნა-განმარტების ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა;

4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) ფორმა, თანახმად დანართი №4-ისა;

5. საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) აღრიცხვის ჟურნალი, თანახმად დანართი №5-ისა;

6. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად  დანართი №6-ისა;

7. სააღსრულებო ფურცლის ფორმა, თანახმად დანართი №7-სა.