1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №
6) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში.
3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად